„ფარკონმა“ 2017 წლიდან უკვე მარკეტინგულად შეფუთული პროდუქციის ექსპორტი დაიწყო
კომპანია „ფარკონი“ 2017 წლიდან იწყებს გადამუშავებული ნედლეულის ექსპორტს ევროკავშირსა და ა.შ.შ-ში. დაფნის ფოთოლთან ერთად, კომპანიის საექსპორტო პროდუქტებია სხვადასხვა სახის სამკურნალო მცენარეები და სუნელ-სანელებლები.
კომპანია 1997 წელს დაარსდა და ამავე წლიდან ახორციელეს სამკურნალო მცენარეების ექსპორტს აღმოსავლეთ ევროპასა და რუსეთში. 2016 წლიდან კომპანიამ ახალი საწარმოს მშენებლობის, ISO 220000 და ბიოწარმოების (ORGANIC PRODUCTION) დანერგვის შემდეგ უკვე ნედლეულიდან (სამკურნალო მცენარეები, სუნელ-სანელებლები) მიღებული საბოლოო პროდუქტის ექსპორტი დაიწყო. დღეს კი ბრიტანულ კომპანიასთან („Askot Trader”) კონტრაქტის დეტალებზე მუშაობენ. ეს კონტრაქტი „ფარკონსა“ და ბრიტანულ კომპანიას შორის ადგენს თანამშრომლობის ისეთ დეტალებს, როგორებიცაა საექსპორტო პროდუქციის ფასი, რაოდენობა, ხარისხი და ა.შ. „Askot Trader” არის მსხვილი საცალო გაყიდვების ქსელი, რომელიც წარმოდგენილია დიდი ბრიტანეთის, ა.შ.შ-სა და ირლანდიის ბაზრებზე. როგორც კომპანიის გაყიდვებისმენეჯერი, გიორგი ალთაიძე აცხადებს, „ფარკონი“ დარწმუნებულია, რომ ბრიტანულ კომპანიასთან წარმატებული თანამშრომლობა შედგება (თავდაპირველად თუნდაც შეკვეთების მცირე რაოდენობით) და ქართული სამკურნალო მცენარეებისისტემატურად შევა ბრიტანეთის და ამერიკის ბაზრებზე.
კომპანიამსამკურნალო მცენარეების დაფასოება 2017 წლიდანდაიწყო. 2016-ში USAID REAP პროექტის ფარგლებში გადაიარაღდა არსებული და აშენდა ახალი საწარმო ქუთაისში, დამტებით 20 ადამიანი დასაქმდა. შესაბამისად, მუდმივად დასაქმებულთა რიცხვმა 120 ადამიანს მიაღწია. ამ რესურსებმაკომპანიას საშუალება მისცასაბოლოო პროდუქტის სახე მიეცაიმნედლეულისთვის, რომელიც ადრე მხოლოდ ნედლეულის სახით გაქონდა ექსპორტზე.„ფარკონი“ პროდუქტს ადგილობრივი და უცხოური ბაზრებისთვისსპეციფიურად ფუთავს, გადამუშავდება და იფუთება 50-მდე სახეობის სამკურნალო მცენარე. მათგან 40 სახეობა ჯანდაცვის სამინისტროს მიერაა რეგისტრირებული, რამაც კომპანიას ამ მცენარეების ქართულ 4 ყველაზე მსხვილ სააფთიაქო ქსელში შეტანის საშუალება მისცა.
კომპანია გადამუშავებული და საბოლოო პროდუქტის სახემდე მიყვანილი სუნელ-სანელებლების ექსპორტსაც ეწევა ევროკავშირსა და ა.შ.შ-ში. DCFTA-ს ფარგლებში გაუქმებული სავაჭრო ბარიერების შემდეგ, ევროკავშირის ბაზარი კომპანიისთვის უფრო მიმზიდველი გახდა. შესაბამისად, იგზავნება სუნელ-სანელებლების მცირე მოცულობები ლიტვაში, ჩეხეთსა და გერმანიაში. კომპანია, ასევე ზრდის სუნელ-სანელებლების ექსპორტს ა.შ.შ-ში. ალთაიძე აცხადებს: „ ჩვენ უკვე 10-მდე სახის სუნელ-სანელებლები სამჯერ გავაგზავნეთ ა.შ.შ.-ში, ანუ 2017 წელს ორჯერ, ბოლოს კი 2018 წელს. გაგზავნილი პროდუქციის მოცულობა თანდათან იზრდება, თუ თავდაპირველად გავუშვით 16 000 შეფუთვა, 2018 წელს ეს რიცხვი 60 000 იყო. 2017 წელს, ასევე 3 000 შეფუთვა გავაგზავნეთ ჰონკონგში“.
საქართველოსთვის ექსპორტიდან მეტი ეკონომიკური დოვლათის მისაღებად აუცილებელია საექსპორტო ნედლეულის გადამუშავება და მისი საბოლოო ან შუალედური პროდუქტის სახემდე მიყვანა საქართველოშივე მოხდეს და შემდეგ, უკვე გადამუშავებული ფორმით, მოხდეს მათი ექსპორტი. საექსპორტო ნედლეულის ადგილობრი გადამუშავების მოცულობის ზრდა ჩვენი ქვეყნისთვის ნიშნავს მეტ დასაქმებულ ადამიანს, გაზრდილ საბიუჯეტო შემოსავლებს, ექსპორტიორი კომპანიის ფინანსური მოგების ზრდას და წარმოების სექტორში ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას.