Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Friday, 01 Ноябрь
Сортировать:

all_categories:

RIA-ს შესახებ

RIA-ს შესახებ

RIA-ს დანერგვა ზრდის ხელისუფლების ეფექტიანობასაც, რადგან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მხოლოდ ყოვლისმომცველი ანალიზის საფუძველზე მიიღება და სპონტანურ გადაწყვეტილებებს ამცირებს.

18 Август 2017 | 12:14 Далее
ინტერვიუ ევროკავშირის ეკონომიკის დოქტორ, ნათია კუტივაძესთან  ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ’’ კანონი 2005 წელს ძალადაკარგულად გამოცხადდა, ამავე წელს საქართველოს პარლამენტს დაევალა “კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში „ფოსტის შესახებ“ კანონის მიღება. მოგვიანებით ამ ვადამ რამდენჯერმე გადაიწია და კანონის მიღება დღემდე ვერ მოხერხდა. გარდა ამისა, დარღვეულია ასოცირების დღის წესრიგის სამოქმედო გემით გათვალისწინებული ვადები, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობამ აიღო ვალდებულება, რომ 2016 წლის ბოლოსათვის მოამზადებდა ,,ფოსტის შესახებ’’ კანონპროექტს.  რა მდგომარეობაა ამჟამად საფოსტო ბაზარზე ქვეყანაში და როგორ ვითარდებოდა პროცესები, ამ თემებზე eugeorgia.info-სთან ინტერვიუში ევროკავშირის ეკონომიკის დოქტორი, ნათია კუტივაძე საუბრობს. როგორ ვითარდება საქართველოს საფოსტო ბაზარი, როგორ შეაფასებდით ბაზარზე არსებულ მდგომარეობას და ბოლო წლებში განხორციელებულ ცვლილებებს? საქართველოში საფოსტო ბაზრის რეგულირების გადაწყვეტილებები ხასიათდება ერთი მხრივ - არათანმიმდევრულობით, და მეორე მხრივ - კვალიფიციური გადაწყვეტილების მიღების სერიოზული დეფიციტით. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველო მსოფლიო საფოსტო კავშირს მალევე – 1993 წელს მიუერთდა, რის შედეგადაც ქვეყანამ აიღო ვალდებულება, უზრუნველეყო ქვეყნის მოქალაქეები ,,უნივერსალური საფოსტო მომსახურებით’’. საფოსტო მომსახურების სფეროს რეგულირების მიზნით საქართველოს პარლამენტმა 1999 წელს მიიღო კანონი ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ". საქართველოში საფოსტო მომსახურების ბაზრის ლიბერალიზაცია 2003 წელს დაიწყო და 2005 წელს დასრულდა. შედეგად, 2005 წელს ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ’’ კანონი. კანონმდებელმა ასევე გაითვალისწინა ,,ფოსტის შესახებ’’ კანონის მიღება, რომელსაც უნდა უზრუნველეყო  საფოსტო მომსახურების ბაზრის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისობა ლიბერალიზებული საფოსტო მომსახურების ბაზრის შესაბამის რეგულაციებთან. კერძოდ, საქართველოს პარლამენტს დაევალა “კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში „ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღება. მოგვიანებით ამ ვადამ რამდენჯერმე გადაიწია და აღნიშნული კანონის მიღება დღემდე (2017 წლამდე) ვერ მოხერხდა. ამასთანავე, საქართველოს პარლამენტმა 2005 წლის 24 ივნისს მიიღო კანონი ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’, რომლის თანახმად საფოსტო კავშირით მომსახურება ლიცენზირებას აღარ ექვემდებარებოდა. შედეგად, საფოსტო  მომსახურების ბაზარზე საქმიანობის დაწყების მსურველ მეწარმეს აღარ სჭირდებოდა ლიცენზიის აღება სექტორის მარეგულირებელი კომისიისგან. აღსანიშნავია, რომ საქართველოში განვითარებულმა ლიბერალიზაციის პროცესმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ბაზრის ამ სეგმენტში კონკურენციის განვითარებას. ევროკავშირთან დადებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით საქართველომ საფოსტო მომსახურების სფეროს რეგულაციების შემდგომი გაუმჯობესების ვალდებულებაც აიღო. კერძოდ, შეთანხმების XV-C დანართის თანახმად, საქართველო ვალდებულია, ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 5 წლის ვადაში შეასრულოს 97/67/EC  დირექტივის დებულებები. ეს დირექტივა საფოსტო მომსახურების სფეროს წარმატებული რეფორმირების გზად მიიჩნევს ამ ბაზრის სრულ ლიბერალიზაციას, თავისუფალი კონკურენციის ხელშეწყობასა და უნივერსალური საფოსტო მომსახურების მიწოდების ვალდებულების მქონე საფოსტო ოპერატორისთვის ,,საფოსტო სარეზერვო მომსახურების’’ არეალის (ე.წ. ,,მონოპოლიური საქმიანობის’’ ბაზრის) გაუქმებას. აღნიშნული ვალდებულებების საპირისპიროდ, 2013 წლიდან საქართველოს ხელისუფლება სხვადასხვა გზით ახდენდა ეკონომიკის ამ სეგმენტზე თავისუფალი კონკურენციის შეზღუდვას და აწესებდა ლეგალურ ბარიერებს.  რას ნიშნავს უნივერსალური საფოსტო მომსახურება და რატომ უნდა უზრუნველჰყოს სახელმწიფომ ამ ტიპის მომსახურების რეგულირება? ქვეყნის მოქალაქეების ,,უნივერსალური საფოსტო მომსახურებით’’ უზრუნველყოფის ვალდებულება გამომდინარეობს მსოფლიო საფოსტო კავშირში საქართველოს გაწევრიანებით და ნიშნავს მოქალაქეების სპეციფიკურ/საბაზისო საფოსტო მომსახურებაზე შეღავათიანი ფასებით წვდომის შესაძლებლობას. ამასთანავე, საქართველო–ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს ,,უნივერსალური საფოსტო მომსახურების’’ მარეგლამენტირებელ ნორმებს, რომელიც ამ ტიპის მომსახურებას განსაზღვრავს, როგორც ,,ქვეყნის მოსახლეობის სპეციფიკური ხარისხის საფოსტო მომსახურებით უზრუნველყოფას ხელმისაწვდომი ფასებით’’ (99-ე მუხლის მე–2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი). ქვეყნის მიერ აღებული აღნიშნული საერთაშორისო ვალდებულებების და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ქვეყნის შიგნით უნდა განისაზღვროს უნივერსალური საფოსტო მომსახურების ის სახეობები, რომელთა შეღავათიანი ფასებით უზრუნველყოფაზე სახელმწიფო აიღებს ვალდებულებას. საერთაშორისო პრაქტიკა არ ითვალისწინებს უნივერსალური საფოსტო მომსახურების სახეობებში ,,კურიერული და ექსპრეს’’ საფოსტო მომსახურების სახეობების ჩართვას. ,,კურიერული და ექსპრესს საფოსტო მომსახურების’’ სახეობები მოსახლეობას მიეწოდება კომერციული (და არა შეღავათიანი) ფასებით და განიხილება, როგორც ,,დამატებული ღირებულების საფოსტო მომსახურების სახეობები’’. ,,უნივერსალური საფოსტო მომსახურების’’ სახეობების შეღავათიანი ფასით მომხმარებლისთვის მიწოდება, თავის მხრივ გულისხმობს, რომ ამ ტიპის საფოსტო მომსახურებებზე უნდა დაწესდეს სახელმწიფო რეგულირება და განისაზღვროს ხელმისაწვდომი ფასი სახელმწიფოს მიერ.  ხოლო მომხმარებლის იმ კატეგორიამ, ვისაც სურს ,,კურიერული და ექსპრეს კომპონენტის’’ დამატებით მიიღოს საფოსტო მომსახურება, შესაბამისად, უნდა გადაიხადოს კომერციული ფასი. რა ვადა იყო განსაზღვრული ახალი კანონის მისაღებად და რამდენად დარღვეულია ეს ვადები? ვგულისხმობ, როგორც პარლამენტის მიერ დადგენილ ვადას, ისე ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ ვადებს. საქართველოს კანონმდებლობით 2009 წლის 1 მაისამდე იყო განსაზღვრული ვადა ახალი კანონპროექტის პარლამენტში წარსადგენად (რეგლამენტირებულია საქართველოს კანონის ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ’’ 64-ე მუხლის მე-5 პუნქტით). შედეგად, ვინაიდან დღემდე (2017 წელი) არ არის კანონპროექტი პარლამენტისათვის წარდგენილი, საქართველოს კანონმდებლობით ,,ფოსტის შესახებ’’ კანონპროექტის პარლამენტში წარდგენისათვის დადგენილი ვადები უხეშად დარღვეულია. გარდა ამ ვადისა, დარღვეულია ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ,,ფოსტის შესახებ’’ კანონპროექტის მომზადების ვადაც. კერძოდ სამოქმედო გეგმით საქართველოს მთავრობას (კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს) 2016 წლის ბოლომდე უნდა წარედგინა ,,ფოსტის შესახებ’’ კანონპროექტი. კანონის გაუქმების შემდეგ რა მდგომარეობა გვაქვს? როგორ რეგულირდებოდა ბაზარი? საფოსტო გადაზიდვების ბაზარზე სამართლებრივი ბარიერები პირველად საქართველოს ფინანსთა მინისტრმა 2013 წლის 25 იანვრის  №30 ბრძანებით შემოიღო. ამ ბრძანების საფუძველზე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა/გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებულ პროცედურებში არსებითი ცვლილებები განხორციელდა, რამაც ადგილობრივ მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომლებიც საქონლის გადაზიდვის საქმიანობას ეწეოდნენ, სერიოზული პრობლემები შეუქმნა. აღნიშნული რეგულაციების ანალიზის საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს შეფასება, რომ რეგულაციები მათი ბაზრიდან განზრახ განდევნას ემსახურებოდა და ერთი კონკრეტული გადამზიდველის - ,,საქართველოს ფოსტის’’ (რომლის 100%-იანი წილი სახელმწიფოს მფლობელობაშია) მონოპოლიზებას ისახავდა მიზნად. ფინანსთა მინისტრის ბრძანება 2 კომპანიის მიერ სასამართლოში გასაჩივრდა. გადამზიდველებმა აღნიშნული საქმე მოიგეს სამივე ინსტანციის სასამართლოში და სასამართლოს გადაწყვეტილებით ფინანსთა მინისტრის აღნიშნული ბრძანება ბათილად გამოცხადდა 2013 წლის ბოლოს. სასამართლო დავის პარალელურად ხელისუფლებამ გააგრძელა საფოსტო მომსახურების ბაზარზე ლეგალური ბარიერების შემოღება: 2014 წლის 6 იანვარს საქართველოს მთავრობამ მიიღო #40 დადგენილება ფოსტის სფეროში გასატარებელი დროებითი ღონისძიებების შესახებ. ამ დადგენილების თანახმად, მხოლოდ შპს „საქართველოს ფოსტას“ ენიჭებოდა უფლებამოსილება განეხორციელებინა საქართველოში სახმელეთო ან საზღვაო გზით შემომავალი ამანათის შემოტანა/დამუშავება/ადრესატისათვის ჩაბარება, ასევე საქართველოდან სახმელეთო ან საზღვაო გზით გამავალი ამანათის  გამგზავნისაგან მიღება/დამუშავება/გაგზავნა. პრაქტიკულად, საქართველოს მთავრობის #40 დადგენილება პრინციპული  ხასიათის ცვლილებებს არ შეიცავდა და  ფინანსთა მინისტრის მიერ გაუქმებული ბრძანების ანალოგიურ ქცევის წესს ადგენდა. დადგენილება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა და 2014 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზეც გავრცელდა. შესაბამისად, ყველა სხვა გადამზიდავ კომპანიას (გარდა შპს ,,საქართველოს ფოსტისა’’), დადგენილებით განსაზღვრული საქმიანობა აეკრძალა. გადამზიდავმა კომპანიამ (STAR GROUP–მა) მთავრობის #40 დადგენილება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის გამართვამდე (2014 წლის 7 ოქტომბერი) მთავრობამ თავადვე გააუქმა საკუთარი დადგენილება 2014 წლის 2 ოქტომბრის N586 დადგენილებით. შედეგად, დღეისათვის გადამზიდავების ბაზარზე ლეგალური ბარიერები არ მოქმედებს და გადამზიდავების ბაზარი ღიაა. ანუ ამჟამად დადგენილებები გაუქმებულია, ბაზარი კვლავ გახსნილია მაგრამ კანონის მიღება ჭიანურდება… დიახ, ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ინსტიტუციური გარემოს ცვლილების გაურკვეველი მოლოდინი ნეგატიურად მოქმედებს საფოსტო და კურიერული მომსახურების ბაზრებზე არსებულ საინვესტიციო გარემოზე. შედეგად, გადამზიდავები ვერ იღებენ საშუალოვადიან საინვესტიციო გადაწყვეტილებებს, მხოლოდ მოკლევადიან პერიოდზე გათვლილ საქმიანობას ეწევიან, რაც ამ ბაზარზე ყველანაირ საინვესტიციო გადაწყვეტილებას გამორიცხავს. საფოსტო ბაზარზე არსებული ასეთი გაურკვევლობა აზიანებს, როგორც ამ ბაზარზე მოქმედი მეწარმეების საქმიანობას, ისე ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოს, იმის გათვალისწინებით, რომ საფოსტო ბაზარზე არსებული ინფორმაცია ვრცელდება სხვა სექტორებზეც - მეწარმეები როდესაც იღებენ ინფორმაციას, რომ ქართულ ბაზარზე ლეგალური ბარიერები აღწერილი არათანმიმდევრულობით წესდება, აღნიშნული ინფორმაცია ნეგატიურ გავლენას ახდენს სხვა სექტორში ინვესტირების მსურველებზეც და, შედეგად, მთლიანობაში ზიანდება ქართული ბაზრის საინვესტიციო რეპუტაცია. ვისაუბროთ ფოსტის ახალ კანონპროექტზე, რომელიც პირველად 2014 წელს წარუდგინეს პარლამენტს ,,საფოსტო კავშირის შესახებ’’ კანონპროექტის საწყისი ვერსიით პრაქტიკულად გათვალისწინებული იყო სახელმწიფო რეგულირების კვლავ შემოღება და საფოსტო მომსახურების ბაზრის რე-რეგულაცია. საყურადღებო იყო ის ფაქტიც, რომ საფოსტო კავშირის რეფორმის პროექტი ბაზრის ამ სეგმენტზე თავისუფალ და სამართლიან კონკურენციას სრულად გამორიცხავდა. ამ რეგულაციების შემოღება უკვე, როგორც ბაზრის ამ სეგმენტზე მოქმედი საერთაშორისო კომპანიებისთვის (DHL, TNT, UPS, FEDEX), ასევე ორმოცამდე სხვა ადგილობრივი კომპანიისთვის საქმიანობის დროს სერიოზულ ფორმალურ/ბიუროკრატიულ ბარიერად შეიძლებოდა ქცეულიყო. საერთაშორისო კომპანიებმა ყურადღება გაამახვილეს საფრთხეზე, რომ ისინი იძულებული გახდებოდნენ საქართველოს ბაზარი დაეტოვებინათ. გადამზიდავი კომპანიების მიერ გამოთქმული პროტესტის შემდგომ, „ფოსტის შესახებ’’ კანონპროექტი სამინისტრომ გადაამუშავა და ახალი ვარიანტი მიაწოდა დაინტერესებულ პირებს. მიუხედავად ამისა, გადამუშავებულ კანონპროექტში არ აისახა ის დებულებები, რომლებიც გადამზიდავი კომპანიების პროტესტის მიზეზი გახდა. უფრო მეტიც, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გადამუშავებული „ფოსტის შესახებ“ კანონპროექტით შპს „საქართველოს ფოსტას“ ენიჭებოდა კანონისმიერი მონოპოლია არა მხოლოდ საფოსტო და საამანათო გადაზიდვების ბაზარზე, არამედ კიდევ სამ ბაზარზე: საბაჟო საწყობების მომსახურების, კურიერული მომსახურებისა და ფულადი გზავნილების ბაზრებზე. გადამზიდავმა კომპანიებმა დახმარებისათვის მიმართეს ევროკომისიას და, ასევე, ევროპის ექსპრეს გადამზიდავთა ასოციაციას. როგორი იყო ევროკომისიის რეკომენდაციები ამ კანონპროექტთან დაკავშირებით? ევროკომისიის დასკვნაში კანონპროექტით გათვალისწინებულ მთელ რიგ დებულებებთან დაკავშირებით დასმული იყო კითხვები. კერძოდ, ევროკომისიის დასკვნის თანახმად, კანონის პროექტი უნდა განიმარტოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით (DCFTA) ნაკისრი ვალდებულებების ჭრილში და პროექტი პატივს უნდა სცემდეს საქართველოში საფოსტო მომსახურების სფეროში ბაზრის ლიბერალიზაციის არსს. ამასთანავე, ხაზგასმული იყო, რომ არსებული პროექტი ეწინააღმდეგებოდა ამ პრინციპს. გარდა ამისა, ევროკომისიასა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შორის შედგა ვიდეოკონფერენცია (2014 წლის 27 სექტემბერს) საფოსტო ბაზრის რეგულირების საკითხებთან დაკავშირებით, რომლის დროსაც შეთანხმდა, რომ მოხდებოდა საფოსტო ბაზრის მარეგულირებელი საწყისი კანონპროექტის გადამუშავება. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საფოსტო მომსახურების ისეთ სახეობებზე, როგორიცაა ,,კურიერული და ექსპრესს საფოსტო მომსახურება’’ გადამუშავებული კანონპროექტით ,,მოქმედი ლიბერალიზებული რეჟიმი არ შეიცვლებოდა’’. მიუხედავად, ევროკომისიიდან მიღებული შენიშვნებისა და ვიდეოკონფერენციის დროს შეთანხმებული პრინციპებისა, აღნიშნულის მიღებიდან 3 წლის განმავლობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ვერ ასახა ,,ფოსტის შესახებ’’ კანონპროექტში ევროკომისიის მიერ მოწოდებული შენიშვნები. როგორ შეაფასა აღნიშნული კანონპროექტი არასამთავრობო სექტორმა? . ,,საერთაშორისო გამჭვირვალოა საქართველომ’’ ჯერ კიდევ 2015 წელს შეაფასა, რომ ამ ბაზარზე შესაძლოა ადგილი აქვს ,,პოლიტიკური კორუფციის’’ ერთ–ერთ სახეს, ე.წ. ,,სახელმწიფო თანამდებობის პირებზე გავლენის მოხდენას’’ (State Capture), რაც ბაზარზე სახელმწიფო კომპანიის ,,საქართველოს ფოსტის’’ მიერ ეკონომიკური პოლიტიკის პასუხისმგებელ თანამდებობის პირებზე ზეგავლენის მოხდენასა და ამ კომპანიისთვის ბაზარზე შესვლის ადმინისტრაციული, სამართლებრივი და დისკრიმინაციული ბარიერების დაწესების გზით, ბაზარზე პრივილეგირებული მდგომარეობის შექმნაში გამოიხატება. საყურადრებოა, რომ კორუფციის ასეთმა შემთხვევებმა სერიოზულად შეიძლება შეაფერხოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რადგან ამ შემთხვევაში სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ გადაწყვეტილების მიღება ხდება არა საჯარო ინტერესის საფუძველზე, არამედ - მხოლოდ კონკრეტული ინტერესის გამტარებელი მცირე ჯგუფის სასარგებლოდ. კონკურენციის სააგენტო რას აკეთებს ამ დროს? როგორია მისი რეაქცია ამ პროცესში? 2014 წელს, როდესაც ,,ფოსტის შესახებ’’ კანონპროექტის მეორე ვერსია იყო წარმოდგენილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, გადამზიდავებმა ანტიკონკურენტული ეფექტის შეფასების მიზნით მიმართეს კონკურენციის სააგენტოს. კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ, იმ მოტივით, რომ კანონპროექტზე მუშაობა დასრულებული არ არისო, არ ჩათვალა მიზანშეწონილად კანონპროექტის ანტიკონკურენტული ეფექტის შეფასება/ანალიზი. რა იქნება თქვენი რეკომენდაციები, რა უნდა გაითვალისწინოს მთავრობამ ახალ კანონპროექტის შემუშავებისას? ჩემი, როგორც ეკონომიკის პოლიტიკის დოქტორის შეფასებით, საფოსტო მომსახურების ბაზარზე საქართველოსა და ევროკავშირის ბაზრების თავსებადობის გასაზრდელად, მნიშვნელოვანია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საფოსტო რეფორმის პროცესში მიიღოს თანმიმდევრული და კვალიფიციური გადაწყვეტილებები, სადაც გათვალისწინებული იქნება ბაზარზე ეკონომიკური აგენტების საქმიანობაში თანასწორუფლებიანობის პრინციპი და კონკურენტული გარემოს ეფექტიანი სახელმწიფო ზედამხედველობა. ამასთან, ბაზარზე ხელისუფლების ორგანოს ჩარევის შედეგად არ უნდა დაწესდეს კანონისმიერი მონოპოლია (ბაზარზე შესვლის ადმინისტრაციული, სამართლებრივი და დისკრიმინაციული ბარიერებით) და არ უნდა შეიზღუდოს კონკურენცია. სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს და დანერგოს ,,უნივერსალური საფოსტო მომსახურების’’ მარეგულირებელი ისეთი ინსტიტუციური ჩარჩო, რომელიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობასა და მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკას; უნივერსალური საფოსტო მომსახურების მარეგულირებელი პოლიტიკის შემუშავებისა და იმპლემენტაციის პროცესში კი - უზრუნველყოფილი უნდა იყოს გამჭვირვალობის მოთხოვნების დაცვა. ასევე, მნიშვნელოვანია, არ მოხდეს ლიბერალიზებული საფოსტო და კურიერული მომსახურების ბაზრების ხელახალი რეგულირება და ბაზარზე უზრუნველყოფილ იქნას ბუნებრივი წონასწორობა და კონკურენტული ბიზნესგარემო.

,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ’’ კანონი 2005 წელს ძალადაკარგულად გამოცხადდა, ამავე წელს საქართველოს პარლამენტს დაევალა “კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში „ფოსტის შესახებ“ კანონის მიღება. მოგვიანებით ამ ვადამ რა

31 Июль 2017 | 20:38 Экология Далее
საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის ოპტიმიზაციის შესახებ

დოკუმენტი სწორედ სურსათის ეროვნულ სააგენტოს და მის ვებ-გვერდს ეხება და შეიცავს რეკომენდაციებს იმაზე, თუ როგორ გაუმჯობესდეს მათსა და დაინტერესებულ პირებს შორის ინფორმაციის გაცვლა.

28 Июль 2017 | 14:40 კვლევა/რეკომენდაცია Далее
ხულოელმა ფერმერებმა 4 ტონა ქართული ნიორი ევროკავშირში ექსპორტზე გაიტანეს

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის, რესან ჩოგაძის ცნობით, ოთხმა ხულოელმა ფერმერმა ჯემალ ართმელაძემ, მიხეილ ჩოგაძემ, ალექსანდრე იშხნელიძემ და ბიძინა შავაძემ 4 ტონა ქართული ნიორი გერმანიაში გაიტანეს.

27 Июль 2017 | 16:02 Сельское хозяйство Далее
ქართული მწვანილი, პომიდორი, ატამი და ვაშლატამა ყატარის სუპერმარკეტებში გამოჩნდა

ბოლო ერთი კვირაა, ყატარის სუპერმარკეტებში ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გამოჩნდა. საუბარია სხვადასხვა სახეობის მწვანილზე, პომიდორზე, ატამსა და ვაშლატამაზე. ბიზნესმენ გიორგი ჟღენტის ინფორმაციით, რომელსაც აღნიშნული პროდუქცია ყატარში ექსპორტზე გააქვს,

26 Июль 2017 | 18:47 Далее

Блог

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Адвокатирования

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

Избранные статьи

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლო სამუშაოებში ავიაცია ჩაერთო. ხელისუფლებამგადაწყვეტილება ამის შესახებ ვითარების სირთულიდან გამომდინარე მიიღო. მავნებელმა ყველაზე მეტად ამ დროისთვის სამეგრელო დააზარალა, თუმცა ასევე გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს სხვა

Amazon export hub-ი საქართველოში დაფუძნებული ახალი კომპანიაა, რომელიც ელექტრონული კომერციის ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს amazon.com-ის უდიდეს ელექტრონულ მარკეტზე გაყიდვებს ასწავლის.

banner
banner
banner
banner
banner