Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Sunday, 22 Декабрь
23 Февраль 2018 | 16:16 Исследование

ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული საფოსტო ბაზრის ლიბერალიზაციის მიმოხილვა

ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული საფოსტო ბაზრის ლიბერალიზაციის მიმოხილვა

რა ვალდებულებები გვაქვს

საფოსტო და საკურიერო მომსახურება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მეოთხე ქვენაწილშია წარმოდგენილი, რომელიც ადგენს მარეგულირებელი სისტემის პრინციპებს ყველა საფოსტო და საკურიერო მომსახურებისთვის. შეთანხმების მიხედვით,  „უნივერსალური მომსახურება“ გულისხმობს განსაზღვრული ხარისხის საფოსტო მომსახურების მუდმივ უზრუნველყოფას ტერიტორიის ყველა პუნქტის ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომ ფასად. უნივერსალურ მომსახურების ვალდებულებებს თითოეული მხარე დამოუკიდებლად განსაზღვრავს. თუმცა, როგორც წესი ასეთი ვალდებულებები არ განიხილება როგორც “ანტიკონკურენტული, იმ პირობით, რომ ისინი ადმინისტრირებულია გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული და ნეიტრალური წესით და არ წარმოადგენს იმაზე მეტად დამამძიმებელს, ვიდრე აუცილებელია  მხარის მიერ განსაზღვრული უნივერსალური მომსახურებისთვის.”

მომსახურებით ვაჭრობის შემდგომი ლიბერალიზაციის მიზნით, მხარეები აღიარებენ საქართველოს მოქმედი და მომავალი კანონმდებლობის ეტაპობრივი დაახლოების მნიშვნელობას ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან.

ასოცირების შეთანხმების XV-C დანართის მიხედვით, საქართველომ აიღო ვალდებულება ეტაპობრივად მოახდინოს დაახლოება ევროკავშირის სამ დირექტივასთან, რომლებიც უნდა შესრულდეს შეთანხმების ძალაში შესვლიდან 5 წლის ვადაში:

  • 1997 წლის 15 დეკემბრის ევროპარლამენტის და საბჭოს 97/67/EC დირექტივა ევროკავშირის საფოსტო მომსახურების შიდა ბაზრის განვითარების და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების საერთო წესების შესახებ
  • 2002 წლის 10 ივნისის ევროპარლამენტის და საბჭოს 2002/39/EC დირექტივა, რომლითაც ცვლილებები შევიდა 97/67/EC დირექტივაში, რომელიც ეხება ევროკავშირის საფოსტო მომსახურების  შემდგომ გახსნას კონკურენციისთვის
  • 2008 წლის  20 თებერვლის ევროპარლამენტის და საბჭოს 2008/6/EC დირექტივა, რომლითაც ცვლილებები შევიდა 97/67/EC დირექტივაში, რომელიც ეხება  ევროკავშირის  საფოსტო მომსახურების შიდა ბაზრის სრულ ხელმისაწვდომობას.

97/67/EC დირექტივა პირველი საფოსტო დირექტივის სახელით არის ცნობილი და გულისხმობს ბაზრის თანდათანობით გახსნას და უნივერსალური მომსახურების ვალდებულების შემოღებას, ანუ ქვეყნებს უნდა უზრუნველეყოთ თავიანთი მოქალაქეები მინიმალური საფოსტო სერვისებით. პირველი საფოსტო დირექტივის მიხედვით, წევრ სახელმწიფოებს მოეთხოვებოდა შეემცირებინა საფოსტო მონოპოლია 350 გრამამდე ამანათებზე. ამავდროულად, მთავრობებს უნდა დაენიშნათ ერთი პროვაიდერი, რომელიც უზრუნველყოფდა უნივერსალურ საფოსტო მომსახურებას თითოეულ წევრ ქვეყანაში, რათა ნებისმიერ მოქალაქეს შეძლებოდა საფოსტო სერვისებზე წვდომა.



ვალდებულებების შესრულების ანალიზი

 

ვიდრე შევაფასებდეთ ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას, თვალი გადავავლოთ თუ როგორ ვითარდებოდა საფოსტო ბაზარი საქართველოში და რა ცვლილებები განხორციელდა საკანონმდებლო მიმართულებით ბოლო წლებში.

საქართველო მსოფლიო საფოსტო კავშირს 1993 წელს მიუერთდა, რის შედეგადაც ქვეყანამ აიღო ვალდებულება, უზრუნველეყო ქვეყნის მოქალაქეები ,,უნივერსალური საფოსტო მომსახურებით’’. საქართველოში საფოსტო მომსახურების ბაზრის ლიბერალიზაცია 2003 წელს დაიწყო და 2005 წელს დასრულდა. შედეგად, 2005 წელს ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ’’ კანონი. კანონმდებელმა ასევე გაითვალისწინა ,,ფოსტის შესახებ’’ კანონის მიღება, რომელსაც უნდა უზრუნველეყო  საფოსტო მომსახურების ბაზრის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისობა ლიბერალიზებული საფოსტო მომსახურების ბაზრის შესაბამის რეგულაციებთან. კერძოდ, საქართველოს პარლამენტს დაევალა “კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში „ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღება. მოგვიანებით ამ ვადამ რამდენჯერმე გადაიწია და აღნიშნული კანონის მიღება დღემდე ვერ მოხერხდა. ამასთანავე, საქართველოს პარლამენტმა 2005 წლის 24 ივნისს მიიღო კანონი ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’, რომლის თანახმად საფოსტო კავშირით მომსახურება ლიცენზირებას აღარ ექვემდებარებოდა. შედეგად, საფოსტო  მომსახურების ბაზარზე საქმიანობის დაწყების მსურველ მეწარმეს აღარ სჭირდებოდა ლიცენზიის აღება სექტორის მარეგულირებელი კომისიისგან. აღსანიშნავია, რომ საქართველოში განვითარებულმა ლიბერალიზაციის პროცესმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ბაზრის ამ სეგმენტში კონკურენციის განვითარებას (დეტალებისთვის იხილეთ ინტერვიუ ეკონომიკის დოქტორ, ნათია კუტივაძესთან).

ასოცირების დღის წესრიგის სამოქმედო გემის მიხედვით გათვალისწინებული იყო 2016 წლის ბოლოსათვის ,,ფოსტის შესახებ’’ კანონპროექტის მომზადება, თუმცა ეს ვადა დარღვეულია და კანონი დღესაც არ არის მიღებული.

კანონპროექტის საწყისი ვერსიით გათვალისწინებული იყო სახელმწიფო რეგულირების კვლავ შემოღება და საფოსტო მომსახურების ბაზრის რე-რეგულაცია. მთავრობამ დააანონსა საფოსტო ბაზრის რეფორმა, თუმცა, რეფორმის პროექტი ბაზრის ამ სეგმენტზე თავისუფალ და სამართლიან კონკურენციას სრულად გამორიცხავდა. საერთაშორისო კომპანიებმა ყურადღება გაამახვილეს საფრთხეზე, რომ ისინი იძულებული გახდებოდნენ საქართველოს ბაზარი დაეტოვებინათ. გადამზიდავი კომპანიების მიერ გამოთქმული პროტესტის შემდგომ, „ფოსტის შესახებ’’ კანონპროექტი სამინისტრომ გადაამუშავა და ახალი ვარიანტი მიაწოდა დაინტერესებულ პირებს. მიუხედავად ამისა, გადამუშავებულ კანონპროექტში არ აისახა ის დებულებები, რომლებიც გადამზიდავი კომპანიების პროტესტის მიზეზი გახდა. უფრო მეტიც, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გადამუშავებული „ფოსტის შესახებ“ კანონპროექტით შპს „საქართველოს ფოსტას“ ენიჭებოდა კანონისმიერი მონოპოლია არა მხოლოდ საფოსტო და საამანათო გადაზიდვების ბაზარზე, არამედ კიდევ სამ ბაზარზე: საბაჟო საწყობების მომსახურების, კურიერული მომსახურებისა და ფულადი გზავნილების ბაზრებზე. გადამზიდავმა კომპანიებმა დახმარებისათვის მიმართეს ევროკომისიას და, ასევე, ევროპის ექსპრეს გადამზიდავთა ასოციაციას.

ევროკომისიის დასკვნაში კანონპროექტით გათვალისწინებულ მთელ რიგ დებულებებთან დაკავშირებით დასმული იყო კითხვები. კერძოდ, ევროკომისიის დასკვნის თანახმად, კანონის პროექტი უნდა განიმარტოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით (DCFTA) ნაკისრი ვალდებულებების ჭრილში და პროექტი პატივს უნდა სცემდეს საქართველოში საფოსტო მომსახურების სფეროში ბაზრის ლიბერალიზაციის არსს, არსებული პროექტი კი ეწინააღმდეგებოდა ამ პრინციპს. გარდა ამისა, ევროკომისიასა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შორის შედგა ვიდეოკონფერენცია (2014 წლის 27 სექტემბერს) საფოსტო ბაზრის რეგულირების საკითხებთან დაკავშირებით, რომლის დროსაც შეთანხმდა, რომ მოხდებოდა საფოსტო ბაზრის მარეგულირებელი საწყისი კანონპროექტის გადამუშავება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით კანონპროექტზე მუშაობა და საფოსტო ოპერატორებთან კონსულტაციები დასრულებული იყო გასული წლის ნოემბრის თვეში და იგეგმებოდა კანონპროექტის საშემოდგომო სესიაზე გატანა, თუმცა ამ პერიოდში შეიცვალა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და კანონპროექტი საშემოდგომო სესიაზე არ წარმოდგენილა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის ეკა ყუბუსიძის ცნობით, მიზეზად   ევროკომისიასთან შეხვედრას ასახელებს, სადაც მათ მოითხოვეს კანონპროექტის ინგლისური ვერსია და არ დაავალდებულეს ქართული მხარე კანონპროექტის პარლამენტში წარმოდგენით. ყუბუსიძის თქმით, მსოფლიო ბანკის მიერ დაქირავებული ევროპელი ექსპერტი დაესწრო კანონის განხილვას ევროკომისიაში და სამინისტროს არაოფიციალური ინფორმაცია უკვე მიაწოდა.  სამინისტრო ევროკომისიისგან ფოსტის კანონთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარებს უახლოეს მომავალში ელოდება.



სამომავლო გეგმები და გამოწვევები

 

ეკონომიკის დოქტორმა ნათია კუტივაძემ eugeorgia.info-სთან ვრცელ ინტერვიუში კანონპროექტის შემუშავების პროცესში  შემდეგი რეკომენდაციები დაასახელა:

“ჩემი, როგორც ეკონომიკის პოლიტიკის დოქტორის შეფასებით, საფოსტო მომსახურების ბაზარზე საქართველოსა და ევროკავშირის ბაზრების თავსებადობის გასაზრდელად, მნიშვნელოვანია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საფოსტო რეფორმის პროცესში მიიღოს თანმიმდევრული და კვალიფიციური გადაწყვეტილებები, სადაც გათვალისწინებული იქნება ბაზარზე ეკონომიკური აგენტების საქმიანობაში თანასწორუფლებიანობის პრინციპი და კონკურენტული გარემოს ეფექტიანი სახელმწიფო ზედამხედველობა. ამასთან, ბაზარზე ხელისუფლების ორგანოს ჩარევის შედეგად არ უნდა დაწესდეს კანონისმიერი მონოპოლია (ბაზარზე შესვლის ადმინისტრაციული, სამართლებრივი და დისკრიმინაციული ბარიერებით) და არ უნდა შეიზღუდოს კონკურენცია. სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს და დანერგოს ,,უნივერსალური საფოსტო მომსახურების’’ მარეგულირებელი ისეთი ინსტიტუციური ჩარჩო, რომელიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობასა და მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკას; უნივერსალური საფოსტო მომსახურების მარეგულირებელი პოლიტიკის შემუშავებისა და იმპლემენტაციის პროცესში კი - უზრუნველყოფილი უნდა იყოს გამჭვირვალობის მოთხოვნების დაცვა”- აღნიშნა ნათია კუტივაძემ.

ფოსტის კანონთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტრო ევროკომისიის ოფიციალურ დასკვნას ელოდება, რის შემდეგაც იურიდიული დეპარტამენტი მინისტრთან ერთად განიხილავს და ამ პროცედურის შემდეგ გასაჯაროვდება კანონპროექტი:

“ჩვენ რა თქმა უნდა გვაინტერესებს საფოსტო ოპერატორების აზრი. ერთხელ კიდევ განვიხილავთ მათ წინადადებებს და შემდგომ მზა პაკეტს თანმდევ დოკუმენტებთან ერთად გავიტანთ დადგენილი წესით. მოლოდინი მაქვს, რომ კანონპროექტი მათთვისაც დამაკმაყოფილებელი იქნება, რადგან თვითონ ევროკომისიამაც აღნიშნა, რომ ეს არის სრულად შესაბამისი დირექტივასთან და უფრო მეტიც, ევროპულ პრაქტიკასთან”- აღნიშნა eugeorgia.info-სთან საუბარში ეკა ყუბუსიძემ.

ფაქტია, რომ კანონპროექტი ამ დრომდე არ არის მიღებული. გაურკვეველი მოლოდინი თავისმხრივ, ნეგატიურად მოქმედებს საფოსტო და კურიერული მომსახურების ბაზრებზე არსებულ საინვესტიციო გარემოზე. კომპანიები ვერ იღებენ საშუალოვადიან საინვესტიციო გადაწყვეტილებებს.


ქეთი მელქაძე





Прочитано
8933
Отправить письмо

Связанные истории не найдены


Блог

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Адвокатирования

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

Избранные статьи

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლო სამუშაოებში ავიაცია ჩაერთო. ხელისუფლებამგადაწყვეტილება ამის შესახებ ვითარების სირთულიდან გამომდინარე მიიღო. მავნებელმა ყველაზე მეტად ამ დროისთვის სამეგრელო დააზარალა, თუმცა ასევე გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს სხვა

Amazon export hub-ი საქართველოში დაფუძნებული ახალი კომპანიაა, რომელიც ელექტრონული კომერციის ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს amazon.com-ის უდიდეს ელექტრონულ მარკეტზე გაყიდვებს ასწავლის.

banner
banner
banner
banner
banner