banner
06 აპრილი 2016 | 15:46 სოფლის მეურნეობა

ქართული რძე - ერთ-ერთი ყველაზე ძვირი რძე მსოფლიოში

ქართული რძე - ერთ-ერთი ყველაზე ძვირი რძე მსოფლიოში

შპს-ში "დორანი ფერმა", რომელიც ახმეტის რაიონის სოფელ მატანში  მდებარეობს და 200 ძროხაზეა გათვლილი, 600 000 აშშ დოლარის ინვესტიციაა ჩადებული. ამჟამად ფერმაში  შვიცი-ბრაუნის ჯიშის 66 ძროხა ჰყავთ.  ბავარიიდან ამ ჯიშის 1 ძროხის ჩამოყვანა 2455 ევრო  ღირს.  "ჩვენი ფურებისთვის ეს პირველი ლაქტაციაა და ერთ მოწველაზე 1 ძროხა 14 ლ რძეს იწველის. მეორე და მესამე ლაქტაციაზე უფრო მეტ რძეს მივიღებთ. თანამედროვე სტანდარტებზე მოწყობილი ფერმა გვაქვს და რძეც შესაბამისად, არის მაღალი ხარისხის. ჩვენი მიზანი რძის წარმოებაა და არა მისი გადამუშავება. რძეს ადგილობრივი ყველის მწარმოებელი კომპანია ყიდულობს, 1 ლ-ს 1 ლარად," - ამბობს ფერმის დამფუძნებელი გიორგი ზირაქაშვილი. საქართველოში 1 ლ რძე 1-1,10 ლარი ღირს -  დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით 2-3-ჯერ უფრო ძვირი.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და  გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ ჩატარებული ერთობლივი კვლევის თანახმად, საქართველოში წარმოებული რძე ადგილობრივ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს -  ბაზარზე  ნედლი რძის დეფიციტია, რაც მის სიძვირეს იწვევს. როგორც კვლევამ აჩვენა,  რძის წარმოების სექტორში საქართველოში ძირითადად მცირე მეწარმეები ოპერირებენ, რომელთაც საწარმოებში დაბალპროდუქტიული ძროხები ჰყავთ და მოძველებული დანადგარები და ჰიგიენისდაბალი სტანდარტები აქვთ.

საქსტატის მონაცემებით, 2015 წელს საქართველოში 1 მლნ 318 000 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი იყო რეგისტრირებული, წარმოებული რძის მოცულობამ კი 663 მლნ ლიტრს გადააჭარბა.  იმპორტით ქვეყანაში  150 000 ტონა რძე შემოდის. აქედან დიდი წილი რძის ფხვნილია.  საქართველოში ერთი ძროხა წელიწადში  1300 ლიტრ რძეს იწველის, უკრაინასა და პოლონეთში კი 8000-ს.

"მერძევეობის დარგის მოდერნიზაციას საქართველოში 1 მლრდ დოლარი სჭირდება. თანამედროვე ფერმებში მაღალპროდუქტიული 100 000 ძროხა რომ იყოს ახლანდელი 665 000 დაბალპროდუქტიული ძროხის მაგივრად, ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა მთლიანად დაკმაყოფილდებოდა," - ამბობს  FAO-ს საინვესტიციო ცენტრის ეკონომისტი ანდრეი იარმაკი, - "2-3 მსხვილი ფერმა რომ დაარსდეს, თითოეული 1000 ძროხით,  გაორმაგდებოდა ნედლი რძის წარმოების ახლანდელი მოცულობა და  ბაზრის სტრუქტურაც შეიცვლებოდა. რძის ფხვნილის მზარდი იმპორტი მიუთითებს იმაზე, რომ ახლო მომავალში ფერმერები იძულებულები გახდებიან ან  შეამცირონ  წარმოების ხარჯები და გაზარდონ რძის ხარისხი და მოცულობა, ან საერთოდ გავიდნენ ბიზნესიდან."

საქართველოს შიდა ბაზრის თავისებურებები

საქართველოს რძის ბაზრის მოცულობა 600 მილიონ აშშ დოლარს აღწევს, თუმცა, საქართველოში წარმოებული რძის მხოლოდ 5% ხვდება თანამედროვე გადამუშავებასა  და ორგანიზებულ სავაჭრო ქსელში.  რძის პროდუქტებით ვაჭრობის დიდი წილი ღია ბაზრებზე მოდის. როგორც გაირკვა, მომხმარებელთა უმეტესობა სუპერმარკეტებში არსებულ პროდუქტსაც ნაკლებად ენდობა.

მსხვილი გადამამუშავებლების უმეტესობა არ ყიდულობს ან მხოლოდ მცირე რაოდენობით ყიდულობს ნედლ რძეს - ნედლეულად ძირითადად გამოიყენება  ცხიმმოხდილი რძის ფხვნილი, რომელსაც მცენარეულ ცხიმს უმატებენ. ქართული რძე და რძის პროდუქტები ექსპორტზე  არ გადის.

საქართველოში 1 ლ რძის მიღებისთვის საჭირო  საწარმოო დანახარჯები უკრაინასთან შედარებით ორჯერ მაღალია ( შედარებისთვის: 0,36  და 0,17აშშ დოლარი 1 ლიტრ რძეზე).

გლობალური  რძის ბიზნესი - ძირითადი ტენდენციები

ნედლი რძის ფასი ამჟამად მთელს  მსოფლიოში  ბოლო 10 წლის რეკორდულ მინიმუმზეა  და ის კიდევ აგრძელებს შემცირებას. გლობალური რძის ბაზრის მთავარი მამოძრავებელი ძალა აფრიკა და აზიაა, სადაც საშუალო ზომის ფერმების ზრდის ფონზე  რძის წარმოების პროდუქტიულობაც სწრაფად იზრდება.

ანდრეი იარმაკი ამბობს, რომ ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა სულგუნი, მაწონი და ნადუღი,  რომლებიც სხვა ქვეყნებში არ იწარმოება და რომლებზეც მაღალი მოთხოვნაა საქართველოში, უზრუნველყოფს რძის ქართული ბაზრის ბუნებრივ დაცვას.

ის რძის წარმოების სექტორში არსებულ პრობლემებზეც მიუთითებს: "საქართველოში განათლებული ვეტექიმების და წარმოების ტექნოლოგების დეფიციტია. არ ხდება საქონლის ჯიშების განახლება და თანამადროვე ჯიშების შემოყვანა. არ არსებობს  თანამედროვე წარმოების ტექნოლოგიების შესახებ  ინფორმაცია, ცოდნა და  სასწავლო მასალა. არ არის ინფორმაცია კვების თანამედროვე პრაქტიკის შესახებ. არ არის თანამედროვე ვეტერინარული პრეპარატები, მომსახურება და საკვები კომპონენტები. ნაღდი რძის ბაზარი ძალიან შეზღუდულია - საქართველოში მხოლოდ ერთი გადადამამუშავებელი ყიდულობს რძის დიდ მოცულობას." თუმცა,  იარმაკი მიიჩნევს, რომ პრობლემები ჩვეულებრივ შესაძლებლობებსაც ნიშნავს. ამ შესაძლებლობების მისაღწევად კი საქართველოს უკრაინის გამოცდილების გამოყენება შეუძლია. კრიზისი, რომელსაც საქართველო ახლა გადის, უკრაინამ წლების წინ გაიარა.

უკრაინის გამოცდილება

უკრაინაში სოფლად ქვეყნის საერთო მოსახლეობის 31%  ცხოვრობს. სოფლის მეურნეობის ხვედრითი წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში 10,43 პროცენტია. 2015 წელს ევროპის ქვეყნებში უკრაინიდან 3.5 მილიარდი ევროს ღირებულების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გავიდა. ამჟამად უკრაინა რძის ყველაზე მსხვლი მწარმოებელი ქვეყნების ათეულშია.

უკრაინა ევროკავშირში სასოფლო სამეურნეო პროდუქტების ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი ქვეყნების ათეულშიმერვე ადგილს იკავებს.  2015 წელს ევროპის ქვეყნებში უკრაინიდან 3.5 მილიარდი ევროს ღირებულების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გავიდა.

"6 წლის წინ ჩვენს საუკეთესო ფერმებში 1 ძროხა წელიწადში 4000 ლ რძეს იწველიდა. როცა გვითხრეს, რომ ჩვენ  1 ძროხიდან  9000 ლ რძის მიღება შეგვეძლო, არ დავიჯერეთ. დავიწყეთ მოდერნიზაცია. გავაკეთეთ ევროპული ფერმები, ჩამოვიტანეთ თანამედროვე ტექნოლოგიები, შევიძინეთ ჰოლშტეინის ჯიშის ძროხები. ერთი შეხედვით ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ რძის სასურველი ოდენობა ვერ მივიღეთ.  წლები დაგვჭირდა იმის მისახვედრად, რომ წარმოებაში წარმატების მისაღწევად მთავარი პროფესიონალი კადრები და კარგი მენეჯმენტია. ინვესტიციის ჩადება უპირველესად სწორედ ამ  მიმართულებით უნდა მოხდეს. ახლა ერთი ძროხიდან  9000 და 10 000 ლ რძის მიღება უკრაინაში ჩვეულებრივი ამბავია," - აცხადებს  ანდრეი დიკუნი, უკრაინის აგრარული საბჭოს ხელმძღვანელი.

დარგის რეფორმაში დიდი წვლილი შეიტანა  რძის მწარმოებელთა ასოციაციამ. ასოციაციაში, რომელიც 2009 წელს დაარსდა, ამჟამად 120 ფერმერია გაერთიანებული. ჰყავთ 35 კონსულტანტი, რომლებიც ფერმერებს თავიანთი რჩევებით პერმანატულად  ეხმარებიან. მთავარი ყურადღება იქ ტექნოლოგიური ციკლის დაცვას და ცხოველთა ჯანმრთელობას ექცევა.  "მე ერთი წლის წინ ვიყავი საქართველოში. მაშინ ითქვა, რომ ცხოველთა შემოწმება სხვადასხვა დააავადებებზე მალე დამთავრდებოდა. როგორც ირკვევა, ტუბერკულოზზე და ბრუცელოზზე ძროხები ისევ არ მოწმდებიან. თუ ასეთი ტემპით იმუშავებენ სახელმწიფო სტრუქტურები, ჯანმრთელი რძე და რძის პროდუქტები საქართველოში კიდევ კარგა ხანს არ იქნება," - აბობს უკრაინის რძის მწარმოებელთა ასოციაციის ვეტერინარიის დეპარტამენტის დირექტორი, მიხაილ ბელოკონი.

"ჯერ უნდა გაზარდოთ რძის წარმოების მოცულობა, შემდეგ კი ხარისხი. დამატებითი რძე მოგცემთ  რეინვესტიციის საშუალებას. აუცილებელია ინვესტიცია კარგი გენეტიკის მქონე საქონელში, პროფესიონალ ადამიანებში და  ხარისხიან  კომბინირებულ საკვებში. ქართულ რძეში მაღალია ცხიმის და ძალიან დაბალია ცილის შემცველობა.  მიზეზი უხარისხო და დაუბალანსებელი საკვებია. ყველაზე იაფია რძე, რომლის წარმოებაშიც ლუდის ან მზესუმზირის ზეთის წარმოების ნარჩენები გამოიყენება. კოოპერირებული შესყიდვის შემთხვევაში ამ ნარჩენების ყიდვა იაფად შეგიძლიათ. ასე აკეთებს ისრაელი. ისინი უკრაინაში მზესუმზირის ზეთის წარმოების ნარჩენებ სუკრაინაში ყიდულობენ, თანაც ჩვენთან შედარებით ორჯერ იაფად, რადგან ყველაზე მსხვილი შემსყიდველია." - აცხადებს იური სივოვი, საკონსულტაციო ცენტრ ABM-ის დირექტორი.

წარმატებული და მსხვილი ქართული ფერმის  მაგალითი

ეს "ყვარლის ბაგაა". ის 2 წელია ფუნქციონირებს. ფერმაში ამჟამად ჰოლშტეინის ჯიშის 530 ძროხაა.  "ფურები მეორე ლაქტაციაზე არიან. ერთი ძროხა წელიწადში  8000 ლ-ს იწველის.  დღეში 3000 ტონა რძეს ვაწარმოებთ, რომელსაც მთლიანად "სანტე" ყიდულობს. 200 ჰა მიწა გვაქვს, სადაც სიმინდი, შვრია და სასილოსე სიმინდი მოგვყავს. ფერმაში მაღალი  პროდუქტიულობის ძროხებს დაბალპროდუქტიული და გასაშრობად გამზადებული ძროხებისგან განსხვავებული კვების რაციონი აქვთ, რაც რძის წარმოებას ეფექტიანს ხდის. "ყვარლის ბაგაში" 20-მდე ადამიანია დასაქმებული. თვეში ერთხელ ისრაელიდან ვეტერინარი ჩამოგვყავს, რომელიც  რჩევებით გვეხმარება. ბიზნესის დაწყებამდე კონსულტაცია გავიარეთ აშშ-სა და ევროპაში და  ფერმის მოწყობისთვის ისრაელის მოდელი ავირჩიეთ: ბუნებრივ-კლიმატური პირობებით საქართველოს და ისრაელს ბევრი აქვთ საერთო. ფერმის რენტაბელობა გათვლილია 8 წელზე," - ამბობს "ყვარლის ბაგას" დირექტორი, ლევან არქანია.

ფერმაში 9 მლნ დოლარის ინვესტიციაა ჩადებული და დამფუძნებლის - ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის კაპიტალთან ერთად გამოყენებულია საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის -  IfC-ის,  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და პროექტ - "შეღავათიანი აგროკრედიტის  პროექტის" ფარგლებში აღებული სესხები.

 

წაკითხულია
12713
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე სტატიები არ მოიძებნა


ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

banner
banner
banner