Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Понедельник, 25 Ноябрь
03 Aпрель 2020 | 21:14

„აწარმოე საქართველოში” დონორ ორგანიზაციებთან ერთად 4 ახალი კლასტერის შექმნაზე მუშაობს

„აწარმოე საქართველოში” დონორ ორგანიზაციებთან ერთად 4 ახალი კლასტერის შექმნაზე მუშაობს

 

როგორც ცნობილია, საქართველოში ბიზნეს კლასტერების შექმნის პროცესი ევროკავშირისა და GIZ-ის(გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) ინიციატივით დაიწყო. ხელისუფლების მხრიდან პროექტის მთავარი პარტნიორი კი არის სააგენტო „აწარმოე საქართველოში”. კლასტერების შექმნის პროცესში სააგენტოს მედიატორის ფუნქცია აქვს, კერძო სექტორის წარმომადგენლებს, დონორ ორგანიზაციებსა და სხვა უწყებებს შორის. სააგენტო ასევე, მონაწილეობს უწყებათაშორის განხილვებში, რომელიც საქართველოში კლასტერების შექმნის პოლიტიკის განსაზღვრის თემაზე იმართება.

„ამ აქტივობების დაგეგმვის პროცესში გაჩნდა საჭიროება, გაჩენილიყო დამოუკიდებელი მხარე, რომელიც იქნებოდა ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის და კონკრეტული ინიციატივების დანერგვის დამატებით მექანიზმი. კლასტერებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ სააგენტოსთან სხვადასხვა ინიციატივის წამოჭრისა და მექანიზმების შემუშავების კუთხით (მათ შორის, დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და დაფინანსების მოძიების თვალსაზრისით)”,- აცხადებენ „აწარმოე საქართველოში”.  

როგორც სააგენტოში ამბობენ, ისინი კლასტერების ჩამოყალიბების თითოეულ ეტაპზე აქტიურად იყვნენ ჩართულები, კერძო სექტორს აცნობდნენ ინფორმაციას კლასტერში გაწევრიანების უპირატესობების შესახებ, მონაწილეობდნენ სამუშაო შეხვედრებში, ტრენინგებსა და ე.წ ვორქშოპებში. ავრცელებდნენ ინფორმაციას კლასტერის მნიშვნელობასა და უპირატესობაზე. 

შარშან სააგენტომ ტურიზმის მხარდასაჭერად დაწყო ორი ახალი საგრანტო პროგრამა,  რომლითაც ტურისტულ სექტორში დასაქმებული ადამიანები და სასტუმროს მფლობელები სარგებლობენ. ამ საგრანტო პროგრამის ფარგლებში „აწარმოე საქართველომ” კლასტერინგის მექანიზმი დაამატა, რაც იმას გულისხმობს, რომ თუ მეწარმეს უნდა საოჯახო სასტუმროს გაკეთება შატილში და ჰყავს ახლოს მცხოვრები ადამიანი, რომელსაც უნდა გააკეთოს ცხენების ან მოტოციკლეტების გაქირავების სერვისი, ხოლო მესამე მეზობელს რესტორნის ან მუზეუმის აშენება უნდა, ამ ერთობლიობას, ანუ ე.წ. კლასტერს, დამატებითი ქულა მიენიჭება. როგორც სააგენტოში განმარტეს, ამ მექანიზმის მიზანია წაახალისოს პარტნიორობა და ხელი შეუწყოს ტურისტული ცენტრების შექმნას.

როგორც სააგენტოში ამბობენ, კლასტერების ჩამოყალიბების მიზნით ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც აქტიურად მუშაობენ კლასტერების შექმნაზე საქართველოში. გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) მოცემული ეტაპისთვის იკვლევს  ქვეყანაში არსებულ პოტენციალს. გამოკვეთილი პრიორიტეტების საფუძველზე დაიგეგმება დამატებითი დიაგნოსტიკური კვლევები 4 სექტორული კლასტერის შექმნის მიზანშეწონილობის დასადგენად.

„აწარმოე საქართველოს” ინფორმაციით, GIZ მშენებლობისა და საფეიქრო ინდუსტრიის კლასტერების ჩამოყალიბის მიმართულებით მუშაობს, UNDP(გაეროს განვითარების პროგრამა) შეფუთვის კლასტერის, FAO(გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) სანერგე ((seed/seedlings) კლასტერის, ხოლო ADA(ავსტრიის განვითარების სააგენტო) მდგრადი სამთო ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის მიმართულებით მუშაობს.

როგორ ხდება სექტორების შერჩევა კლასტერებისთვის და რა პროცედურებს მოიცავს კლასტერების შექმნის პროცესი, ამის შესახებ „აწარმოე საქართველო” განმარტავს: „კლასტერის ჩამოყალიბების პროცესში პირველ რიგში, ხდება პოტენციური სექტორის გამოვლენა სიღრმისეული კვლევის საფუძველზე. იმართება ინდივიდუალური შეხვედრები კერძო სექტორთან,  კომპანიების მზაობის გასარკვევად. ამავე დროს, ხდება მათი ინფორმირებულობის გაზომვა კლასტერის მნიშვნელობის თაობაზე. 

უნდა აღინიშნოს, რომ პირველ ეტაპზე (შექმნამდე) კლასტერების მიმართ კომპანიებს საკმაოდ სკეპტიკური დამოკიდებულება აქვთ, რადგან კლასტერის შინაარსი კონკურენტისთვის შიდა ინფორმაციის გაზიარებად აღიქმება. სწორედ მოცემული სტერეოტიპული დამოკიდებულების ცვლილება და მათთვის ერთობლივი მუშაობის შედეგიანობის მკაფიოდ წარმოჩენაა ერთ-ერთი საკვანძო  ნაბიჯი ამ პროცესში.  

პრიორიტეტული სექტორების განსაზღვრის შემდგომ კი მნიშვნელოვანია, მოხდეს კომპანიის წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლება კლასტერების აუცილებლობის შესახებ, თუ რა უპირატესობების მოტანა შეუძლია ასეთი ორგანიზაციას. ამასთანავე, სახელმწიფოს მხრიდან  საჭიროა განისაზღვროს ერთიანი სტრუქტურა, რომელიც გააერთიანებს მხარდამჭერ მექანიზმებს, წამახალისებელ აქტივობას თუ სხვა კონკრეტულ, მიზანმიმართულ ჩარჩოებს, რომლებიც ხელს შეუწყობს კერძო სექტორის კლასტერების გზით განვითარებას”,- ამბობენ „აწარმოე საქართველოში” 


საინტერესოა, რას აკეთებს მთავრობა კლასტერების ხელშეწყობისთვის. რა შეღავათით სარგებლობენ კლასტერში გაერთიანებული საწარმოები  სახელმწიფო პროგრამის მხრიდან, აქვთ თუ არა მათ დაფინანსების მიღების თვალსაზრისით რაიმე სახის უპირატესობა სხვა კერძო ბიზნესთან შედარებით. ამ კითხვით ჩვენ სსიპ „აწარმოე საქართველოს” მივმართეთ. ირკვევა, რომ კლასტერის წევრებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით რაიმე შეღავათი არ აქვთ. მათთვის „მხოლოდ გამოფენებში მონაწილეობის დროს თანადაფინანსების მექანიზმით სარგებლობა არ არის შეზღუდული”. თუმცა, სააგენტოში ამბობენ, რომ კლასტერში თავმოყრა და ძალების გაერთიანება, საწარმოებს აძლევს საშუალებას, გაზარდოს შანსები დაფინანსების შეღავათიანი პირობებით მოსაპოვებლად. 

„კლასტერების ჩამოყალიბება და სათანადოდ მართვა  ხელს უწყობს პროდუქტიულობის ზრდას, ინოვაციების დანერგვას, რესურსებზე წვდომას და კონკურენტუნარიანობას.  შესაბამისად, მსგავსი ტიპის ერთობის არსებობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკონომიკის განვითარების კუთხით.

მცირე და საშუალო ბიზნესისათვის კლასტერი წარმოადგენს დამატებით შესაძლებლობას, ჰქონდეთ მუდმივი წვდომა მათი სექტორის შესახებ განახლებულ ინფორმაციასა თუ შესაბამის ინფრასტრუქტურასთან. სექტორის სხვა წარმომადგენლებთან თანამშრომლობით კონკრეტულ მეწარმეს შეუძლია ახალი კომპეტენციების შეძენა, კონკურენციის წახალისება, ასევე ექმნება შესაძლებლობა, ჰქონდეს წვდომა კვალიფიციურ მუშახელზე. შეზღუდული რესურსების პირობებში, კომპანიათა ერთობა გულისხმობს დამატებითი სახსრების მოძიებას, მანქანა-დანადგარების, ნედლეულისა თუ ბიზნეს სერვისებზე ხელმისაწვდომობის კუთხით. დამოუკიდებლად ოპერირება კი კონკრეტულ არხებზე წვდომას ზღუდავს. კლასტერისთვის სარგებლის მომტან გარემოს სწორედ მოცემული შესაძლებლობები ქმნის. 

ამასთან, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გამოწვევის გათვალისწინებით, კლასტერი სწორედ ის ინსტრუმენტია, რომელიც აერთიანებს მცირე და საშუალო მეწარმეებს და აძლევს შესაძლებლობას საერთო ძალებით განვითარდნენ, შეიძინონ მანქანა-დანადგარები და უზრუნველყონ საერთო შეკვეთების დროული და ეფექტური მიწოდება”,- ამბობენ „აწარმოე საქართველოში”. 

სტატიის ავტორი: ნონა ქვლივიძე

სტატია მომზადებულია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს და „თანამშრომლობის განვითარების და დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით. 




Прочитано
12696
Отправить письмо

Связанные истории не найдены


Блог

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Адвокатирования

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

Избранные статьи

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლო სამუშაოებში ავიაცია ჩაერთო. ხელისუფლებამგადაწყვეტილება ამის შესახებ ვითარების სირთულიდან გამომდინარე მიიღო. მავნებელმა ყველაზე მეტად ამ დროისთვის სამეგრელო დააზარალა, თუმცა ასევე გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს სხვა

Amazon export hub-ი საქართველოში დაფუძნებული ახალი კომპანიაა, რომელიც ელექტრონული კომერციის ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს amazon.com-ის უდიდეს ელექტრონულ მარკეტზე გაყიდვებს ასწავლის.

banner
banner
banner
banner
banner