banner
30 მაისი 2016 | 16:20 სოფლის მეურნეობა

წესდების დარღვევა, წევრებს შორის უთანხმოება - 115 კოოპერატივის შეჩერებული სტატუსის მთავარი მიზეზები

წესდების დარღვევა, წევრებს შორის უთანხმოება - 115 კოოპერატივის შეჩერებული სტატუსის მთავარი მიზეზები

კოოპერატივების თაფლი ევროკავშირის ბაზარზე, შესაძლოა, ერთი ბრენდით გავიდეს.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტრო უახლოეს დღეებში მთავრობას ახალ პროექტს წარუდგენს. ინიციატივა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ეკუთვნის და  კოოპერატივების თაფლის ერთიანი გადამამუშავებელი საწარმოს შექმნას გულისხმობს. ევროკომისიის ადამიანის ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის დირექტორატმა რეკომენდაციით უკვე მიმართა ევროკომისიას, რომ საქართველო   მესამე ქვეყნების იმ ჩამონათვალში შეიყვანოს, საიდანაც ევროკავშირის ბაზარზე თაფლის შეტანა ნებადართულია. იმ შემთხვევაში კი, თუ მთავრობა მეფუტკრეობის საწარმოს პროგრამას დაამტკიცებს, ევროპაში ქართული თაფლი ერთი ბრენდით გავა.

„ამჟამად მეფუტკრეობის საწარმოს პროგრამაზე ვმუშაობთ.  გვინდა, კოოპერატივების თაფლის ერთიანი  გადამამუშავებელი საწარმო შეიქმნას,  რომ ევროკავშირის ბაზარზე ერთი ბრენდით დიდი რაოდენობით თაფლი გავიდეს. დღეს  სხვადასხვა კოოპერატივსა თუ ფერმერს  იმდენად ცოტა თაფლი აქვს, რომ მათთვის პროდუქტის ევროპაში გატანა რენტაბელური არ იქნება“, - აცხადებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე

უახლოეს მომავალში ევროპის ბაზარზე თაფლის გატანას გეგმავს კოოპერატივი ,,გომიგურია '', რომელსაც დღეს სტატუსი შეწყვეტილი აქვს. ოზურგეთში სოფელ შემოქმედში კოოპერატივის წევრებს  სხვადასხვა პროდუქტი დღემდე ერთად მოჰყავთ, ამ ეტაპზე კი ჰოლანდიაში  ექსპორტზე ხურმა გააქვთ.

„ხურმის ჩირს ვინც ყიდულობს ჩვენგან ჰოლანდიაში, ის მალე თაფლსა და თხილსაც შეიძენს. იქ ბევრი ქართველია, მეგობრები მყავს, რომლებიც თანამშრომლობენ სუპერმარკეტების ქსელთან.  რომ გაიგეს, თხილი მაქვს, დიდი ინტერესი გამოთქვეს, ასევე დააინტერესათ წაბლის თაფლმაც და უახლოეს მომავალში ალბათ  ევროპაში გავიტან“, - ამბობს გრიგოლ დუმბაძე. 

კოოპერატივი ,,გომიგურია'' ამჟამად ჰოლანიდელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, ,,გომიგურიას'' ხელმძღვანელი გრიგოლ დუმბაძე ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ უახლოეს მომავალში ხელშეკრულებასაც გააფორმებს, თუმცა კოოპერატივის აღდგენას არ აპირებს, რადგან მიაჩნია, რომ ოფიციალური სტატუსი დღეს არ სჭირდება.

„ჩემი მეგობარი და კოოპერატივის ერთ-ერთი წევრი გარდაიცვალა, უნდა შემეცვალა წევრი, ვერ მოვახერხე, თხოვნით მივმართე, რომ ცოტა დრო მოეცათ, მაგრამ მომივიდა შეტყობინება, გაუქმებულია კოოპერატივიო. გული ამიცრუვდა, ახლა ვმუშაობთ როგორც კოოპერატივი, თუმცა არ გვაქვს სტატუსი. 600 ლარამდე გადავიხადე,  ახლა წევრის შეცვლა 200-300 ლარი მიჯდება, არ მიღირს“, - აცხადებს გრიგოლ დუმბაძე.   

,,გომიგურიას '' პრობლემები ჩვენ გიორგი მიშელაძეს გავაცანით.

„600 ლარი იმ შემთხვევაში შეიძლება, გადაეხადა,  არასწორად თუ შეადგინა წესდება, საჯარო რეესტრმა ხარვეზები დაუდგინა და შემდეგ ცვლილებები შეიტანა. საჯარო რეესტრში კოოპერატივის რეგისტრაცია 110 ლარამდე  ჯდება, მოგვიანებით კი სასოფლო სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭება უფასოა. ბევრი ნოტარიუსში მიდის, იქ ამოწმებინებს, იხდის თანხას, მერე მიაქვს საჯარო რეესტრში, არ არის საჭირო, წესდების ფორმა არსებობს, პირდაპირ შეუძლიათ, მივიდნენ საჯარო რეესტრში“, - აცხადებს გიორგი მიშელაძე.  

დღეს საქართველოში 1483 კოოპერატივია, ამ მხრივ ლიდერი რეგიონი  სამცხე-ჯავახეთია, სადაც  340 კოოპერატივია დარეგისტრირებული, მეორე ადგილზეა ქვემო ქართლი - 218 კოოპერატივით, მესამე ადგილს კი აჭარა - 153 კოოპერატივით იკავებს. ამჟამად სტატუსი 115 კოოპერატივს აქვს შეჩერებული. გიორგი მიშელაძის განცხადებით, ხშირად კოოპერატივის წევრები  წესდებით ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებენ, რაც სტატუსის შეწყვეტის მიზეზი ხდება.  საგარეჯოს სოფელ უდაბნოში კოოპერატივი „იმედი“ ერთ-ერთია, რომელსაც დოკუმენტების მოუწესრიგებლობის გამო  სტატუსი შეუჩერდა. კოოპერატივის ხელმძღვანელი მაიზერ გუჯეჯიანი ამბობს, რომ სტატუსის აღდგენა მათთვის მნიშვნელოვანია, რადგან გარკვეული შეღავათებით სარგებლობენ, ამიტომ უახლოეს მომავალში „იმედი“ ოფიციალური სტატუსის მქონე კოოპერატივების სიაში გადაინაცვლებს.

„20 მეპაიე ვიყავით, უნდა ჩაგვერიცხა 100-100 ლარი ბანკში, ასევე საჭირო იყო მეპაიეთა ჟურნალის წესრიგში მოყვანა. ფული ჩავრიცხეთ, მაგრამ ყველა მეპაიეზე არ შევიტანეთ, როგორც საჭირო იყო, თანხა ჩავრიცხეთ კოოპერატივის სახელით. თავდაპირველად ინფორმაცია არ გვქონდა, როდესაც გავიგეთ, უკვე გვიან იყო.  დაშორებული ვართ რაიონს და 20 ადამიანის შეკრება და მისვლა რეესტრში, შემდეგ ბანკში, ძალიან რთულია,“ - ამბობს მაიზერ გუჯეჯიანი.  

რატომ არის საბუთების მოუწესრიგებლობა კოოპერატივის სტატუსის შეჩერების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, არის თუ არა ინფორმაციის ნაკლებობა ფერმერებში? - ამ შეკითხვით ჩვენ გიორგი მიშელაძეს მივმართეთ.

„ინფორმაციის ნაკლებობა არაფერ შუაშია, ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტას, რომელიც მათ მითითებული აქვთ საჯარო რეესტრში  საკონტაქტოდ, უმეტეს შემთხვევაში  არ ამოწმებენ. ტელეფონის მითითებულ  ნომერზე შეტყობინებებს ვუგზავნით, რომ  მუდმივად ინფორმირებული იყვნენ, მაგრამ ზოგი ვერ აცნობიერებს, რასთან აქვს საქმე. სამწუხაროდ, ისეთი შემთხვევებიც არის, როდესაც კოოპერატივი შექმნილია და ელოდება სასურველ პროგრამას და არ ფიქრობს, რომ კოოპერატივი პროგრამაში ჩართვას არ ნიშნავს. როდესაც ვხვდებით მოსახლეობას, მუდმივად ვეუბნებით, ილუზია არ გქონდეთ, კოოპერატივის შექმნა არ ნიშნავს, რომ ყველა სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთვებით და ყველა მიმართულებით ფულს დაგაყრიან თავზე, ეს ასე არ იქნება. საქართველოში 800 000-მდე წვრილი ფერმერია, ყველამ რომ შექმნას კოოპერატივი, სახელმწიფო ყველას  როგორ დაეხმარება?“ - აცხადებს მიშელაძე.

ხაშურში კოოპერატივ „ჭერათხევსაც“ სტატუსი აქვს დღეს შეჩერებული, თუმცა ამის მიზეზი არა საბუთების მოუწესრიგებლობა, არამედ  მიწის რეგისტრაციაა.

საპაიო შენატანი  მიწის ნაკვეთები გვაქვს, რომლის დარეგისტრირებაა საჭირო,  სხვადასხვა ზომის მიწის 14  ნაკვეთია, ამის დარეგისტრირება ძალიან ძვირი გვიჯდება, დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ელექტრონული ვერსიები უნდა გაკეთდეს, შემდეგ საჯარო რეესტრში გატარდეს. ამ მიმართულებით თუ გვექნება ხელშეწყობა,  კოოპერატივს აღვადგენდით“ , - ამბობს ვაჟა ლოლაძე.  

რა დახმარების მიღება შეუძლიათ კოოპერატივის წევრებს ახალი რეფორმის ფარგლებში, რომელიც მოქალაქეებისთვის მიწის უფასო რეგისტრაციას ითვალისწინებს? -  ამ შეკითხვით ჩვენ იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელს მივმართეთ, რომელიც გვპასუხობს - „მიწის რეგისტრაცია უფასოა, თუმცა, აზომვა, მოგეხსენებათ,  ცალკე თანხა უჯდებათ, რადგან ეს კერძო საქმიანობაა“.  გიორგი მიშელაძე კი ასეთ შემთხვევაში წესდებაში ცვლილებების საჭიროებაზე საუბრობს.

„პაის სახით შეტანის შემთხვევაში ქონება უნდა იყოს  კოოპერატივზე რეგისტრირებული. მათ ცვლილება უნდა შეეტანათ წესდებაში, საპაიო შენატანის სახით მიწის ნაცვლად უნდა ყოფილიყო ფულადი თანხა. მინიმალური -  100 ლარის ფარგლებშია, ხანდახან უფრო მეტია -  ადამიანის ეკონომიკური მონაწილეობის პროპორციულად“, - ამბობს გიორგი მიშელაძე.  

ვაჟა ლოლაძე კიდევ ერთ პრობლემაზე გვიყვება, რომელიც ბევრი კოოპერატივისთვის არის აქტუალური.

„ტრაქტორი გვინდოდა შეგვეძინა, ოღონდ კრედიტის აღებას ვერიდებით, დიდი შემოსავალი არ გვაქვს, ვერ ვახერხებთ თანხების მობილიზებას. თუ აგროვადებში არ შესრულდა ყველაფერი - მიწის დამუშავება, თესლის ჩაყრა, კულტივაცია და ასე შემდეგ, მოსავალს ვერ ვიღებთ, ამიტომ საჭიროა გამწევი ძალა, ტრაქტორი  გამაერთიანებელი ფაქტორი იქნებოდა და ასევე  მაგალითიც მეზობლებისთვის, რომ გაფართოვდეს კოოპერატივი“, - ამბობს ლოლაძე. 

კოოპერატივის ეს პრობლემა eugeorgia.info-მ გიორგი მიშელაძეს გააცნო.

„მექანიზაციის მცირე გაბარიტიანი სასოფლო სამეურნეო პროგრამა გვქონდა, 1541 მოტობლოკის კომპლექტი გადავეცით კოოპერატივებს, მაგალითად, კოოპერატივში 5 წევრი იყო და ჰქონდათ 5 ჰექტარი, შესაძლებელი იყო, ერთი მოტობლოკი კოოპერატივის ყველა წევრს მომსახურებოდა, მაგრამ ყველამ სათითაოდ წაიღო. მიუხედავად იმისა, რომ კოოპერატივში გაწევრიანებული არიან, საკუთარი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე ფიქრობენ, სწორად რომ შეეხედათ კოოპერატივისთვის, ის მოტობლოკები გაცილებით მეტს შეხვდებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ პირველი პროგრამა იყო და  მცირემიწიან ფერმერებზე იყო გათვლილი, ძალიან მკაცრად არ მივუდექით, საქართველოში  ტექნიკის სიმწირე გავითვალისწინეთ“, -  აცხადებს მიშელაძე.

კოოპერატივში გაწევრიანებულ ფერმერებს შორის რომ ხშირად აზრთა სხვადასხვაობაა და ეს კოოპერატივის გაუქმების მიზეზიც ხდება, ამას რამაზ მოსიაშვილიც გვიდასტურებს. ხაშურში კოოპერატივ “ზემოქართლის'' სტატუსის შეჩერების მიზეზი სწორედ წევრებს შორის უთანხმოება გახდა.

„2 ძმა ვერ რიგდება ერთმანეთში, 14 ადამიანი მოვრიგდებოდით? ყველას სხვადასხვა მოსაზრება გვქონდა. მე რომ, მაგალითად, კარტოფილის დათესვა მინდოდა, მეორე მეწინააღმდეგებოდა, მეორეს რისი გაკეთებაც სურდა, ის მესამეს არ უნდოდა და ასე შემდეგ. დავანებეთ თავი, აზრი არ ჰქონდა.  კოოპერატივის იდეას ვეთანხმები, ერთი თუ ვერ აკეთებს, ათი ახერხებს, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ აქ 10  სხვადასხვა აზრია“, - ამბობს რამაზ მოსიაშვილი.

ასეთი შემთხვევების თავიდან ასარიდებლად გიორგი მიშელაძე ფერმერებს რეკომენდაციებს სთავაზობს.

„ეს იმიტომ მოხდა, რომ სპონტანურად გაერთიანდნენ, ამიტომ ჩვენ სულ ვამბობთ, რომ, როდესაც შეიკრიბებიან, გაერთიანდნენ ერთგვაროვანი პროდუქციის გარშემო, ინტერესთა თანხვედრა რომ იყოს. რეკომენდაციას ვუწევთ, თუმცა ეს სავალდებულო არ არის“, - ამბობს მიშელაძე.  

ლაგოდეხის სოფელ შრომაში ”მარგი  ლ“ იმ კოოპერატივების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც კანონით გათვალისწინებული სიკეთეები მაქსიმალურად გამოიყენეს, კოოპერატივში 6 წევრია გაერთიანებული, საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ, სახელმწიფო პროგრამებშიც მონაწილეობენ, შესაბამის ტრენინგებს ესწრებიან და წარმატებამაც არ დააყოვნა. „მარგილ-ს“ თხილი უკვე ექსპორტზე თურქეთში გააქვს.

„ადრე მოდიოდნენ და ჩვენგან დაბალ ფასში ყიდულობდნენ  თხილს, შემდეგ მათ თავად  გაჰქონდათ  თურქეთში, მას შემდეგ, რაც კოოპერატივი შევქმენით, ინტერნეტით ვაფორმებთ ხელშეკრულებას, როგორც კოოპერატივი და  ჩვენ თვითონ გაგვაქვს თურქეთში“,- ამბობს კოოპერატივის ხელმძღვანელი გიორგი ენუქიძე.

 

რა სახის საგადასახადო შეღავათებითა და მხარდაჭერით სარგებლობენ კოოპერატივები?

  • მოგების გადასახადით არ იბეგრება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით მიღებული შემოსავალი (პირველადი წარმოება)დაგრანტი;
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან დაკავშირებით, არ არის დაწესებული მოგების გადასახადის ზღვარი წლიური ბრუნვის მიხედვით, რომელიც მაგალითად შპს-ს შემთხვევაში, 200 000 ლარს შეადგენს;
  • ქონების გადასახადით არ იბეგრება კოოპერატივის ქონება, რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის;
  • სასოფლო სამეურნეო საქმიანობისთვის ლიზინგით გაცემული მოძრავი ქონება; საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება კოოპერატივის საქმიანობის ფარგლებში, კოოპერატივის წევრების მიერ მიღებული დივიდენდი;
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები ასევე სარგებლობენ ყველა იმ საგადასახადო შეღავათებით, რომლებიც სოფლის მეურნეობასთან მიმართებაში მოქმედებს.
  • სოფლის მეურნეობის სამინისტრო „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოტობლოკებითა და ხელის სათესი უზრუნველყოფის პროექტს“ ახორციელებს. პროექტი ითვალისწინებს კოოპერატივებისთვის 1700 ერთეული მოტობლოკისა და 2000 ხელის სათესის შეღავათიანი პირობებით, ან ლიზინგით (გრძელვადიანი იჯარა-გამოსყიდვის უფლებით) გადაცემას;
  • სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს “სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტით“, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი, ახალი საწარმოების შექმნას ან უმოქმედო საწარმოს ამუშავებას ითვალისწინებს,ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევა განსაზღვრულია კოოპერატივებისთვისაც ;
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი სარგებლობს უპირატესობით, მიიღოს გრანტი;
  • განსაზღვრულია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში დასაქმებულების უფასო სწავლება-გადამზადება და კვალიფიკაციის ასამაღლებელი სხვა პროგრამები;



ავტორი: ხატია შამანაური

 

წაკითხულია
10876
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე სტატიები არ მოიძებნა


ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

banner
banner
banner