banner
25 აპრილი 2015 | 14:27 გარემოს დაცვა

საქართველო გულში "სიკვდილის კერებს ატარებს"

საქართველო გულში "სიკვდილის კერებს ატარებს"


გადაარჩენს თუ არა დაბინძურებულ გარემოს ევროდირექტივების შესრულება?

”ორი კვირის წინ ჩემს მეზობელს აწუხებდა სისუტე, გადაიღო ექოსკოპია, ბიოფსია რომ გაუკეთეს აღმოაჩნდა მეოთხე სტადიის სიმსივნე, ახალგაზრდა ბიჭია. ასეთი შემთხვევები ხშირია”. ”რამდენჯერაც მანქანა ჩაივლის, უნდა ნახოთ აქ რა ხდება, მტვერი, ხმაური, სიბინძურე. ტალახიანი წვიმა მოდის ხოლმე, მაგრამ გვიხარია წვიმის მოსვლა, იქნებ ცოტა მაინც გაიწმინდოს ჰაერი”

ეკოლოგიური პრობლემები - ჰაერის, წყლის, გარემოს დაბინძურება, ერთ-ერთია იმ პრობლემათა შორის, რომელსაც საქართველოში არასათანადო ყურადღება ექცევა. თუმცა, მას შემდეგ რაც საქართველოს მთავრობამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გააფორმა, აიღო ვალდებულება იზრუნოს გარემოს დაცვასა და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაზე. ამ მხრივ პრობლემათა დიდი ნაწილი უკავშირდება სამრეწველო და სამთო-მოპოვებით სამუშაოებს, რაც გარემოზე განსაკუთრებით ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს. ჭიათურის, ბოლნისისა და ტყიბულის მოსახლეობა სამთო-მოპოვებითი სამუშაოების შედეგად გარემოს მნიშვნელოვან დაზიანებაზე საუბრობს. მათი თქმით, დაბინძურებულია წყალი, ჰაერი, რის გამოც იმატა სხვადასხვა სახის დაავადებათა რიცხვმა. ეკოლოგების თქმით, ადგილობრივი პრობლემა შესაძლოა, დროთა განმავლობაში გაცილებით მასშტაბური გახდეს.

რა არის გარემოსდაცვითი პრობლემების გამოწვევის მიზეზი, სათანადო კანონმდებლობის არარსებობა თუ კომპანიების გულგრილობა და როგორ არის შესაძლებელი ეკოლოგიური კატასტროფის შეჩერება, ამის შესახებ eugeorgia.info ეკოლოგებს, ექსპერტებს, სამთო-მოპოვებითი საქმიანობით დაკავებული კომპანიების წარმომადგენლებსა და დაზარალებულ მოსახლეობას გაესაუბრა.

ჭიათურა

ჭიათურის რეგიონში მანგანუმს მე-19 საუკუნიდან მოიპოვებენ. ყველაზე მეტად ეს სფერო მე-20 საუკუნეში განვითარდა, 1970-იან წლებში ჭიათურაში ყველაზე დიდი რაოდენობის მანგანუმი მოიპოვეს. 2006 წლიდან მანგანუმის მოპოვება კომპანია ”ჯორჯიან მანგანეზმა” დაიწყო. ასოციაცია ”ჭიათურელთა კავშირის” გამგეობის თავმჯდომარე შოთა გაფრინდაშვილის თქმით, ის ვალდებულებები, რომელიც ”ჯორჯიან მანგანეზმა” გარემოს დაცვის კუთხით აიღო, არ სრულდება.

”ვალდებულებები გულისხმობს წიაღის მოპოვების შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას. რა თქმა უნდა, პირვანდელი სახით ვერ მოხერხდებოდა ნიადაგის აღდგენა, მაგრამ შემამსუბუქებელი სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო. როდესაც იწყებოდა ღია კარიერული წესით მანგანუმის მოპოვება, უნდა მოეხსნათ ნიადაგის ზედა ფენა ჰუმუსი და დაესაწყობებინათ ცალკე. შემდეგ უნდა ამოეღოთ ფუჭი ქანი, რომელიც ასევე ცალკე უნდა დაესაწყობებინათ. თუ სიღრმეში იქნებოდა შხამიანი ნიადაგები, ის კი არ უნდა დაესაწყობებინათ, არამედ დაემარხათ. შემდეგ პირუკუ პროცესი უნდა წასულიყო, ანუ ორმოები ფუჭი ქანებით უნდა ამოევსოთ. ზემოდან სასარგებლო ფენა უნდა დადებულიყო, შემოღობილიყო, ნერგები დარგულიყო, რეკულტივაცია მომხდარიყო. მათ რაღაც ტერიტორიაზე შარშან დარგეს ნერგები, თუმცა, ძალიან მცირე რაოდენობით და მათმა ნაწილმა არც გაიხარა” თუმცა, როგორც ”ჯორჯიან მანგანეზის” პიარ-დეპარტამენტის დირექტორი, ზაქარია ზალიკაშვილი აცხადებს, კომპანია კანონმდებლობით და სოციალური პასუხისმგებლობით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ასრულებს.

”მანგანუმის მოპოვება ჭიათურაში 130 წლის წინ დაიწყო, ჩვენ უბრალოდ ამ ეტაპზე შემოვედით. ჩვენამდე რეკულტივაციის პროცესი საერთოდ არ განხორციელებულა. ჩვენ კი 12 ჰექტრამდე ტერიტორია გვაქვს უკვე აღდგენილი. დამატებით კიდევ 5 ჰექტარნახევარზე გვაქვს დაგეგმილი მსგავსი სამუშაოების ჩატარება. კიდევ ერთი ღონისძიება, რომელიც ჭიათურის რეგიონს უკავშირდება, არის ახალი ფაბრიკის მშენებლობა. იგი 20 მილიონ დოლარიან ინვესტიციას გულისხმობს, გერმანელ სპეციალისტებთან ერთად შენდება და იქნება ახალი სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი” - ამბობს ზაქარია ზალიკაშვილი.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ათზე მეტ სოფელში მოიპოვებენ მანგანუმს. მოპოვებითი სამუშაოები მიმდინარეობს ქალაქთან ახლოსაც. მოსახლეობა წვიმისა და ქარის დროს მტვერის გამო ჩივის, რაც ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. ეკოლოგების თქმით, მანგანუმის მტვერი შეიცავს სხვადასხვა მინარევებს, რომელებიც ქარის ან ავტომობილების გადაადგილების დროს ხვდება ადამიანის ფილტვებში, ღვიძლში, ტვინში, სისხლში და საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთლობას.




2011 წელს ჭიათურაში აშშ-ის ბუნების დაცვის სააგენტოს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ასევე უკრაინის მეცნიერებათა ტექნოლოგიების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა კვლევა, რომლის შედეგებიც რეგიონში დაავადებათა რიცხვის მნიშვნელოვან ზრდაზე მიუთითებს.

”კვლევის შედეგების მიხედვით მაღაროს მუშათა შორის, ასევე მოქალაქეებს შორის, მაღალია კუჭ-ნაწლავთა დაავადებები, მაღალი პნევმონიის, ბრონქიტის, ბრონქული ასთმის და სხვადასხვა მძიმე დაავადების შემთხვევები. ასევე სასუნთქი გზებისა და ფილტვების ანთებები. მანგანუმის ნაერთების ზემოქმედება მამაკაცებში იწვევს სქესობრივი ლტოლვის შემცირებას. განსაკუთრებით მაღალია ნერვული სისტემის დაავადებები - რადიკულიტი, პარკინსონის ფსიქიური აშლილობა” - წერია 2011 წელს ჩატარებულ კვლევაში.

შოთა გაფრინდაშვილის განცხადებით, ამ კვლევის გარდა, ჭიათურაში სხვა კვლევებიც ადასტურებს ჰაერისა და წყლის დაბინძურების საგანგაშო მაჩვენებლლებს.
“ჩვენ რამდენიმეჯერ დავუკვეთეთ კვლევა სანიტარიისა და ჰიგიენის ინსტიტუტს. ამ კვლევების მიხედვითაც ჰაერი დაბინძურებულია. ფაქტობრივად დაემთხვა დაბინძურების დონე იმ დონეს, რომელიც ამერიკულ კვლევაშია აღნიშნული. ჩატარებულ სანიტარულ-ჰიგიენურ დასკვნაში წერია, რომ მდინარე ყვირილა მიეკუთვნება საგანგებოდ დაბინძურებულ მდინარეთა რიცხვს. მას მიენიჭა მე-5 კატეგორია. ამაზე მაღალი კატეგორია არ არსებობს. ჩვენ კვლევები ძირითადად ისეთ უბნებში ჩავატარეთ, სადაც არ იყო ჩატარებული, მაგალითად სოფელ რგანში, სადაც მოსახლეობა ძალიან შეწუხებულია დატვირთული სატვირთო მანქანების გადადგილებით და მტვრით. კომპანიამ პერიოდულად უნდა უზრუნველყოს ტერიტორიის მორწყვა, რასაც რასაკვირველია არ აკეთებს. იქ ჰაერი ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციაზე 48-ჯერ არის დაბინძურებული. ეს არის კატასტროფული მაჩვენებელი ” - ამბობს შოთა გაფრინდაშვილი.

საპირისპიროს ამტკიცებს ”ჯორჯიან მანგანეზის” წარმომადგენელი: ”ჩვენ სარწყავი შევიძინეთ. ეგ მადანი როგორც ადრე მოიპოვებოდა, ახლაც ეგრე მოიპოვება, მაშინაც დგებოდა მტვერი, თუმცა, მაშინ რატომღაც არავინ იღებდა ხმას, ახლა გახდა ეს აქტუალური და რადგან ასე მოხდა, ჩვენ შევიძინეთ სპეციალური დამატენიანებელი მანქანა. ეს მანქანა დადის და ატენიანებს მტვრიან გზას. ჭიათურაში გარემოს დაზიანების კუთხით რადიკალური ცვლილებები არ არის, ეს არის ზედმეტად ატეხილი ხმაური. პირიქით ბევრი რაღაც გამოსწორების გზაზეა”.

ტყიბული

ჭიათურის მსგავსი პრობლემები იკვეთება ტყიბულშიც. სადაც კომპანია ”საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი” ქვანახშირის მოპოვებით არის დაკავებული. შპს "საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი" 2006 წლის აპრილში დაარსდა. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა ქვანახშირის მოპოვებითი სამუშაოები და შემდგომი გამდიდრება. კომპანიის ძირითად აქტივებს წარმოადგენს ძიძიგურის და მინდელის სახელობის მაღაროები, რომლებიც ტყიბული-შაორის საბადოების ტერიტორიაზე მდებარეობს. ტყიბულის მოსახლეობა მოპოვებითი სამუშაობის დროს კომპანიის მხრიდან უსაფრთხოების ზომების გაუთვალისწინებლობაზე საუბრობს.

”გარკვეული ზომები არის მისაღები იმისათვის, გარემოზე რაც შეიძლება ნაკლები უარყოფითი გავლენა იყოს. ასევე არის დაავადებათა მატების შემთხვევები იმ ტერიტორიებზე სადაც მოპოვებითი სამუშაოები მიმდინარეობს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა იკვლიეს ეს თემა, თუმცა, დეტალები ჩემთვის უცნობია. გარემოს დაცვის სამინისტრომ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები” - აღნიშნა ტყიბულის მცხოვრებმა, ნანა გიგინეიშვილმა.

”ტყიბულის ქვანახშირის საბადოს შახტებიდან გამოტანილი ე.წ ფუჭი ქანის განთავსება ხდება სანაყაროზე, რომელიც პრაქტიკულად ქალაქის ცენტრშია. მტვრის სახით ხდება მისი გაბნევა ჰაერში, რასაც შესაბამისი უარყოფითი შედეგები მოჰყვება. სასარგებლო წიაღისეულის ღია კარიერული წესით დამუშავება უნდა განხორციელდეს მსოფლიოში თანამედროვე ტექნოლოგიებით და მეთოდოლოგიით, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს უარყოფით ზეგავლენას” - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის პროექტის ხელმძღვანელი, ნინო გაფრინდაშვილი.

როგორც ”საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნათია ბანძელაზე ამბობს, კომპანია ტყიბულში თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს, ხოლო გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირების მიზნით, ტარდება ეკოლოგიური ღონისძიებები.

”ნახშირის გადამუშავება-გამდიდრება, თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ გამამდიდრებელ ფაბრიკაში ხდება, რომლის ტექნოლოგიური სრულყოფა პერიოდულად სულ მიმდინარეობს. რაც შეეხება მოპოვების პროცესს, კომპანიას შემუშავებული აქვს პროექტი მოპოვების ტექნოლოგიის მექანიზაციისვის. პროექტი განსახილველად გადაეცემა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და შესაბამისად საწარმო მიიღებს ,,გარემოზე ზემოქმედების შემცირების” შესახებ დოკუმენტს. ამ ეტაპზე სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, ველოდებით , აღნიშნულ დოკუმენტს და შესაბამისად ვიმოქმედებთ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში” - აღნიშნა ნათია ბანძელაძემ.

ბოლნისი

სამთო-მოპოვებით საქმიანობასთან დაკავშირებით ბოლო დროს ყველაზე გახმაურებული საყრდისის თემა იყო. ბოლნისის მოსახლეობა კულტურული მემკვიდრეობის განადგურების გარდა, RMG Gold/RMG Cooper-ის საქმიანობის შედეგად გარემოს დაბინძურებას აპროტესტებს. დაბა კაზრეთის მცხოვრებლებს განსაკუთრებით წყლის დაბინძურების და ჰაერში მტვრის პრობლემა აწუხებთ, რის გამოც მათი თქმით, გაიზარდა დაავადებათა რიცხვი.

”ორი კვირის წინ ჩემს მეზობელს აწუხებდა სისუტე, გადაიღო ექოსკოპია, ბიოფსია რომ გაუკეთეს აღმოაჩნდა მეოთხე სტადიის სიმსივნე, ახალგაზრდა ბიჭია. ასეთი შემთხვევები ხშირია” - ამბობს კაზრეთის მცხოვრები 55 წლის ნატალია.

”რამდენჯერაც მანქანა ჩაივლის, უნდა ნახოთ აქ რა ხდება, მტვერი, ხმაური, სიბინძურე. ტალახიანი წვიმა მოდის ხოლმე, მაგრამ გვიხარია წვიმის მოსვლა, იქნებ ცოტა მაინც გაიწმინდოს ჰაერი” - აღნიშნა კაზრეთში მცხოვრებმა მამუკა გოგლიძემ.

ეკოლოგ კახა ბახტაძის თქმით, კომპანია RMG Gold-ის მიერ ქანების დამუშავების პროცესი არ არის გამჭვირვალე.

”ქანების დამუშავება ხდება ციანიდით. თუ როგორ ხდება გარეცხვა კომბინატში, ეს პროცესი არ არის გამჭვირვალე. რამდენჯერმე გარემოს დაცვის სამინისტრომ დააჯარიმა ეს კომპანია იმ ავარიების გამო, რაც წლების განმავლობაში მომხდარა. თუმცა, წესიერი მონიტორინგი არ მიმდინარეობს. დიდი რაოდენობის მტვერი წარმოიშვება ქანების დაფქვის შედეგად. რის შემდეგაც ფუჭ ქანებს ათავსებენ იქ, სადაც მოუხერხდებათ. ეს თავისთავად არის საფრთხის შემცველი, ვინაიდან იგი შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომელიც ჯანმრთელობისათვის საშიშია” - ამბობს კახა ბახტაძე. მისივე თქმით, ქანების დამუშავების შემდეგ დაბინძურებულ წყალს პერიოდულად მდინარე მაშავერაში უშვებენ, რაც დამატებით პრობლემას წარმოქმნის: ”საკმაოდ დაბინძურდა მდინარე მაშავერა. ეს საშიშია მთლიანად რეგიონისთვის. მაშავერადან ირწყვება სოფლის მეურნეობის სავარგულები, 8000-10 000 ჰექტარი მიწა”.

მდინარე მაშავერას დაბინძურების გამო კი, ბოლნისის რაიონში მოყვანილ სოფლის მეურნეობის პროდუქციის ყიდვისგან კლიენტი თავს იკავებს.




”ადგილობრივებს ჭირნახული უფუჭდებათ, მათ ნათესები, ბაღები დაკარგეს, ასევე ხეები ხმება. იქიაურ პროდუქციას ეჭვისთვალით უყურებენ. სურსათის უვნებლობის მუხლები რომ ამოქმედდება, ღმერთმა უწყის რა მოხდება, როდესაც შეამოწმებენ ამ პროდუქციას, შესაძლოა, იქაური მოსახლეობა ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩეს”- აღნიშნა საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წარმომადგენელმა, დათო გულბანმა.

მოსახლეობა კი აცხადებს, რომ ისინი ბოსტნეულის დარგვისგან უკვე თავს იკავებენ.  ”ყვავილი არის და მოსავალი აღარ მოდის, ნაყოფის გამოღებამდე ფუჭდება”
”ხახვი და ნიორი დავთესე, ამოვიდა, თუმცა, გაყვითლდა. ხალხი აღარ თესავს, აზრი არ აქვს, არ მოდის კარგი მოსავალი”

თუმცა, თავად RMG Gold-ში აცხადებენ, რომ კომპანიის ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის სამსახური ყოველდღიურ, მონიტორინგს ატარებს: კუდსაცავზე, სანაყაროებზე, წყლის ჩაშვებაზე, მტვრის გაფრქვევაზე, მილსადენებისა და სხვა ინფრასტრუქტურის გამართულობაზე და ახორციელებს კონტროლს საწარმოო პროცესების უსაფრთხო მიმდინარეობაზე.

”ამა წლის თებერვალში კომპანია გარემოსდაცვითი აუდიტის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა და ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებული გარემოსდაცვით-საკონსულტაციო ორგანიზაცია მაღალკვალიფიციური და დამოუკიდებელი ექსპერტებით არის დაკომპლექტებული. პროექტში ქართველ სპეციალისტებთან ერთად ევროკავშირის ქვეყნების შესაბამისი ინსტიტუციების მიერ აღიარებული, შვედი და უკრაინელი გარემოსდაცვითი აუდიტორები იღებენ მონაწილეობას. ისინი საფუძვლიანად შეისწავლიან თუ რა ზემოქმედებას ახდენს გარემოზე საწარმოო პროცესები, შეიმუშავებენ და დაგეგმავენ შესაბამის რეკომენდაციებსა და შემარბილებელ ღონისძიებებს. სწორედ ამ აუდიტის დასრულების შემდეგ გვექნება ნათელი სურათი, თუ რა არის კომპანიის სუსტი მხარე და რა კონკრეტული ღონისძიებები უნდა ჩაატაროს კომპანიამ გარემოზე მიყენებული ზემოქმედების მინიმუმამდე დასაყვანად” - ამბობს RMG-ის ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი, მიხეილ კვარაცხელია.

აღნიშნულ აუდიტს ეკოლოგი, ეკოლოგი კახა ბახტაძე ეჭვისთვალით უყურებს: ”გვქონდა გარკვეული დიალოგი ამ კომპანიასთან, რომ ეს ყველაფერი ყოფილიყო გამჭვირვალე და იგი ყოფილიყო საერთაშორისო და გამოცდილი ექსპერტების მიერ განხორიელებული, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს დაეფუძნებოდა. სამწუხაროდ, ამ კომპანიამ ამაზე უარი თქვა და აირჩია ქართული ორგანიზაცია, რომელიც ადგილობრივი ექსპერტებით არის დაკომპლექტებული, მასში მხოლოდ რამდენიმე უკრაინელი მონაწილეობს. პოსტსაბჭოთა სივრცეში კი ამ კუთხით გამოცდილება არ არსებობს. რეალურად აუდიტი არანაირ შედეგს არ მოგვცემს”. 

გარემოს დაცვის სამინისტროს მუშაობა

სამთო-მოპოვებითი სამუშაოების მონიტორინგს გარემოს დაცვის სამინისტროში შემავალი გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ახორციელებს. აღნიშნული ორგანო 2013 წელს შეიქმნა.

”გვაქვს გეგმიური და არაგეგმიური შემოწმებები. გეგმიური ინსპექტირება მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. შარშანაც გვქონდა გეგმიური ინსპექტირება და წელსაც. ამის შესახებ წინასწარ გეგმაა გაწერილი. არაგეგმიური ინსპექტირება კი ხორციელდება მომართვების, საჩივრების საფუძვალზე, ასევე ანგარიშგების განხილვის შედეგად ან შესაძლოა, ჩვენ მიერ დათვალიერების შედეგად გაჩნდეს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ არ სრულდება ლიცენზიით ან ნებართვით დადგენილი პირობები და ეს გადავზარდოთ უკვე შემოწმებაში” - აღნიშნა eugeorgia.info-სთან საუბრისას გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარმა სახელმწიფო ინსპექტორმა, ნელი კორკოტაძემ.
მისივე თქმით, ერთი და იგივე ობიექტი კანონის მიხედვით ერთხელ უნდა შემოწმდეს წელიწადში, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ კომპანია გეგმიურად შემოწმდება და აღმოჩნდება დარღვევა, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მას აძლევს გამოსწორების ვადას, რაც უკვე არის არაგეგმიური შემოწმება.

”ჯორჯიან მანგანეზი” დაახლოებით სამჯერ შევამოწმეთ გასული წლის განმავლობაში. ძალიან ბევრი კანონმდელობის დარღვევის ფაქტი გამოვლინდა, გარემოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ზიანი იყო მიყენებული. მასალები შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, ამიტომაც იგი გადავაგზავნეთ საგამოძიებო ორგანოში. ძირითადად იყო ნიადაგის ნაყოფიერი ფენის დაბინძურება-გაუარესების და რეკულტივაციის ჩაუტარებლობის შემთხვევები. მათ ასევე ტყის მართვის ორგანოსთან შეთანხმების გარეშე, უკანონოდ მოახდინეს ტყის რესურსებზე გავლენა. გახსნეს კარიერი იქ, სადაც მათ არ ჰქონდათ ამის უფლება. სადაც მადნის გარეცხვა ხდება, ეს საწარმოც შევამოწმეთ, იქაც არ იყო შესრულებული პირობები. დაჯარიმდა კომპანია, განესაზღვრა გონივრული ვადები, გადამოწმდა მოგვიანებით, კიდევ არ იყო შესრულებული. ახლა მათ კიდევ დამატებითი ვადა აქვთ მიცემული. ველოდებით ამ ვადის გასვლას. ”არემჯისთანაც” საკმაოდ ინტენსიურად გვიწევს მუშაობა. წელს დაგეგმილი გვაქვს მესამე კვარტლიდან ”არემჯის” შემოწმება გეგმიური ინსპექტირების ფარგლებში”. - ამბობს ნელი კორკოტაძე.

რა არის კომპანიების მხრიდან სამთო-მოპოვებითი სამუშაოების დროს სათანადო ზომების გაუთვალისწინებლობის მიზეზი: კომპანიების დაუდევრობა, თუ გამართული გარემოსდაცვითი კანონმდებლობის არ არსებობა?  გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორის თქმით, უმრავლეს შემთხვევაში კომპანიებს არ აქვთ გაცნობიერებული თუ რა არის მათი ვალდებულებები: ”სამწუხაროდ, მათ არ იციან ის ვალდებულებები, რაც მათ დაუდგინა ლიცენზიამ ან ნებართვამ. ამ მიმართულებითაც გარემოს დაცვის სამინისტროში დაწყებულია ერთგვარი მოდულების შემუშავება, იმისათვის რომ მოვახდინოთ კომპანიების ინფორმირება, დავატრენინგოთ მათი გარემოსდაცვითი მენეჯერები, რათა მათ კარგად ჰქონდეთ გააზრებული ის საკითხები, რასაც ავალდებულებს ნებართვის თუ ლიცენზიის პირობები. ამას გარდა, კანონმდებლობა საჭიროებს განახლებას და ჰარმონიზებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან, ამ მიზნით დაწყებულია სამინისტროში მუშაობა”.

ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებები

გარემოსდაცვითი ექსპერტების თქმით, სამთო-მოპოვებითი სამუშაოები არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რის გამოც ქვეყანაში და ზოგიერთ რეგიონში განსაკუთრებით, გარემო მნიშვნელოვნად ბინძურდება. რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საქართველო ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე არ აღმოჩნდეს. ამაში ექსპერტების განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულება დაგვეხმარება, რომელიც საქართველომ 2014 წლის ივნისში გააფორმა.

ბრიუსელში ასოცირების შეთანხმების ტექსტის მზადების ფარგლებში გარემოს დაცვის კუთხით მოლაპარაკებები ევროპელ ექსპერტებსა და ქართულ მხარეს შორის დაახლოებით 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეხვედრების 45 რაუნდის შედეგად განისაზღვრა ის მიმართულებები, რომელიც საბოლოო ჯამში გარემოს დაცვის კუთხით საქართველომ აიღო. მოლაპარაკებებში მონაწილეობდა გარემოს დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ზედგინიძე.

”მოლაპარაკებების დროს ჩვენ ყველა მიმართულების შიგნით დავსახეთ პრიორიტეტები, არ დამდგარა საკითხი მაგალითად ჰაერი უფრო პრიორიტეტულია თუ წყალი” - აღნიშნა ზედგინიძემ.

გარემოს დაცვის კუთხით საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებები ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს, ერთია DCFTA-ის მე-13 მუხლით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი და კლიმატის საკითხები და მეორე მხრივ ასოცირების შეთახმების 301-312 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებები. ეს მოიცავს დაახლოებით 23 ევროდირექტივას და 4 რეგულაციას გარემოს დაცვის მართვის, ჰაერის ხარისხის, წყლის უსაფრთხოებისა და მენეჯმენტის, ნარჩენების მენეჯმენტისა და ბუნების დაცვის, ასევე ინდუსტრიული დაბინძურების და ინდუსტრიული საფრთხეების და ქიმიური ნივთიერებების მართვის კუთხით.

რაც შეეხება სამთო-მოპოვებით საქმიანობას, ამასთან დაკავშირებით დირექტივები ასოცირების შეთანხმების სხვადასხვა ვალდებულებაშია გაფანტული.

”საქართველომ უნდა მიიღოს ახალი კანონები და გადახედოს არსებულ კანონმდებლობას იმისათვის, რომ გარემოს დაცვითი კანონმდებლობა ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოვიდეს. დაახლოების პროცესი გულისხმობს ასევე მოთხოვნილი ზომების განხორციელებას. ამას გარდა, საქართველომ აიღო ვალდებულება DCFTA-ით, რომ ეფექტურად განახორციელებს კანონმდებლობას და პრაქტიკაში გამოიყენებს მრავალმხრივ გარემოსდაცვით შეთანხმებებს, რომლის წევრიც საქართველოა. მათ შორის არის რვა მრავალმხრივი გარემოსდაცვითი შეთანხმება: სტოკჰოლმის კონვენცია, კიოტოს პროტოკოლი და სხვა. საკანონმდებლო ვალდებულებების მიღმა, DCFTA და ასოცირების შეთანხმება ითხოვს საქართველომ წარმოადგინოს და უზრუნველყოს არასაკანონმდებლო ქმედებებიც. განსხვავებით საკანომდებლო ნაბიჯებისა, არასაკანონმდებლო ნაბიჯების გადადგმა საქართველოს დისკრეციული უფლებაა” - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ”საკვების უსაფრთხოების, გარემოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების” პროექტის მენეჯერმა, ალვარო ორტეგა აპარისიომ.

საქართველოს მწვანეთა მოძრაობის თანათავმჯდომარის, ნინო ჩხობაძის თქმით, ფუნდამენტურად შესაცვლელია წიაღის შესახებ კანონი და ის გარემოს დაცვითი რეგულაციები, რომლებიც ეხება გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურებს: ”ასოცირების შეთანხმებასთან შესაბამისობაში მოყვანა შესაძლებელია არამხოლოდ დეკლარირებით, არამედ თუ გაკეთდება ახალი კანონი წიაღის მართვასთან დაკავშირებით, და თუ მომზადდება შესაბამისი ახალი კანონი გარემოზე ზემოქმედების პროცედურის შეფასების შესახებ და რეგულაცია გარემოს დაცვის მონიტორინგის შესახებ. ეს მარტივი არ არის. ყველა ევროდირექტივა, ისევე როგორც ყველა ევროპული კანონი, ითვალისწინებს აღსრულებასაც. აღსრულება არ ნიშნავს საჯარიმო სანქციებს. აღსრულება ნიშნავს მექანიზმს, ეს იქნება ნებართვები თუ ლიცენზირები. ამას სჭირდება სერიოზული მუშაობა სერიოზული ეკონომიკური გათვლები. ასევე ეტაპობრივი შემოყვანა ყველა იმ რეგულაციის, რომელსაც ევროდირექტივები ითვალისწინებს. ანუ კანონი უნდა იყოს პროგრამული სახით, ერთბაშად კი არ უნდა დაიწყოს ყველამ მოქმედება, არამედ ეტაპობრივად უნდა შემოვიდეს იმისთვის, რომ არ დაზარალდეს არც ბიზნესი და არც მოსახლეობა”.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” ხელმძღვანელის, მანანა ქოჩლაძის განმარტებით, იმის მიზეზი, რომ მოპოვებითი სამუშაოების გამო გარემო ზიანდება, არის საჭირო მექანიზმების არარსებობა.

”პირველ რიგში აუცილებელია არსებობდეს კანონმდებლობა, ვინაიდან სხვა შემთხვევაში არავის აქვს მექანიზმები იმისთვის, რომ ეს პრობლემები აღიკვეთოს. ის რომ ტყიბულის ან ბოლნისის მოსახლეობა იძულებულია ისუნთქოს დაბინძურებული ჰაერი და დაბინძურებული წყლით მორწყას ნათესები, უშუალოდ ჰორიზონტალური კანონმდებლობის გამკაცრებას ეხება. ასევე მაგალითად ტყიბულში შუა ქალაქში ყრია ნარჩენები, ეს არის კომპანიის საკუთრება. გარემოს დაცვის სამინისტრო აძლევს უფლებას რომ რადგან მისი საკუთრებაა, გამოიყენოს კომპანიამ ისე როგორც მას სურს, სანაყარედ იქნება თუ სხვა მიზნისთვის. იმ შემთხვევაში თუ იარსებებს კარგად გაკეთებული გარემოზე ზემოქმედების შეფასება, ნებართვა აღარ გაიცემა და შესაბამისად ასეთი სანაყარე ქალაქის ცენტრში აღარ იქნება. ამ წუთში ვინაიდან კანონი მკაცრად არ საზღვრავს სად შეიძლება და სად არ შეიძლება გარკვეული ტიპის საქმიანობები, შესაბამისად გვაქვს ეს პრობლემები” - აღნიშნა მანანა ქოჩლაძემ.

ყველა მხარე თანხმდება იმაზე, რომ სერიოზული და ინტენსიური სამუშაოებია შესასრულებელი იმისთვის რომ გარემოსდაცვითი პრობლემები აღმოიფხვრას და საქართველოს კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვდეს. ამ მხრივ როგორც გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, შემუშავებულია ე.წ საგზაო რუკა, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების გეგმას მოიცავს და რომელიც რამდენიმე წელზეა გაწერილი. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ხელმძღვანელი, გია ჟორჟოლიანი აღნიშნავს, რომ ამ მხრივ კომიტეტი აქტიურად მუშაობას სექტემბრიდან დაიწყებს: ”საკანონმდებლო ნაწილი საკმაოდ ვრცელია. ჩვენ ამ კუთხით აქტიურად ვიმუშავებთ, ასევე საზედამხედველო ფუნქციასაც განვახორციელებთ. ამ მიმართულებით სამუშაო ძალიან დიდია. ცვლილებები იქნება ჩარჩოკანონებშიც. ჩვენ რაღაც კანონები ადრეც გვქონდა მიღებული, რაც ამ მიმართულებით წინ გადადგმულ ნაბიჯებს წარმოადგენდა”.

გარემოსდაცვითი დირექტივების განსახორციელებლად საქართველოს დაახლოებით 2-დან 12 წლამდე აქვს. თითოეულ დირექტივასა და რეგულაციას თავისი ვადა აქვს. ეკოლოგიური პრობლემების შედეგად დაზარალებული მოსახლეობა და ექსპერტები იმედოვნებენ, რომ აღნიშნული დირექტივების შესრულებით ქვეყანაში არსებული ისტორიული გარემოსდაცვითი პრობლემების აღმოფხვრა შესაძლებელი იქნება.


თამთა ჯიჯავაძე




წაკითხულია
10582
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე სტატიები არ მოიძებნა


ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

banner
banner
banner