უკრაინასა და საქართველოს შორის პირდაპირ სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლაზე შეთანხმება გაფორმდა.
უკრაინასა და საქართველოს შორის ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლის ორგანიზებაზე შეთანხმება გაფორმდა.
ხელშეკრულებას ხელი დღეს ბათუმში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, და უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვლოდიმირ ომელიანმა, მოაწერეს.
დოკუმენტის თანახმად, მხარეები უზრუნველყოფენ აუცილებელ პირობებს ტვირთის დაუბრკოლებლად გადაზიდვისა და მოძრავი შემადგენლობის გაშვებისათვის, როგორც საკუთარ ტერიტორიაზე, აგრეთვე, მათი ტერიტორიების გავლით მესამე ქვეყნებში.
როგორც უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ. აღნიშნული შეთანხმება ტვირთების ტრანზიტს გააიაფებს და გაზრდის მაათი მიწოდების სიჩქარეს.
სამინისტროში აღნიშნავენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინული ტვირთების ტრანზიტზე მოთხოვნების გამკაცრების შემდეგ კიევმა აზიისკენ ალტერნატიული მარშრუტების მოძიება გადაწყვიტა, კერძოდ, დამუშავდა ე.წ. „აბრეშუმის გზა“, უკრაინა-საქართველო -აზერბაიჯანი-ყაზახეთი -ჩინეთის მიმართულება, შავი და კასპიის ზღვების გავლით. თუმცა, მაღალი ტარიფების გამო მარშრუტი, ჯერჯერობით, მოთხოვნადი არ არის.
„ჩვენ ხელი მოვაწერეთ ძალიან სერიოზულ დოკუმენტს, რომელიც აერთიანებს უკრაინას, საქართველოს, ყაზახეთსა და აზერბაიჯანს "აბრეშუმის გზაზე“. დღეს სულ უფრო მეტი კომპანია აცხადებს მზადყოფნას, მეტი გადაიხადოს, რათა ტვირთი არა ორ-სამ თვეში, არამედ 9-15 დღეში მიიღოს. ჩვენ წელს კონტენიერების მიმოსვლის ხანგრძლივობა ჩინეთიდან უკრაინის დასავლეთ საზღვრებამდე 9-10 დღე-ღამემდე უნდა დავიყვანოთ“, - განაცხადა ვლადიმერ ომელიანმა.
აღსანიშნავია, რომ 20-ვაგონიანი საკონტეინერო მატარებელი ილიჩევსკის პორტიდან ჩინეთში ექსპრიმენტის სახით იანვარში გაემართა.
რუსეთმა პირველი იანვრიდან უკრაინისთვის დსთ-ის შეთანხმება „თავისუფალი ვაჭრობის ზონის“ შესახებ შეაჩერა და ევროკავშირიდან განუბაჟებელი საქონლის შემოსვლის თავიდან აცილებისა და საკუთარი ბაზრის დაცვის საბაბით საბაჟო გადასახადები დააწესა. გარდა ამისა, უკრაინას, როგორც ანტირუსული სანქციების მხარდამჭერ ქვეყანას, ~ პროდუქციაზე ემბარგო დაუწესა. ამ დროისთვის საავტომობილო სატვირთო გადაზიდვები უკრაინიდან ყაზახეთში რუსეთის გავლით მხოლოდ ბელარუსის ტერიტორიიდან ხორციელდება.