banner
09 ოქტომბერი 2015 | 20:50 ენერგეტიკა

ტრანსკასპიური გაზი, "გაზპრომი" და რეგიონის ახალი მოთამაშეები გაზის შესაძლო ახალ პარადიგმაში

ტრანსკასპიური გაზი, "გაზპრომი" და რეგიონის ახალი მოთამაშეები გაზის შესაძლო ახალ პარადიგმაში

2006 წლის იანვარში ჩრდილოეთ ოსეთში მდებარე ორივე რუსულ გაზსადენზე ერთდროული აფეთქების შემდეგ, როცა საქართველო შუა ზამთარში გაზის გარეშე დარჩა, ოფიციალურმა თბილისმა მოსკოვის შანტაჟის თავიდან ასაცილებლად საერთო მოხმარებაში არასანდო რუსული გაზის წილი მინიმუმამდე დაიყვანა და  აზერბაიჯანულით ჩაანაცვლა. ახლა კი, 2005 წლის შემდეგ პირველად,  საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე "გაზპრომის" პირველ პირს პირადად  შეხვდა და  9 წლის წინ უარყოფილი რუსული გაზის მოხმარების გაზრდაზე ესაუბრა.  რატომ გახდა რუსული გაზის შემოტანა  აუცილებელი და რა უპირატესობა აქვს აზერბაიჯანულთან შედარებით, რა საფრთხის მატარებელია "გაზპრომთან" მოლაპარაკებები, როდესაც რუსული ჯარი ე. წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არსებულ ბრიტანული "BP"-ს  ტრასების ნაწილს უკვე აკონტროლებს, რატომ არ განიხილება სანქციებისგან გათავისუფლებული მეზობელი ირანის გაზი ალტერნატივად, რა ეტაპზეა თურქმენეთთან ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობაზე დაწყებული მოლაპარაკებები, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც  საქართველო 2019 წლისთვის გაზის მთლიანი მოხმარების 70%-ს  სატრანზიტო მოსაკრებლის სახით მიიღებს,  ამ თემებზე პრეზიდენტის მრჩეველს ეკონომიკის საკითხებში, გიორგი აბაშიშვილს ვესაუბრეთ.

- როგორ და ვინ მოახერხა ევროპულ ბაზარზე შესვლით თურქმენეთის დაინტერესება?


-საერთაშორისო პროექტებში თურქმენეთის ჩართვაზე ევროკავშირში დიდი ხანია ფიქრობენ, თუმცა, თურქმენეთის მხრიდან დაინტერესება აქამდე არ შეინიშნებოდა. ბოლო პერიოდში ერთ-ერთი პირველი აქტიური განხილვა უმაღლეს დონეზე გასულ წელს დეკემბერში, საქართველოს პრეზიდენტის აშხაბადში ვიზიტის დროს გაიმართა. მაშინ თურქმენეთის პირველმა პირმა, გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა, ღიად გამოთქვა ინტერესი გაზი ევროპისთვის საქართველოს გავლით მიეწოდებინა. შემდეგ მოვლენები დაახლოებით ასე განვითარდა: შეიქმნა  სამუშაო ჯგუფი  თურქმენეთის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და ევროკავშირის მონაწილეობით,  2015 წლის ზაფხულიდან მათ საქართველოც დაემატა.

-საქართველოს ჩართვა თურქმენეთის პრეზიდენტის თბილისში ვიზიტის დროს გადაწყდა?

--ბუნებრივია, როდესაც დაიძრა საკითხი თურქმენეთიდან ევროპაში გაზის ტრანზიტის შესახებ, ამ მოცემულობით ეს საქართველოს გარეშე შეუძლებელი იყო.

ხმამაღლა არ გაჟღერებულა პროექტის სახელი...  ტრანსკასპიურ გაზსადენზეა საუბარი, რომელმაც თურქმენეთიდან აზერბაიჯანში ტრანსპორტირებული გაზი შაჰ-დენიზის მილსადენით ევროპაში უნდა  გადატვირთოს?

---დიახ, საუბარია ტრანსკასპიურ გაზსადენზე. თუმცა,  ბევრი პრობლემური საკითხია  მოსაგვარებელი, მათ შორის, კასპიის ზღვის სტატუსიც: არც ისე მარტივადაა საქმე, თითქოს, საკმარისია მხოლოდ ორი ქვეყანა - აზერბაიჯანი და თურქმენეთი-  შეთანხმდეს და კასპიის შელფში გაზსადენის გაყვანა დაუყოვნებლივ დაიწყება. კასპიის სხვა ქვეყნების თანხმობაცაა საჭირო. თუმცა, ევროკავშირი თვლის, რომ საკითხი მოგვარებადია და უნდა დაიძრას. მთავარი პრობლემაა, რომ თურქმენული გაზი აზერბაიჯანში მოხვდეს. შემდეგ გაცილებით იოლად მოსაგვარებელი საკითხები დარჩება, არსებობს სხვადასხვა საშუალებები და შედარებით უფრო იოლად მიღწევადი მიზნები, როგორ და რა პირობებით განხორციელდება ევროპაში ტრანზიტი. ამ თემაზე  ინტენსიური საუბარი იყო თურქმენეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის დროს. ცხადი გახდა, რომ ბერდიმუჰამედოვი მთავარ აქცენტს საქართველოს გავლით ტრანზიტზე აკეთებს.

--აქვს თუ არა თურქმენეთს ალტერნატივა იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდა კასპიის ზღვის სტატუსზე შეთანხმება და რუსეთის წინააღმდეგობის დაძლევა?

- მაისში ბრიუსელში მე ვესწრებოდი ევროკავშირში მაროშ შევჩოვიჩისა და პრეზიდენტ მარგველაშვილის შეხვედრას, სადაც ეს საკითხები განიხილებოდა. მოგეხსენებათ, რომ ევროკომისარი შევჩოვიჩი ევროკავშირის მხრიდან ყველაზე აქტიურადაა ჩართული ამ მოლაპარაკებებში. საუბრისას ცხადი გახდა, რომ ისინი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის გაზმომარაგების ალტერნატივად სწორედ ტრანსკასპიურ მარშრუტს, ანუ საქართველოს გავლით დაგგემილ პროექტს განიხილავენ. ამ შეხვედრის შემდეგ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ დღეს ევროკავშირის, თურქმენეთ-აზერბაიჯანის და, რა თქმა უნდა, თურქეთ-საქართველოს მხრიდან ყველაზე დიდი დაინტერესება, ჩართულობა და მონდომებაა, რომ ამ იდეას ხორცი შეესხას. ვფიქრობ, ახლა ამისთვის ყველაზე კარგი დროა, რადგან ყველა მონაწილე მხარეს აქვს თანაბარი დაინტერესება, რომ პროექტი შედგეს, თუმცა, სირთულეები იქნება.

- რუსეთის ფაქტორს გულისხმობთ?

- რასაკვირველია, მთავარი სირთულე - რუსეთის ფაქტორია, მაგრამ როცა პროექტში მონაწილეობს ოთხი ქვეყანა და ევროკავშირი, რასაკვირველია, სხვა ტიპის სირთულეებიც გაჩნდება: ყველას აქვს განსხვავებული ხედვა და ინტერესები, რომლის დაცვასაც მაქსიმალურად შეეცდებიან. და მაინც, ვფიქრობ, რომ ეს დაძლევადი პრობლემაა.

- ფიქრობთ, რომ რუსეთის წინააღმდეგობა დაიძლევა და  კასპიის ზღვის სტატუსის საკითხი, რომელიც ოცი წელია დავის საგანია, გადაწყდება?

- კასპიის ზღვის სტატუსის თემა, ალბათ, უფრო რთული თემაა, ვიდრე ერთი გაზსადენის გაყვანა. მე ძნელად წარმომიდგენია, რომ სტატუსის საკითხზე შეთანხმება ასე მარტივად მოხდეს, თუმცა, რადგან თურქმენეთის დაინტერესება ასე დიდია (შეიძლება ითქვას, რომ ახლა ყველაზე მონდომებული სწორედ თურქმენული მხარეა), გაზსადენის გაყვანაზე შეთანხმება შედგება. ამ ქვეყანას  ურყევად აქვს გადაწყვეტილი, გაზის საექსპორტო გზების დივერსიფიკაცია დაიწყოს და აღარ იყოს მხოლოდ რუსეთზე დამოკიდებული. ბუნებრივია, ის ერთ-ერთ მთავარ და სანდო პარტნიორად განიხილავს ევროკავშირს. ეს ინტერესი მასთანაც თანხვედრაშია, ევროპასაც სჭირდება მომწოდებლების დივერსიფიკაცია და თურქმენული გაზი კარგი ალტერნატივაა.

- რატომ ახლა, როცა რამდენიმე წლის წინ სხვა ფაქტორებთან ერთად "ნაბუკოს" ჩაშლის ერთ-ერთი გადამწყვეტი მიზეზი თურქმენეთის პასიურობაც იყო? "გაზპრომის" ზეწოლით მაშინ  ვერ მოხერხდა ოფიციალური აშხაბადის დათანხმება - პროექტში ჩართულიყო და ევროპისთვის საჭირო გაზი მიეწოდებინა...

- რა თქმა უნდა. მაშინ თურქმენეთს რუსეთში უფრო სტაბილური გაყიდვები ჰქონდა, ვიდრე ახლა აქვს. ბუნებრივი აირი მათი შემოსავლის მთავარი წყაროა, "გაზპრომი" კი ყოველწლიურად უმცირებს შესასყიდ მოცულობებს (2008 წელს - 42 მლრდ კუბ. მეტრი, 2015 წელს -- 4 მლრდ კუბ. მეტრი). მათ შავი ზღვის რეგიონის გავლით, არა მხოლოდ გაზის ტრანსპორტირების, არამედ ტვირთბრუნვის გაზრდის ინტერესიც აქვთ. ანუ, თურქმენეთი უფრო კომპლექსურად ხედავს საკითხს, ვიდრე მხოლოდ გაზის ტრანზიტია. ის საქართველოს ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურითაცაა დაინტერესებული, ცდილობს თავი დააღწიოს რუსულ გავლენას და ყველა თანხმდება, რომ ამ გზაზე მთავარ ბარიერს რუსეთი ქმნის.

- კიდევ რა ბერკეტები რჩება რუსეთს პროექტის ჩასაშლელად, მხოლოდ კასპიის ზღვის სტატუსი? საქართველოში არსებულ საფრთხეებს არ განიხილავთ, ვინ მუშაობს ქვეყანაში ამ საფრთხეების დადგენასა და განეიტრალებაზე, თუ არსებობს კონკრეტული სტრატეგია,რადგან ფაქტია, რომ თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტის დასრულებიდან ზუსტად რამდენიმე დღეში ხურვალეთთან  "BP"-ის მილსადენი საოკუპაციო ზოლში მოექცა? ეს უბრალო თანხვედრაა?

- "BP"-ს მილსადენის პრობლემა დიდი ხანი იდგა დღის წესრიგში, ამიტომ თანხვედრაზე ვერ ვილაპარაკებ, თუმცა, ძალიან სამწუხარო ფაქტია. ბუნებრივია, იმიჯის საკითხია: როცა ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის სატრანზიტო როლზე, უდიდესი მნიშვნელობა სტაბილურობას ენიჭება. ვფიქრობ, საქართველოს ყველა საშუალება აქვს, პარტნიორებთან ერთად დაძლიოს ყველა წინაღობა და, საქართველოში მოხვედრის შემთხვევაში, თურქმენული გაზი შეუფერხებლად გაატაროს ევროპაში. TAP-ის (შაჰ-დენიზის საბადოებიდან საბერძნეთის, იტალიისა და ალბანეთის ტერიტორიაზე გამავალი ტრანსადრიატიკული მილსადენი) და TANAP-ის (თურქეთის ტერიტორიაზე საბერძნეთის საზღვრამდე მიმავალი ტრანსანატოლიის მილსადენი) პროექტების განხორციელება, რომელსაც ცოტა ხნის წინ საქართველოს, თურქმენეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ყარსში ჩაუყარეს საფუძველი,  აჩვენებს, რომ ქვეყანა მზადაა, ასეთი ტიპის პროქტების განსახორციელებლად. თუმცა, ბუნებრივია, ქვეყანას გარკვეული ტიპის რისკები აქვს და ეს კომპლექსური პოლიტიკური რისკებია.

- არსებობს რაიმე სპეციალური ჯგუფი, რომელიც ზუსტად ამ პოლიტიკური რისკების შემცირებაზე მუშაობს?

- ეს აღმასრულებელი ხელისუფლების საკითხია.

- ბრიუსელში  "გაზპრომის" პირველ პირთან გამართულ შეხვედრაზე რომ ვისაუბროთ, რამდენად იყავით საქმის კურსში, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რომ ასეთი ვიზიტი მზადდებოდა?

---ამ თემაზე ერთი რამის თქმა შემიძლია: ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი ტიპის მოლაპარაკებებში, მით უფრო ისეთ მნიშვნელოვან მოლაპარაკებებში, რომელიც ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას,  ჩართული უნდა იყოს ყველა მხარე და ეს პროცესი კოორდინირებულად უნდა მიმდინარეობდეს. ცხადია, რომ საზოგადოება მეტად უნდა იყოს ინფორმირებული, ვიდრე ეს ამ შემთხვევაში არის. უნდა იყოს ინფორმაციის კოორდინირებული მიწოდება ხელისუფლების მხრიდან, მათი მხრიდან, ვინც ამ პროცესშია უშუალოდ ჩართული.

- ორი დღის წინ, 7 ოქტომბერს, "გაზპრომმა" აღიარა, რომ "სამხრეთის ნაკადის" ჩაშლის შემდეგ გაურკვეველი ვადით გადაიდო 'თურქული ნაკადის" მშენებლობა, ევროპა არჩევანს  საქართველოზე გამავალი TAP-ის და TANAP-ის პროექტებს ანიჭებს, აშშ-ს ადმინისტრაციისა და ევროკავშირის ახალი დიპლომატიური დოქტრინა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების დივერსიფიცირებაზე მტკიცედაა გამიზნული,  ამ ფონზე, როგორ  მიგაჩნიათ,  "გაზპრომის" ინტერესი მხოლოდ საქართველოს კომერციული გაზის ბაზარზე შემოსვლაა? საქართველოს მიერ მთლიანად მოხმარებული  კომერციული ბუნებრივი აირის მოცულობა სულ ნახევარ მილიარდ კუბერ მეტრს შეადგენს, თქვენი აზრით, მხოლოდ  ამ მცირე ბაზრის დაკავება,  ან აზერბაიჯანული "სოკარისთვის" წილის "წართმევა" სურს?

- ამ ეტაპზე ჩვენ დეტალურად ვეცნობით ამ კონკრეტულ საკითხებს და ჩვენს პოზიციას მოგვიანებით  შემოგთავაზებთ.

- და ბოლოს, თუ  საქართველო გაზის დივერსიფიცირებაზე ფიქრობს, ან კომერციული გაზის დეფიციტია, უახლოეს მომავალში ირანისთვის სანქციების  გაუქმების ფონზე თუ განიხილება ამ ქვეყანასთან თანამშრომლობა?  ჩვენ ირანთან  გვაკავშირებს უკვე მოქმედი გაზსადენი. ბრიტანული გამოცემა "გარდიანის"  ინფორმაციით, მომავალ ათწლეულში ირანი ევროკავშირში გაზის მთავარი მიმწოდებელი გახდება, ესპანეთმა უკვე დაიწყო მოლაპარაკება, რომ გაზსადენმა მის ტერიტორიაზე გაიაროს, რას ვაკეთებთ ჩვენ, თუ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი აღნიშნულ  საკითხებზე სამუშაოდ?

-- მე გამიჭირდება ამ თემაზე აღმასრულებელი ხელისუფლების ნაცვლად საუბარი, თუმცა, ვერ ვხედავ, რომ ამ მიმართულებით რაიმე კონკრეტული ნაბიჯები იყოს გადადგმული.

 


ეკა სარია

წაკითხულია
4185
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე სტატიები არ მოიძებნა


ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

banner
banner
banner