საშემოდგომო სესიაზე RIA-ს მეთოდოლოგია და დანერგვის ვადები განისაზღვრება
"მე ვვარაუდობ, რომ კანონშემოქმედებით პროცესში RIA სრულად 2019 წლის 1 იანვრიდან დაინერგება. 2018 წლის ინავარზე ამის თქმა ძალიან მიჭირს, მაგრამ შეიძლება საპილოტედ ვადები განისაზღვროს და კანონების გარკვეულ ნაწილზე 2018 წლის იანვრიდან ამოქმედდეს RIA-ს ჩატარების ვალდებულება. მაგრამ 2019 წლიდან უკვე სრულად ვფიქრობთ რომ ავამოქმედოთ კანონშემოქმედებით საქმიანობაში ზეგავლენის შეფასების ანგარიშის დანერგვა." - განაცხადა ჩვენთან საუბარში მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ.
პოლიტიკის დაგეგმვის სისტემის რეფორმის სტრატეგიაში საქართველოს მთავრობა სერიოზულპრობლემად აღიარებს საქართველოში, რომსაკანონმდებლოზეგავლენისშეფასების(RIA) პრაქტიკა არარისდანერგილი. შესაბამისად, სტრატეგიაში გაწერილი სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს საკანონმდებლო ზეგავლენის შეფასებისმეთოდების შემუშავებასა და დანერგვას. Eugeorgia.info გაესაუბრა მთავრობის საპარლამენტო მდივანს შალვა თადუმაძეს, რათა გაერკვია RIA-ს დანერგვის რა ეტაპზეა ახლა საქართველოს ხელისუფლება და როგორ მიმდინარებს ეს პროცესი.
ევროკავშირთან აღებული ვალდებულების გარდა RIA-ს დანერგვას ხელს უწყობს საერთაშორისო პროექტები. მაგალითად, იუსტიციის სამინისტროსთან ერთად ევროკავშირის პროექტი ხორციელდება, მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად USAID პროექტი, რომელიც ხელს უწყობს კანონშემოქმედებით საქმიანობას მთავრობის სტრუქტურაში, მათ შორის ერთ-ერთი კომპონენტია ზეგავლენის შეფასების ანალიზის მომზადება.
თადუმაძის თქმით: "RIA-ს დანერგვის მიმართულებით ბევრი ღონისძიება ჩატარდა. მაგალითად, ტრენინგები თანამშრომლებისთვის, რომლებიც შემდეგში ამ მიმართულებით გააგრძელებენ მუშაობას. მიმდინარეობს რამდენიმე კანონპროექტზე ზეგავლენის შეფასებისსაპილოტე ანგარიშის მომზადება. ამას გარდა, სასწავლო ვიზიტებით იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ დიდ ბრიტანეთში, სადაც RIA-ს მომზადების პროცესს გაეცნენ. შემდეგი ვიზიტი პრაღაში იყო, სადაც გაიზიარეს თუ როგორ დაინერგა RIA, რა გამოცდილებები მიიღეს მხედველობაში ჩეხებმა, როდესაც თავად ნერგავდნენ RIA-ს და როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი ამჟამად. დიდ ბრიტანეთში გვირჩიეს, რომ პირველივე ეტაპზე RIA ყველა საკანონმდებლო ცვლილებასა თუ სიახლეზე არ გავავრცელოთ (რადგან ეს ძალიან დიდ ადამიანურ რესურს, ცოდნას და საინფორმაციო ბაზას მოითხოვს). არამედ იგი ვრცელდებოდეს ისეთ ნორმატიულ აქტებზე (როგორც კანონებზე ისე მთავრობის დადგენილებებზე), რომელბიც ბიზნეს გარემოზე "არსებით გავლენას" მოახდენენ.
მიმდინარე ეტაპზე ნორმატიული აქტების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი მუშავდება. საკანონმდებლო ინიციატივა საშემოდგო სესიაზე წარდგება. საშემოდგომო სესიაზე ინიციატივის დამტკიცების შემდეგ მთავრობის დადგენილება უნდა დამტკიცდეს, რომელიც RIA-ს განხორციელების მეთოდოლოგიას დაამტკიცებს. მთავრობის დადგენილებით გარკვეული ვადა უნდა განისაზღვროს როდის დაიწყონ უწყებებმა RIA-ს სრულყოფილად განხორციელება. "ეს დაკავშირებულია, როგორც ადამიანური რესურსების ზრდასთან (რადგან შესაბამისი უნარებით და ცოდნით ეკონომიკური სპეციალიზაციის ადამიანებს მოითხოვს), ასევე ფინანსურ რესურსებთან. ამ საკითხებზე მუდმივად ვსაუბრობთ დონორებთან და მათ რჩევებს ვითვალისწინებთ, - დასძენს თადუმაძე, - მაგალითად, იმისათვის რომ საკანონმდებლო წნეხი კანონებიდან კანონქვემდებარე აქტებზე არ გადავიდეს, ნორმატიული აქტების შესახებ კანონპროექტში ჩავწერეთ, რომ ეს ვრცელდება როგორც კანონებზე, ისე კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებზე. ე.ი. ეს მოიცავს კანონპროექტებსაც და დადგენილებებსაც, რომლებსაც შეუძლიათ რაიმე სახის ზეგავლენა მოახდინოს ბიზნეს გარემოზე."
ნორმატიული აქტების შესახებ კანონში ცვლილებების მიხედვით ნორმატიულ აქტზე, რომელსაც ბიზნეს გარემოზე არსებითი გავლენა ექნება, RIA-ს მომზადება სავალდებულოა. გარდა ამისა, მიღებულია გადაწყევტილება, რომ ინიციატორ უწყებას ვალდებულების გარეშე ჰქონდეს უფლება (თუ მისი სურვილია) ნებისმიერ კანონპროექტზე ზეგავლენის შეფასების ანალიზი ჩაატაროს. ასევე, მთავრობა იტოვებს უფლებამოსილებას ინიციატორს მისცეს RIA-ს ჩატარების დავალება იმ შემთხვევაშიც თუ ინიციატორს არ აქვს ამის ვალდებულება. ე.ი. კანონით დაზღვეული იქნება შემთხვევა, როდესაც უწყება სიჩქარის ან სხვა მიზეზის გამო თავს არიდებს RIA-ს განხორციელებას. "ამ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, როგორც დონორებთან, ასევე ექსპერტებთან. მოვიძიეთ სრული ინფორმაცია თუ როგორია RIA-ს შემუშავების მეთოდოლოგია და ამ მეთოდოლოგიის საფუძველზე მომზადდება მთავრობის დადგენილება, რომელიც დაამტკიცებს ინიციატორმა უწყებებმა რა მეთოდოლოგია უნდა გამოიყენონ და როგორ განახორციელონ RIA, მათ შორის დამტკიცდება ის კითხვარი, რომლის მიხედვითაც ინიციატორი უწყება განსაზღვრავს RIA-ს ჩატარების აუცილებლობას."
RIA-ს ჩატარების აუცილებლობა დამოკიდებულია იმ კრიტერიუმებზე, რომლებითაც განისაზღვრება თუ რას ნიშნავს და როგორ შეფასდება "არსებითი გავლენა". ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი მიმდინარე ეტაპზე მუშაობენ, რომ ინიციატორმა უწყებამ თავიდან არ აირიდოს RIA და არ თქვას, რომ ეს კანონი "არსებით" გავლენას არ ახდენს. თადუმაძის თქმით, მეთოდოლიის შესახებ მთავრობის დადგენილებაში სრულად აისახება საერთაშორისო გამოცდილება ამ მიმართულებით. სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვა კრიტერიუმს და მეთოდს იყენებს არსებითი ზეგავლენის შეფასებისათვის (დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ RIA-ს კეთების გამოცდილება საქართველოში და საზღვრებს გარეთ). თადუმაძე თავის მხრივ ყურადღებას ამახვილებს მეთოდოლოგიაზე, რომლის მიხედვითაც RIA-ს მომზადების წინარე კითხვარი კანონის მიღებამდე ივსება. კითხვარი სავარაუდოდ შედგება 5-10 კითხვისაგან, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება კანონპრექტი გავლენას მოახდენს თუ არა ბიზნეს გარემოზე. "არის ქვეყნები, სადაც "არსებითი გავლენა" განისაზღვრება ბიუჯეტზე გავლენის მიხედვით; ნაწილი თვლის, რომ ბიუჯეტზე გავლენა არ ნიშნავს ბიზნესზე გავლენის ქონას. ჩვენ ამ ეტაპზე ექსპერტებთან დიალოგს ვაწარმოებთ, რომ კიდევ ერთხელ ჩამოვყალიბდეთ რა მოდელი და რა კრიტერიუმები ავირჩიოთ. ჩვენ მაინც კითხვარის საფუძველზე ბიზნეს გარემოზე არსებითი გავლენის შეფასებას ვემხრობით. ასევე, გაიმართა ღია დიალოგი პარლამენტთან, თუ როგორ შეიძლება და რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ეს პროცესი დაიხვეწოს", - განაცხადა თადუმაძემ.
RIA-ს საბოლოო ანგარიში გახდება საჯარო, სადაც სრულად იქნება ასახული:
- თუ რატომ მიიღეს კანონის ამოქმედების გადაწყვეტილება
- ამ კანონპროექტის მიღება რა მოლოდინებთან და ხარჯენთანაა დაკავშირებული და რა მდგობარეობას შექმნის ბიზენს გარემოში
- არის თუ არა ეს კანონი რთულად განსახორციელებელი და ეტაპობრივი
- დაინტერესებული ჯგუფები რამდენად იყვნენ ჩართული პროცესში, რა მოსაზრებები იქნა გამოთქმული და გათვალისწინებული, ასევე, რა არ გაითვალისწინეს და რა არგუმენტებით.
თავისი ინფორმაციულობიდან გამომდინარე მას უფრო დიდი მნიშვნელობა ექნება, ვიდრე დღეს განმარტებით ბარათს აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ RIA-ს საბოლოო ანგარიში საჯაროდ გამოქვეყნდება, საინტერესოა რამდენად შეეძლებათ დაინტერესებულ მხარეებს კანონშემოქმედებით პროცესში ჩაერთონ და საკუთარი პოზიციები დააფიქსირონ. რაზეც თადუმაძე აცხადებს: "დღემდე არცერთ მნიშვნელოვან კანონპროექტზე, რომელსაც არსებითი გავლენა აქვს საზოგადოებაზე არ ყოფილა შემთხვევა, რომ საჯარო განხილვა, კონფერენცია ან სხვა შესაბამისი ღონიძიება არ ჩატარებულიყო. შესაბამისად, ვერ ვხედავ საფრთხეს, რომ RIA-ს დანერგვის შემდეგ ეს პროცესი შესუსტდება. გარდა ამისა, RIA-ს სტრუქტურაში საზოგადოებრივი ჩართულობის დაფიქსირების მოთხოვნაა. ე.ი. ტექსტში უნდა ჩანდეს დაინტერესებულ ჯგუფებთან შეხვედრები განხორციელდა თუ არა, რა შენიშვნები გაითვალისწინეს და რატომ. რა შენიშვნები არ გაითვალისწინეს და რა არგუმენტაციით. სწორედ ამიტომაა აღებული ეს ვალდებულება, რომ კანონშემოქმედებითი პროცესი უფრო გამჭვირვალე და სისტემატიზირებული იყოს. RIA-ს დანერგვის შემთხვევაში ვერცერთი უწყება იმას ვერ გაექცევა, რომ არსებითი ზეგავლენის კანონპროექტზე არ იმსჯელოს დაინტერესებულ და გავლენის ქვეშ მყოფ ჯგუფებთან."
როგორც აღინიშნა მიმდინარე ეტაპზე RIA-ს სავალდებულოდ დანერგვამდე საპილოტედ მიმდინარეობს რამდენიმე კანონპროექტზე RIA-ს განხორციელება. საპილოტე ფაზაში უცხოელი ექსპერტები ჩაატარებენანალიზს, ნაწილზე ადგილობრივებიც ჩაერთვებიან, რათა საჭირო უნარები გამოიმუშაონ. ხოლო მას შემდეგ, რაც RIA დაინერგება, სხვა ქვეყნების მსგავსად, ინიციატორი უწყება დაიქირავებს ექსპერტებს, რომლებიც ანგარიშს მოამზადებენ ან საკუთარი რესურსით იმოქმედებენ, მაგრამ თუ კანონპროექტის სირთულიდან, სიმძიმიდან, მნიშვნელობიდან გამომდინარე აუცილებელია, რომ საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთონ, ბუნებრივია, უწყებას აქვს უფლება ისინი გამოიყენოს.
ქვემოთ წარმოდგენილია საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში განხორციელებულიმ კანონპროექტთა ჩამონათვალი, რომლებზეც საპილოტედ მომზადდა/მზადდება რეგულირების ზემოქმედების შეფასების ანგარიში (RIA):
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია:
-საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (წინასასამართლო პრობაცია) - აღნიშნულ კანონპროექტზე მზადდება რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში, საპილოტე სახით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ზემოქმედების შეფასება, კანონშემოქმედებითი პროცესი და წარმომადგენლობითი უნარების გაძლიერება“ ექსპერტებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობით.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო:
-საქართველოს კანონის პროექტი „ბიომრავალფეროვნების შესახებ“ - მზადდება რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში;
-„საქართველოს ტყის კოდექსი“ - მზადდება რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში;
-საქართველოს კანონის პროექტი „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ - მზადდება რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში;
-„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ (კანონი) - პარლამენტს წარედგინა რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშთან ერთად.
საქართველოს ხელისუფლებას RIA-ს დანერგვის პროცესში კონსულტაციებს უწევენ ექსპერტები RIA-ს საკითხებში: კატერინა ველიჩკოვა, ქრის კრიბი და ნორბერტო პინიატი (ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ზემოქმედების შეფასება, კანონშემოქმედებითი პროცესი და წარმომადგენლობითი უნარების გაძლიერება“ ექსპერტები) და USAID -ის ექსპერტი რომან ლადუსი.
ავტორი: მარიამ ლუკაშვილი