USAID ქართველ ფერმერებს GLOBAL GAP-ის დანერგვის ხარჯებს ნაწილობრივ დაუფარაგს
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შორის სახელმწიფო პროგრამების- „დანერგე მომავალისა“ და „ქართული ჩაის“ ტექნიკური დახმარების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.
USAID-ის სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტი (REAP) სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარებს ხარისხის საერთაშორისო სისტემის, GLOBAL GAP-ის, დანერგვის ხარჯებს 50%-ით დაუფინანსებს. დარჩენილ თანხას თავად მეწარმეები გადაიხდიან. GLOBAL GAP-ის სერთიფიკატის მეშვეობით, მათ შესაძლებლობა მიეცემათ საკუთარი პროდუქცია განვითარებული ქვეყნების ბაზრებზე, მათ შორის, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში გაიტანონ.
გარდა ამისა, მემორანდუმი ითვალისწინებს სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე ფერმერებისთვის პირველადი წარმოების ხელშეწყობის, მოსავლიანობის და ნედლეულის ხარისხის ამაღლების მიზნით ჯგუფური, ან ინდივიდუალური ტრენინგების ჩატარებას (მათ შორის, ჩაის სწორად დამუშავების ტექნოლოგიებში, სერტიფიცირებაში, მარკეტინგსა და რეალიზაციის არხების შექმნაში). სწავლება მეწარმეებს სრულად, 100%-ით,დაუფინანსდებათ.
აღსანიშნავია, რომ დღეისათვის, „დანერგემომავალში“ ჩართულია 234, ხოლო „ქართულჩაიში“ - 7 ბენეფიციარი.