Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Friday, 01 Ноябрь
07 Mай 2020 | 10:53 Сельское хозяйство

თაფლის საექსპორტო მოცულობის შესაქმნელად მეფუტკრეები კლასტერს ქმნიან

თაფლის საექსპორტო მოცულობის შესაქმნელად  მეფუტკრეები კლასტერს ქმნიან

ბოლო წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ ქართველ მწარმოებლებს, ვისაც ექსპორტი სურს, უცხოელი დამკვეთები პროდუქციის მიწოდებას რეგულარულად და დიდი მოცულობით ითხოვენ. ვინც გაყიდვები უცხოეთში სცადა, იცის, რომ მცირე და ფრაგმენტულად განხორციელებული ექსპორტი სარგებელს ვერ მოუტანს და გაერთიანების გარეშე, საკმარისი რაოდენობით პროდუქციის შეკრება, თითქმის შეუძლებელია. გაერთიანებების შექმნის მცდელობები სხვადასხვა სექტორში აქამდეც იყო. მაგალითად, ფერმერთა კოოპერატივების ჩამოყალიბებისთვის საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი დაიხარჯა, როგორც დონორებისგან და სახელმწიფო ბიუჯეტიდან. თუმცა, კოოპერატივების შექმნას საგრძნობი სარგებელი არ მოუტანია. 

ვახტანგ ღლონტს და ირაკლი იაშვილს მეფუტკრეთა გაერთიანების იდეა მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც გერმანიაში მათი თაფლის 200 კილოგრამიანი პარტია სწრაფად გაიყიდა და დამკვეთებმა დამატებით რამდენიმე ასეული ტონა თაფლის გაგზავნა მოითხოვეს. თუმცა, მეფუტკრეებს ამ რაოდენობის პროდუქცია არ ჰქონდათ. ხარისხიანი თაფლის შეგროვება სხვა მწარმოებლებისგან შეუძლებელი აღმოჩნდა. გერმანელი დამკვეთები ქართულ თაფლის გაგზავნას კვლავაც ელოდებიან, ამიტომ ახალგაზრდა მეფუტკრეები გამოსავალს თანამოაზრე ფერმერების გაერთიანებაში ხედავენ. მათ კლასტერის ჩამოყალიბება სურთ, სადაც ის მეფუტკრეები მოიყრიან თავს, ვინც ფუტკარს თანამედროვე სტანდარტების დაცვით უვლის და ხარისხიან პროდუქტს აწარმოებს. 

ვახტანგ ღლონტი გურიაში, საოჯახო მეურნეობიდან წელიწადში 5 ტონამდე თაფლს იღებს. გიორგი იაშვილს კი საფუტკრე რაჭაში, ამბროლაურში აქვს. ის წლიურად დაახლოებით 10 ტონამდე ცაცხვის თაფლს აწარმოებს. ახალგაზრდა მეწარმეებისთვის ფუტკრის სწორად მოვლის სასწავლებლად, gtz-მა საქართველოში გერმანელი ექსპერტები ჩამოიყვანა. ქართველი მეფუტკრეები გერმანელი სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ 2 წელი მუშაობდნენ.  

ვახტანგ ღლონტი(მეფუტკრე): „გერმანელი სპეციალისტები გვასწავლიდნენ, როგორ მიგვეღო მაღალი ხარისხის თაფლი, რომელიც ევროპაში მაღალი სეგმენტის ბაზარზე შევიდოდა. გვაჩვენებდნენ, როგორ მომხდარიყო ფიჭების ჩანაცვლება, თაფლის ე.წ. დაკუპაჟება. თაფლი თანამედროვე ევროპული წესით მივიღეთ, გერმანიაში ამიტომ მოეწონათ. საკმაოდ დიდ ოდენობაზე არის მოთხოვნა, რაც ამ ეტაპზე არ გვაქვს. ამიტომ გადავწყვიტეთ ფერმერები გავაერთიანოთ, ვასწავლოთ ფუტკარს რა ტექნოლოგიით მოუარონ და შემდეგ თაფლი ერთობლივად გავიტანოთ ევროპაში. 




სხვა ფერმერებმა რომ აწარმოონ ერთგვაროვანი და მაღალი ხარისხის საექსპორტო თაფლი, წელს ვერ მოვახერხეთ. 3-4 ტონაზე მეტს ვერ შეგროვდებოდა. ამიტომ მხოლოდ ჩვენ საკუთრებაში არსებულ თაფლის იმედზე ვართ. აქედან გამომდინარე, გაგვიჩნდა კლასტერის შექმნის სურვილი. კლასტერის შექმნა gtz-მაც შემოგვთავაზა, სადაც გაერთიანდებიან ჩვენნაირად მოაზროვნე მეფუტკრეები, რომლებიც ევროპულ  სტანდარტს დააკმაყოფილებენ. რამდენიმე მეფუტკრესთან გვაქვს უკვე მოლაპარაკება, მაგრამ კლასტერს ჯერ იურიდიული სტატუსი არ აქვს. მეფუტკრეებს, ვისაც ჩვენთან სურს, მოთხოვნებს ვუყენებთ, რომ იმუშაონ ისე, როგორც ჩვენ ვეუბნებით, სანაცვლოდ, პროდუქტის რეალიზების გარანტიას ვაძლევთ.

არ არის აუცილებელი, გაერთიანებაში პირველივე წელს 30 კაცი შემოვიყვანოთ. აჯობებს, რომ კლასტერს 2-3 მეფუტკრე ეტაპობრივად დაემატოს. მათ უნდა ვაჩვენოთ, რომ კლასტერი ერთი მთლიანი ბირთვია და რომელიმე მათგანი ხარისხის გაუარესებით ყველას გაუფუჭებს საქმეს. მათ გუნდურად მუშაობა უნდა ვასწავლოთ. მერე ის სხვას შემოიყვანს და ასე გავერთიანდებით. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ.

ქართულ თაფლზე დიდი მოთხოვნაა. შეიძლება 100 და 200 ტონა დაგვიკვეთონ. ამ რაოდენობის თაფლის წარმოებას 2-3 კაცი ვერ შეძლებს, ვერც 5 მეფუტკრის გაერთიანება ეყოფა. ამდენი თაფლის შეგროვებას მეტი ხალხი სჭირდება. პირველ ეტაპზე კლასტერში ისეთ მეფუტკრეებს გავაერთიანებთ, ვისაც ვიცნობთ, ვმეგობრობთ და საქმეში გამოცდილი გვყავს. 

ერთი ფერმერის თაფლის ევროპულ ლაბორატორიაში შემოწმება დაახლოებით 1500 ევრო ჯდება. ამ თანხის ტყუილად გადაყრა ნამდვილად არ გვინდა. რამდენიმე მეფუტკრის თაფლი ანალიზის ჩასატარებლად ლაბორატორიაში შარშანაც გავგზავნეთ. შემოწმებამ აჩვენა, რომ ყველა ნიმუში სათანადო ხარისხის არ იყო. ამ ხალხთან კონტაქტი გვაქვს და მათი თაფლის ევროპაში შესამოწმებლად გაგზავნას წელსაც ვაპირებთ. იმედი გვაქვს, რომ თანდათან ყველაფერი დალაგდება და მათთან მუშაობას გავაგრძელებთ.

-კლასტერში ფერმერებს მთელი ქვეყნის მასშტაბით გააერთიანებთ? 

-მე გურიაში მაქვს მეურნეობა, ჩემი პარტნიორი რაჭიდანაა. გაერთიანების მსურველები არიან იმერეთიდან. ვფიქრობთ, მეფუტკრეები კახეთიდან ჩავრთოთ. ასევე, გვინდა ახალციხიდან რომ იყვნენ, რადგან იქ კლიმატური პირობები და თაფლოვანი კულტურები განსხვავებულია. შეიძლება კლასტერში სვანები და ხევსურებიც გავაერთიანოთ. მაგრამ ეს უკვე სამომავლო პერსპექტივაა. ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი სხვადასხვა სახეობის თაფლს მოვუყაროთ თავი. გურიაში, მაგალითად, ალპური თაფლის წარმოება რთულია, რადგან ფუტკარი ბახმაროში ვერ მიგვყავს. რაჭაში ალპური თაფლის წარმოება უფრო მარტივია, განსაკუთრებით, შოვში. სამცხე-ჯავახეთში, ვაიოს ველებზე ისეთი თაფლი შეიძლება მიიღო, რომლის მსგავსი სხვაგან არ არის. გვინდა, რომ მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი არჩევანი იყოს. 

-თქვენ გერმანიაში თაფლი „TAPLI“-ის ბრენდის ქვეშ გაიტანეთ. მომავალში კლასტერის წევრი მეფუტკრეების თაფლიც ამ ბრენდის ქვეშ გაიყიდება?

-საუბარია, რომ თაფლის ბრენდი გადმოგვეცეს. თუ ეს მოხდება, „TAPLI” იქნება კლასტერის ბრენდი და ექსპორტზე ჩვენი თაფლი ამ სახელით გავა. მაგრამ მწარმოებლის ვინაობა ქილაზე აუცილებლად დაიწერება. ხოლო თუ არ გადმოგვეცემა, მერე შეიძლება კლასტერისთვის სხვა ბრენდი შეიქმნას და ჩვენი პროდუქცია იმ სახელით გაიყიდოს. ვნახოთ, რა იქნება.

ქილა, რასაც თაფლისთვის ვიყენებთ, ევროპიდან, ჩინეთიდან და თურქეთიდან შემოდის. მინის ქილის რამოდენიმე მწარმოებელი საქართველოშიც არის, მაგრამ მათთვის შეკვეთის წინასწარ მიცემაა საჭირო. ბევრი ქილა არ გვჭირდება, ამიტომ მას მხოლოდ ჩვენთვის ვერ დაამზადებენ. ამჟამად თაფლს სულ 3-4 სახეობის ქილაში ვასხამთ. მომავალში ერთი ბრენდულ ქილაზე ვაპირებთ გადასვლას, რომელიც მხოლოდ ჩვენი იქნება, მაგრამ ჯერ ეს ვერ მოვახერხეთ. 

-მეფუტკრეებისთვის კლასტერში გაწევრიანების შეთავაზების დროს წინააღმდეგობას თუ აწყდებით? 

-ბევრ მეფუტკრეს სიახლის მიღება უჭირს. მეფუტკრეობაში ახალგაზრდები ნაკლებად არიან. ასაკიანი ადამიანები კი გაერთიანებას ცოტა სკეპტიკურად უყურებენ. სანამ კონკრეტულ ფინანსურ სარგებელს არ მიიღებენ, მანამდე ყველა სიახლეს უნდობლად ხვდებიან. არიან მეფუტკრეები, რომლებსაც თაფლის ექსპორტის საერთოდ არ სჯერათ. ბევრს ისეთი პრეპარატები აქვს გამოყენებული, რომელიც ცვლიდან 4-5 წელიწადი არ გამოდის. სანამ ისინი ანტიბიოტიკებით დაბინძურებულ ჩარჩოებს არ ჩაანაცვლებენ, ცვილი არ გამოიცვლება და მთელი რიგი პროცედურები არ ჩატარდება, საექსპორტო პროდუქციას ვერ დაამზადებენ. მაგალითად, მეტრონიდაზოლი ცვილში შეიძლება 4-5 წელიც დარჩეს, ასეთი თაფლი ამ წლების განმავლობაში ექსპორტზე ვერ გავა. 

არიან მეფუტკრეები, რომლებიც ფიქრობენ, რომ აუცილებლად ექსპორტზე უნდა იმუშაონ. ისინი იმ სირთულეებსაც აანალიზებენ, რაც მე და ჩემმა პარტნიორმა გავიარეთ. ჩვენ 2-3 წლიანი წვალება დაგვჭირდა, რომ ყველაფერი ევროპული სტანდარტით გაგვეკეთებინა. ჩვენ დავწერეთ დაკუპაჟების ევროპული მოდელი, სადაც აღწერილია, თაფლის დასუფთავება როგორ უნდა მოხდეს. ამას მეფუტკრეებს ვასწავლით. გაერთიანების პოტენციურ წევრები ერთმანეთის კონკურენტები არ ვართ. არც სხვა მეფუტკრეები იქნებიან ჩვენი კონკურენტები, რადგან საქართველოში იმ რაოდენობის პროდუქციას ვერ ვაწარმოებთ, რომ შიდა ბაზარიც შევავსოთ და ევროპის მოთხოვნაც დავაკმაყოფილოთ. რაც უფრო მეტი მეფუტკრე გაიტანს ექსპორტზე თაფლს, მით უკეთესია. ეს ქვეყანაში პროდუქციის წარმოებას გაზრდის.

-როგორ ფიქრობთ ქართულ თაფლზე მოთხოვნა ევროპაში მომავალშიც შენარჩუნდება?

- ევროპაში თაფლის ბაზარი დაყოფილია 2 ძირითად ნაწილად: ბაზრის 15% იკავებს 4-5 დოლარიდან ზემოთ საფასო სეგმენტის თაფლი, ხოლო 85% დაბალფასიანი თაფლია, რომელიც შედის ჩინეთიდან, უკრაინიდან. ეს 1 -1,5 დოლარიანი სამომხმარებლო თაფლია. ქართული თაფლი კი მაღალი ღირებულების არის. ლაბორატორიულმა დასკვნამ აჩვენა, რომ ის განსაკუთრებულია. საქართველოში წარმოებული თაფლი ხშირად პოლიფლორულია, მაგრამ საუკეთესო. შეიძლება ქართულ თაფლზე ევროპაში მოთხოვნა ერთ წელიწადს შენარჩუნდეს, მეორე წელს კი აღარ იყოს. ამიტომ ჩვენ ხარისხზე უნდა ვიმუშაოთ. მაგალითად, უკრაინამ 4 წლის წინ შეიტანა მაღალი ხარისხის თაფლი გერმანიაში. მეორე წელს დოკუმენტები გააყალბეს და სამომხმარებლო თაფლი შეიტანეს. გერმანელებმა შეამოწმეს და მაღალი სეგმენტის ბაზრისკენ გზა დაუკეტეს.  საქართველოდან რომელიმე არაკეთილსინდისიერმა მწარმოებელმა რაღაც გზებით უხარისხო თაფლი რომ შეიტანოს, მაღალ სეგმენტში შესვლას სხვა ექსპორტიორებსაც აუკრძალავენ. გერმანიის საზღვარზე ჩვენი თაფლი შეამოწმეს, იყო თუ არ ნამდვილად იმ ხარისხის, რა ნიმუშიც წინასწარ გვქონდა გაგზავნილი. 

თაფლის მოსავალი კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული. თუმცა, მეურნეობაში მენეჯმენტი სწორად უნდა იყოს დალაგებული. ფუტკარს ფერმერიც უნდა დაეხმაროს, კლიმატური პირობები თუ ერთ ადგილას არ არის კარგი, ის სხვა ადგილზე უნდა გადაიყვანოს.

საქართველოში ბუნება არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თაფლი ძალიან დიდი მოცულობით ვაწარმოოთ. ფუტკარი განსაზღვრული ფართობიდან კონკრეტულ ოდენობის თაფლს იღებს. ნედლეულის რა ბაზაც არის ქვეყანაში, იმის შესაბამის პროდუქტს შეაგროვებს. თუ ქვეყანაში თაფლოვანი მცენარეების პლანტაციები გაშენდება, შეიძლება მოსავალი გაიზარდოს, მაგრამ ეს სამომავლო პერსპექტივაა.

სტატიის ავტორი: ნონა ქვლივიძე

სტატია მომზადებულია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს და „თანამშრომლობის განვითარების და დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით. 








Прочитано
17055
Отправить письмо

Связанные истории не найдены


Блог

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Адвокатирования

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

Избранные статьи

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლო სამუშაოებში ავიაცია ჩაერთო. ხელისუფლებამგადაწყვეტილება ამის შესახებ ვითარების სირთულიდან გამომდინარე მიიღო. მავნებელმა ყველაზე მეტად ამ დროისთვის სამეგრელო დააზარალა, თუმცა ასევე გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს სხვა

Amazon export hub-ი საქართველოში დაფუძნებული ახალი კომპანიაა, რომელიც ელექტრონული კომერციის ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს amazon.com-ის უდიდეს ელექტრონულ მარკეტზე გაყიდვებს ასწავლის.

banner
banner
banner
banner
banner