ხარვეზები ანტიდისკრიმინაციული კანონის განხორციელების პროცესში
თანასწორობის დეპარტამენტში 40 საჩივარი შემოვიდა.
“უფრო ეფექტურად წარიმართებოდა კანონის აღსრულების პროცესი სახალხო დამცველს რომ ჰქონოდა ორგანიზაციებისა თუ კერძო პირების დაჯარიმების უფლებამოსილება”
ანტიდისკრიმინაციული კანონის ამოქმედებიდან 10 თვეში, საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში "Amnesty International” წერს, რომ რელიგიური დისკრიმინაციის ფაქტებზე სათანადო რეაგირება არ ყოფილა. საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში მოხვდა სექსუალური უმცირესობების დისკრიმინაციისა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე ძალადობრივი თავდასხმის ფაქტებიც. EUGeorgia.info შეეცადა გაერკვია რა ფაქტორები უშლის ხელს იმ კანონის სრულყოფილად განხორციელებას, რომელიც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლისთვის 2014 წლის მაისში დამტკიცდა.
ანტიდისკრიმინაციული კანონის აღსრულების საკითხზე დღეს ორი სუბიექტი მუშაობს: სასამართლო და სახალხო დამცველის აპარატი. ამ მიზნით, 2014 წლის ნოემბერში, სახალხო დამცველის აპარატში თანასწორობის დეპარტამენტი შეიქმნა, რომლის ერთ-ერთი მიმართულება დისკრიმინაციული საქმეების განხილვაა. დღეისათვის უწყებაში 40 საჩივარია შესული.
“გასულ თვეებთან შედარებით, საჩივრების რაოდენობა ორჯერაა გაზრდილი. მარტო თებერვალში 16 საჩივარი შემოვიდა. თუ ჩვენ რომელიმე დაწესებულებაში დისკრიმინაციული პრაქტიკის არსებობის შესახებ ინფორმაციას მივიღებთ, ამ დაწესებულებას მოვთხოვთ წარმოადგინოს შიდა რეგულაცია და თუ ის ნამდვილად დისკრიმინაციული აღმოჩნდა, შესწორების რეკომენდაციით მივმართავთ. თუ არ არსებობს რეგულაცია და დადგინდება, რომ დისკრიმინაციული პრაქტიკაა, მაშინ ვურჩევთ, რეგულაცია შეიმუშავოს. თუმცა ყველა დაწესებულებას ჩვენი ინიციატივით ვერ შევამოწმებთ, თუ არ გვაქვს ფაქტი ან ვარაუდი, რომ იქ ხდება დისკრიმინაცია”-აცხადებს თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაკა გიოშვილი. დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის შესახებ კანონი ყველა დაწესებულებას ავალდებულებს თავისი საქმიანობა და შიდა რეგულაციები კანონთან შესაბამისობაში მოიყვანოს. თუმცა, დღეს დაწესებულებების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული გასცემენ თუ არა ინფორმაციას სახალხო დამცველის მოთხოვნის საფუძველზე. მათ ვალდებულების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ, რაც არასამთავრობოების აზრით, საქმეების განხილვას აფერხებს.
“სახალხო დამცველს ინფორმაციის გამოთხოვისას არ გააჩნია სანქციის გამოყენების ბერკეტი იმ კერძო კომპანიების მიმართ, რომლებიც არ ითანამშრომლებენ სახალხო დამცველთან. ამ შესაძლებლობის არარასებობა კი უკვე ხელს უშლის საქმის წარმოებას, რომ დადგინდეს ფაქტობრივი გარემოებები დისკრიმინაციის შესახებ.“-აცხადებს “იდენტობის” იურისტი ინგა არახამია.
ხარვეზის არსებობას ადასტურებენ სახალხო დამცველის აპარატშიც. პარლამენტში წარსადგენად უკვე შემუშავებულია ინიციატივა შესაბამისი ცვლილებების მოთხოვნით. “მოვითხოვეთ კანონში შევიდეს ცვლილება, რომ თუ კერძო პირები ან საჯარო დაწესებულებები უარს იტყვიან ინფორმაციის მოწოდებაზე, მომჩივანის მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები ჩაითვალოს დამტკიცებულად. ასევე, საჯარო დაწესებულებები ვალდებული არიან ჩვენი რეკომენდაციას მიღებიდან 20 დღის ვადაში შეგვატყობინონ რა ზომები განახორციელეს. ჩვენ მოვითხოვეთ საჯაროსთან ერთად ეს ვალდებულება კერძო დაწესებულებებსაც დაეკისროს”-აცხადებს მაკა გიოშვილი.
ანტიდისკრიმინაციული კანონის განხორციელების პროცესში კიდევ ერთი ხარვეზი სასამართლოში გასაჩივრების ვადებს უკავშირდება. დღეს მოქმედი წესებით, სასამართლოში მიმართვის ვადა შრომით დავებზე ერთი, დისკრიმინაციულზე კი 3 თვით განისაზღვრება. ამასთან, კანონის თანახმად, მას შემდეგ, რაც მომჩივანი სასამართლოს მიმართავს, სახალხო დამცველი იძულებულია საქმის წარმოება შეაჩეროს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” მიერ შეტანილ საქმეს ეხება. ორგანიზაციამ ჯერ სახალხო დამცველს მიმართა, შემდეგ კი სარჩელი მომჩივანის თხოვნით სასამართლოში შეიტანა, შესაბამისად, სახალხო დამცველმა საქმის წარმოება შეაჩერა.
“ჩვენ წარვადგინეთ საქმეები, როდესაც თბილისის მერიისა და ისნის გამგეობის თანამშრომლებს პოლიტიკური ნიშნით საკუთარი ნებით სამსახურიდან წასვლას აიძულებდნენ, შემდეგ ისინი გაათავისუფლეს. თავდაპირველად, საქმე შევიტანეთ სახალხო დამცველის აპარატში. გათავისუფლების ბრძანება ერთ თვეში უნდა გასაჩივრდეს, ერთი თვე გადიოდა, სახალხო დამცველის აპარატში კი საქმე ვერ ესწრებოდა, ამასთან, გაიგეს, რომ სახალხო დამცველს მხოლოდ რეკომენდაციის გაცემა შეეძლო და სასამართლო არჩიეს. “- აცხადებს “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” იურისტი ანზორ ხატიაშვილი.
სახალხო დამცველმა ამ ხარვეზის აღმოფხვრის მიზნითაც შეიმუშავა პარლამენტში წარსადგენი ინიციატივა, რომლის მიხდევითაც, სახალხო დამცველისადმი მიმართვის შემთხვევაში უნდა შეჩერდეს ვადის დენა ანუ ეს იქნება ერთთვიანი ვადის შეჩერება შრომით დავებსა და სამთვიანი ვადის შეჩერება ყველა დისკრიმინაციულ დავაზე. ასევე, სახალხო დამცველი უფლებების აღდგენისა და მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის სასამართლოში მიმართვის ვადის 3 თვიდან 1 წლამდე გაზრდას ითხოვს.
ერთ-ერთი საქმე, რაზეც სახალხო დამცველმა გადაწყვეტილება გამოიტანა “საქართველოს ბანკის” სექსისტური რეკლამის წინააღმდეგ კავშირი “საფარის” საჩივარს შეეხება. ვინაიდან არ იყო კონკრეტული დაზარალებული, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციამ სახალხო დამცველს სთხოვა ზოგადი რეკომენდაცია გაეცა სექსისტურ რეკლამებთან დაკავშირებით. სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ რეკლამა ნამდვილად იყო დისკრიმინაციული და რეკომენდაციით მიმართა ‘საქართველოს ბანკს”.
კავშირი “საფარი” კიდევ ერთ სარჩელს ამზადებს სახალხო დამცველის აპარატში წარსადგენად, ახლა უკვე განათლების სამინისტროს წინააღმდეგ. საქმე ეხება სასკოლო სახელმძღვანელოში დისკრიმინაციული შინაარსის ტექსტების არსებობას.
“მერვე კლასის ბიოლოგიის სახელმძღვანელოში არის გაკვეთილი, რომელიც ეხება აივ ინფექციას, ტექსტიც და თანდართული ფოტოებიც დისკრიმინაციული შინაარსისაა. ასევე, ნარკომომხმარებლებიც დისკრიმინაციული ფორმით არიან წარმოჩენილები. ჩვენ ვამზადებთ საჩივარს სახალხო დამცველის აპარატში შესატანად. “- აცხადებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბაია პატარაია.
სკოლაში რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციული პრაქტიკის შესწავლისა და ზოგადი ღონისძიებების განხორციელების თხოვნით მიმართა სახალხო დამცველს “ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის ცენტრმა”, რომელსაც რელიგიურ ნიადაგზე დისკრიმინაციის ერთი საჩივარი უკვე წარდგენილი აქვს სახალხო დამცველის აპარატში.
“ჩვენმა ორგანიზაციამ სახალხო დამცველის ოფისში “იმედის ფესტივალთან” დაკავშირებით, სარეკლამო კომპანია “აუთდორისა” და სპორტის სასახლის წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი მომსახურების გაწევის დროს დისკრიმინაცის შემთხვევების გამო. ასევე, მივმართეთ სახალხო დამცველს 158-ე სკოლაში დისკრიმინაციული ფაქტის შესწავლისა და ზოგადი ღონისძიებების განხორციელების მიზნით”-აცხადებს ორგანიზაციის წარმომადგენელი თამთა მიქელაძე.
დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში სახალხო დამცველის აპარატს კანონის შესაბამისად, მხოლოდ რეკომენდაციის გაცემის უფლება აქვს, რის გამოც არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილი აცხადებს, რომ სახალხო დამცველის აპარატი კანონის აღსრულების კუთხით ეფექტური მექანიზმი ვერ იქნება.
“უფრო ეფექტურად წარიმართებოდა კანონის აღსრულების პროცესი სახალხო დამცველს რომ ჰქონოდა ორგანიზაციებისა თუ კერძო პირების დაჯარიმების უფლებამოსილება, ვინაიდან უფო მეტად შეიკავებდნენ თავს მომავალში მსგავსი სახის ქმედებებისგან”- აცხადებს “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” იურისტი გიორგი დვალაძე
როგორც თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაკა გიოშვილმა EUGeorgia.info-სთან საუბარში აღნიშნა, სახალხო დამცველის საქმიანობაში არსებობს დაჯარიმების პრაქტიკაც, რაც ასევე შეიძლება გავრცელდეს ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით თუ საჯარო დაწესებულებამ რეკომენდაციებს არ უპასუხა, თუმცა ეს პრაქტიკა სახალხო დამცველს ამ მიზნით ჯერ არ გამოუყენებია.
მექანიზმის მუშაობაში კიდევ ერთი შენიშვნა აქვს ორგანიზაცია “იდენტობას”, რომელიც მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის მუშაობა გარკვეულწილად დიფერენცირებულია და საჯარო მოხელეების მხრიდან დისკრიმინაციის შემთხვევები და ჰომოფობიური განცხადებები რეაგირების გარეშე რჩება.
“მუქარა სისხლის სამართლის დანაშაულია, რისთვისაც შსს ჩვეულებრივ პირს პასუხისგებაში მისცემს, მაგრამ როდესაც მუქარა განხორციელდა “იდენტობის” თანამშროლის ირაკლი ვაჭარაძის მიმართ, იმის მიუხედავად, რომ დაიწყო გამოძიება, მტკიცებულებები არსებობს და დანაშაულის ჩამდენი პირებიც დადგენილია, არ ხდება მათი პასუხისგებაში მიცემა. სწორედ, ეს არის დისკრიმინაცია. ორი თვეა გაგზავნილი მაქვს სახალხო დამცველის აპარატში საქმე და არანაირი რეაგირება არ ყოფილა. პასუხისგებაში არავინაა მიცმეული. ინფორმაციის მოძიებას კი 2 თვე არ სჭირდება.” -აცხადებს “იდენტობის” იურისტი ინგა არახამია.
კვლავ პრობლემას წარმოადგენს დისკრიმინაციის პოტენციური მსხვერპლის არასათანადო ინფორმირებულობა. უმეტეს შემთხვევაში მოქალაქეები ვერ აცნობიერებენ, რომ, შესაძლოა, ისინი დისკრიმინაციის მსხვერპლი იყვნენ, ასევე არ იციან მექანიზმები, როგორ დაიცვან საკუთარი უფლებები. სწორედ, მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება იქნება ერთ-ერთი მიმართულება ახლადშექმნილი კოალიციისა, რომელშიც “ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით გაერთიანებულია 5 არასამთავრობო ორგანიზაცია: „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, კავშირი „საფარი“, „იდენტობა“, „ადამიანის უფლებებისა და სწავლების მონიტორინგის ცენტრი“ და „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“. კოალიციის წევრები ერთი წლის თავზე ანგარიშს გამოაქვეყნებენ, მანამდე კი ანტიდისკრიმინაციული კანონის აღსრულებას ევროპელი ექსპერტები შეაფასებენ.
ვიზის ლიბერალიზაციის შემფასებელმა მისიამ საქართველო გასულ კვირას დატოვა. სწორედ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში მოუწია საქართველოს ანტიდისკრიმინაციული კანონის დამტკიცება. კანონი საქართველოს საშუალებას აძლევს ევროპას დაუმტკიცოს, რომ გადაადგილება შესაძლოა თავისუფალი იყოს, რადგან ხალხი არ იდევნება პოლიტიკურ, რელიგიურ, ეთნიკურ თუ სექსუალურ ნიადაგზე და ამ მიზეზით ევროპას თავშესაფრის მოთხოვნით არავინ მიმართავს. EUGeorgia.info „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სხვა ქვეყნებში არსებულ ვითარებასაც გაეცნო. პირველი ქვეყანა, რომელსაც ვიზის ლიბერალიზაციისთვის ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება დასჭირდა მოლდოვა იყო. 2012 წლის 25 მაისს მიღებული კანონის საფუძველზე შეიქმნა დისკრიმინაციასთან ბრძოლის, პრევენციისა და თანასწორობის უზრუნველყოფის საბჭო, რომელიც საჩივრებს განიხილავს. EUGeorgia.info მოლდოვის “საგარეო პოლიტიკის ასოციაციის” პროგრამის დირექტორს ვიქტორია ბუკატარუს გაესაუბრა.
“საბჭოში 192 საჩივარია შესულია, 77 საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულია, აქედან 58 დისკრიმინაციულ აქტად ჩაითვალა. საბჭო არასამთავრობო სექტორთან ერთად საჯარო მოხელეებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და მასმედიას კანონის შესახებ ინფორმაციას აწვდის და ტრენინგებს უტარებს. ამის მიზანია მითებთან ბრძოლაც, რომლის მიხედვითაც ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონი მხოლოდ სექსუალური უმცირესობების უფლებებს შეეხება. საბჭო არამხოლოდ იღებს საჩივრებს, არამედ მოქმედებს, როდესაც რიგითი მოქალაქეების ან საჯარო მოხელეების მხრიდან დისკრიმინაციულ შემთხვევებს დაადგენს. ასეთდროს, საბჭო გამოსცემს რეკომენდაციებს და თუ რეკომენდაციები არ მიიღეს მხედველობაში, მაშინ საქმეს სასამართლოში წარადგენს. ჩვეულებრივ, რეკომენდაციებს ასრულებენ ან სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე მხარეები შეთანხმებას აღწევენ”- აცხადებს ვიქტორია ბუკატარუ.
უკრაინის პარლამენტმა საქართველოს მსგავსად გასულ წელს დაამტკიცა კანონპროექტი დისკრიმინაციის პრევენციისა და ბრძოლის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობზე.დღეს ხელისუფლება შრომის კოდექსის რეფორმაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც უნდა აიკრძალოს დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე. უკრაინის საერთაშორისო პოლიტიკის ინსტიტუტის საბჭოს თავმჯდომარე როსტისლავ ტომენჩიუკი EUGeorgia.info-სთან საუბარში ამობობს, რომ კანონის აღსრულებისთვის სამართალდამცავი და სასამართლო სისტემის რეფორმაა საჭირო.
“უკრაინაში პოლიტიკოსებმა ტერმინი დისკრიმინაცია დაამახინჯეს და დისკუსია ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის ჭრილში გადაიყვანეს. კანონის მიღება ხელს შეუწყობს უვიზო მიმოსვლას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანების დამოკიდებულება ამ საკითხებისადმი სწრაფად შეიცვლება. ეს ხანგრძლივი პროცესია და თავად ევროკავშირშიც კი არ არის ბოლომდე სრულყოფილი. დღეს უკრაინამ სამართალდამცავ და სასამართლო სისტემაზე უნდა იმუშაოს, რათა დაიმსხვრეს სტერეოტიპები და არ მოხდეს სოციალური, ეთნიკური თუ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაცია”- აცხადებს როსტისლავ ტომენჩიუკი.
ანტიდისკრიმინაციული კანონი ჯერ არა აქვთ სომხეთს, ბელორუსსა და აზერბაიჯანს. ვიზის ლიბერალიზაციის ფარგლებში არა, თუმცა მაინც მოუწიათ ევროკავშირის ქვეყნებს ანტიდისკრიმინაციული კანონების ამოქმედება. ზოგს საკუთარი სურვილით, ზოგს კი ევროკავშირის კანონმდებლობასთან დასაახლოებლად, რაც წევრობის ერთ-ერთი წინაპირობა იყო.
„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.
2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს
ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.
გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.
მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.
კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.
ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.
უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.
ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.
მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!
კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.
ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.
ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.
მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.
გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.
სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.
ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.
გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.
В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...
გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.
სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).
ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.
გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.
უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.
აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.
Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე:
ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში
2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი.
950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში.
ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.
ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.
გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:
„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.
პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა.
- ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.
არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.
გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.
ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.
ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.
ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.
კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.
ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.
მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.
სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.
ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.
ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.
შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ
ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ
ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.
ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ
1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.
ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი
პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ
რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.
ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.