banner
23 მარტი 2016 | 17:21 კანონმდებლობა

ფინანსური ანგარიშგების ახალი მოდელი, როგორც საფონდო ბირჟის შექმნის წინაპირობა

ფინანსური ანგარიშგების ახალი მოდელი,  როგორც საფონდო ბირჟის შექმნის წინაპირობა

კანონპროექტის "მარგალიტი”: სრული ნდობა საწარმოებს, ვინც უფრო მეტ ინფორმაციას წარუდგენს აუდიტს, ვიდრე მას ეს კანონით მოეთხოვება

"ჩვენ გვაქვს მრავალმილიონიანი საკრედიტო ხაზი, ვართ იბიარდის ბენეფიციარებიც (10მლნ $). ჩვენთვის ფინანსური ხელმისაწვდომობის კომპონენტი პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან საერთაშორისო "ანადოლუ ჯგუფი" იბიარდის და სხვა ევროპული ბანკების დიდი ხნის და სანდო პარტნიორია. ჩვენი ფინანსები და ბიუჯეტი იმდენად ადვილად წასაკითხია, რომ არცერთი ფინანსური ინსტიტუტი ჩვენთან თანამშრომლობისგან თავს არ შეიკავებს. მეტსაც გეტყვით, ჩვენს კორპორაციაში მარტო მოწვეულ აუდიტორებსაც არ ვენდობით, თუმცა მხოლოდ დიდი ოთხეულის წევრ კომპანიებთან "PricewaterhouseCoopers"-თან  და "KPMG" -თან ვთანამშრომლობთ. ჩვენთან მუშაობს შიდა კორპორატიული აუდიტიც, რომელიც ყველა ხარჯის მიზნობრიობას და ყველა ციფრის უტყუარობას ამოწმებს.  ჩვენი კომპანია უკვე ფინანსური ინსტიტუტის დონეზეა აწყობილი.  ამიტომ აიღო უპრობლემოდ ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთმა კომპანიამ "ანადოლუ ენერჯიმ" ახლა იბიარდიდან კიდევ 20 მლნ დოლარის სესხი და უპრობლემოდ იყიდა  200 მლნ. დოლარად  ფარავნის ჰიდროელექტროსადგური.  დარწმუნებული ვარ,  ჩვენს მსგავსად ამ სისტემის დანერგვით ბევრად გაიუმჯობესებენ მდგომარეობას სხვა ქართული კომპანიებიც. მართალია, ფინანსური ანგარიშგების ახალ მოდელზე გადასვლით ქართულ საწარმოებს თავიდან თავის ტკივილთან ერთად ხარჯიც გაეზრდებათ და ეს იქნება საკმაოდ სერიოზული ხარჯი, მაგრამ სამაგიეროდ, იაფ ფულთან ფინანსური წვდომა გაუადვილდებათ" - ასე ასაბუთებს საერთაშორისო კორპორაცია "ანადოლუ ჯგუფის" ქართული საწარმო "ნატახტარის" კორპორატიული დირექტორი ნიკოლოზ ხუნწაკიშვილი ფინანსური ანგარიშგების ევროპულ მოდელზე გადასვლის აუცილებლობას.

დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა, რომ ევროპაში ფინანსური ანგარიშგების სანდოობასა და ხარისხთან ასოცირდება, დიდი ხნის წინ გამოსცადა ბიზნესმენმა, ცეზარ ჩოჩელმაც - რამდენიმე წლის წინ ძვირი კრედიტების გამო ქართულ ბანკებზე გაბრაზებულმა "ზედაზენის" მფლობელმა  ევროპულ ფინანსურ ინსტიტუტებს ჩააკითხა და ნახა, რომ მოწესრიგებულმა ფინანსურმა ანგარიშმა გაჭრა.  ევროპელი ბანკირები რამდენიმე მილიონიანი საკრედიტო ხაზის გახსნაზე დათანხმდნენ.  შემდეგ უკვე პირდაპირ ევროპელ მეწარმეებთან სცადა მოლაპარაკება და დღეს მათთან უკვე უფრო უკეთესი პირობებით, კრედიტების გარეშეც თანამშრომლობს: "2013 წელს ჩვენ  გერმანიიდან, თანაც პირდაპირ საწარმოდან 20 მლნ ევროს ინვესტიციის მოზიდვა მოვახერხებთ. სწორედ ასე მოვახერხეთ გადაიარაღება. ასეთი დასკვნის გარეშე ამ ინვესტიციას ვერ მოვიზიდავდი. კარგა ხანია, რაც მსხვილი კომპანიები ისედაც დიდი აუდიტორული ოთხეულთან ვთანამშრომლობთ. ამ საშუალებას ისედაც ვიყენებთ უცხოური ინვესტიციების და ფინანსების მოსაზიდად ".

ცეზარ ჩოჩელი იხსენებს, რომ თავიდან ახალ სტანდარტებზე გადასვლა და ელექტრონული საბუღალტრო სისტემების დანერგვა საკმაოდ გაუჭირდა. კვალიფიციური ბუღალტრების  შოვნაც პრობლემა იყო, თანაც ისეთის, ევროპული IFRS-ის პროგრამით მუშაობას რომ შეძლებდა. მაშინ ბევრი ამის აუცილებლობას ვერ ხედავდა. ფინანსური ანგარიშგების ევროპული მოდელის დანერგვა საკმაოდ ძვირი სიამოვნება იყო და თან საქართველოში  ამ სტანდარტით მუშაობის აუცილებლობა არ არსებობდა. თანდათან კი თითქმის ყველა მიხვდა, რომ ევროპელ ან ამერიკელ ბიზნესმენს სხვაგვარად ვერ დააინტერესებდა და დღეს მსხვილი საწარმოების აბსოლუტური უმრავლესობა ახალ სისტემას იყენებს: "კარგია, რომ ახლა სახელმწიფოც მიხვდა ამის აუცილებლობას.  ჩვენთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. საშუალო და წვრილი ბიზნესი კი ამ ხარჯების მომსახურებას კი ვერ გაუძლებს. მხოლოდ აუდიტორის მომსახურება ყოველწლიურად მინ 50 ათასი $ ჯდება, მაგრამ ამას აზრი არა აქვს, თუ ჯერ შესაბამისი ავტომატიზაციის დონე, თანამედროვე ელექტრონული საბუღალტრო სისტემები  არ დანერგე, სხვა სტანდარტების დაკმაყოფილებაც საჭიროა".

ფინანსური ანგარიშგების ახალი კანონპროექტის მიხედვით, "ნატახტარისა" და "ზედაზენის" მსგავსად, დაახლოებით, სხვა 80 ყველაზე მსხვილ ქართულ საწარმოსაც მოუწევს ყოველწლიურად  ფინანსური ანგარიშის  და დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნის გასაჯაროება. ბიზნესმენები, ვინც ამ სისტემით უკვე მუშაობს, ვერც გასაჯაროებაში ხედავენ პრობლემას. " ნატახტარის აქტივები,  დაახლოებით, $150 მლნ, დაახლოებით 80 მლნ ლარი კი წლიური ბრუნვა. ჩვენ ვართ ერთ-ერთი საერთაშორისო კორპორაციის წარმომადგენელი. ჰოლდინგში ჩვენი მმართველი სტრუქტურა ასე გამოიყურება,  ჯერ არის ჰოლანდიური მმართველი კომპანია, უფრო ზევით არის "ანადოლუს ეფესი", და სულ ზედა რგოლია 'ანადოლუ ჯგუფი'. ლონდონის საფონდო ბირჯაზე აქციებს "ანადოლუს ეფესი" ათავსებს, ასე რომ ეს ინფორმაცია ისედაც სადღაც საჯაროვდება და რა პრობლემაა რომ ეს საქართველოში გასაჯაროვდეს. პირიქით ჩვენი საკომუნიკაციო სტრატეგია მთლიანად მიმართულია იქითკენ, რომ საზოგადოებამ ყველაფერი იცოდეს ჩვენი ინვესტიციების შესახებ, მე მართლა მომხრე ვარ გამჭვირვალე სისტემის, მართლა მომხრე ვარ საქართველოში საფონდო ბირჟის ამოქმედების.  ეს წინაპირობაა საფონდო ბირჟაზე გასასვლელად.ისე ვის რაში სჭირდება ჩემი ფინანსური დოკუმენტები, მე საგადასახადო ინსპექციაში ამას ისედაც წარვადგენ, რახან გამოქვეყნებას დამავალებენ, რაღაც წინაპირობაც უნდა არსებობდეს,"- ამბობს ნიკოლოზ ხუნწაკიშვილი.

გაცილებით ნაკლები ენთუზიაზმით ხვდება ფინანსური ინფორმაციის საქართველოში გასაჯაროების ვალდებულებას ცეზარ ჩოჩელი. იქამდე, ვიდრე ქვეყანაში საფონფო ბირჟა რეალურად არ ამუშავდება, ის ამის აუცილებლობას ვერ ხედავს. "მე  ვერ ვხედავ აქ რაიმე ხელისშემშლელს ან ისეთ საიდუმლოს, რისი გამხელა საზოგადოებისთვის არ შეიძლება. მაგრამ როცა საქართველოში საფონდო ბირჟა ისედაც არ არსებობს, ქართულ გაზეთში გამოქვეყნება რას მოგვცემს , მემგონი დიდად არაფერს შეცვლის. აუდიტორულ დასკვნაში კი ისეთი არაფერი წერია, რომ კონკურენტებმა ჩემს საწინააღმდეგოდ გამოიყენონ. მეორეს მხრივ, ესაა ჯანსაღი კონკურენციის საწყისი. ჩვენ ერთმანეთისგან გავიგებთ სიახლეებს, პერსპექტივებს , მივხვდებით ჩვენს შეცდომებს და მუდმივად გვექნება განვითარების, კონკურენციის მოგების სურვილი. ერთადერთი, სადაც მთავრობის ოპტიმიზმს ბოლომდე ვერ გავიზიარებ, ისაა, რომ საფონდო ბირჟის განვითარება ასე მარტივად არ მოხდება, აქ ბევრი იქნება სამუშაო. მისახედია ჯერ საბანკო სფერო, მარტო კურსთაშორის სხვაობებს შეხედეთ ბანკებში, 10-11 პუნქტია სვბაობა. ამ პირობებში ფულის კონვერტირება და მუშაობა პრაქტიკულად შეუძლებლი ხდება. ცუდი ისაა, რომ მთელი ქვეყანა მუშაობს საბანკო სისტემის განვითარებაზე. 20 წელია საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ ბანკებს ანვითარებს. პირველ რიგში ბიზნესს სჭირდება მოწესრიგებული საბანკო სექტორი. კანონი უნდა შეიქმნას საფინანსო ინსტიტუტების შესახებ  და ზემოგებები  აიკრძალოს. ცოტა ხნის წინ ხმაური ატყდა ფარმაცეპტული სფეროს ზემოგებებზე. ბანკებშიც დაახლოებით იგივე ხდება, უცხოეთიდან მოზიდულ იაფ 3-4%-იან ფულს ბანკები 10-11%-ად გასცემენ. რა გამოდის ? რომ მხოლოდ მათთვის შეიძლება 200%-იან მოგებაზე მუშაობა? საფონდო ბირჟა განავითარონ და კი ბატონო, ყველაფერს გავასაჯაროებთ."

ფინანსური ანგარიშგების კანონპროექტების ავტორები აცხადებენ, რომ ინფორმაციის გასაჯაროების აუცილებლობას მხოლოდ ბიზნესის ინტერესებში არ განიხილავენ. ინვესტორი,  ბრენდის მომხმარებელი ან თუნდაც კომპანიის თანამშრომელი დაცულად რომ გრძნობდეს თავს, საწარმოს საქმიანობის შესახებ ინფორმირებული უნდა იყოს. ახალი კანონით მსხვილ ბიზნესმენებს მხოლოდ წლიური ანგარიშის და მოგება-ზარალის წარდგენა არ დაევალებათ. მათ უნდა გაასაჯაროონ ფულადი ნაკადების და საკუთარი კაპიტალის ანგარიში, სააღრიცხვო პოლიტიკა, ფინანსური ანგარიშის განმარტებითი შენიშვნები, აქტივები და ვალდებულებები, მოკლედ ყველა შესაძლო საფრთხე უნდა ასახონ. უფრო მეტიც, იმ შემთხვევაში თუ საწარმოს ხელმძღვანელებს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებენ ან პარალელურად სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, მენეჯმენტს ექნება ვალდებულება ეს ფაქტიც აუცილებლად ახსენოს და განმარტებებიც გააკეთოს. ამ ანგარიშით ცხადი გახდება, თუ საწარმოს ფუნქციონირების უწყვეტობას რაიმე საფრთხე ემუქრება და დაიცავს თანამშრომლებს უეცარი გაკოტრებისგან ან ხელფასის შემცირებისგან. იმ ფონზე,  როცა დღეს საქართველოში გაჩერებულია ჭიათურმანგანუმი და რუსთავის აზოტი, მცირე დატვირთვით მუშაობს ფეროშენადნობთა ქარხანა და რუსთავის მეტალურგიული, გაფიცვების ტალღამ გადაუარა ქსანსა და ტყიბულს, ფინანსური გამჭვირვალების დანერგვა უფრო აუცილებელი ხდება. ეს ანგარიში პასუხს გასცემდა აქამდე უპასუხო კითხვებს, რატომ გაჩერდნენ საწარმოები, მართლა აქვთ თუ არა პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა და შესაძლებლობა გაზარდონ ხელფასები.

რაც შეეხება საფონდო ბირჟის ამოქმედებას, მის აუცილებლობაზე არავინ დაობს. მაგრამ კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, ეროვნული ბანკის  ფინანსური აღრიცხვის დეპარტამენტის უფროსი სალომე  სხირტლაძე  აცხადებს, რომ ეს თანმიმდევრული პროცესია: "გამოცდილება აჩვენებს, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ჯერ ფინანსური გამჭვირვალება დანერგეს და მერე განვითარდა საფონდო ბირჟაც. ვინ უნდა იყიდოს აქციები საქართველოში?  იქ სადაც ნდობის და გამოცდილების დეფიციტია და ნაკლები საჯაროობა, ადამიანი თავის დანაზოგს აქციებში არ განათავსებს. მსოფლიოში მას ყიდულობენ საპენსიო ფონდები ან სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც სიცოცხლის დაზღვევაზე მუშაობენ. ჯერ ეს სფერო უნდა განვითარდეს. ბანკებშიც ანაბრები მას შემდეგ გაიზარდა, რაც ეს სტანდარტი დანერგეს. ბირჟის ამოქმედების მეორე წინაპირობა კი ეკონომიკის განვითარებაა. ხელოვნურად ეს ვერ მოხდება. ამას სლოვენიის მაგალითიც მოწმობს, სადაც ბირჟის ყველა რეფორმა ჩაატარეს, ყველანაირად ხელი შეუწყვეს , მაგრამ სანამ ეკონომიკა არ განვითარდა, მანამდე ბირჟა ვერ აამუშავეს".

კომპანიების ფინანსური ანგარიშგების აუცილებლობა მსოფლიოში პირველად 90-იანი წლების ბოლოს, აზიის განვითარებადი ქვეყნების კრიზისის დროს გაჩნდა, როგორც მზარდი სისტემური რისკების გამაფრთხილებელი ყველაზე სანდო ინდიკატორი. ეს რომ ასეა, ამერიკისა და ევროპის საფონდო ბირჟების კრიზისის დროსაც დადასტურდა, როცა გაირკვა, რომ კრიზისის მიზეზი ამჯერადაც უმსხვილესი კორპორაციების ფინანსური მდგომარეობის არაზუსტი და გაბუქებული შეფასება იყო. ასე რომ, დღეს ეს ინფორმაცია ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია არამარტო განვითარებად ქვეყნებში. კვალიფიციური აუდიტის მიერ მომზადებული ინფორმაცია საწარმოს საკრედიტო რისკის შეფასების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, ამიტომ  ინვესტირება და ფასწარმოქმნა მეტწილად ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით წყდება.

კვლევების თანახმად, არასანდო ინფორმაცია  ფინანსური რესურსების მოზიდვის ერთგვარი ბარიერია. ინვესტორებისათვის კი დამატებითი ხარჯია, რადგან ნაკლები ინფორმაცია მეტ რისკს ნიშნავს. კორპორატიული მართვის პრაქტიკა, მათ შორის ქვეყნის გამჭვირვალების ხარისხი, ევროპელი ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი ინდიკატორია. ქვეყნების საინვესტიციო გარემოს შესაფასებლად, მაგალითად "venture capital attractiveness" ან "ease of doing business", გამჭვირვალება ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტია.

ევროკავშირის  2014/56/EU და 2013/34/EU დირექტივების მიხედვით, საწარმოები საქართველოშიც ზომების და რისკ ჯგუფების მიხედვით დაიყოფა, შესაბამისად ფინანსური აღრიცხვის სტანდარტები, აუდიტის მოთხოვნა და ანგარიშგების გამოქვეყნებაც ამ კლასიფიკაციის ( ან ზომითი კატეგორიების) მიხედვით დაწესდება.

საწარმო ამა თუ იმ კატეგორიაში იმ შემთხვევაში მოხვდება, თუ მოცემული სამი პარამეტრიდან (აქტივები, ბრუნვა და თანამშრომელთა რაოდენობა) 2-ს მაინც დააკმაყოფილებს. ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ ყველაზე ნაკლები მოთხოვნების შესრულება მცირე ე.წ. მიკროსაწარმოებს მოუწევთ, სადაც მაქსიმუმ 10 თანამშრომელია დასაქმებული. ჯამური აქტივები - 1 მლნ ლარს, წლიური ბრუნვა კი 2 მლნ. ლარს არ აღემატება. ევროპული კანონმდებლობა მცირე ბიზნესის წახალისებას და შესაბამისად მათთვის სტანდარტების გაიოლებასაც გულისხმობს. ამიტომ აუდიტორული დასკვნის მომზადება და მისი გასაჯაროება მეწარმის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

ფინანსთა სამინისტროს მიერ ევროდირექტივების შესაბამისად მომზადებული კანონპროექტის მიხედვით შემდეგ კატეგორიაში ანუ მცირე საწარმოებში გაერთიანდებიან ის კომპანიები, რომელთა ჯამური აქტივები - 10 მილიონი ლარს; წმინდა შემოსავლები - 20 მილიონი ლარს;  თანამშრომელთა რაოდენობა კი მაქ.  50 (ორმოცდაათი) კაცს არ აღემატება. ამ ტიპის კომპანიებისთვის აუდიტის მომზადება სავალდებულო არ იქნება, თუმცა რაღაც ტიპის ფინანსური ანგარიშის გასაჯაროება აუცილებელი გახდება.

გაცილებით მკაცრია მოთხოვნები საშუალო საწარმოსთვის, რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდში სამი კრიტერიუმიდან ორს მაინც აკმაყოფილებს: ჯამური აქტივები - 50 მილიონი ლარი; წმინდა შემოსავლები - 100 მილიონი ლარი; დასაქმებულთა რაოდენობა კი არა უმეტეს 250 (ორასორმოცდაათი) კაცი. მათ ისევე როგორც შემდეგ, მსხვილი საწარმოების კატეგორიაში მოხვედრილ კომპანიებს (ჯამური აქტივები - 50 მილიონი ლარი; წმინდა შემოსავლები - 100 მილიონი ლარი; თანამშრომელთა რაოდენობა 250), კვალიფიციური აუდიტის მიერ მომზადებული ფინანსური ანგარიშის გასაჯაროება დაევალებათ.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით, ევროდირექტივებზე დაყრდნობით, ცალკე განისაზღვრება სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საწარმოების- Public interest entity, ე.წ. საზოგადოებრივი დაინტერესების პირის  ცნება. ყველაზე მაღალ რისკ ჯგუფში შევლენ საწარმოები, რომელთა ფუნქციონირებას არსებითი მნიშვნელობა აქვს ფინანსური სტაბილურობისთვის, ასევე მათი გაკოტრებით მრავალი ინვესტორი თუ სხვა დაინტერესებული ადამიანი იზარალებს.  ასეთ ჯგუფს საქართველოში მიაკუთვნეს მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტები, საფონდო ბირჟის მონაწილე ბიზნესი და  სადაზღვევო კომპანიები. ქვეყნები საჭიროების მიხევით ამ ჯგუფს მიაკუთვნებენ კერძო საპენსიო ფონდებს, რომელიც საქართველოში არ არსებობს.  მაგალითად  utility sector-ს, დეველოპერულ სექტორს, რომლის გაკოტრების შემდეგაც უამრავი ადამიანი საქართველოში უბინაოდ დარჩა და მსხვილ სახელმწიფო დაწესებულებებს. შესაბამისად Public interest entity  საწარმოებზე ვრცელდება ყველაზე მკაცრი მოთხოვნები, მათ მოუწევთ გარკვეული ინფორმაციის გამჟღავნებაც (ბიზნეს მოდელი, კორპორატიული მართვა, key performance indicators, აუდიტორული შემოწმებისთვის გადახდილი თანხა, ownership structure, მენეჯმენტის წერილი და ა.შ.).

ბიზნესმენთა წახალისების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით შემოდის ევროპული მოდელისთვის უცნობი, ე.წ. დაბალი რისკჯგუფის მატარებლის ცნებაც. ამ სტატუსს მეწარმე იმ შემთხვევაში დაიმსახურებს, თუ ის საკუთარი ინიციატივით საგადასახადო ინსპექციას აუცილებელზე უფრო მეტ, დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის. ამ შემთხვევაში მის ანგარიშს სახელმწიფო სრულ ნდობას გამოუცხადებს და ის შემოწმებისგან თავისუფლდება.

კანონპროექტის ქართული მოდელი გერმანული, ფრანგული, იტალიური და ნორვეგიული გამოცდილების გათვალისწინებითაა შექმნილი და ის რომელიმე კანონის ზუსტ ასლს არ წარმოადგენს. მის განხილვაში ახლა მთავრობისა და პარლამენტის  წევრებთან ერთად მეწარმეებიც უნდა ჩაერთონ. მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით მომზადებულ კანონპროექტს ქართველ ბიზნესმენებს ხვალ, 24  მარტს, პირველად გააცნობენ.


ეკა სარია

 

წაკითხულია
4979
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

ცვლილებები „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში - ასრულებს თუ არა ქვეყანა ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს შესყიდვების მიმართულებით?

ცვლილებები „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში - ასრულებს თუ არა ქვეყანა ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს შესყიდვების მიმართულებით?

“სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტის პირველი საკომიტეტო მოსმენა წამყვანი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე უკვე შედგა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განმარტების თანახმად, ცვლილებების კანონპრ

28 თებერვალი 2017 | 19:12 კანონმდებლობა ვრცლად
სავალდებულო აუდიტის ამოქმედება ძველ სიაში მყოფ აუდიტორებსა და სახელმწიფო საწარმოების მენეჯერებს არ აწყობთ

სავალდებულო აუდიტის ამოქმედება ძველ სიაში მყოფ აუდიტორებსა და სახელმწიფო საწარმოების მენეჯერებს არ აწყობთ

მსოფლიო ბანკი რეფორმის ტემპებით უკმაყოფილო იყო, ღიად მიუთითებდა დარღვევებსა და ჩამორჩენაზე ყველა მიმართულებით და საქართველოს მთავრობისგან კატეგორიულად ითხოვდა ახალი კანონის დროულ მიღებას. მოწესრიგებულ და ღია ფინანსურ სისტემაზე გადასვლის აუცილებლობა მთავრ

21 მარტი 2016 | 11:52 ეკონომიკა ვრცლად
Morison International-ს აუდიტის ბაზარზე არ უშვებენ

Morison International-ს აუდიტის ბაზარზე არ უშვებენ

კონკურენციის სააგენტო მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ აუდიტორული დასკვნის გამცემ პირთა შერჩევის მოქმედი წესი წინააღმდეგობაში მოდის "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონთან: სახელმწიფო ქონების შეფასების ექსკლუზიური უფლება ამჟამად მთავრობის მიერ შერჩეულ მ

14 ნოემბერი 2014 | 15:58 ეკონომიკა ვრცლად
ალტერნატიული აუდიტი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებთან წინააღმდეგობაში მოდის

ალტერნატიული აუდიტი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებთან წინააღმდეგობაში მოდის

ალტერნატიული საგადასახადო შემოწმება იგივე ალტერნატიული აუდიტი 2015 წლის პირველი იანვრიდან აღარ იარსებებს. მისი გაუქმების ძირითად მიზეზად პროექტის ვადის ამოწურვა სახელდება. გარდა ამისა, ალტერნატიული აუდიტი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებთან

30 ივლისი 2014 | 12:53 ფინანსები ვრცლად

ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner