Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Sunday, 22 Декабрь
21 Февраль 2018 | 14:39 Исследование

ფიტოსანიტარიის მიმართულებით DCFTA-ს შესრულების მიმოხილვა

ფიტოსანიტარიის მიმართულებით DCFTA-ს შესრულების მიმოხილვა

სანიტარიული და ფიტოსანიტარიული სისტემის გაუმჯობესება და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ბაზარზე. გაუმჯობესებული სისტემა ქართული პროდუქციის ხარისხს აამაღლებს და გაზრდის მის სანდოობას მსოფლიო ბაზარზე, რაც ხელს შეუწყობს ქართული ექსპორტის ზრდას. შიდა ბაზარზე კი, ქართველი მომხმარებლები ისარგებლებენ უსაფრთხო და უვნებელი პროდუქტით, ქართველი მწარმოებლები დანერგავენ თანამედროვე სტანდარტებს საწარმოებში, ექსპორტიორებს კი შეუმცირდებათ ექსპორტთან დაკავშირებული ხარჯები.

 

რა ვალდებულებები გვაქვს?

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმების IV თავი (სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები)  ითვალისწინებს სანიტარიულ და ფიტოსანიტარულ ღონისძიებებს დაქვემდებარებული პროდუქციით ვაჭრობას და, ამავდროულად, ადამიანების, ცხოველებისა და მცენარეების ჯანმრთელობის დაცვას შემდეგი  ღონისძიებებით:

  • ვაჭრობასთან დაკავშირებული სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ღონისძიებების სრული გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
  • საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან;
  • ცხოველთა და მცენარეთა ჯანმრთელობის სტატუსის აღიარება და რეგიონალიზაციის პრინციპის გატარება, რაც სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების(SPS) შეთანხმების (ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია) მიხედვით გულისხმობს რეგიონალურ პირობებთან ადაპტაციას;
  • მხარის მიერ გატარებული სანიტარული და ფიტოსანიტარიული ზომების, ეკვივალენტურობის აღიარების სისტემის ჩამოყალიბება. ეკვივალენტურობის აღიარება ინტერაქტიული პროცესია, რომელიც მოიცავს ექსპორტიორი მხარის მიერ ინდივიდუალური ღონისძიების ეკვივალენტურობის ობიექტურ დემონსტრირებასა და ამ დემონსტრირების ობიექტურ შეფასებას იმპორტიორი მხარის მიერ ეკვივალენტურობის შესაძლო აღიარების მიზნით. საბოლოო აღიარების პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ იმპორტიორ მხარეს;
  • SPS შეთანხმების აღსრულების გაგრძელება.  SPS შეთანხმება (ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია) მოიცავს სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ ზომებს, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ გავლენას ახდენენ საერთაშორისო ვაჭრობაზე;
  • ვაჭრობის წახალისებისთვის მექანიზმებისა და პროცედურების შემუშავება;
  • კომუნიკაციისა და ურთიერთთანამშრომლობის გაუმჯობესება.

საქართველოს სახელისუფლებო ორგანოებისა და ევროკავშირის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით შედგა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით მისაღები საკანონმდებლო აქტების ნუსხა. სურსათის უვნებლობის კუთხით დაგეგმილია ევროკავშირის 102 სამართლებრივ აქტთან მიახლოება, ვეტერინარიის მიმართულებით - 84 აქტთან, მცენარეთა დაცვის - 85 აქტთან. მცენარეთა დაცვის მიმართულებით 2015-2017 წლებში ჯამში ევროკავშირის 10 დირექტივის საქართველოს კანონმდებლობაში ასახვა იგეგმებოდა, რაც მთლიანად დასაახლოებელი დირექტივების მხოლოდ 12%-ია,   საკანონმდებლო ცვლილებათა უმეტესი ნაწილი  2018-2026 წლებზეა გაწერილი.

2017 წელს გეგმის მიხედვით გასათვალისწინებელი იყო შემდეგი დირექტივები:

  1. 1998 წლის 20 ივლისის ევროსაბჭოს დირექტივა 98/57/EC, რომელიც ეხება  კარტოფილის მურა სიდამპლის კონტროლს.
  2. 1993 წლის 4 ოქტომბრის ევროსაბჭოს დირექტივა 93/85/EC, რომელიც ეხება კარტოფილის რგოლური სიდამპლის კონტროლს.
  3. 2004 წლის 7 ოქტომბრის ევროკომისიის დირექტივა 2004/103/EC, რომელიც ეხება გარკვეული მცენარეების, მცენარეთა პროდუქტებისა და სხვა ობიექტების იდენტურობის და სიჯანსაღის შემოწმებას მათი შემოტანის პუნქტის გარდა სხვა ადგილზე ან სხვა ახლომდებარე ადგილზე და ასევე ამ შემოწმებებთან დაკავშირებულ პირობებს.

ვალდებულებების შესრულების ანალიზი

დეკემბრის თვეში დამტკიცდა სამივე დირექტივის შესაბამისი ნორმატიული აქტი.

ამ დირექტივებიდან ორი ეხება კარტოფილის რგოლური და მურა სიდამპლის კონტროლს, რომელთა შესაბამისად, მთავრობამ დაამტკიცა ტექნიკური რეგლამენტები:

  • კარტოფილის მურა სიდამპლის კონტროლის პროცედურები, რომლებიც ადგენს და არეგულირებს საკარანტინო მავნე ორგანიზმის, კარტოფილის მურა სიდამპლის გამომწვევის კონტროლის ფიტოსანიტარიულ ზომებს, საქართველოში მისი შემოჭრისა და გავრცელების პრევენციის მიზნით.
  • კარტოფილის რგოლური სიდამპლის კონტროლის პროცედურები, რომლებიც ადგენს და არეგულირებს საკარანტინო მავნე ორგანიზმის კარტოფილის რგოლური სიდამპლის გამომწვევის კონტროლის ფიტოსანიტარიულ ზომებს, საქართველოში მისი შემოჭრისა და გავრცელების პრევენციის მიზნით.

ტექნიკური რეგლამენტების მოქმედება ვრცელდება იმ ბიზნეს ოპერატორზე, რომელიც ეწევა სასურსათო და სათესლე კარტოფილის პირველად წარმოებას, გადამუშავებასა და დისტრიბუციას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მესამე დირექტივა (2004/103/EC) ეხება გარკვეული მცენარეების, მცენარეთა პროდუქტებისა და სხვა ობიექტების იდენტურობის და სიჯანსაღის შემოწმებას, რომელიც შეიძლება განხორციელდეს სასაზღვრო პუნქტის გარდა სხვა ადგილზე. დირექტივით განსაზღვრულია ამ შემოწმებებთან დაკავშირებული პირობები. ამ დირექტივის ასახვის მიზნით, მთავრობამ დაამტკიცა ტექნიკური რეგლამენტი: “სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის გარდა კონტროლისთვის განსაზღვრულ სხვა ადგილზე მცენარეების, მცენარეული პროდუქტების და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების იდენტურობის შემოწმების და მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის პროცედურებისა და პირობების დადგენის შესახებ”.  დადგენილება 2020 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება.

ამ რეგულაციის ამოქმედება ემსახურება იმას, რომ არ დაყოვნდეს მცენარეები და მცენარეთა პროდუქტები დიდხანს საზღვარზე და არ შეიქმნას გრძელი რიგები, დროულად მოხდეს ტვირთის გადატანა შესაბამისად მოწყობილ საწყობებში, სადაც შესაძლებელი იქნება მათი ფიტოსანიტარიული შემოწმება. ასეთი საწყობები ზოგ შემთხვევაში თავიდან უნდა აშენდეს, ხოლო ზოგ შემთხვევაში უნდა გადაიარაღდეს. ასევე, საჭიროა პერსონალის დატრენინგება შესაბამის პროცედურებში, რაც გარკვეულ დროს საჭიროებს.

რაც შეეხება DCFTA-ის განხორციელების 2017 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულებას, ანგარიშის მიხედვით  გასულ წელს განხორციელდა შემდეგი აქტივობები:

  • დაინერგა მცენარეთა დაავადების დიაგნოსტიკის არაერთი მეთოდი
  • გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები ევროკავშირის ბაზარზე შესვლის მოთხოვნებთან დაკავშირებით, შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან
  • სამინისტრომ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მეწარმე სუბიექტებს გაუწია დახმარება კანონმდებლობის მოთხოვნებთან ადაპტაციის მიზნით

 

სამომავლო გეგმები და გამოწვევები

2018 წელს საქართველომ ფიტოსანიტარიის მიმართულებით კიდევ 9 დირექტივა უნდა გაითვალისწინოს და კანონმდებლობაში ასახოს, რომლებიც  ეხება საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე მცენარეთა სიჯანსაღის შემოწმებას, სათესლე მასალებით ვაჭრობის წესებს, ამისათვის განსაზღვრულ მინიმალურ მოთხოვნებს, მცენარეთა დაცვის საშუალებების ბაზარზე განთავსებას, ასევე, პესტიციდების ნარჩენების ოფიციალურ კონტროლს მცენარეული და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში.

2018 წლის სამოქმედო გეგმით საკანონმდებლო მიახლოების გარდა გაწერილია შემდეგი აქტივობები:

  • საინფორმაციო შეხვედრების გამართვა ევროკავშირის ბაზარზე საქართველოში წარმოებული პროდუქტების დაშვების მოთხოვნებთან დაკავშირებით სამოქალაქო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან;
  • ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მეწარმეების დახმარება კანონმდებლობის მოთხოვნებთან ადაპტაციის მიზნით;
  • კომპეტენტური ორგანოს თანამშრომლების ტრენინგი კანონმდებლობის შემუშავებასა და განხორციელებაში, კომპეტენტური ორგანოსთვის შესაძლებლობების განვითარების პროგრამის და ლაბორატორიული უნარების გაძლიერების კუთხით;
  • სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით დიაგნოსტიკის ახალი მეთოდების დანერგვა ან/და აკრედიტაციის სფეროს გაფართოება
  • ვეტერინარული, ფიტო- სანიტარიული და სურსათის უვნებლობის კუთხით სასაზღვრო ინსპექციის პუნქტების თანამშრომლებისათვის ტრენინგების, სამუშაო შეხვედრებისა და სემინარების მოწყობა;
  • არა-ცხოველური წარმოშობის სურსათის სასაზღვრო კონტროლის პროცედურების მიმართულებით ყველა სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის თანამშრომლის გადამზადება
  • სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის "წითელი ხიდის" მშენებლობის დასრულება და აღჭურვა
  • სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის "სადახლოს“ მშენებლობის I ეტაპის დასრულება

რაც შეეხება სამინისტროს 2018 წლის გეგმებს, ნომერ პირველ პრიორიტეტად აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა დასახელდა. 2018 წელს 50 მლნ ლარი დაიხარჯება ამისათვის. სამინისტრომ 2018 წელს აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად სამი პრიორიტეტული მიმართულება დაასახელა:

  • მონიტორინგის არეალის გაზრდა. სამინისტრო გეგმავს საქართველოს მთლიან პერიმეტრზე აზიური ფაროსანას მონიტორინგს უფრო ფართო დაფარვით, ვიდრე იყო 2017 წელს.
  • ფერმერების მაქსიმალური ინფორმირებულობა ფაროსანასთან საბრძოლველად: სამინისტრო იმუშავებს კომპანიებთან და დონორებთან იმისათვის, რომ იყოს მაქსიმალური დაფარვა ყველანაირი ფორმატით. ამისთვის 2 მლნ ლარია გამოყოფილი ბიუჯეტიდან და ასევე არის დონორების დახმარების მოლოდინიც.
  • შესაწამლი ტექნიკისა და მანქანების შეძენა. 2017 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კერძოდ, სურსათის ეროვნულ სააგენტოს  სულ ყავდა 12 შესაწამლი მანქანა, რაც სრულიად არ იყო საკმარისი. მთვარობის და პარლამენტის გადაწყვეტილებით 20 მლნ ლარი გამოიყოფა, რომლითაც 2018 წელს სამინისტრო შეიძენს შესაწამლ ტექნიკას და გადაზიდვის საშუალებებს. ამ მიმართულებით USAID  უზრუნველყოფს დამატებით ტექნიკას.



ქეთი მელქაძე


Прочитано
8625
Отправить письмо

Связанные истории не найдены


Блог

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Адвокатирования

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

Избранные статьи

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლო სამუშაოებში ავიაცია ჩაერთო. ხელისუფლებამგადაწყვეტილება ამის შესახებ ვითარების სირთულიდან გამომდინარე მიიღო. მავნებელმა ყველაზე მეტად ამ დროისთვის სამეგრელო დააზარალა, თუმცა ასევე გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს სხვა

Amazon export hub-ი საქართველოში დაფუძნებული ახალი კომპანიაა, რომელიც ელექტრონული კომერციის ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს amazon.com-ის უდიდეს ელექტრონულ მარკეტზე გაყიდვებს ასწავლის.

banner
banner
banner
banner
banner