banner
26 ნოემბერი 2015 | 22:03 კანონმდებლობა

ვიზალიბერალიზაციის შედეგად დნესტრისპირეთის ათასობით მოსახლემ მოლდოვის პასპორტი მიიღო

ვიზალიბერალიზაციის შედეგად დნესტრისპირეთის ათასობით მოსახლემ მოლდოვის პასპორტი მიიღო

საქართველოს მოქალაქეები რამდენიმე კვირაში გაიგებენ, იმოგზაურებენ თუ არა 2016 წელს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ. ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის მორიგ შეფასებამდე 1 თვეზე ნაკლები დარჩა. კომისიის მესამე ანგარიშიდან ზუსტად 6 თვეში ხელისუფლებაც და ექსპერტებიც ამბობენ, რომ ყველა რეკომენდაცია შესრულებულია და იმედოვნებენ, რომ დეკემბერში ევროკომისიის შეფასება საბოლოო იქნება. დამაიმედებელი განცხადებები კეთდება თავად ევროკავშირის მაღალჩინოსნების მხრიდან. ევროინტეგრაციის ექსპერტების თქმით კი, მორიგი გადავადება, შესაძლოა, თავად ევროკავშირისთვის აღმოჩნდეს ფატალური, ვინაიდან, მოლოდინი დიდია და მორიგ იმედგაცრუებას ხალხი შესაბამისად უპასუხებს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევის მიხედვით, ქვეყანაში ევროინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა 78%-დან 61%-მდე შემცირებულია.

თუ ავიღებთ დოკუმენტს, რასაც საქართველოს მხრიდან ითხოვდნენ, შესრულებულია. დიდი ალბათობით, კომისიის დასკვნა იქნება დადებითი, რაც დიდწილად ნიშნავს იმას, რომ შემდეგი პროცედურები არ იქნება შემაფერხებელი. არ მახსენდება დასავლეთ ბალკანეთისა და მოლდოვის შემთხვევაში მინისტრებს დაებლოკოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესი. თუ არის დადებითი დასკვნა, კომისია რეკომენდაციას უწევს მინისტრთა საბჭოს, რომ საქართველოსთან მოხსნას ვიზები და როგორც წესი, მინისტრთა საბჭო ამას ეთანხმება”,- ამბობს ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე.

მაისში, რიგაში, აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტზე, ევროპამ საქართველოს უთხრა, რომ უვიზო რეჟიმის მისაღებად სამუშაო ჯერ კიდევ ჰქონდა. ევროპელმა ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ რეფორმები სრულად შესრულდა 7 სფეროში, თითქმის შესრულდა 4 სფეროში, და ნაწილობრივ, ასევე, 4 სფეროში. ყველაზე მეტი რეკომენდაციაც იმ მიმართულებით გაიცა, სადაც ევროკომისიამ სამუშაო ნაწილობრივ შესრულებულად მიიჩნია. ესენია: თავშესაფრის პოლიტიკა, ტრეფიკინგისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ნარკოპოლიტიკა.
იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ლტოლვილთა და რეპატრიაციის სამმართველოს უფროსმა eugeorgia.info-სთან განაცხადა, რომ კომისიის წინასწარ ანგარიშში უკვე ასახულია, რომ თავშესაფრის მიმართულებით ყველა რეკომენდაცია შესრულდა,-“რეკომენდაციების შესაბამისად, ხარისხის კონტროლისა და ტრენინგების განყოფილებაში შეიქმნა თავშესაფრის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესის მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც 2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. 10-დღიანი გასაჩივრების ვადა გავზარდეთ 15 დღემდე, რეკომენდაცია იყო, რომ სამი ინსტანცია შემცირებულიყო ორამდე და ესეც დაკმაყოფილდა, ასევე, 2016 წლის 1 იანვრიდან იმუშავებს უფასო იურიდიულ დახმარება. მონაცემთა ბაზაც ამოქმედდა ივნისიდან. იყო კიდევ ერთი რეკომენდაცია, რომ დაგროვებული საქმეების მართვის სტრატეგია შექმნილიყო, კანონში შევიდა შესაბამისი ცვლილება და აისახა დაგროვებული საქმეების მართვა როგორ უნდა განხორციელდეს”,-ამბობს ირაკლი ლომიძე.

ბოლო წლებში, ევროპაში თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოს მოქალაქეების მხრიდან მიმართვიანობის მაჩვენებელიც შემცირებულია. თუ 2013 წელს 9090-მა მოქალაქემ მიმართა ევროკავშირის ქვეყნებს თავშესაფრის მინიჭების თხოვნით და ამ კუთხით, საქართველო მე-16 ადგილზე იყო, 2014 წელს მიმართვიანობის რაოდენობა 8560-მდეა შემცირებული და საქართველომ მე-16-დან 21-ე ადგილზე გადაინაცვლა.

“ანტიდისკრიმინაციული კანონი მივიღეთ, რის საფუძველზეც საქართველო გახდა უსაფრთხო წყარო ქვეყანა- თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევაში გადასინჯვის პროცედურა არ იწელება თვეობით და ადამიანი ბოროტად არ სარგებლობს სოციალური პაკეტით, რაც აქვს თავშესაფრის მომთხოვნს ევროპაში, სანამ მისი საკითხი გადაწყდება....მნიშვნელოვანი იყო ტრეფიკინგის ბრძოლის კუთხით საქართველოს გააქტიურება და უფრო აქტიური საგამოძიებო მოქმედებების წარმოება. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი შეეხება ნარკოტიკების მოხმარების შემთხვევაში ტესტირებას, შსს ცდილობდა შეენარჩუნებინა მანამდე არსებული პრაქტიკა. კარგია, რომ, საბოლოოდ, გამოიძებნა ეფექტურად აღსრულების საშუალება, რასაც დაეთანახმა ევროკავშირიც“,- ამბობს ვანო ჩხიკვაძე.

ევროკომისიის მესამე ანგარშში ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო პოლიციის მიერ დაუგეგმავ ნარკოშემოწმებებზე სამართლებრივი კონტროლის შემოღება. ახალი ინსტრუქციის მიხედვით, 2015 წლის 1 ოქტომბრიდან გამკაცრდა პირის ნარკოტესტირებაზე გადაყვანის საფუძვლები. კერძოდ,სამართალდამცავებს საექსპერტო დაწესებულებაში პირის გადაყვანა შეეძლებათ იმ შემთხვევაში, თუ უშუალოდ შეესწრნენ მის მიერ მართლსაწინააღდეგო ქმედებას. თუკი პირი ცდილობს მიმალვას, ან თავს არიდებს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შესრულებას, ან თუ არსებობს საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია და პოლიციისათვის პირდაპირი შეტყობინება, რომ პირი ნარკოტიკული, ან ფსიქოტროპული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება.

“ერთ-ერთი, სადაც ევროკავშირს შეკითხვები ჰქონდა, იყო კორუფციის ნაწილში ქონებრივი დეკლარაციების ვერიფიკაციის მექანიზმი, მთავრობის მიერ შემუშავებული მექანიზმი 2017 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს და ეჭვობდნენ- რამდენად ეფექტური იქნებოდა ეს. ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიაწოდა არგუმენტები, რითაც დარწმუნდნენ, რომ ეს მექანიზმი იმუშავებდა”, -ამბობს ვანო ჩხიკვაძე.

ქონებრივი დეკლარაციების შემოწმების მექანიზმთან დაკავშირებით შენიშვნები ჰქონდა “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსაც”: “....სასურველია, ქონებრივი დეკლარაციების შემოწმების მხრივ დღეს არსებული სრული ვაკუუმი 2017 წლამდე არ შენარჩუნდეს....შესაძლებელია, რომ უფრო ადრე (თუნდაც 2016 წლის 1 იანვრიდან) ამოქმედდეს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ დასაბუთებული წერილობითი განცხადების საფუძველზე თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმების მექანიზმი, ხოლო თავად ბიუროს მიერ დეკლარაციების პროაქტიულად მონიტორინგი 2017 წლიდან დაიწყოს”,- ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

კორუფციასთან ბრძოლის ნაწილში, ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, საჯარო სამსახურის შესახებ კანონი პარლამენტმა ოქტომბერში დაამტკიცა, ცვლილებები შევიდა საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონშიც, სადაც საუბარია ქონებრივი დეკლარაციების ვერიფიკაციის მექანიზმზეც, რომელიც 2017 წლის იანვრიდან ამოქმედდება.

მართალია, საიმიგრაციო პოლიტიკა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას პირდაპირ არ უკავშირდება, თუმცა ევროკავშირი საქართველოს მიგრაციული პროცესების მართვას მაინც სთხოვს, მესამე ანაგრიშში მიგრაციის მართვის კუთხით არსებული მოთხოვნები თითქმის შესრულებულად ჩათვალა და რამდენიმე რეკომენდაციაც გასცა. მიგრაციის ახალი სტრატეგიის დოკუმენტს (2016-2020 წლების) მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია 30 ნოემბრის სხდომაზე დაამტკიცებს მიგრაციის ახალი პროფილთან ერთად, სადაც თავმოყრილი და გაანალიზებულია მიგრაციის   სფეროში ბოლო 5 წლის სტატისტიკური მონაცემები.  მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის აღმასრულებელი მდივნის გიორგი ჯაშის თქმით, 2016 წლის ბოლოდან სრული დატვირთვით ამუშავდება ერთიანი ანალიტიკური სისტემაც-ელექტრონული სტატისტიკური ბაზა, რომელიც ავტომატურად დაუკავშირდება სხვა ბაზებს და მიიღებს მონაცემებს.
“მიგრაციის ახალ სტრატეგიაში შეტანილია ისეთი საკითხები, როგორიცაა: ლეგალური მიგრაციის წახალისება, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა, ასევე, რაც მთავარია, მიგრაცია და განვითარება- ლეგალური მიგრაცია ქვეყნებს განვითარებაში ეხმარება. მიგრაციის პროფილის შექმნის იდეა კი იყო ის, რომ მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას შესაბამის ორგანოებს დეტალური ინფორმაცია ამ პროფილიდან მიეღოთ, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და   დონორებს   დაეხმარება იმის გადაწყვეტაში თუ სად რა   სახის დახმარებაა საჭირო”,- ამბობს ჯაში.
მიგრაციის მართვის აუცილებლობა მწვავედ იგრძნო ევროპამ, როდესაც ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებიდან კონფლიქტებსა და სიღარიბეს გაქცეულმა მიგრანტებმა ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა დაიწყეს და კონტინენტზე დიდი ქაოსი გამოიწვიეს. ევროპა საზღვრებს გარეშე- არის თუ არა კარგი იდეა დღევანდელ მსოფლიოში?!- ეს შეკითხვა კიდევ უფრო აქტუალური გახადა ტერორიზმის საფრთხემ. ბოლო წვეთი იყო პარიზის ცენტრში განხორციელებული თავდასხმები, რასაც 130 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნებმა, რიგრიგობით, დაიწყეს საზღვრების გამაგრება, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2 თავდამსხმელი ევროპის კონტინენტზე მიგრანტებთან ერთად მოხვდა. საფრანგეთისთვის სოლიდარობის ნიშნად, ევროკავშირის 28 ქვეყნის მთავრობები გასულ პარასკევს შეთანხმდნენ, რომ ევროპის გარე საზღვრებზე კონტროლი გამკაცრდება, ყველა მგზავრის შემოწმება სავალდებულო და სისტემატიური გახდება, მათ შორის, თავად ეროკავშირის მოქალაქეების, ვინც თავისუფალი გადაადგილების უფლებით სარგებლობს. არსებულ გარემოებაში, საქართველოს მოსახლეობაშიც გაჩნდა შეკითხვა- ევროპაში უვიზოდ მოგზაურობა ხომ არ დარჩება შორეულ პერსპექტივად?! “საქართველომ შექმნა რისკების ანალიზის სისტემა, რაც, ასევე, ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნა იყო, ეს ანალიზი ეხმარება სწორედ იმაში, რომ არ შეიქმნას რისკები. როდესაც არ არის სპონტანურად მოძრავი მასა და ცირკულარული მიგრაცია მუშაობს, საფრთხე არ არის. ამ პროცესში საინფორმაციო კამპანია უმნიშვნელოვანესია, მოლდოვაში ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართული საინფორმაციო კამპანიაში მედიასაშუალებები. აუცილებელია უვიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ აქტიური საინფორმაციო კამპანია კიდევ 1.5-2 წლის განმავლობაში გაგრძელდეს”,-ამბობს გიორგი ჯაში.

სტაბილიზაცია ევროკავშირმა განახლებული ევროპის სამეზობლო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტადაც დაასახელა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ, ერთი მხრივ,უსაფრთხო და ლეგალური მობილურობა და მეორე მხრივ, ბრძოლა არარეგულრულ მიგრაციასთან, ადამიანებით ტრეფიკინგსა და კონტრაბანდასთან პრიორიტეტებია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სტაბილურობასთან ერთად აქცენტი კეთდება ქვეყნებისადმი დიფერენცირებულ, ინდივიდუალურ მიდგომაზე.

“სავიზო რეჟიმი არ არის თავდასხმებისგან დაცვის გარანტია. მთავარია, მიგრაციის ნაკადების მართვა მოხდეს. მეორე, საქართველო არ არის წყარო ქვეყანა, მართალია, პანკისიდან მიდიან, მაგრამ არ არის დიდი მაჩვენებელი და ნაკლებად შეიძლება მოახდინოს გავლენა ამ პროცესებზე. მესამე, ევროკავშირის მხრიდან ვიზის ლიბერალიზაციის კიდევ ერთხელ გადავადება, შეიძლება, იყოს ფატალური შეცდომა. მოსახლეობაში მოლოდინი მაღალია, იმედგაცრუების შემთხვევაში, ალბათ, უკუეფექტი იქნება. ევროპელი ოფიციალური პირების განცხადებებიდან მრჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი აცნობიერებენ, რომ ამ საკითხის დროში გადადება შეიძლება ცუდად დასრულდეს მოსახლეობის მხარდაჭერის თვალსაზრისით... დღეს ევროკავშირშიც გააცნობიერეს, რომ უნდა იყოს ინდივიდუალური მიდგომა და თუ ერთმა ქვეყანამ შეასრულა ვალდებულებები, არ უნდა დააბრკოლო იმის გამო, რომ მეორემ ვერ შეასრულა”,-ამბობს ვანო ჩხიკვაძე.

 

ევროპის მხარდაჭერა

იმედის მომცემია ევროკავშირის მაღალჩინოსნების ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები. “ვიმედოვნებ, საქართველო მალე გაიგებს “კარგ ახალ ამბავს”- ეს განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ რამდენიმე კვირის წინ საქართველოში ვიზიტისას გააკეთა. მოგერინის თქმით, საქართველომ ბევრი მნიშვნელოვანი ვალდებულება შეასრულა და უნდა გააგრძელოს ამ გზით სიარული, იმისთვის, რომ, წლის ბოლოს, მიიღოს დადებითი რეკომენდაცია. ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში საქართველოს თავიდანვე ჰქონდა ბალტიისპირეთის ქვეყნების მხარდაჭერა:

“ვიმედოვნებ, დეკემბრის შუა რიცხვებში, ევროკომისიის ანგარიში იქნება დადებითი და საბოლოო, და ამას მოჰყვება ევროპული საბჭოს დადებითი გადაწყვეტილება საქართველოსთან სავიზი რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ”,-ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე.

“მას შემდეგ რაც ყველა კრიტერიუმი შესრულდება და მე დარწმუნებული ვარ შესრულებულია, აღარ იქნება სუბიექტური დაბრკოლებები მოლაპარაკებებში, ვიმედოვნებ, მალე, დადებით გადაწყვეტილებებს ვიხილავ”,- ესტონეთის პრემიერ-მინისტრი ტაავი რიივასი.

“საქართველო ბრიუსელიდან დადებით რეკომენდაციას უნდა   ელოდოს, რაც, უახლოეს მომავალში ქვეყნის მოსახლეობას შენგენის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილების საშუალებას მისცემს”,- ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩი.

ერთ-ერთი ბოლო იმედისმომცემი განცხადება ეკუთვნის ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მომხსენებელ ანდრეი მამიკინსს- “თითქმის 99%-ით შეიძლება ითქვას, რომ მომავალ წელს საქართველოს უვიზო მიმოსვლა ექნება ევროკავშირთან”.

  

უვიზო მიმოსვლის სარგებელი

ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეები ბიომეტრიული პასპორტით შეძლებენ შენგენის ზონის ქვეყნებში გადასვლას და დარჩენას, 180-დღიან პერიოდში 90 დღის განმავლობაში. მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ ისიც, რომ უვიზო რეჟიმი არ აძლევს მათ ევროკავშირის ქვეყნებში მუშაობის უფლებას, ამასთან, საზღვარზე გარკვეული საბუთების წარდგენა მაინც საჭიროა, როგორიცაა: ფინანსური შესაძლებლობის დადასტურება, სასტუმროსა და ბილეთის ჯავშანი, მოსაწვევი. ფინანსური შესაძლებლობის დადასტურებისას, დღიური საარსებო მინიმუმი შენგენის კოდექსითაა განსაზღვრული. თანხის ოდენობა დამოკიდებულია დღეების რაოდენობასა და დარჩენის მიზეზებზე. ეს მონაცემი კი თითოეული ქვეყნისათვის განსხვავებულია. მართალია, ევროკავშირი მონიტორინგს არც საზღვარზე წყვეტს, თუმცა მოქალაქეს ვიზის მისაღებად საელჩოსთან რიგში დგომა და გასაუბრებაზე რამდენიმე თვით ადრე ჩაწერა აღარ მოუწევს. მოლდოვისმოქალაქეებს 2014 წლის 28 აპრილის შემდეგ ევროკავშირში გასამგზავრებლად ვიზის აღება აღარ სჭირდებათ. ამასთან, ვიზის ლიბერალიზაციის მიღებიდან რამდენიმე თვეში, დნესტრისპირეთის მოსახლეობის ნაწილმა განაცხადი გააკეთა და მოლდოვის პასპორტის მიღება მოითხოვა.

„იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას მიიღებს, ეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გავრცელდება – აქ იგულისხმება აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვისაც შესაძლებელი გახდება, საქართველოს ორდინალური პასპორტის ფლობის შემთხვევაში, ევროკავშირში იმოგზაუროს. ეს იქნება ძალიან დიდი წამახალისებელი ფაქტორი, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებმა ადამიანებმა საქართველოს პასპორტებს მეტი ყურადღება მიაქციონ – მიიღონ ის და იმოგზაურონ ევროპაში”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიგი გიგიაძემ.


უკრაინა

საქართველოსთან ერთად დეკემბრის შუა რიცხვებში ევროკომისიის შეფასებას უკრაინაც ელოდება. ერთ-ერთი მნიშნელოვანი გადაწყვეტილება უკრაინის პარლამენტმა 12 ნოემბერს მიიღო და შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებებით აკრძალა სამუშაო ადგილზე დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებების გამო, რაც ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო ევროკავშირის მხრიდან, რამდენადაც ეს გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ უკრაინის მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარს სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციის მიზეზით მოითხოვენ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის ფაქტი, რომ უკარინა ვერ აკონტროლებს უკრაინა-რუსეთის საზღვრის ნაწილს და მოქალაქეების შემოსავალი დაბალია, უვიზო რეჟიმის მიღებაზე გავლენას არ მოახდენს - “არ მიყვარს პარალელების გავლება, მაგრამ მეზობელი ქვეყნების (განსაკუთრებით, მოლდოვის) გამოცდილება გვიჩვენებს, რომ, სადაც საშუალო ხელფასი ყველასთვის კარგადაა ცნობილი, სადაც არის დნესტრისპირეთი, უვიზო რეჟიმი მოქმედებს მშვენივრად”,- განაცხადა პავლო კლიმკინმა.

 

“შენგენის ზონა”

ზუსტად 30 წლის წინ, ევროგაერთიანების ქვეყნები ლუქსემბურგის ქალაქ შენგენში შეთანხმდნენ, რომ შიდა სასაზღვრო კონტროლს გააუქმებდნენ და ევროკავშირის მოქალაქეები თავისუფლად იმოძრავებდნენ. კავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეს კი, ვინც “შენგენის ვიზას” მიიღებდა, აღარ დასჭირდებოდა პასპორტ-კონტროლი შენგენის ზონის ქვეყნებში გადასვლისას. დღეს ევროკავშირის 28 წევრიდან 6 ქვეყანა არ შედის შენგენის ზონაში, ესენია: ბულგარეთი, რუმინეთი, ხორვატია, კვიპროსი, ირლანდია და დიდი ბრიტანეთი. თუმცა შენგენის გაერთიანების წევრია კიდევ 4 ქვეყანა, რომელიც არ არის ევროკავშირში, ესენია: ისლანდია და ნორვეგია (2001 წლიდან), შვეიცარია (2008 წლიდან) და ლიხტენშტაინი (2011 წლიდან).

დღეს ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ 52 ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ ორდინალური პასპორტები, მათ შორის, ბიომეტრული პასპორტებით გადაადგილდებიან ალბანეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, მაკედონიის, მონტენეგროს, სერბეთისა და მოლდოვის მოქალაქეები. იქნება თუ არა შემდეგი საქართველო, ამას ევროკომისიისრიგითმე-4 ანგარიში აჩვენებს, რომელიც 15 დეკემბრისთვის გამოქვეყნდება. ამ ანგარიშით ევროკომისია რეკომენდაციას მისცემს ევროკავშირის საბჭოსა და პარლამენტს, რომ საქართველო დაემატოს რეგულაციებს N539/2001 და მისი მოქალაქეებისთვის გაიხსნას უვიზო მიმოსვლა. ტექნიკური ფაზის დასრულების შემდეგ დგება მეორე ეტაპი- პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, რომელიც სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში დასრულდება. ვარაუდები ემყარება მოლდოვის გამოცდილებას, მოლდოვის შემთხვევაში ანგარიში მომზადდა 2013 წლის ნოემბერში ვილნიუსის სამიტზე და 2014 წლის აპრილში, დაახლოებით 6 თვეში მოლდოველებმა ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა ბიომეტრული პასპორტებით დაიწყეს. რა დრო დასჭირდებათ საქართველოს მოქალაქეებს- 6 თვე, მეტი თუ ნაკლები- ეს დამოკიდებულია იმაზეც, თუ რამდენად სწრაფად შეიტანენ ამ საკითხს მინისტრთა საბჭოს სხდომის დღის წესრიგში.

ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა საქართველოს 2013 წლის 25 თებერვალს გადაეცა. გეგმის პირველი ნაწილი-საკანონმდებლო ბაზის რეგულირება ქვეყანამ წარმატებით განახორციელა და 2014 წლის ბოლოს გადავიდა დასკვნით ფაზაზე- დაიწყო მიღებული კანონების განხორციელება. სამოქმედო გეგმა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: დოკუმენტების უსაფრთხოება, ბიომეტრული პასპორტების ჩათვლით; საზღვრის ინტეგრირებული მართვა, მიგრაციის მართვა და თავშესაფრის პოლიტიკა; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება; საგარეო ურთიერთობები და ადამიანის ძირითადი უფლებები.

მნიშნელოვან რეფორმებს შორის, რაც საქართველომ ბოლო 2 წლიწადში სამოქმედო გეგმის ფარგლებში განახორციელა, არის: ანტი-დისკრიმინციული და პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ კანონების მიღება, მიგრაციის პროფილის შექმნა, პირის ნარკოტესტირებაზე გადაყვანის საკითხის სამართლებრივი რეგულირება და ყოვლისმომცველი მიგრაციის სტრატეგიის შემუშავება.


მაიკო გაბულდანი 

 

წაკითხულია
9660
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე სტატიები არ მოიძებნა


ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

banner
banner
banner