Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Sunday, 09 Август
25 Aпрель 2020 | 12:13 Сельское хозяйство

გიორგი კუხიანიძე(ფერმერი): „კლასტერის სარგებელს რომ დაინახავენ, დარწმუნებული ვარ, ჩვენთან გაერთიანება ბევრ ფერმერს მოუნდება”

გიორგი კუხიანიძე(ფერმერი): „კლასტერის სარგებელს რომ დაინახავენ, დარწმუნებული ვარ, ჩვენთან გაერთიანება ბევრ ფერმერს მოუნდება”


გიორგი კუხიანიძეს სასათბურე მეურნეობა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში აქვს, სადაც პომიდორი, კიტრი, ბულგარული წიწაკა, მწვანილი და სხვა სახეობის ბოსტნეული მოჰყავს. მებოსტნეობა მათი ოჯახის ტრადიციული საქმიანობაა. გიორგი ამბობს, რომ მისი ბაბუა სოფლის მეურნეობას მისდევდა, შემდეგ ბოსტნეულის მოყვანა მამამ გააგრძელა. ახლა კი სასათბურე მეურნეობის გაფართოებას გიორგი ცდილობს. მან 10 თანასოფლელთან ერთად გადაწყვიტა კოოპერატივი ჩამოაყალიბოს, რაც მოსავლის გაერთიანების საშუალებას მისცემთ. ფერმერები წყალტუბოდან ვარაუდობენ, რომ ამ გზით, ბოსტნეულის რეალიზაციის პრობლემის მოგვარებას უკეთ შეძლებენ. 

გიორგი კუხიანიძე(ფერმერი): „სათბური 3 ათასი კვადრატულ მეტრზე მაქვს გაკეთებული. მაქვს თავისუფალი მიწის ნაკვეთიც, ე.წ. ღია გრუნტიც, მაგრამ, იქ ბოსტნეული ვერ მომყავს. სათბურში ცოტ-ცოტა ყველა სახეობის ბოსტნეულს ვთესავ. წინასწარ არ ვიცი, როგორი კლიმატური პირობები იქნება, რომელი ბოსტნეული უფრო კარგ მოსავალს მომცემს, რა ფასი ექნება, ამიტომ ერთ სახეობის იმედად ვერ ვიქნები. სხვადასხვა ბოსტნეულს ვთესავ, შერეული მოსავალი რომ მქონდეს. ერთი თუ წამგებიანი აღმოჩნდება, ზარალს მეორე სახეობა გადაფარავს.

-სათბურში მოყვანილ ბოსტნეულს სად ყიდით?

-მოსავლის ნაწილს საკოლმეურნეო ბაზარში ვყიდი, ნაწილი კი მოვაჭრეებს მიაქვთ, რომლებსაც ბოსტნეული  სასტუმროების ქსელებში და რესტორნებში შეაქვთ. ასე ყიდიან საკუთარ პროდუქტს ფერმერები ჩემს მეზობლად. იმის გამო, რომ ჩვენ სათბურებში მოწეული ბოსტნეული მცირეა, რესტორნებისა და სასტუმროებისთვის რეგულარულ მიწოდებას ცალკეული ფერმერი ვერ ახერხებს. იძულებული ვართ პროდუქტი გადამყიდველს იაფად მივყიდოთ. ამის გამო დანაკარგი ძალიან დიდია, არადა ფინანსური შემოსავალი ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომ მცირე ფერმერებმა გადავწყვიტეთ, ჩამოვაყალიბოთ კოოპერატივი -„იმერული ბოსტნეული”. კოოპერატივი იმისთვის გვინდა, რომ ჩვენი პროდუქცია გავაერთიანოთ და მომხმარებლებს პირდაპირ, შუამავალი რგოლის გარეშე მივაწოდოთ. ამ გზით ჩვენი მოგების მარჟა  გაიზრდება. შუამავლების გარეშე ჩვენ უკეთ განვსაზღვრავთ, მოსავალი კლიენტს რა ფასად მივაწოდოთ. მათ მიერ დადგენილ შესყიდვის ფასებზე აღარ ვიქნებით დამოკიდებული, რომელიც მუდმივად არასტაბილური და მერყევია.  

ჩვენ სოფელში 11 ფერმერია გაერთიანების მსურველი. მაგრამ ჯერ კოოპერატივის, სამომავლოდ კი კლასტერის სარგებელს რომ დაინახავენ, დარწმუნებული ვარ, ჩვენთან გაერთიანება ბევრს მოუნდება. გაწევრიანების სურვილი რომ გაუჩნდეთ, ამისთვის მწარმოებლების ცოდნის დონე უნდა ავამაღლოთ და გაერთიანების სიკეთე უკეთ დავანახოთ. ფერმერული მეურნეობების გამსხვილების გარეშე სოფლის მეურნეობის სფეროს პერსპექტივა არ აქვს. 

გვინდა ჩვენ მეურნეობებში ევროპული სტანდარტები დავნერგოთ, გავიგოთ რა მოთხოვნები აქვს ევროპულ ბაზარს და ის პროდუქტი მოვიყვანოთ, რაზეც ბაზარზე არის მოთხოვნა. ეს ცოტა შორეული გეგმაა. ჯერ გვინდა ბოსტნეულით ადგილობრივ ბაზარი მოვამარაგოთ. 

-11 ფერმერის ნაკვეთი ჯამურად რამდენ ჰექტარს შეადგენს?

-სულ დაახლოებით 6 ჰექტარია. ზოგს 1,5 ჰექტარი აქვს, ზოგის ნაკვეთი 2 ჰექტრამდეა. ეს ბევრი არ არის. მცირე ფერმერებისთვის, რომლებიც გამსხვილების აუცილებლობას ჯერ ვერ ხვდებიან, ჩვენ უნდა გავხდეთ მაგალითი. შემდეგ შემოგვიერთდებიან ჩვენი მეზობლებიც, მეგობრებიც და რაც უფრო ბევრი ფერმერი გვეყოლება გვერდით, მით უკეთესი იქნება. ახლა საგაზაფხულო ბოსტნეულის თესვას ვიწყებთ. ამ პერიოდში მწვანილს აღარ ვთესავთ, რადგან გაზაფხულზე მისი ფასი იკლებს და სათბურში მისი მოყვანა მომგებიანი არ არის. მიმდინარე სეზონზე სათბურში პომიდორი, კიტრი და ბულგარული მოგვყავს. შემოდგომაზე უკვე მწვანილს დავთესავთ.

-ნიადაგისთვის რა სახის სასუქს იყენებთ?  

-ნიადაგისთვის დანამატებს თითქმის არ ვიყენებ. შხამქიმიკატებით მხოლოდ ბოსტნეულის შეწამვლას ვახორციელებთ, სხვადასხვა დაავადებების წინააღმდეგ. ვკითხულობთ სპეციალურ ლიტერატურას, რომ გავიგოთ, ფერმერებს ბოსტნეული ევროპაში როგორ მოჰყავთ. ვცდილობ, ევროპული წესები ჩვენ მეურნეობაშიც დავნერგოთ. ასევე, ვურთიერთობთ იმ ადგილობრივ ფერმერებთან, რომლებსაც ბოსტნეული ევროპული სტანდარტით მოჰყავთ. ვცდილობთ მოვიპოვოთ ინფორმაცია, რა სახის პროდუქციას ითხოვს მომხმარებელი. 

გვინდა სათბურებში „Global Gap”-ის სტანდარტი დავნერგოთ, მომხმარებელს ეჭვი არ უნდა გაუჩნდეს, რომ ჩვენი პროდუქცია უხარისხოა ან მავნეა მათი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ეს დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული და ჯერჯერობით ხელმიუწვდომელია. ჩვენ სასაწყობო მეურნეობას სათანადოდ მოწყობა სჭირდება. რაც გვაქვს, ის ევროპულ სტანდარტს არ შეესაბამება. ბოსტნეულის იმ მეთოდებით მოყვანა, როგორც ამას ჩვენ მამა-პაპა აკეთებდა, მოძველებულია. ახალი ტექნოლოგიების და სტანდარტების დანერგვაა საჭირო.   

-კიდევ რა პრობლემები გაქვთ მცირე ფერმერებს?

-ყველაზე მეტად თანამედროვე ტექნოლოგიების მცოდნე აგრონომი გვჭირდება, რომელიც ბოსტნეულის სწორად მოყვანას გვასწავლის. გვეტყვის, როგორ გავზარდოთ მოსავლიანობა, რა სათესლე საშუალებები შევიძინოთ, შხამ-ქიმიკატები რა დოზით გამოვიყენოთ, ნათესებისთვის ზედმეტი რომ არ იყოს და მომხმარებელს ჯანსაღი პროდუქცია შევთავაზოთ. 

აუცილებლად გვჭირდება აგროდაზღვევა. ჩვენ მოსავალს კერძო სადაზღვევო კომპანიები არ აზღვევენ. არადა, კლიმატური პირობების გამო დიდ ზარალს განვიცდით. 

საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისთვის მიმართვას ვერ ვახერხებთ, გრანტით რომ ვისარგებლოთ ან რომელიმე პროექტში ჩავერთოთ. ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. არც დრო გვაქვს, სხვადასხვა უწყებებში რომ ვიაროთ ან შესაბამისი პროექტი დავწეროთ, რადგან ნაკვეთში მუდმივად ბევრი საქმეა. გაერთიანების შემთხვევაში, ამ საკითხებს მმართველი ჯგუფი მიხედავს, რომელიც კოოპერატივს თუ კლასტერს ეყოლება. მთავარია, პროდუქციის მოცულობის შესაქმნელად და ცოდნის გასაზიარებლად, კლასტერის სიკეთე და უპირატესობა ფერმერებმა კარგად გაიაზრონ. 

- სათბურისთვის რა სახის ტექნოლოგიები გჭირდებათ? 

- სათბურში ტექნოლოგიები არ გვაქვს, რადგან ეს დიდ თანხებს მოითხოვს. მხოლოდ წვეთოვანი სარწყავი და ე.ე. დაწვიმების სისტემები გვაქვს დამონტაჟებული. არ გვაქვს გათბობის სისტემა, რადგან ეს დიდი ხარჯია. შეშა ძვირი მოსაპოვებელია, ამიტომ გასათბობად მის გამოყენებას ვერ მოვახერხებთ. გათბობის სხვა საშუალებები, მაგალითად, ბუნებრივი აირი ან ნავთობპროდუქტები მოსავალს გააძვირებს, რაც მის რეალიზაციას გაართულებს. შესაბამისად, გათბობის საშუალებების გამოყენება აზრს კარგავს.  

------------------------

მიმდინარე თუ დაგეგმილი პროგრამები, რომლითაც სასათბურე მეურნეობების მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ: 

-FAO ევროკავშირთან ერთად ახორციელებს ფერმერების ხელშეწყობის პროექტს, რომელიც სადემონსტრაციო ნაკვეთების შექმნას ითვალისწინებს. სადემონსტრაციო ნაკვეთის შერჩევა რეგიონისთვის პრიორიტეტული მიმართულების შესაბამისად ხდება. შერჩეულ სადემონსტრაციო ნაკვეთზე მიწის დამუშავებას ფერმერი საკუთარი ხარჯით ახორციელებს, ხოლო FAO-ENPARD -ის პროექტი აფინანსებს საჭირო სასუქების, პესტიციდებისა და მულჩის შეტანას. ასევე, პროექტი ითვალისწინებს ფერმერისთვის წვეთოვანი სარწყავი სისტემის დამონტაჟებას და სხვა ტექნიკური ხასიათის დახმარებას. პროექტი ასევე ითვალისწინებს ტრენინგების თეორიული და პრაქტიკული კურსის ჩატარებას. ტრენინგი გრძელდება ნათესი კულტურის მოყვანის სრული ციკლის პერიოდში- იწყება მიწის მომზადებით და კულტურის შერჩევით, გრძელდება მოსავლის აღებისა და შენახვის პერიოდის ჩათვლით. ტრენინგების საშუალებით უკეთესი პრაქტიკის გაზიარება ხდება იმ ფერმერებისთვისაც, რომლებიც სადემონსტრაციო ნაკვეთის მახლობლად იმყოფებიან.   

-სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროექტს უახლოეს მომავალში დაიწყებს „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო" / Arda. პროექტის პირობების შესახებ ინფორმაციას სააგენტო უახლოეს მომავალში გაავრცელებს.  

-სასათბურე მეურნეობების მხარდაჭერის პროექტის დაწყებას გეგმავს USAID -ის პროექტი „ზრდა საქართველოში". პროექტის პირობების შესახებ ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ თანადაფინანსების უკეთესი პირობებით სასოფლო კოოპერატივები ისარგებლებენ. 

სტატიის ავტორი: ნონა ქვლივიძე

სტატია მომზადებულია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს და „თანამშრომლობის განვითარების და დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით. 

Прочитано
1048
Отправить письмо

Связанный:


Блог

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Адвокатирования

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

Избранные статьи

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

თვეზე მეტია საგაფიცვო ტალღამ ქართული უნივერსიტეტები მოიცვა. თავიდან ჩამოუყალიბებელი მოთხოვნები ბევრი მიმართულებით დაკონკრეტდა და ახლა სტუდენტები უნივერსიტეტების დამოუკიდებლობასთან ერთად სწავლის ხარისხის გაზრდას და სწავლების თანამედროვე მეთოდების დანე

Georgian Kiwifruitis available in one of the largest European supermarket chains – Lidl, Germany.The Lidl purchases 1kg kiwifruit for 1.20 Euro from Georgian producer and sells it for 0.29 Euro each in its chain.

ევროპის ბაზრებზე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებიდან ყველაზე დიდი ოდენობით ისევ თხილი და ღვინო იყიდება, თუმცა 2014 წელს ასოცირების შეთანხმების სავაჭრო კომპონენტის (DCFTA) ამოქმედების შემდეგ ევროკავშირის ბაზრის მიმართ ქართველი მეწარმეების ინტერესი სულ

banner
banner
banner
banner
banner