Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Saturday, 21 Декабрь
14 Aпрель 2020 | 17:43 Бизнес

ავეჯის ადგილობრივი წარმოება ნატურალური ხის დეფიციტს განიცდის

ავეჯის ადგილობრივი წარმოება ნატურალური ხის დეფიციტს განიცდის

ბესიკ ვერძეული: „ქვეყანაში მავნე ნივთიერებების შემცველი მასალების იმპორტი უნდა შეიზღუდოს” 

ბესიკ ვერძეული ქართული ავეჯის კლასტერის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი იყო, რომელიც GIZ-ის დახმარებით 2017 წელს ჩამოყალიბდა.კლასტერში 40-მდე კომპანია გაერთიანდა, მათ შორის რამდენიმე  ნატურალურ ხეზე მომუშავე საწარმოც კოვიდ-19-ის გავრცელების გამო ავეჯის კლასტერს მუშაობა ამჟამად შეჩერებული აქვს. საწარმოები დახურულია. საქართველოს ავეჯის ბაზარი, რომელსაც საკმაოდ ბევრი პრობლემა ჰქონდა, პანდემიის გამო კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ნატურალური ხის მასალის დეფიციტი, არაკონკურენტული გარემო, იმპორტირებული უხარისხო მასალით გაჯერებული ბაზარი, ეს ამ სექტორში არსებული პრობლემების მხოლოდ მცირე ნაწილია. ავეჯის კლასტერის გამგეობის თავმჯდომარე ბესიკ ვერძეული eugeorgia.info- საუბრისას ამბობს, რომ არსებული პრობლემების გამო ავეჯის კლასტერის მუშაობა ჯერჯერობით ეფექტიანი არ არის. ის მთავრობის მხრიდან ავეჯის სექტორის ხელშეწყობის აუცილებლობაზე საუბრობს: 

„მასალები, რომელსაც ავეჯის მწარმოებლები იყენებენ, თითქმის 100%-ით იმპორტირებულია. კლასტერის რამდენიმე წევრი კომპანია დიდი ხანია ადგილობრივი ხის ნედლეულის გამოყენებას ვითხოვთ, ერთობლივი პროექტიც მოვამზადეთ, როგორ უნდა შეგვეწყო ხელი ნატურალური ხის გამოყენებისთვის, თუმცა, ბაზარზე ადგილობრივი ნედლეულის გამოტანა გვიანდება. დიდი ხანია არსებობს  „საქმიანი ეზოების” შექმნის სახელმწიფო პროექტი, რომელიც ევროკავშირის დახმარებით დაიწერა. პროექტისთვის თანხებიც იყო გამოყოფილი და ის დიდი ხნის წინ უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ პროექტი დღემდე გაჩერებულია.  

-„საქმიანი ეზოს” პროექტი რას გულისხმობს? 

- სქემა გულისხმობს, რომ კერძო კომპანიები ხის მოსაჭრელად ტყეში აღარ უნდა შევიდნენ. სახელმწიფო თვითონ მოჭრის ხის მორებს, ანუ პირველად ნედლეულს, გამოიტანს ე.წ. „საქმიან ეზოში” და აუქციონის მეშვეობით კერძო კომპანიებზე გაყიდის. ვინც მეტს გადაიხდის, ნედლეულს ის იყიდის, შემდეგ გადაამუშავებს, გამოაშრობს, შემდეგ ავეჯის წარმოებისთვის გამოიყენებს ან ხის მასალის სახით გაყიდის. შედეგად ბაზარზე  ხარისხიანი ნედლეული გაჩნდება. ავეჯის კომპანიებისთვის გაჩნდება ნატურალური ნედლეულისგან ხარისხიანი ავეჯის წარმოების საშუალება. „საქმიანი ეზო” ძველი მეთოდია და ის გარდამავალი პერიოდისთვის გამოიყენება. როცა ტყის მასივების პრივატიზება მოხდება და ტყეები კერძო საკუთრებაში გადავა, ამ საქმიანობასაც კერძო სექტორი გადაიბარებს. 

საქართველოს ავეჯის სექტორი იმპორტირებული ნედლეულით ვერ განვითარდება. ამჟამად ბაზარი მომხმარებელს თითქმის მთლიანად იმპორტირებულ მზა ავეჯს სთავაზობს. შიდა წარმოებას ავეჯის ბაზრის მხოლოდ 25% უკავია. ქვეყანაში არსებული ავეჯის საწარმოების 95%-ზე მეტი ასევე იმპორტირებულ ნედლეულს იყენებს. საქართველოში მუხის მოჭრა აკრძალულია, კაკლის მასალა ცოტაა. ერთადერთი წიფლის ნედლეული გაგვაჩნია, მაგრამ მასაც ვერ ვიყენებთ.

ადგილობრივ ხის ნედლეულზე სულ რამოდენიმე კომპანია მუშაობს. ეს მცირე საოჯახო საწარმოები არიან, ჩრდილოვანი ბიზნესით, ხშირ შემთხვევაში დამალული გადასახადებით და საკმაოდ მოძველებული ტექნოლოგიით. ისინი მცირე რესურსს ფლობენ, დანადგარებში არ აქვთ ინვესტიცია ჩადებული და ექსპორტი მათთვის ხელმიუწვდომელია. ავეჯის დანარჩენი  ინდუსტრია მთლიანად იმპორტირებულ ნედლეულს იყენებს. 

ჩემი კომპანია ავეჯის მასალის იმპორტსაც ახორციელებს. 350 მუდმივი კლიენტი მყავს, დიდი და საშუალო კომპანიები და ხელოსნები. ამ კომპანიებს  განვითარების პერსპექტივა აქვთ, მაგრამ ისინი ლამინირებულ ავეჯს, ე.წ. მდფ-ის და დსპ-ს მასალით აკეთებენ. ეს არ არის ის ნედლეული, რომლითაც ავეჯს დავამზადებთ და ექსპორტზე გავიტანთ. ამ მასალით კონკურენტულ პროდუქციას ვერც შიდა ბაზრისთვის შევქმნით. თურქული, ჩინური ან უკრაინული ავეჯის მწარმოებლები, რომელთა პროდუქცია საქართველოში იყიდება,  გაცილებით მძლავრი კომპანიები არიან, მათ ქვეყნაში საკუთარი ნედლეული და დიდი ქარხნები აქვთ. წარმოუდგენელია, ჩვენ ნედლეული ამ ქვეყნებიდან შემოვიტანოთ, ავეჯი დავამზადოთ და მათ პროდუქციას კონკურენცია გავუწიოთ. 

ავეჯის წარმოებისთვის წიფლის გამოყენება თუ მოხდება, მაშინ ამ დარგის განვითარება უკვე შესაძლებელი გახდება. ავეჯის სექტორი ეკონომიკის ხერხემალი ვერ იქნება, მაგრამ ბევრ ადამიანს დაასაქმებს. 

-ავეჯის წარმოებისთვის ადგილობრივი ხის ნედლეული არ იქნება საკმარისი…

-წიფელი საკმაოდ ბევრი გვაქვს, წიწვოვანი ხის ნედლეულიც გვაქვს განსაზღვრული ოდენობით. საქართველოში იმდენი წიფელი შეიძლება მოიჭრას, რომ ადგილობრივი მოთხოვნაც დააკმაყოფილოს და მის ექსპორტზეც ვიფიქროთ. ავეჯის იმპორტს მთლიანად რა თქმა უნდა, ვერ ჩავანაცვლებთ, მაგრამ ბაზრის 15-20% რომ დავიკავოთ, ესეც კარგი იქნება. სრულიად შესაძლებელია ბავშვთა ავეჯი ამ ნატურალური ნედლეულით რომ დამზადდეს. ვგეგმავ საბავშო ავეჯის წარმოებას, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან. ქართული საბავშვო ავეჯის წარმოების პრეცედენტი მინდა შევქმნა, ამიტომ კომპანია მინიმალურ მოგებაზე იმუშავებს. 

-გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება პროდუქციის ფასს. ნატურალური ხისგან დამზადებული ავეჯი ძვირია. ის იაფი ნედლეულით დამზადებულ ავეჯს კონკურენციას გაუწევს? 

-რა თქმა უნდა ფასი მნიშვნელოვანია, მაგრამ სახელმწიფოს აქვს ბერკეტი, რომ ამ ინდუსტრიას, რომელიც დღეს თითქმის მკვდარია, ხელი შეუწყოს. ჩვენი გათვლებით, ამ დარგს შეუძლია შექმნას 10 მილიარდი ლარის პროდუქცია და 80 ათასი ადამიანი დაასაქმოს. ეს რეალური რიცხვებია. სპეციალისტებმა ინვენტარიზაციის შედეგად იანგარიშეს, რომ საქართველოში შესაძლებელია 2 მილიონი კუბ. მეტრი ხის მასალა დამზადდეს. კერძო კომპანიები ხეების მოჭრის შემდეგ დიდი რაოდენობით ტოტებს რომ არ ტოვებდნენ ტყეში, მოხარშული წიფელი ირანში რომ არ გადიოდეს, მათ შორის კონტრაბანდული გზით, ეს ნედლეული ადგილობრივ ავეჯის ინდუსტრიას მოხმარდებოდა. ქვეყანაში უნდა შეიქმნას ღირებულება სრული ჯაჭვი: მოხდეს წიფლის ხის მეორადი გადამუშავება, ერთი საწარმო დახერხავს, მეორე მოხარშავს, მესამე ავეჯს დაამზადებს, მეხუთე ივაჭრებს და ა.შ.. 

-თქვენი აზრით, „საქმიანი ეზოს” მოწყობის გარდა რა უნდა გააკეთოს მთავრობამ ადგილობრივი წარმოების დასახმარებლად? 

-უნდა მოხდეს საბავშვო ბაღებისთვის გამოცხადებულ სახელმწიფო ტენდერებში იმ ადგილობრივი კომპანიების ჩართვა, რომლებიც ნატურალურ ხის ნედლეულზე მუშაობენ. საბავშვო ბაღებში მავნე მასალისგან დამზადებული ავეჯი შედის. ეს მომავალი თაობების წინაშე ჩადენილი დანაშაულია. სახელმწიფოს შეუძლია სატენდერო პირობაში ჩადოს, რომ მხოლოდ ქართულ ნედლეულზე დამზადებულ ნატურალური ხის ავეჯს შეისყიდის. მას ასეთი ავეჯი  ცოტა ძვირი დაუჯდება, სამაგიეროდ, სექტორის სტიმულირება მოხდება და ბავშვების ჯანმრთელობას დაიცავს. დღეს სახელმწიფო ტენდერებში ფასია გადამწყვეტი, საბავშვო ავეჯის ხარისხს კი ყურადღებას არ აქცევენ, რაც არასწორია.

ქვეყანაში შემოდის ლამინირებული მდფ-ის მასალა, რომელიც ფორმადეჰიდით არის დაფარული. მისი დაწვის შედეგად საშიში ნივთიერებები გამოიყოფა. მის ნარჩენებს ხშირად დასახლებების სიახლოვეს, პირდაპირ ღია სივრცეში წვავენ, სათბურებს და სახლების გასათბობად იყენებენ. მისი ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების შესახებ საგანგაშო ფაქტები გვაქვს. იაფ და უხარისხო ჩინურ მასალას წარმოშობის ყალბ ნიშნებს აწებებენ, გერმანულ, ავსტრიულ ან  ესპანურ პროდუქციად ასაღებენ. ასე ხდება მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა, პროდუქციის წარმომავლობის გაყალბება სახელმწიფო ტენდერებშიც ხშირად ხდება ეს პროდუქცია მავნეა, ამიტომ მისი იმპორტი აქციზით უნდა დაიბეგროს. ნედლეულის ბაზარი მთლიანად უკონტროლოა. დაბალი ხარისხის, მავნე ნივთიერებების შემცველი მასალის ქვეყანაში შემოტანა უნდა შეიზღუდოს, ხარისხის სტანდარტი უნდა დაწესდეს. ამან შეიძლება ბიუროკრატიულ პრობლემებს შექმნას, მაგრამ განსაზღვრული სახის სტანდარტი მაინც უნდა არსებობდეს. მაღალი ხარისხის ნედლეულის გამოყენება პროდუქციას გააძვირებს და მოსახლეობას მისი შეძენა შეიძლება გაუჭირდეს, მაგრამ ევროკავშირისკენ თუ მივდივართ, ამ პრობლემას უნდა მივხედოთ. 

მასალის იმპორტზე აქციზის შემოღება მის ფასს გაზრდის, რის შემდეგ ნატურალური ხის ავეჯი უკვე შეძლებს მას კონკურენცია გაუწიოს. თუ შიდა ბაზარი არ განვითარდა, პროდუქციას ვერც ექსპორტზე გავიტანთ. იშვიათი გამონაკლისები ქვეყანას ვერ გადაარჩენს. მთლიანად დარგის განვითარებაა აუცილებელი. პატარა კომპანიებს არ აქვს დიდი ინვესტიციის საშუალება, რომ დიდი ქარხნები ააშენონ და ექსპორტზე იმუშაონ. ნატურალური ხის ავეჯის მწარმოებლების წარმადობა მწირია, რომ ის უცხოელ პარტნიორს ვერ იშოვის, არც ფინანსური რესურსი აქვს და არც ნედლეული, სტაბილურ მიწოდება რომ შეძლოს. ამ საწარმოებს თანამედროვე ტექნოლოგიები არ გააჩნიათ, ფართი ნაქირავები აქვთ, კვალიფიციური კადრი სჭირდებათ და სხვა უამრავი პრობლემა აქვთ. 

ებრაელმა ბიზნესმენებმა აშშ-დან თანამშრომლობა შემომთავაზეს, ერთობლივი წარმოება უნდა გაგვეკეთებინა, ავეჯი რკინისა და ხის კომბინაციით. თვეში 1-2 კონტეინერის გაგზავნას ითხოვდნენ, მაგრამ ვერ შევძელით, რადგან სტაბილურ მიწოდების გარანტია ვერ მივეცით. ფრანგული კომპანიისგან გვქონდა წინადადება- დიდი რაოდენობით ხის ე.წ. პალეტის ყიდვა უნდოდა. ყველა სამხერხაო მოვიარე, მაგრამ ვერავინ მომცა პირობა, რომ დაკვეთის ნახევარს მაინც მომაწვდიდა. ეს იმიტომ, რომ ქვეყანაში სტაბილური ნედლეულის რესურსი არ არის. 

სახელმწიფომ საგადასახადო პოლიტიკას უნდა გადახედოს. ის მაინც გააკეთონ, რომ თურქულ კომპანიებთან თანაბარ პირობებში ვიყოთ. ჩვენ არაკონკურენტულ გარემოში ვართ თურქულ კომპანიებთან, რადგან ექსპორტს მათი მთავრობა ასტიმულირებს. ჩვენმა სახელმწიფომ, პირველ რიგში, ადგილობრივ წარმოებაზე.უნდა იზრუნოს. ხარისხზე თუ სტანდარტები დაწესდება, წარმოებაში უხარისხო მასალებს აღარ გამოიყენებენ და მოთხოვნა გაჩნდება ნატურალურ ხეზე. თუ გვინდა ევროპას დავემსგავსოთ, ხარისხიანი ავეჯი უნდა გვქონდეს და ამისთვის ძვირსაც უნდა ვიხდიდეთ. 

სახელმწიფომ კომპანიების წახალისების მიზნით ავეჯის კომპანიებისა და დიზაინერების ერთობლივი პროექტები უნდა განახორციელოს, მოაწყოს გამოფენები. მთავრობა შესაბამისი კადრების გადამზადებას სერიოზულად უნდა მოეკიდოს და არა ისე, როგორც ახლა ასწავლიან კოლეჯებში. 

სტატიის ავტორი: ნონა ქვლივიძე

სტატია მომზადებულია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს და „თანამშრომლობის განვითარების და დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით. 




Прочитано
15907
Отправить письмо

Связанные истории не найдены


Блог

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Адвокатирования

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

Избранные статьи

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლო სამუშაოებში ავიაცია ჩაერთო. ხელისუფლებამგადაწყვეტილება ამის შესახებ ვითარების სირთულიდან გამომდინარე მიიღო. მავნებელმა ყველაზე მეტად ამ დროისთვის სამეგრელო დააზარალა, თუმცა ასევე გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს სხვა

Amazon export hub-ი საქართველოში დაფუძნებული ახალი კომპანიაა, რომელიც ელექტრონული კომერციის ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს amazon.com-ის უდიდეს ელექტრონულ მარკეტზე გაყიდვებს ასწავლის.

banner
banner
banner
banner
banner