კლასტერები და განვითარებადი ინდუსტრიები ევროპაში
ევროპაში ტრადიციული ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად, სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა ინოვაციურ და განვითარებად მიმართულებებს, რომლებიც ინტენსიურად იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს. თავის მხრივ, ამ მიმართულებებზე გავლენას ახდენენ დღეს მსოფლიოში არსებული ტრენდები და მათ განვითარებისკენ უბიძგებენ.
მსოფლიო ტრენდებს ადამიანების ქცევა განსაზღვრავს. დღეს, განვითარებულ ქვეყნებში, ადამიანებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზოგონ მეტი დრო, მიიღონ მათზე მორგებული მომსახურება თუ პროდუქტი, იზრუნონ გარემოზე და საკუთარ ჯანმრთელობაზე.
მსოფლიოში არსებულ ტრენდებს შორის მკვლევარები გამოყოფენ შემდეგ მიმართულებებს:
ტექნოლოგიური |
სოციალურ-პოლიტიკური |
გარემოსდაცვადაჭკვიანიეკონომიკა |
ავტომატიზაცია მასობრივიპერსონალიზაცია მონაცემებზეორიენტირებულისამყარო |
გლობალიზაციადაგეოპოლიტიკა დემოგრაფიულიცვლილებები |
მწვანედაცირკულარულიეკონომიკა ურბანიზაციადაჭკვიანიქალაქები ჭკვიანიმობილობა |
წყარო: EOCIC 2019
ზემოთ ჩამოთვლილ მსოფლიო ტრენდებს შორის ყველაზე დიდ გავლენას განვითარებად ინდუსტრიებზე შემდეგი ტრენდები მოახდენენ:
მასობრივი პერსონალიზაცია, რომელიც გულისხმობს მომხმარებლებისთვის მათზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების მიწოდებას.
ჭკვიანი მობილობა, ტრანსპორტირების ახალი მოდელების შემუშავება, რომელსაც ნაკლები უარყოფითი გავლენა ექნება გარემოზე.
მწვანე და ცირკულარული ეკონომიკა, განახლებადი რესურსების გამოყენება წარმოებაში.
ევროკომისიისთვის 2019 წელს მომზადებულმა კვლევამ გამოავლინა ათი წამყვანი განვითარებადი ინდუსტრია ევროპაში, რომლებსაც დღეს მნიშვნელოვნად მიიჩნევენ ევროპის ეკონომიკის განვითარებისთვის.
2016 წლის მონაცემებით ევროპაში ჩამოთვლილი მიმართულებებიდან ყველაზე მეტი ადამიანი დასაქმებული იყო ტურიზმისა და საშემსრულებლო ხელოვნების (16 მილიონი) და კრეატიულ ინდუსტრიაში (15 მილიონი). ყველაზე მაღალი საშუალო წლიური ანაზღაურება კი ბიოლოგიური სამედიცინო პროდუქტების (50,800 €), კრეატიულ (48,300€) და ციფრულ (48,800€) ინდუსტრიაში გვხვდება.
ტურიზმის სექტორში დასაქმებულების რიცხვით ევროპაში გამოირჩევა საფრანგეთი, შემდეგ მოდის იტალია და ესპანეთი. ბიოლოგიური სამედიცინო პროდუქტების წარმოება კი ყველაზე მეტად დასავლეთ გერმანიაში, ბელგიაში, ირლანდიასა და ისრაელშია განვითარებული. ამ სექტორში დასაქმებულთა რიცხვი ყველა ჩამოთვლილ ინდუსტრიას შორის ყველაზე დაბალია (2.4 მილიონი), თუმცა, ისინი სამუშაო ძალის ერთ-ერთ ყველაზე განათლებულ და პროდუქტიულ ნაწილს წარმოადგენენ.
რაც შეეხება კრეატიულ და ციფრულ ინდუსტრიას, სადაც დასაქმებულებს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ანაზღაურება აქვთ ევროპაში, ბოლო ათწლეულების მანძილზესხვა ინდუსტრიასთან შედარებით ყველაზე სწრაფად გაიზარდა. კრეატიული ინდუსტრია განვითარებულია ევროპის დედაქალაქებში და მსხვილ ურბანულ რეგიონებში. ციფრული ინდუსტრიის კლასტერული გაერთიანებები კი თავმოყრილია ავსტრიაში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, შვეიცარიასა და სკანდინავიის ქვეყნების დედაქალაქებში. კლასტერების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზემოთ ჩამოთვლილი ინდუსტრიის განვითარებაში, მულტი-სექტორული კავშირების გამო რომელიც მათ ახასიათებთ.
განვითარებადი ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება, რადგან ამ ინდუსტრიების დიდი ნაწილი გულისხმობს მათ ინტენსიურ გამოყენებას.
წყარო: EOCIC
ახალი და განვითარებადი ტექნოლოგიებით ევროპაში გამოირჩევიან დასავლეთ ევროპის და სკანდინავიის ქვეყნები, თუმცა ლიდერებს შორის არიან ბალტიისპირეთის ქვეყნებიც, რაც მათი განვითარების სწრაფ ტემპებზე მიუთითებს.
მომავალში ჩვენ კიდევ უფრო დეტალურად განვიხილავთ კლასტერების როლს განვითარებადი ინდუსტრიები განვითარებაში, კონკრეტული მაგალითების საფუძველზე და შევეცდებით დავუკავშიროთ ევროპული გამოცდილება საქართველოში არსებულ განვითარებად მიმართულებებს.
ავტორი: მარიამ სალდაძე
სტატია მომზადებულია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს და „თანამშრომლობის განვითარების და დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით.