აქ დაწყებულმა საკუთარმა საქმემ 2 ქალს ემიგრაციაში წასვლა გადააფიქრებინა
2014 წელს აბაშაში სხვადასხვა პროფესიის მქონე 5 ქალი გაერთიანდა და კოოპერატივი „ვარდი-2014“ შექმნა. მძიმე მატერიალური პირობების ფონზე, მათ საკუთარი ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტეს და წარმატებას მალევე მიაღწიეს. ლეილა ჩოჩიამ, ნანა კუპრეიშვილმა, მანანა ბოკუჩავამ, ინგა მუგასაშვილმა და ნანა ფანცულაიამ ევროკავშირის პროგრამის, ENPARD-ის ფინანსური დამარება მიიღეს და აბაშაში, კოოპერატივის ერთ-ერთი წევრის ბაღში თანამედროვე სათბური მოაწყეს.
„2014 წელს გამოცხადდა ENPARD-ის საგრანტო კონკურსი. შევიკრიბეთ ქალები და გადავწყვიტეთ, რომ ვარდის სათბურის მოწყობაზე შეგვეტანა პროექტი, რადგან ვარდის მიმართ ქალებს განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს. მოვიპოვეთ გრანტი და მოვაწყეთ სათბური. დაახლოებით ერთ წელიწადში 1 400 ძირი ვარდის ნერგი დავრგეთ, 200 - თეთრი, დანარჩენი კი წითელი“, - ყვება ლელა ჩოჩია EUGeorgia.info-სთან საუბარში.
გრანტისფარგლებშიკოოპერატივისწევრებმასასათბურემეურნეობასარკმელებითდასავენტილაციოჭრილებით აღჭურვეს, დაამონტაჟესწვეთოვანისაირიგაციოსისტემა, საჩრდილობელიბადე, ეზოში არსებულხელოვნურწყალსაცავთანგააკეთესწყლისსაქაჩიმოწყობილობა. კოოპერატივმა შეიძინა BlackMagic-ის ჰოლანდიური ჯიშის ვარდი, რომელიც ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია.
„ნოემბერში ვაპირებთ ძირების განახლებას იმისთვის, რომ ხარისხიანი ყვავილი მივიღოთ. გვსურს ასევე, შემოვიტანოთ ახალი ჯიში - ე.წ. სპრეი-ვარდები. ეს შედარებით ახალი, დეკორატიული ვარდია: ერთ ღერზე დაახლოებით 15-20 ვარდი ყვავილობს. ამ ჯიშის ღერო მოკლეა და ვაპირებთ ჯერ ბაზრის შესწავლას, რადგან საქართველოში ყველაზე დიდი მოთხოვნა გრძელღეროიან ვარდზეა“, - განმარტავს ლეილა ჩოჩია.
„ვარდი-2014“ თავის პროდუქციას როგორც აბაშაში, ისე სამტრედიაში, სენაკში, ზუგდიდსა და ხობში ყიდის. შარშან კოოპერატივმა 21 000-მდე ვარდი დაკრიფა. ლეილა ჩოჩია ამბობს, რომ გაჯერებული ბაზრის გამო, კოოპერატივს მკაცრი კონკურენციის პირობებში უწევს მუშაობა.
„ჩვენ ვერ გავთვალეთ, რომ ძალიან ბევრი სათბური გაკეთდა და კონკურენცია გაიზარდა. მარტო სამტრედიაში 30 ვარდის სათბურია, ასევე არის ზუგდიდში, ხობსა და მარტვილში. ვარდის დიდი პარტიები შემოდის მეზობელი ქვეყნებიდანაც. ბაზარი გადაივსო და წელს ფასის გამო, სირთულეები გვქონდა. მთელი წლის განმავლობაში ვარდის საშუალო ფასი 30-40 თეთრ არ გადასცილებია“, - ამბობს ლეილა ჩოჩია.
„ვარდი-2014“-ის წევრები მიიჩნევენ, რომ ბიზნესის განვითარებისთვის საკუთარი მაღაზიის გახსნა აუცილებელია.
„ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს კოოპერატივის ერთ-ერთი წევრის ეზოში ყვავილების ბაღს მოვაწყობთ. რაც შეეხება სხვა გეგმებს, გათვლილი გვქონდა, რომ ყვავილის საშუალო ფასი 1 ლარი იქნებოდა, მაგრამ შემსყიდველი 30-40 თეთრზე მეტს არ იხდის. ამიტომ ვფიქრობთ, რომ სწორედ საკუთარი მაღაზიის გახსნა იქნება ყველაზე კარგი გამოსავალი ამ სიტუაციიდან“,- ამბობს ლეილა ჩოჩია.
მისი თქმით, ვროკავშირის დახმარებამ მნიშვნელოვნად შეცვალა ხუთივე ქალის ცხოვრება და მათი მატერიალური მდგომარეობა გააუმჯობესა. აბაშელი ქალებისთვის „ვარდი-2014“ უფრო მეტია, ვიდრე ბიზნესი - ადგილზე დაწყებულმა საქმემ კოოპერატივის ორი წევრს ემიგრაციაში სამუშაოდ წასვლა გადააფიქრებინა და ახლობელ ადამიანებთან დარჩენის საშუალება მისცა.