2016 წლის 1 სექტემბრამდე საქართველომ უნდა აკრძალოს 10 მილიგრამი გოგირდის შემცველი საწვავის გამოყენება
ევროკავშირს საქართველოსთვის მილიონი ხის დარგვა არ მოუთხოვია, თუმცა დააკისრა მთელი რიგი ვალდებულებების შესრულება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჰაერის პარამენტრების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. მომდევნო წლებში საქართველომ ევროკავშირის დირექტივები და რეგულაციები უნდა შეასრულოს, რაც სავარაუდოდ მნიშვნელოვნად შეამცირებს ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლებს როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში.
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, ხელმომწერი სახელმწიფო იღებს ვალდებულებას გარემოს დაცვის სფეროში უზრუნველყოს საერთაშორისოდ აღიარებული, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დაცვის სტანდარტები და შეასრულოს მიღებული დირექტივები.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში ავადობის - 17%, ხოლო სიკვდილიანობის - 19% გამოწვეულია გარემოს დაბინძურებით. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ავტომობილების გამონაბოლქვი, ემისიებისა და ნახშირორჟანგის (CO2), ასევე აზოტის ჟანგეულები (NO2, NO), გოგორდის ორჟანგი (SO2), ჭვარტლი, ბენზ(ა)პირენი და ჰაერში შეწონილი წვრილდისპერსიული მყარი ნაწილაკების (PM10, PM2,5) დიდი რაოდენობით გამოყოფა, გავლენას ახდენს, არა მხოლოდ ჰაერის დაბინძურებაზე, არამედ მკვეთრად აუარესებს ადამიანის ჯანმრთელობას, ზრდის გულსისხლძარღვთა და რესპირატორულ დაავადებათა რისკს, მწვავდება ალერგიული ფონი და ფილტვის კიბოს განვითარების ალბათობა. ჯანმო-ს მონაცემებით, ჰაერის დაბინძურება, მსოფლიო მაშტაბით იწვევს 2 მილიონამდე ადამიანის ნაადრევ სიკვდილს.
2015 წლის ივლისის, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ დაჯამებული მონაცემებით, აზოტისა და გოგირდის დიოქსიდების დაფიქსირებული მაქსიმალური ერთჯერადიკონცენტრაციები ქ. თბილისში (ადგილებში სადაც ტრადიციულად იზომება პარამეტრები) კერძოდ, კვინიტაძის ქ-ზე აზოტისდიოქსიდისა და ნახშირჟანგის მაქსიმალური ერთჯერადიკონცენტრაციებიმოსკოვისა და წერეთლის გამზირებზეარ აღემატებოდაშესაბამის ზღვრულადდასაშვებ კონცენტრაციებს(ზდკ). თუმცა, იმავე კვინიტაძის ქ–ზე ზღვრულად დასაშვებ მნიშვნელობებს აღემატებოდა ნახშირჟანგისა და მტვრის მაქსიმალური ჯერადი კონცენტრაციები და შესაბამისად, შეადგენდა 2,8 ზდკ-სა და 2,6ზდკ-ს. ზღვრულად დასაშვებ მნიშვნელობებს აღემატებოდა აგრეთვე,მტვრისადა აზოტის დიოქსიდის მაქსიმალური კონცენტრაციები წერეთლის გამზირზე და შესაბამისად, უდრიდა 4.2 ზდკ-სა და1.4 ზდკ-ს.
(ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციებია: ნახშირჟანგის ერთჯერადი მაქსიმალური ზდკ- 5მგ/მ3; მტვრის ერთჯერადი მაქსიმალური ზდკ -0,5მგ/მ3; აზოტის დიოქსიდის ერთჯერადი მაქსიმალური ზდკ- 0.2 მგ/მ3; გოგირდის დიოქსიდის ერთჯერადი მაქსიმალური ზდკ- 0.5 მგ/მ3).
ევროკავშირის კანონმდებლობით, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმების მნიშვნელობები, სახეობები და ჩამონათვალი დგინდება ევროგაერთიანების საბჭოს 2008 წლის 21 მაისის 2008/50/EC დირექტივის „ატმოსფერული ჰაერის ხარისხი და უფრო სუფთა ჰაერი ევროპისთვის“ და 2004 წლის 15 დეკემბრის 2004/107/EC დირექტივის „ატმოსფერულ ჰაერში დარიშხანი, კადმიუმი, ვერცხლისწყალი, ნიკელი და პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები“ შესაბამისად. აღნიშნული დირექტივები, აწესებსჰაერის ხარისხის სტანდარტებს და აყალიბებს ჰაერის დაბინძურების შემცირების მაქსიმალურ მოთხოვნებს, რაც ძირითადად მოიაზრებს მსხვილი საწარმო დანადგარების და ტექნოლოგიების გაუმჯობესებას. ამასთან, საქართველოში ჰაერის დაბინძურების მთავარ წყაროდ განიხილება ტრანსპორტი. საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მონაცემებით, ავტომობილების წილი ქვეყნის მთლიან გამონაბოლქვში 71%-ს შეადგენს.
სატრანსპორტო საშუალებები ჰაერს ძირითადად ნახშირჟანგით, ნახშირწყალბადით, აზოტით, გოგირდის ორჟანგითა და შავი ნახშირბადით აბინძურებენ. მტვრის წვრილი ნახშირბადის შემცველი მავნე ნაწილაკები ფილტვების გავლით სისხლძარღვებში აღწევს შესაბამისად, მთელი რიგი ღონისძიებები მიმართული უნდა იყოს ტრანსპორტიდან გამოწვეული დაბინძურების შემცირებისკენ.
ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ასოცირების ხელშეკრულებით შესასრულებელი ვალდებულებები, მოიცავს როგორც ეროვნული კანონმდებლობის მიღებას და კომპეტენტური ორგანოების განსაზღვრას, ასევე საზოგადოების ინფორმირების სისტემის ჩამოყალიბებას.
1999/32/EC დირექტივა ზოგიერთ თხევად საწვავში გოგირდის შემცველობის შემცირების შესახებ
ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, ორი წლის ვადაში მნიშვნელოვანია ჩამოყალიბდეს ეროვნული კანონმდებლობა და განისაზღვროს კომპეტენტური ორგანოები 1999 წლის 26 აპრილის 1999/32/EC დირექტივის მიხედვით, რომელიც ეხება ზოგიერთ თხევად საწვავში გოგირდის შემცველობის შემცირებას. (ეს დირექტივა დამატებით შესწორებულია N 1882/2003 EC რეგულაციის და 2005/33/EC დირექტივის მიხედვით). ხოლო შეთანხმების ძალაში შესვლიდან შვიდი წლის ვადაში უნდა დაიწყოს სინჯების აღების ეფექტური სისტემის შექმნა და ანალიზისათვის შესაბამისი ანალიტიკური მეთოდების დადგენა.
1. აღნიშნავს, რომ დღესდღეობით ზემოთაღნიშნული დირექტივის და რეგულაციის თანახმად, ზოგიერთ თხევად საწვავში გოგირდის შემცველობის შემცირების მოთხოვნები არ შეესაბამება საქართველოში არსებულ სტანდარტებს. საქართველოსპრემიერ-მინისტრის 2014 წლის 26 დეკემბრისგანკარგულებით N107, 2015 წლიდან 2017 წლის 1 იანვრამდებენზინისსაწვავშიგოგირდისშემცველობა უნდა დავიდეს 50 მგ/კგ-ს, ხოლო 2017 წლის 1 იანვრიდან 10 მგ/კგ-ს. დიზელის საწვავში 2014 წლიდან 2016 წლის ბოლომდ ეგოგირდის დასაშვები ოდენობა განისაზღვრა 200 მგ/კგ, ხოლო 2016 წლის პირველი იანვრიდან მისირაოდენობა 150 მგ/კგ-ს არ უნდა აღემატებოდეს.
2015 წლის 30 აპრილს momxmarebeli.ge-ს მიერ შემოწმდა ვისოლის, გალფის, ლუკოილის, სოკარის და რომპეტროლის პრემიუმ კლასის ბენზინი, ლაბორატორულიპასუხების მიხედვით, ხუთივესინჯიროგორც ქართულ, ასევეევროპულ მოქმედმოთხოვნებსშეესაბამებოდა. თუმცა მთავარი პრობლემა ის არის, რომ „საქართველოში საწვავის პერმანენტული მონიტორინგი სახელმწიფოს მიერ არ ხორციელდება. ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც აცხადებს, რომ პერმანენტულად ამოწმებს საწვავის ხარისხს, არის ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი. თუმცა, საწვავის ხარისხის მონიტორინგის შედეგები არ არის საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი. ასევე არ ასაჯაროებენ მონიტორინგის მონაცემებს თავად ნავთობკომპანიები, რომელთა ოფიციალური ვებგვერდების თანახმად, ქსელში არსებული საწვავი ევრო 5-ის სტანდარტს შეესაბამება. შესაბამისად, საკმაოდ რთულია იმის მტკიცება, რომ საქართველოში შემოსული ბენზინი შეიცავს ან არ შეიცავს გოგირდს", - ამბობს ჩვენთან საუბარში მანანა ქოჩლაძე.
ევროკავშირის დირექტივა 2008 წლის 1 იანვრიდან კრძალავს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის ისეთი საწვავის გამოყენებას, რომელიც 10 მილიგრამ გოგირდს შეიცავს 1 კგ-ზე. ქოჩლაძის განმარტებით, სწორედ ამ დირექტივასთან ჰარმონიზაცია და მისი აღსრულების მექანიზმების დანერგვა უნდა განხორციელდეს 2016 წლის 1 სექტემბრადე. ამასთან, კანონმდებლობის ჰარმონიზაცია გულისხმობს, რომ საქართველოს მთავრობამ ყოველწლიურად უნდა მიაწოდოს შესრულების შესახებ ანგარიში ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებას და/ან ევროკომისიას.
ტყვიის ნორმა
ჯერ კიდევ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ N124 დადგენილებით, 2012 წლიდან 2014 წლამდე ბენზინში ტყვიის მაქსიმალური შემცველობა უნდა შემცირებულიყო 0.013 გ/ლ-დან - 0.005 გ/ლ-მდე. უნდააღინიშნოს, რომ ევროგაერთიანების ქვეყნებში უკვე დიდი ხანია დაუშვებელია ტყვიის შემცველობა საავტომობილო ბენზინში 0.005 გ/ლ აღემატებოდეს. ცნობილია, რომ ტყვია ძვლის უჯრედებში გროვდება და D ვიტამინის შებოჭვით კალციუმის მეტაბოლიზმს აფერხებს ბავშვებში. მძიმე მეტალების ჭარბი კონცეტრაციები ასევე ხელს უწყობს ონკოლოგიური დაავადებების გამოწვევას. მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსთან არსებულმა ბავშვის გლობალური განვითარების ხელშეწყობის ცენტრმა, 2008-2009 წლებში თბილისის მაშტაბით 0 დან 3 წლამდე ბავშვებში მძიმე მეტალების შემცველობა გამოიკვლია. პროექტის ფარგლებში, თმის სკრინინგული გამოკვლევა 20 ბავშვს ჩაუტარდა, შედეგებით დადგინდა, რომ უმრავლესობას თმაში ტყვიის შემცველობის მომატება აღენიშნებოდა. დღევანდელი ინფორმაციით, რომელიც მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურმა საავადმყოფომ მოგვაწოდა, მსგავსი სკრინინგული გამოკვლევა უკვე წლებია არ ჩატარებულა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ტყვიის საშუალო სადღეღამისო ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციაა - 0,3 მკგ/მ3; ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის საშუალოთვიური კონცენტრაციები, შედარებით მაღალი დაფიქსირდა, ქ. თბილისში, კვინიტაძის ქუჩაზე 2014 წლის მარტის თვეში - 0,24 მკგ/მ3; სექტემბერში - 0.19 მკგ/მ3 და დეკემბერში - 0.16 მკგ/მ3 ; 2015 წლის მონაცემებით, ივლისის თვეში დაფიქსირა - 0.25 მკგ/მ3; აგვისტოს თვეში - 0.24 მკგ/მ3 და აპრილის თვეში - 0.20 მკგ/მ3;
ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული მოთხოვნები
ტრანსპორტით ჰაერის დაბინძურების შემცირებისთვის მნიშვნელოვანია ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მოთხოვნების გადახედვა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებების გატარება. ამ მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით (№1- 1/1569) 2011 წლის 19 აგვისტოს დამტკიცდა ტექნიკური რეგლამენტი - „ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები და ტესტირების მეთოდები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვი სვარგისიანობაზე ტესტირება“.
ნორმატიული აქტი განსაზღვრავს სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის გამონაბოლქვში ნახშირჟანგის (CO) მაქსიმალურ დასაშვებ ოდენობებს და ტესტირების მეთოდებს ევროგაერთიანების საბჭოს 96/96 EC დირექტივის შესაბამისად - „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების შესახებ“. შესრულების ვადა, ავტობუსებისა და სატვირთო მანქანებისთვის 2 -წლიანი იყო, ხოლო სხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის 4 წელი. რეგლამენტის ამოქმედება “საგზაო მოძრაობისუსაფრთხოების შესახებ“კანონის 451 მუხლისმიხედვით 2013 წლის 1 იანვრდან უნდა მომხდარიყო.
ამ პროცესის აქტიურ მონიტორინგს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკო ტრანსპორტ ცენტრი“. ვასო ურუშაძის განცხადებით, „ავტომობილების რაოდენობა საქართველოში უკვე 1 000 000-ს აღემატება. ქვეყნის მაშტაბით, 71%-ზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალება 20 წელზე ხანდაზმულია, ძალიან ბევრი მათგანი არის მწყობრიდან გამოსული და ტექნიკურად გაუმართავი, რაც ასამმაგებს ტოქსიკური აირების გამოფრქვევის რაოდენობას ატმოსფეროში. საქართველოს წინა ხელისუფლებამ, მსუბუქი ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება მთავრობის დადგენილებით 2004 წელს დროებით გააუქმა. საკითხის გადაწყვეტის გადავადება 2015 წლის თებერვლის თვეში კვლავ მოხდა და ახალი ვადა 2017 წლის 1 იანვრამდე პერიოდით განისაზღვრა. ამავე წელს იწურება ვადა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დირექტივის თანახმად“.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხობრივი ნორმების ევროსტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ზემოაღნიშული 2008/50/EC და 2004/107/EC დირექტივების შესაბამისად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ განხორციელდა შემდეგი ქმედებები:
2013 წელს, ჰაერის ხარისხის ზოგადი შეფასებისთვის, ქ. თბილისში შეიქმნა ჰაერის ხარისხის კომპიუტერული მოდელი (ADMS-Urban).
2014 წელს, „საქართველოში ევროსტანდარტების შესაბამისი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემის განვითარების პროგრამა“ განხორციელდა. საქართველოს 7 ქალაქსა და (თბილისი, ბათუმი, ფოთი, ქუთაისი, რუსთავი, ზესტაფონი, ჭიათურა) 63 წერტილში, ჰაერის ხარისხის შესაფასებლად, მოხდა ერთჯერადი ინდიკატორული გაზომვები, შედეგების საფუძველზე მომზადდა საინფორმაციო რუკა;
იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით, ქ. თბილისში დაიწყო ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის მოდერნიზაციის პროცესი, რაც გულისხმობს, არსებული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სამი არაავტომატური სადგურის აღჭურვას თანამედროვე ავტომატური გამზომი ხელსაწყოებით (NOx, SO2, O3, PM10და PM2,5) 2015 წლის ბოლოსთვის, სულ - 4 სადგური.
შემუშავდა საგზაო რუკა, რომელიც სამინისტროს საშუალებას მისცემს განახორციელოს ასოცირების ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებები.
ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრულია, რომ ხელმოწერიდან ექვს წელიწადში უნდა მოხდეს 2008 წლის 21 მაისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2008/50/EC დირექტივის ატმოსფერული ჰაერის ხარისხისა და ევროპაში უფრო სუფთა ჰაერის შესახებ, შემდეგი დებულბების განხორციელება:
ზონებისა და აგლომერაციების დადგენა და კლასიფიცირება (მუხლი 4); შესრულება - შეთანხმების ძალაში შესვლიდან 6 წლის ვადაში.
ჰაერის დამაბინძურებლებთან მიმართებაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასების რეჟიმის დადგენა შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით (მუხლები 5, 6, 9). შესრულება - შეთანხმების ძალაში შესვლიდან 6 წლის ვადაში.
ჰაერის ხარისხის გეგმების შემუშავება იმ ზონებისა და აგლომერაციებისათვის, სადაც დაბინძურების დონე ზღვრულ /მიზნობრივ მაჩვენებელს აღემატება (მუხლი 23); შესრულება -შეთანხმების ძალაში შესვლიდან 7 წლის ვადაში.
1. კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი“ (CENN) - ის წარმომადგენელი, ნინო შავგულიძე: „ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მიზნით, აუცილებელია ქვეყნის ზონებად და აგლომერაციებად დაყოფა, ეს უკანასკნელი კი აერთიანებს 250 000 ათას მოსახლეს და ზევით. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგი წარმოადგენს ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობაზე დაკვირვებით მიღებული ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და პროგნოზირების ერთობლიობას. 2014 წელს CENN – მა, EU-ს დაფინანსებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, დაასრულა პროექტი:"Air Quaity Governance In ENPL Countries", რის საფუძველზეც, შეიქმნა საქართველოში ჰაერის მონიტორინგის ქსელის დიზაინი“.
სათბური გაზების შემცირების მიზნით, ევროკავშირის ინიციატივის, "მერების შეთანხმების“ ფარგლებში, 2010 წლის 12 აპრილს, ქ. თბილისი შეუერთდა ევროკავშირის 2020 წლის საერთო მიზანს, რომელიც ადგილობრივი ტერიტორიების საზღვრებში სათბური გაზებისა და ემისიების მინიმუმ 20%–ით შემცირებას და მდგრადი ენერგეტიკის ხელშემწყობის სამოქმედო გეგმის განხორციელებას ითვალისწინებს. „სამწუხაროდ, 2010 წლის შემდგომ, რაც ამ შეთანხმებას შეუერთდით თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობა გაუარესდა, ამის დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება, მითუმეტეს სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ავტომობილების რაოდენობა დღითიდღე იზრდება“, - აღნიშნავს „ეკო ტრანსპორტ ცენტრის“ ხელმძღვანელი, ვასო ურუშაძე.
როგორ ხორციელდება ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგი თბილისში:
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სახელმწიფო მონიტორინგის წარმოებაზე, ქვეყნის მასშტაბით, პასუხისმგებელი ორგანო გარემოს ეროვნული სააგენტოა. ჰაერის სინჯებს ყველაზე დაბინძურებულ წერტილებში - კვინიტაძის ქუჩაზე, წერეთლის გამზირზე და მოსკოვის პროსპექტზე დღეში 3-ჯერ, 10:00, 13:00 და 17:00 საათებზე იღებენ. პროცესი თავად 20-30 წუთს გრძელდება და დასამუშავებლად სააგენტოს ლაბორატორიაში იგზავნება.
ძირითადი დამაბინძურებლების გარდა, ოზონისა და ტყვიის შემცველობას 24-საათიან რეჟიმში ზომავს ჰოლანდიის მთავრობის მხარდაჭერით ვაშლიჯვარში განთავსებული სადგური. მონაცემების მიღება ხდება 1 წუთის ინტერვალით. 2010 წელს აბასთუმანში, ტრანსსასაზღვრო დაბინძურების მონიტორინგის მიზნით, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, განთავსდა კიდევ ერთი ავტომატური სადგური.
ნონა გაგნიაშვილი