პრობლემები, რომლებსაც აწყდება ატმის ინდუსტრია საქართველოში და ექსპორტის დროს
საერთაშორისო სავაჭრო გარემო
საქართველო არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ქვეყანა. მას აქვს შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმი ევროკავშირთან, დსთ-ს ქვეყნებთან, თურქეთთან, აშშ, ნორვეგიასთან, შვეიცარიასთან, კანადასთან და იაპონიასთან. 2016 წელს ასევე, გაღრმავდა სავაჭრო ურთიერთობები ჩინეთთან.
მაღალი ხარისხისა და სტანდარტების შესაბამისი ატმის წარმოების შემთხვევაში, საქართველოს შეუძლია განახოციელოს ატმის ექსპორტი ზემოთ ხსენებულ ქვეყნებში დაბალი ტარიფებით ან საერთოდაც უტარიფოდ. თუმცა უკეთესი იქნება, თუ ადგილზე გადამუშავდება ატამი და უკვე ასეთი საბოლოო პროდუქტის სახით მიეწოდება უცხოურ ბაზრებს. ასევე, მოსალოდნელია კონკურენციის ზრდა ადგილობრივ, ქართულ ბაზარზე, ვინაიდან სავაჭრო შეთანხმებები ორმხრივ შეღავათებს გულისხმობს.
ატმის წარმოება მსოფლიოში
გაერო-ს საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) 2013 წლის მონაცემებით, მსოფლიოში 81 ქვეყანა აწარმოებს ატამს. მწარმოებელი ქვეყნების ძირითადი ათეული კი ასე გამოიყურება: ჩინეთი (12 მლნ. ტონა), იტალია (1,4 მლნ. ტონა), ესპანეთი (1,3 მლნ. ტონა), აშშ (1 მლნ. ტონა), საბერძნეთი (0,7 მლნ. ტონა), თურქეთი (0,6 მლნ. ტონა), ირანი (0,5 მლნ. ტონა), ჩილე (0,4 მლნ. ტონა), არგენტინა (0,3 მლნ. ტონა) და ეგვიპტე (0,3 მლნ. ტონა). 2013 წელს, მსოფლიოს ატმის წარმოების ჯამურმა მოცულობამ შეადგინა 22 მლნ. ტონა.
მსოფლიოში ატმის წარმოების დინამიკა მზარდია, რაც განპირობებულია როგორც ატმის პლანტაციების ზრდით, ისე საჰექტრო მოსავლიანობის გაზრდით. 2003-2013 წლებში საშუალო მოსავლიანობა მთლიანი მსოფლიოს მასშტაბით, 11,5 ტონიდან 15,5 ტონამდე გაიზარდა ერთ ჰექტარ ატმის პლანტაციაში.
ახალი ატმით ვაჭრობა ერთ-ერთი მიღებული ფორმაა მსოფლიოში. 2015 წელს მსოფლიოში ახალი ატმით ვაჭრობამ 2,2 მილიარდი დოლარი შეადგინა (2,8 მლნ. ტონა ატამი).
ატმის ძირითადი ექსპორტიორი და იმპორტიორი ქვეყნები 2015 წელს (ღირებულების მიხედვით):
2015 წელს, ატმის მთავარი ექსპორტიორი ქვეყნების წილად მოდიოდა ატმით მთლიანი ვაჭრობის 70%. რაც შეეხება ახალი ატმის მთავარ იმპორტიორ ქვეყნებს, მათმა წილმა მთლიანი ატმის იმპორტში 2015 წელს 43% შეადგინა.
ატმის წარმოება საქართველოში
მსოფლიოში 81 ქვეყანა აწარმოებს ატამს და მათგან საქართველოს 47-ე ადგილი ეკავა წარმოებული მოცულობის მიხედვით 2013 წელს (FAOSTAT). საქართველოში ატმის წარმოება, ძირითადად, მცირე ფართობის ბაღებში ხორციელდება. ატმის ბაღების უმეტესი ნაწილი კახეთსა და შიდა ქართლშია გაშენებული. სწორედ, ამ რეგიონებზე მოდიოდა 2015 წელს, ატმის წარმოების დაახლოებით 90%.
ატმის წარმოება საქართველოს რეგიონების მიხედვით, 2011-2015 წლებში (ტონა).