banner
23 თებერვალი 2016 | 21:40 ენერგეტიკა

რატომ სჭირდება ჰაერივით საქართველოს ევროპის ენერგოგაერთიანებაში გაწევრება

რატომ სჭირდება ჰაერივით საქართველოს ევროპის ენერგოგაერთიანებაში გაწევრება

24-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს პრემიერ მინისტრს ღია წერილით მიმართა. ევროინტერგრაციის თემით დაინტერესებული ექსპერტები გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას და ქვეყნის ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების დაჩქარებაში დარწმუნებას ცდილობენ. მიმართვიდან ოც დღეზე მეტი გავიდა, მაგრამ  პრემიერის კანცელარიიდან მათ არავინ დაკავშირებია. პრემიერ მინისტრამდე ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები კონსულტაციებს ენერგეტიკის სამინისტროსთან აწარმოებდნენ, თუმცა აქაც უშედეგოდ. ორწლიანმა გამოცდილებამ ისინი საბოლოოდ დაარწმუნა, რომ სამინისტრო სხვადასხვა არგუმენტების მოშველიებით პროცესს აჭიანურებს. საქართველოს მთავრობის  დაპირება, რომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებოდა, 2014 წლის ოქტომბერში გავიდა. ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოებაში "გაზპრომთან" ინტენსიური მოლაპარაკებების ფონზე ენერგეტიკულ გაერთიანებასთან პროცესის შეჩერება ცუდ მოლოდინს აჩენს. მითუფრო მაშინ, როცა ამ გაერთიანების მთავარი მიზანი სწორედ წევრი ქვეყნების ენერგოუსაფრთხოება და კრიზისულ სიტუაციებში ურთიერთდახმარებაა.

დღეს, საზოგადოებისათვის ფაქტობრივად უცნობია, რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს ევროპის ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაერთიანებამ და ის არ აღიქმება როგორც ევროინტეგრაციის განუყოფელი ნაწილი. eugeorgia.info-ს  მიზანია წარმოაჩინოს ევროპის ენერგეტიკული ხელშეკრულების უპირატესობები საქართველოსათვის,  თუ რა მიზანს ემსახურება და რა საფრთხეებს აარიდებს ქვეყანას ევროპის ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაწევრიანება.  რა სარგებელს მოუტანს მოქალაქეებს გაერთიანების უმთავრესი პრინციპის — ბაზრის მაქსიმალური კონკურენტუნარიანობისა და თამაშის წესების გამჭვირვალების უზრუნველყოფა. მკითხველისათვის არსებული პრობლემების უკეთ წარმოსაჩენად შევეცდებით გაგაცნოთ  ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების შექმნის მოკლე ისტორია და საკანონმდებლო ბაზა.  საქართველოს ენერგეტიკის სექტორში  არსებული კანონებისა და ნორმების შეუსაბამობა ევროპის ენერგეტიკულ თანამეგობრობასთან, რაც სხვა მიზეზებთან ერთად პროცესის შემაფერხებელ ფაქტორებად იქცა.  


მოკლე ისტორიული ექსკურსი

2014 წლის ივნისში ხელმოწერილი ხელშეკრულებით საქართველომ  აიღო ვალდებულება, რომ უზრუნველყოფდა რეფორმებს ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სფეროში, მათ შორის გაატარებდა ევროკავშირის ენერგეტიკული კანონმდებლობის ე.წ. მესამე პაკეტის (არსებობს უფრო ლიბერალური 1 და 2 პაკეტებიც) ყველაზე რთულად შესასრულებელ მოთხოვნებს. ასოცირების შეთანხმების XXV დანართის მიხედვით კი  საქართველო მაქსიმუმ ორ წელიწადში გახდებოდა ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი და მათთან შეათანხმებდა რეფორმების სამოქმედო გეგმას.  ეს შეთანხმება ქვეყნისთვის ორმაგად მომგებიანი იყო: ის ავტომატურად გახდებოდა ევროპის დიდი ენერგეტიკული ოჯახის წევრი და შესაბამისად, იმთავითვე ისარგებლებდა ყველა სიკეთით და მეორეს მხრივ, სამოქმედო გეგმა იძლეოდა შანსს შეგვედგინა ასოცირების ხელშეკრულების ვადებისაგან განსხვავებული, ბევრად ლმობიერი რეჟიმი და ვადები რეფორმების გასატარებლად ენერგეტიკის სექტორში. სხვა შემთხვევაში (ამ ვადის ამოწურვის შემდეგ) ქვეყანას ევროკავშირის ენერგეტიკული დირექტივების შესრულება მოუწევს ან უშუალოდ ასოცირების საბჭოს კარნახით და ბევრად გამკაცრებული პირობებით ან საერთოდ ეჭვქვეშ დადგება ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

საქართველო ევროპის ენერგეტიკულ თანამეგობრობაში პირველად 2006 წელს, ამ თანამეგობრობის დაარსებისთანავე მიიწვიეს, თუმცა მაშინ თანამშრომლობა არ შედგა. ქვეყანამ დამკვირვებლის სტატუსი 2007 წელს სომხეთთან ერთად მიიღო. ევროპას საკუთარ ენერგეტიკულ ოჯახში საქართველოს გაწევრიანების მცელობა არც ამის შემდეგ შეუწყვეტია. გაწევრიანების პროცესი ვერც 2010 წლის ნოემბერში ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟოზე მანუელ  ბაროზუს პირდაპირმა მინიშნებამ დააჩქარა, რომ კავშირში გაერთიანება ნიშნავდა ახალ საინვესტიციო პროექტებს და საქართველოს როლის გაზრდას: „მოვუწოდებ საქართველოს, შეიტანოს ოფიციალური განაცხადი ენერგოთანამეგობრობაში გასაწევრიანებლად. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და გაზრდის საქართველოს მიმზიდველობას ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციებისთვის.“

საყურადღებოა,  რომ ევროპის ენერგოგაერთიანებას ზუსტად ამ პერიოდში შეუერთდა გაზპრომის მიერ გაზის უეცარი შეწყვეტით და გაძვირებით შეწუხებული უკრაინა და მოლდოვა, არც მათთვის ყოფილა ეს გადაწყვეტილება მარტივი. იმ წლებში ორივე ქვეყანა მტკიცედ შეეწინაღმდეგა გაზპრომის მცდელობას, ჯერ პოლიტიკური შანტაჟის, შემდეგ კი 30%-ით გაიაფებული გაზის შეთავაზების გამო უარი ეთქვათ ევროპულ გაერთიანებაზე. დრომ  დაადასტურა, რომ ეს ერთადერთი სწორი გამოსავალი იყო. მას შემდეგ, რაც უკრაინამ უარი თქვა რუსული გაზის პირდაპირ შესყიდვაზე, ევროგაერთიანების თანადგომით ის დღესაც ევროპიდან რევერსული გზით იღებს ბუნებრივ აირს.  საქართველო კი დღეს გაზპრომის მორიგ ულტიმატუმს ისევ მარტო, ძლიერი პარტნიორების გარეშე ისმენს.

2013 წლის იანვრამდე საქართველოში ამ მიმართულებით სრული სიჩუმე იყო. იანვარში კი ევროინტეგრაციის პროცესის გააქტიურებასთან ერთად უკვე საქართველოს მთავრობა თავად მოგვევლინა  ევროპის ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაწევრიანების ინიციატორი. 2014 წლის თებერვალში, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდე რამდენიმე ხნით  ადრე ოფიციალური მოლაპარაკებები დაიწყო ენერგეტიკულ თანამეგობრობასთან, რომლის მიზანიც  2014 წლის ოქტომბრის ბოლომდე ხელშეკრულების გაფორმება იყო. თუმცა, დეკლარირებული სურვილი სურვილად დარჩა. მოლაპარაკებები კი 2014 წლის ბოლოს შედეგის გარეშე დასრულდა. კითხვების მიუხედავად ენერგეტიკის სამინისტრომ არ ახსნა, თუ რატომ არ მოეწერა ხელშეკრულებას ხელი.

საინტერესოა ისიც,  რომ იმავე  2014  წლის შემოდგომაზე  ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებას ევროკომისიის ახალმა პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა ახალი ხიბლი შესძინა. მან მომავალი ხუთი წლის პრიორიტეტად განსაზღვრა ე.წ. ენერგოკავშირის შექმნა, რომელიც გულისხმობს, ევროკავშირის მიერ ერთიანი პოზიციის გამომუშავებას მესამე ქვეყნებთან ურთიერთობისას. დაგეგმილია დაახლოებით 21 მლრდ. ევროს ღირებულების სტრატეგიული ინვესტიციების ფონდის შექმნა და ევროპის საინვესტიო ბანკის მიერ 67 მლრდ ევროს გაცემა ენერგეტიკული პროექტებისთვის, რომელთა საერთო ღირებულება 300 მლრდ. ევრო იქნება. აღსანიშნავია, რომ ენერგოკავშირის შესახებ წარმოდგენილი წინადადება ხაზს უსვამდა ევროპის ენერგოგაერთიანებასა და ევროკავშირის ხმელთაშუა ზღვის პარტნიორობის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნებთან. ევროპის ენერგოგაერთიანების სამდივნო ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ ენერგოკავშირი უნდა გახდეს პანევროპული კავშირი, რათა ხელი შეეწყოს საერთო ევროპული ერთიანი შიდა ბაზრის ჩამოყალიბებას.ამ ბაზრის აქტიურ მონაწილედ გახდომაზე და  საერთაშორისო ენერგოპროექტების განხორციელებაში აქტიურ მონაწილეობას კი საქართველოს მთავრობამ ისევ პასიური დამკირვებლის როლში ყოფნა ამჯობინა.


ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ამოცანები და ქართველი ექსპერტების ეჭვები

"ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ამოცანაა, გააფართოოს ევროკავშირის შიდა ენერგობაზარი სამხრეთ -აღმოსავლეთ ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ იურიდიული ძალის მქონე ჩარჩოს საფუძველზე ენერგეტიკასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში“. დღეისთვის, ხელშეკრულების ჩარჩო მოიცავს 25 საკანონომდებლო დირექტივასა და რეგულაციას გაზის, ელექტროობის, მიწოდების უსაფრთხოების, განახლებადი ენერგიების, ნავთობის, ენერგოეფექტურობის, გარემოსდაცვის, კონკურენციისა და სტატისტიკის შესახებ. უზრუნველყოფს  ფინანსურ მდგრადობასა და მომხმარებელთა გაზრდილ უფლებებს (ძლიერი დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისია, გამჭვირვალე და ხარჯზე დაფუძნებული ტარიფი, განცალკევება და ქსელზე ყველასათვის ხელმისაწვდომობა);  გამჭვირვალობის ზრდასა და კორუფციის შემცირებას;   გარე და შიდა ფაქტორების მიმართ ენერგეტიკული სისტემის მდგარდობას. საერთო პრინციპები და კანონმდებლობა კი აადვილებს საერთო ენერგოპროექტების განხორციელებას და ზრდის ინვესტორების დაინტერესებას.

თუნდაც მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი სიკეთეებისა და საქართველოს კანონმდებლობის რეფორმირების აუცილებლობიდან გამომდინარე,  დარგის ექსპერტების აზრით, მოლაპარაკებებში დაკარგულმა წლებმა ეკონომიკას უდიდესი ზიანი მოუტანა. ხელისუფლების პასიურობა კი იმთავითვე  ბევრ კითხვის ნიშანს  აჩენდა.    დღემდე გაუგებარია, რატომ აფერხებდა მთავრობა რეფორმების გასატარებლად  გამოყოფილი ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერის მიღებას, გაუმჭვირვალე და უხარისხო კანონმდებლობის დახვეწას, როცა ყველა მიუთითებდა, რომ საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებული გარემო ხელს უწყობს რუსული ინვესტიციების სტრატეგიული ინვესტორებით ჩანაცვლებას, ხოლო ეს ყოველივე  კორუფციის და გამჭვირვალობის შემცირებას:  "არ არსებობს ენრგოსტრატეგია. ჩვენი ენერგეტიკის კონტროლი სხვა ქვეყნის კომპანიებისთვისაა გადაცემული. ამას გამოსწორება სჭირდება. თუ ხართ თანამდებობის პირი და გინდათ მაგრად დაუდგეთ რუსეთს, როგორ უნდა გააკეთოთ ეს, როცა არც რესურსი და არც კანონმდებლობა გიმაგრებთ ზურგს, არც სახელმწიფო და კონტროლის მექანიზმები და მხოლოდ ერთ ადამიანზეა დამოკიდებული გადაწყვეტილების მიღება? ცხადია მოწყვლადი ხდები, რომ შენზე ზეგავლენა იქონიონ და გაგაკეთებინონ ქვეყნისთვის არცთუ სასიკეთო რამ,"- ამბობს მურმან მარგველაშვილი,  ორგანიზაციის “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” დირექტორი.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომლის გადაჭრასაც ხელს შეუწყობს ენერგეტიკულ გაერთიანებაში შესვლა, ესაა მომხმარებელთა უფლებების გაზრდა, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულიანი ენერგეტიკის სექტორის ჩამოყალიბება. საქართველოს სახელმწიფო ორგანოებსა და კომპანიებს შორის დღეს ხელშეკრულებების დადების, ასევე ლიცენზირებისა და ნებართვების მინიჭების პროცესი დახურულია საზოგადოებისთვის, რაც განსაკუთრებით თავს იჩენს  პრივატიზაციის ან ახალი ენერგოობიექტების მშენებლობისას, როდესაც ამა თუ იმ კომპანიისთვის გამორჩეული პირობები იქმნება გარკვეული სარგებლის მიღების მიზნით. "ჰიდროელექტროსადგურებთან გაფორმებულია სხვადასხვა შინაარსის მემორანდუმები:  სხვადასხვა ტარიფებზე, სახელმწიფოს  მიერ შესყიდვის გასხვავებულ პროცენტებზე. როგორ, რა დოკუმენტებზე დაყრდნობით ადგენს ამას სამინისტრო, უცნობია. როცა ერთ ორგანიზაციაში არის კონცენტრირებული მთელი ძალაუფლება,ეს აჩენს ეჭვებს. ევროპაში ამას აკეთებს მხოლოდ მარეგულირებელი კომისია! არანაირი დოკუმენტური საფუძველი იმისა რასაც ვაკეთებთ, რატომ ვაკეთებთ, რა სიმძლავრე ან რამდენი ჰიდროელექტროსადგური გვჭირდება არ გაგვაჩნია"- ამბობს მურმან მარგველაშვილი.

საინტერესოა ისიც, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგაც გრძელდება სხვადასხვა კომპანიებთან კონტრაქტების და მემორანდუმების გაფორმების სამწუხარო პრაქტიკა და მათმა რიცხვმა ერთ  ასეულს გადააჭარბა. ამასთან, თითქმის ყველა შემთხვევაში, ტარიფზე ინვესტორებთან საქართველოს ეროვნული ენერგეტიკისა და წყლის მარეგულირებელი კომისიის ნაცვლად საქართველოს მთავრობა აწარმოებდა მოლაპარაკებებს. ექსპერტებისთვის და საზოგადოებისთვის უცნობია, რა გათვლებზე დაყრდნობით ან კონკრეტულად ვინ და როგორ დაადგინა ენერგეტიკის სამინისტროში ხუდონჰესის ტარიფი პირველი რვა წლის განმავლობაში —10,5 ცენტი და მაგალითად, ნამახვანჰესზე-18 თეთრი. ან რა საჭიროა მარეგულირებელი კომისია, თუ მის ფუნქციას ხშირად ენერგეტიკის სამინისტრო ასრულებს? "პრობლემაა მარეგულირებლების დამოუკიდებლობის ხარისხი, მაისში გამოქვეყნდა საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს დასკვნა, სადაც ღიადაა გაცხადებული, რომ დამოუკიდებლობის ხარისხი არის ძალიან დაბალი",--- ამბობს  ენერგეტიკის  ექსპერტი გიორგი ვაშაყმაძე.     

ევროპარლამენტის  2008/92/EC დირექტივის მოთხოვნები კი მიზნად ისახავს საბოლოო მომხმარებლებისათვის დაწესებული გაზისა და ელექტროენერგიის ფასების გამჭვირვალების უზრუნველყოფას. ეს პროცედურა საშუალებას აძლევს მომხმარებელს ფლობდეს საკმარის ინფორმაციას, რომ გააკეთოს თავისუფალი არჩევანი ენერგიის მიმწოდებლებსა და ენერგიის წყაროებს შორის, უზრუნველყოფს ქსელზე თავისუფალ წვდომას, რაც საბოლოოდ ზრდის კონკურენციას და აიაფებს ტარიფებს. ევროდირექტივების ამუშავება გამორიცხავს ისეთ პარადოქსულ შემთხვევებს, როგორიც მიკროჰესის მფლობელს სოსო აბჟანდაძეს დაემართა.

მცირე მეწარმემ 20 წლის წინ სათბურის ამუშავების მიზნით იაფი ენერგიის წყარო მოიძია და  მოსკოვის გამზირზე თბილისის ზღვიდან ჩამომავალ წყალს მიაკვლია. 90-იან წლებში მიტოვებული და დაჭაობებული ტერიტორია ნაგვისგან გაასუფთავა. ჩამდინარე წყლის ხარჯზე კი მალე ელექტროენერგიის გამომუშავება დაიწყო. აბჟანდაძე მიღებულ ელექტროენერგიას საკუთარ სათბურში იყენებდა, თუმცა ენერგიის ძირითადი ნაწილი გამოუყენებელი რჩებოდა და იკარგებოდა. ამიტომ მეწარმემ თელასს ქსელში ჩართვა და ელექტროენერგიის გაყიდვის უფლება სთხოვა. წლების განმავლობაში აბჟანდაძემ საბუთებით მოიარა ყველა შესაბამისი უწყება, მრავალჯერ მიმართა თელასს, სემეკს, ენერგეტიკის სამინისტროს, პრეზიდენტს და პარლამენტს. თითქოს მარეგულირებელი კომისიისგან თანხმობაც მიიღო, მაგრამ თელასის გასაჩივრების შემდეგ სემეკმა ხელები დაიბანა და ყველაფერი კანონმდებლობის ხარვეზს მიაწერა. ასე დამთავრდა ერთი მეწარმის წარუმატებელი ბიზნეს ისტორია, რომელმაც ახალი მიკროელექტროსადგურების აშენების სხვა მსურველებიც დააფრთხო.

პოლიტექნიკური ინსტიტუტის ოფიციალური დასკვით  ჩამომდინარე წყლებიდან, რომლის გამკეთებელი და ყურადღების მიმქცევი ჯერჯერობით არავინ არის მხოლოდ ქალაქ თბილისის მასშტაბში 2,5  მეგავატი ელექტროენერგიის მიღება შეიძლება. და ეს მაშინ, როცა ქვეყანაში წლიდან წლამდე იზრდება ძვირი იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი.

დღეს ტარიფებთან დაკავშირებით  საქართველოში არსებული ვითარების  ნაცვლად ევროდირექტივის მიხედვით, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა და ევროპის ენერგოგაერთიანების წევრმა ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურისთვის (ევროსტატი)  მომხმარებლებისათვის  განკუთხვნილი ინფორმაციის მიწოდება გაზისა და ელექტროენერგიის მიყიდვის ფასებსა და პირობებზე; ტარიფის შემადგენელ ყველა კომპონენტზე, ყველა მომწოდებელზე. როგორც წესი, მსხვილ ენერგოკომპანიებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საწარმოების სტატუსი აქვთ მინიჭებული, რაც ასევე ევროპული კანონმდებლობით სრულ გამჭვირვალება ითხოვს. ევროპაში მიიჩნევენ, რომ რახან საწარმოში ათასობით თანამშრომელია დასაქმებული და ასი ათასობით აბონენტს ემსახურება, იქ მსხვილი კაპიტალი ბრუნავს და მისი გაკოტრება უამრავ ადამიანს დააზარალებს, ამიტომ  ინფორმაცია მაქსიმალურად უნდა გახსნან. დაინტერესებულ მომხმარებელს ან ჟურნალისტებს პირდაპირ საიტიდან შეუძლიათ გაიგონ ყველა მონაცემი. რა თქმა უნდა, გამჭვირვალების მაღალ სტანდარტს განაპირობებს ამ ტიპის საწარმოების ყოველწლიური სავალდებულო და კვალიფიციური აუდიტიც, რაც ასევე საჯარო ინფორმაციაა.

დღეს სქართველოში  ძალზე მცირეა იმ მომხმარებლების რიცხვი, ვინც ჰიდროელექტროსადგურებიდან ელექტროენერგიის პირდაპირი შესყიდვის უფლებით სარგებლობს. თუ აღნიშნულს დავუმატებთ მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის მიყიდვაში კონკურენციის პრაქტიკულად არ არსებობას (სამი გამანაწილებელი კომპანია დამოუკიდებელი საცალო მიმწოდებელი კომპანიების ნაცვლად), ნათელი გახდება, რომ ევროპული კანონმდებლობისგან ძალიან შორს ვართ. გარდა ამისა საქართველოში ევროპული კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ ორივე ელექტროენერგეტიკული კომპანია – „თელასი“ და „ენერგო-პრო ჯორჯია“ ფლობენ საკუთარ გენერაციის ობიექტებს, გამანაწილებელ ქსელს და თავად არიან მიმწოდებელიც, ანუ პრაქტიკულად ბაზრის გახსნილობა მხოლოდ სიმბოლურია.

ანალოგიური და შესაძლოა უარესი მდგომარეობაა გაზის სისტემაში, სადაც პირდაპირი მომხმარებლების რიცხვი ასევე შეზღუდულია. ძირითადი გამანაწილებელი კომპანიები - შპს "სოკარ ჯორჯია გაზი", და შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" რჩებიან ბუნებრივი გაზის უმსხვილეს გამანაწილებელ-მიმწოდებლებად, ხოლო მცირე გამანაწილებელი და მიმწოდებელი კომპანიები სრულად არიან დამოკიდებული მათზე.

კონკურენციის პოლიტიკის რეფორმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაც იყო. ქვეყანაში ეფექტიანი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა და კონკურენციის მარეგულირებელი ქმედითი ორგანო უნდა არსებობდეს. ამის ნაცვლად კი დღესდღეობით კონკურენციის სააგენტოს ენერგეტიკის სფეროში მოქმედი კომპანიების დაჯარიმების უფლება არა აქვს, იმ შემთხვევაშიც კი ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის მქონე კომპანიის მიერ ამ მდგომარეობის ბოროტად გამოყენება რომც დადგინდეს. ევროკავშირის კონკურენციის პოლიტიკის მიხედვით კონკურენციის სააგენტოს ზედამხედველობის სფეროდან არცერთი სექტორი არ უნდა იყოს გამოყვანილი. ამასთან, ბაზრის რეგულირება და კონკურენციის პოლიტიკა ორი სხვადასხვა სფეროა და ისინი ერთმანეთისგან მკვეთრად უნდა იყოს გამიჯნული.

არსებული სიტუაცია აფიქრებინებს  ექსპერტ გიორგი ვაშაყმაძეს,  რომ დახურული ენერგოსისტემის გახსნილობის შემთხვევაში "ენერგიის მოხმარების მხრივ დიდი ეკონომია შეიძლება გაკეთდეს, მნიშვნელოვნად შემცირდება ხარჯი,რომელიც ხშირად აბსოლუტურად გაუგებარია, ასეთი ტემპებით როგორ შეიძლება იზრდებოდეს! დარწმუნებული ვარ  იმდენად შემცირდება მოხმარება, რომ ქვეყნისთვის ბევრად მნიშნელოვანი დანაზოგი იქნება, ვიდრე მინისტრების და მათი მოადგილეების ხელფასების და დანამატების შემცირება. ბიუჯეტის შემოსავლები გაიზრდება, ხარჯები შემცირდება, კორუფციის მასშტაბები შემცირდება, საინვესტიციო მიმზიდველობა კი გაიზრდება. აი სწორედ ესაა ევროპის ენერგოგაერთიანების მთავარი პლიუსი”, - ამბობს ჩვენტან საუბარში ვაშაყმაძე.
რაც შეეხება საინვესტიციო მიმზიდველობას და შესაბამისად ეკონომიკურ ინტერესებს,  საქართველოს აქაც უზარმაზარი პერსპექტივები ეხსნება. ევროკავშირის დამოუკიდებლობის ქარტია: "ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობა ინვესტორებს უფრო მიმზიდველ გარემოს პირდება, რაც გაზრდის სტიმულირების მექანიზმებს ევროკავშირის ენერგოპოლიტიკის განსახორციელებლად იმ ქვეყნებში, რომელთაც ინვესტიციები სჭირდებათ“ .ევროკომისია კი უზრუნველყოფს, ენერგოგაერთიანების წევრი ქვეყნებისთვის ევროკავშირის დაფინანსების ოპტიმიზაციას 2020 წლამდე შემუშავებული ენერგოსტრატეგიის შესაბამისად და პრიორიტეტად მიიჩნევს იმ პროექტებს, რომლებიც გაზრდის ევროკავშირის ენერგომიწოდების უსაფრთხოებას.

დიდი ხანია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ქვაკუთხედად ენერგო უსაფრთხოების კონცეფცია იქცა, რაც ძირითადად რუსეთის გვერდის ავლით, კასპიის ზღვის რეგიონში ნავთობსადენების თუ გაზსადენების და მიწოდების მარშრუტების მხარდაჭერას, მიწოდების წყაროების დივერსიფიცირებას ისახავდა მიზნად. შედეგად, ბოლო ათწლეულის მანძილზე ევროპულმა კომპანიებმა უზრუნველყვეს ნავთობის და გაზის  რიგი საბადოების და მილსადენების განვითარება კასპიის რეგიონში. მათ შორის ბაქო თბილისი- ჯეიჰანის ნავთობსადენი და სამხრეთ კავკასიის გაზსადენი. შემდგომი გეგმები მოიცავს  ტრანს-ადრიატიკის და ტრანსანატოლიიის, თეთრი ნაკადის გაზსადენების და ტრანსკასპიური გაზსადენების მშენებლობას. ეს პროექტები ერთობლიობაში ქმნიან ტრანსევროპული ენერგოსისტემის სამხრეთ დერეფანს და ძველ ევროპასთან ერთად ახალი წევრი ქვეყნების რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობას უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, ისიც რომ საქართველოს ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების შედეგად, ევროკავშირი ვალდებული იქნება, სათანადო რეაგირება მოახდინოს რუსეთის ქმედებებზე ოკუპირებულ რეგიონებში, როცა უშუალოდ რუსეთის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარეობს ცხინვალში გაზსადენის მშენებლობა, "როსნეფტი" კი აფხაზეთის კონტიტენტურ შელფზე ნავთობის მოძიებას იწყებს, რაც საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა.

რასაკვირველია, გაწევრიანების პროცესში არის პრობლემური საკითხებიც. ოფიციალურად არასდროს გაცხადებულა, თუმცა შიდა საუბრებში სამინისტროს და მთავრობის წარმომადგენლები ძირითადად ორ ფაქტორს ასახელებენ: 1)ევროკავშირის მესამე ენერგეტიკული პაკეტის განხორციელება, რასაც შეეძლო შეექმნა საფრთხე საქართველოსთვის სამხრეთ კავკასიური მილსადენიდან სატრანტიზო ხელშეკრულებით განსაზღვრული ოფციაური და დამატებითი გაზის მიღებას; 2)საქართველოსთვის პრობლემატურია ინტეგრირებული კომპანიების განცალკევება ელექტროენერგეტიკისა და გაზის სექტორებში, კომპანიებთან მთავრობის მიერ გაფორმებული გრძელვადიანი მემორანდუმები, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს.


დასკვნა

ცხადია, ზემოთ  ჩამოთვლილი  მიზეზები ან მიზეზთა ერთობლიობა განაპირობებს ევროპის ენერგოთანამეგობრობის მიმართ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას. ისიც ნათელია, რომ გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იქნებოდა სწორედ იმ ვალდებულებების გამო, რომლებიც საქართველოს წინაშე დგება ევროპის ენერგეტიკული თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრობის შემთხვევაში. თუმცა სასწორზეა ქვეყნის ევროპული არჩევანი. ისევ მურმან მარგველაშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ, "ფანჯარა ღიაა 2016 წლის სექტემბრამდე. ჩვენ ახლა ვგავართ ზარმაც მოსწავლეს, რომელიც ყველა დავალების შესრულებას სულ ბოლოს, გამოცდის წინა დღეს იწყებს. ან სხვანაირად რომ ვთქვათ,  პირველი კლასის ვაგონი უკვე გამოვტოვეთ, მეორე, მესამე კლასიც და უკვე დაძრულ მატარებელს უნდა შევახტეთ.შეღავათიანი მექანიზმის გამოყენების ბოლო ვადა იწურება. თუკი ჩვენ ვაპირებთ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას, დღითიდღე უფრო გაგვიჭირდება ამის გაკეთება".

ევროკავშირის ინტერესი, გააღრმავოს თანამშრომლობა საქართველოსთან, მართლაც მრავალმხრივია. ცნობილია, რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკომისია გაზის სამხრეთული დერეფნის გეგმების განხორციელებას. მაგალითისთვის, კვლავ ჟოზე მანუელ ბაროზუს სიტყვები გამოდგება: „რაც შეეხება ენერგეტიკული წყაროებისა და მარშრუტების დივერსიფიცირებას, სამხრეთის დერეფნის განვითარება უმთავრესი პრიორიტეტია ევროკავშირისთვის. ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოს უმნიშვნელოვანეს სატრანზიტო როლს“. უბრალოდ მათ სურთ დარწმუნდნენ,  რომ საქართველოს სახით სანდო და პრინციპულ პარტნიორთან აქვთ საქმე.
"იმდენად დიდხანს გაიწელა ეს პროცესი, რომ ცხადია, ვიღაცას  ხელს აძლევს… არგუმენტები, რომ ეს რთულია, გვეზარება, არ გვყოფნის ხალხი, არ ვიცით ზუსტად რა არის, ეს პირველი და უცოდველი ვერსია არ მუშაობს. მეორე რაც სახეზეა, გამჭვირვალების აუცილებლობით არის გაჟღენთილი მათი ყველა მოთხოვნა. ანუ ამ სისტემისთვის მიუღებელია ურთიერთგადაჯაჭვული საეჭვო ბიზნესები,როცა არ ჩანს, საიდან ჩნდება შემოსავალი და სად მიდის ფული, რაც ხელს უშლის ქვეყანას რომ სწორად დაბეგროს ბიზნესი. რუსეთი კი, რომელიც არის კორუფციის ყველაზე დიდი ექსპორტიორი მთელს მსოფლიოში, საჭიროებს არაგამჭვირვალე გარემოს. ამ მხრივ საქართველო არაა გამონაკლისი. ანალოგიური მდგომარეობაა ყველა იმ ქვეყანაში, რომელიც შეიძლება დღეს არის ენერგოგაერთიანების წევრი , მაგრამ გამჭვირვალე ენერგობიზნესიდან ჯერ შორს არის და ევროპა დიდ წინააღმდეგობებს აწყდება. ერთად თავმოყრილი მსგავსი პრობლემები ყოფილ პოსტსაბჭოტა ქვეყნებში დღეს ყველასთვის გასაგებს ხდის ვინ დგას ამ პროცესის უკან.თუ ვიღაცას ექნება უფლება ჩაიხედოს შენს საქმიანობაში, გაანალიზოს შენი საქმიანობა და დაგისვას კითხვები, ეს რასაკვირველია ხელს შეუშლის იმ პროცესს, რასაც კორუფციის ექსპორტი შეგვიძლია დავარქვათ. რასაკვირველია, ესააა მთავარი წინააღმდეგობა, დანარჩენი სიძნელეები დაძლევადია. შედეგი კი იქნება ძალიან კარგი", - სტატიასაც სწორედ  გოგი ვაშაყმაძის ამ ოპტიმისტური შეფასებით დავასრულებთ.
 

ეკა სარია


წაკითხულია
11962
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე სტატიები არ მოიძებნა


ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

banner
banner
banner