EU4Buiness EBRD-ს საკრედიტო ხაზის ფარგლებში საქართველოს ბანკმა1 წლის განმავლობაში 85,7 მილიონი ლარის ღირებულების 55 სესხი გასცა
უდავოა, რომ საქართველოში სიღარიბის შემცირების ერთ-ერთი ეფექტიანი ბერკეტი მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებაა. სექტორს, რომელიც როგორც დასაქმების, ისე დამატებული ღირებულების კუთხით მზარდია, მცირე და საშუალო საწარმოთა ხელშეწყობას არაერთი პროექტი ემსახურება, მაგრამ მიკრო საწარმოებისთვის კვლავ დიდი გამოწვევა რჩება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. EU4Buiness EBRD-ს საკრედიტო ხაზიც/ევრო სესხი მცირე საწარმოების განვითარებას ემსახურება, მაგრამ ისინი, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ და უძნელდებათ სახსრების მოძიება, ვერც ამ პროგრამით სარგებლობენ. საქართველოს ბანკის მიერ გაცემული 55 სესხიდან მხოლოდ 3 ემსახურება 1,5 მილიონ ლარამდე ბრუნვის საწარმოს.
მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების მთავარ შემაფერხებელ ფაქტორებად როგორც გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში, ასევე საქართველოსმცირედასაშუალომეწარმეობისგანვითარებისსტრატეგიაში (2016-2020) მნიშვნელოვან გამოწვევად საწარმოებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა სახელდება. ასევე, 2016-2017 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის კვლევის მიხედვით, ბიზნესის კეთების მთავარ გამოწვევად კვლავ ფინანსებზე ხელმისაწვდომობარჩება. კრედიტის მიღების კუთხით მსოფლიო ბანკის Doing Business 2018-ის მიხედვითაც კრედიტის მიღების კუთხით გაუმჯობესება არ შეინიშნება.
ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში როგორც ევროკავშირიდან, ასევე საქართველოს ხელისუფლებისგან ბოლო პერიოდში მეტი ყურადღება ეთმობა მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას. არსებობს დაფინანსების სხვადასხვა პროგრამები შესაბამისი წარმატების მაგალითებით. მიუხედავად ამისა, მცირე და საშუალო მეწარმეებისგან ხშირად გვესმის ჩივილი, რომ ეს პროგრამები მათთვის არაა. Eugeorgia.info ეცადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვისსაქართველოს ბანკის მიერ გაცემული სესხების 1 წლის შედეგები გამოერკვია. (პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ eugeorgia1, eugeorgia2, eu4business-ebrdcreditline.ge/.)
მცირე და საშუალო ბიზნესის აქტივობა ქართულ ეკონომიკაში ყოველწლიურად სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს - მისი წილი ეკონომიკაში შექმნილ დამატებულ ღირებულებაში იზრდება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მცირე და საშუალო მეწარმეების (ახალი მეთოდოლოგიით) მიერ შექმნილი დამატებული ღირებულების წილი მთლიან დამატებულ ღირებულებაში 2010 წლის შემდეგ აჭარბებს მსხვილი საწარმოების დამატებულ ღირებულებას. ბოლო 5 წლის განმავლობაში SME(მცირე და საშუალო საწარმოები) წილი საშუალოდ 57%-ს შეადგენს.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 2012-2016 წლებში ქვეყანაში მთლიანად დასაქმებულ ადამიანთა საშუალოდ 34% სხვადასხვა ზომის საწარმოებში, მათგან კი საშუალოდ 68% მცირე და საშუალო საწარმოებში არიან დასაქმებული. რადგან მცირე და საშუალო მეწარმეობა ბიზნეს სექტორში დასაქმების და მთლიანი დამატებული ღირებულის ძირითადი წყაროა, ქვეყანაში სიღარიბის დაძლევის მნიშვნელოვანი ბერკეტი მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობაა. (სამწუხაროდ, მიკრო საწარმოების განვითარების ტენდენციას ვერ ვაკვირდებით, რადგან შესაბამისი სტატისტიკა არ მოიპოვება. შესაბამისად, ნაკლებია ცნობილი ეკონომიკაში მათი მნიშვნელობის და საჭიროებების შესახებ.)
საქართველოს ბანკის მიერ მოწოდებული 30 ნოემბრის მდგომარეობით EBRD-ს მხარდაჭერით პროგრამის ფარგლებში სულ გაცემულია 55 სესხი, რომელთაგან მხოლოდ 3 სესხი მოდის 1,5 მილიონ ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმოებზე. დაფინანსებულ საწარმოთა ყველაზე დიდი წილი (62% - 55 სესხიდან 34) 1,5-20 მილიონ ლარიან ბრუნვის საწარმოებზე მოდის. ჯამში ერთი წლის განმავლობაში 85 765 188 ღირებულების სესხია გაცემული. სესხების რაოდენობა და ღირებულება სფეროების მიხედვით იხილეთ ცხრილი 2-ში.
ერთი წლის შედეგები აჩვენებს, რომ სესხები მცირე და საშუალო საწარმოების იმ ნაწილზეა გაცემული, რომელთაც წლიურად 20 მილიონ ლარამდე ბრუნვა აქვთ. მიკრო საწარმოები მცირე კონტინგენტით (მინიმუმ 3 - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განახლებული მეთოდოლოგიის მიხედვით საწარმო ჩაითველბა მიკროდ თუ მისი წლიური ბრუნვა 2 მილიონ ლარს არ აღემატება) არიან წარმოდგენილი დებიტორთა რიცხვში. რაც დიდი ალბათობით მათი მაღალი რისკიანობით, სესხის ვერ უზრუნველყოფით და სესხის სხვა კრიტერიუმებთან შეუსაბამობით შეიძლება აიხსნას.
საკრედიტო ხაზი - “ევროსესხი”ძირითადად, ბიზნესს ხელს უწყობს თანამედროვე ტექნოლოგიებში ინვესტიციების განხორციელების კუთხით. მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან მუშაობს EBRD-ის კონსულტანტების გუნდი, რომელიც ეხმარება მათ ბანკთან ურთიერთობაში, ასევე საინვესტიციო გეგმის შედგენასა და სხვა არაერთ პროცესში. ამ პროდუქტის განსაკუთრებულობა არის 15 პროცენტამდე თანხის უკან დაბრუნება (cash back), რომელიც გადაეცემათ კომპანიებს პროექტის წარმატების ვერიფიკაციის(შეფასების) შედეგად. მსგავსი პროექტების არსებობა ზრდის დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას, რაც ბენეფიციარების ფუნქციონირებისთვის ხელისშემწყობი ფაქტორია.
“ევროსესხის” მიმღები საწარმოს, მოდის სახლი "მატერია"-ს მარკეტინგის მენეჯერის სალომე მიქაშავიძის მიერ მოწოდებული ინფორმაციით: საქართველოსბანკისდა EBRD-ისთანადგომითკომპანიამ"ევროპულიბიზნესსესხი DCFTA" 1,700,000 ლარისოდენობით აიღო. "სესხის აღებისთვის ერთადერთიმოთხოვნაიყო ის,რომაღებულისესხიდაგვეხარჯაევროპულისტანდარტებითგაკეთებულიმანქანა-დანადგარებისშეძენაშიანასევეევროპულისტანდარტებისშენობისმშენებლობაში.სესხისმიღების პროცედურები მარტივი იყო და იგი განცხადებისგაკეთებისთანავე მივიღეთ 12% წლიური საპროცენტო განაკვეთით. ეს სესხი, სწორედ იმიტომ შევარჩიეთ, რომპირობებიყველაზემეტადგვაკმაყოფილებდა. ზუსტადდროულადმოხდასესხისმიღებამაშინ,როდესაცყველაზემეტადსჭირდებოდაკომპანიას. სესხიდაგვეხმარაკომპანიისგაფართოებაში, ავაშენეთახალიფაბრიკათავიდანბოლომდეევროპულისტანდარტებითდასრულიადახალითანამედროვემანქანადანადგარები შევიძინეთ."
მეორე მხარეს დგანან შედარებით მცირე (მიკრო) საწარმოები, რომლებიც დაფინანსების წყაროების მოძიებისას მაინც აწყდებიან სირთულეებს. როგორც ირკვევა, მათთვის “ევროსესხი” ნაკლებხელმისაწვდომია. გასულ წელს, ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში ჩვენი ორგანიზაცია (IRAC) ჩვენივე ვებპორტალის - eugeorgia.info საინფორმაციო მხარდაჭერით ადვოკატირებას უწევდა რამდენიმე საწარმოს დაფინანსების მოპოვებისთვის, ამ პროცესში კი ზოგიერთი მათგანი წინააღმდეგობას წააწყდა. მცირე საწარმოების დაფინანსების მოპოვებაში აქტიურად მონაწილეობდა ჩვენი ორგანიზაციის იურისტი ლეილა დარასელია. დარასელიას თქმით: "პრაქტიკულად EBRD-ს და საქართველოს ბანკის პროექტი უფრო მეტად შეიძლება განიხილოს საშუალო (ნაკლებად მცირე ან მიკრო) ბიზნესის დაფინანსების პროგრამად. აფინანსებენ არსებული ბიზნესის ევროკავშირის სტანდარტამდე “აყვანის” მსურველებს. თუ მიკრო ბიზნესი ხარ, იმდენი უნდა გქონდეს პარალელური ბიზნესიდან, რომ გარანტად ჩაუდგე ამ სესხს."
ჩირის საწარმოს "სკიჯი"-ს დამფუძნებელი დარეჯან ბერძენიშვილისთვის სესხის აღებაზე უარის მიზეზი სოფელ ხიდისთავში ქონების დაბალი ღირებულება გახდა (სესხის უზრუნველყოფისთვის). ბანკმა "სკიჯი"-ს საქმიანობა წარმატებულად ჩათვალა, თუმცა რადგან დაკას ქონებას (სახლს და საწარმოს) გურიის სოფელ ხიდისთავში დაბალი ღირებულება მიანიჭეს, სესხის უზრუნველყოფისთვის დამატებით ბინა მოითხოვეს თბილისში ან ბათუმში. “საქართველოს ბანკისგან” უარის მიღების შემდეგ ბერძენიშვილმა გააგრძელა ფინანსების მოძიება და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო პროგრამა "იაფი კრედიტის" პირობები ყველაზე მეტად შეესაბამება მის მოთხოვნებს: "იაფი სესხის გარდა თი-ბი-სი ბანკმა ახლა დაიწყო ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა, რომელშიც ქონებით უზრუნველყოფის მოთხოვნა 50%-მდეა შემცირებული, ხოლო საპროცენტო განაკვეთი 16%-ის ფარგლებში მერყეობს. ჩემთვის იაფი კრედიტი უფრო მოსახერხებელი იქნება, რადგან საპროცენტო განაკვეთი კიდევ უფრო დაბალია მაქსიმუმ 15%, რომლიდანაც 10%-ს სახელმწიფო ფარავს. თუმცა ერთი დეტალის გაუმჯობესებას მაინც ვისურვებდი, თუ სესხის მოცულობა 200 000 ლარს აღემატება სესხი 10%-ად გაიცემა და მეწარმეს დამატებით პროცენტის გადახდა არ უწევს. ე.ი. შედარებით მეტი შესაძლებლობის მქონე საწარმოსთვის უფრო იაფია კრედიტი ვიდრე მცირესთვის".
ფინანსების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით მიკრო საწარმოების პრობლემების შესახებ დამატებით შეგიძლიათ იხილოთ ირინა ჟღენტის შემთხვევა.
მნიშვნელოვანია დაისვას კითხვა, რეალურად საქართველოში საწარმოთა რომელ კლასს უფრო მეტად სჭირდება დახმარება მსხვილს, მცირე და საშუალოს თუ მიკროს. ფაქტია, რომ მცირე საწარმოთა ქვედა ფენისთვის, მიკრო საწარმოებისთვის საკმაოდ მტკივნეულია სახსრების მოძიების პროცესი. დახმარების პროგრამების მიუხედავად, კომერციული ბანკი მაღალრისკიანი სექტორის დაფინანსებისას რისკის შესამცირებლად უზრუნველყოფას ითხოვს, რისი დაკმაყოფილებაც ყველაზე რთული მიკრო საწარმოებისთვისაა
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსების საკითხში არის, თუ ვის განვიხილავთ მცირე და საშუალო ბიზნესად. როგორც ირკვევა მცირე და საშუალო საწარმოების დასაფინანსებლად EBRD ევროსტატის განმარტებით ხელმძღვანელობს. ე.ი. მცირე და საშუალო ბიზნესმა სესხით რომ ისარგებლოს, დასაქმებულთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 250 კაცს და წლიური ბრუნვა 50 მილიონ ევროს, სესხის მინიმალური მოცულობა განსაზღვრული არ არის. ეს ერთის მხრივ კარგი შესაძლებლობაა ქართული მსხვილი საწარმოებისთვის, რომ სესხით ისარგებლონ. ე.ი. ქართული საწარმოების ნაწილი, რომელიც ქართული განმარტებით მსხვილ საწარმოთა ჯგუფს მიეკუთვნებიან ევროკავშირის განმარტებით საშუალო საწარმოების ჯგუფში ხვდებიან. მათ რიცხვში შედის მოდის სახლი "მატერიაც" (იგი ქართული განმარტებით მსხვილ საწარმოდ ითვლება.) ხოლო მეორეს მხრივ, საქართველოში საწარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელნიც რეალურად სახსრების ნაკლებობის გამო ვერ ვითარდებიან, საუბრობენ, რომ ვერ სარგებლობენ დასახელებული პროგრამებით. პროგრამაში განაცხადის გასაკეთებლად წლიური მინიმალური შეზღუდვა არ არის, თუმცა მიკრო და სხვა მცირე მეწარმეების ნაწილი სიძნელეებს აწყდება პროგრამით სარგებლობისას, როგორც ეს ბერძენიშვილის მაგალითზე ვნახეთ.
დამატებით გთავაზობთ საწარმოების ზომის მიხედვით დაყოფის კრიტერიუმებს საქართველოს სტატისტიკის სამსახურის განახლებული მეთოდოლოგიის მიხედვით:
მსხვილიზომისსაწარმოებსგანეკუთვნებასაწარმო, სადაცდასაქმებულთასაშუალოწლიურირაოდენობააღემატება 249 კაცსანსაშუალოწლიურიბრუნვისმოცულობა 60 მლნლარს.
საშუალოზომისსაწარმოებსმიეკუთვნებაყველაორგანიზაციულ‐სამართლებრივიფორმისსაწარმო, რომელშიცდასაქმებულთასაშუალოწლიურირაოდენობამერყეობს 50‐დან 250 კაცამდე, ხოლოსაშუალოწლიურიბრუნვისმოცულობა – 12 მლნლარიდან 60 მლნლარამდე.
მცირეზომისსაწარმოებსმიეკუთვნებაყველაორგანიზაციულ‐სამართლებრივიფორმისსაწარმო, რომელშიცდასაქმებულთასაშუალოწლიურირაოდენობაარაღემატება 50 დასაქმებულსდასაშუალოწლიურიბრუნვისმოცულობაარაღემატება 12 მლნლარს."
მცირე და საშუალო საწარმოების განმარტება 2017 წელს განახლდა და დაუახლოვდა ევროსტატის განმარტებას, რომლის მიხედვითაც საწარმოების ზომის მიხედვით სხვაობის კრიტერიუმებია:
ავტორი: მარიამ ლუკაშვილი