banner
27 ივლისი 2016 | 17:22 სოფლის მეურნეობა

უკონტროლო პესტიციდები

უკონტროლო პესტიციდები

ხილი და ბოსტნეული, რომლის სარგებლობაზეც ყველას ბევრი გვსმენია,ზოგჯერ, შესაძლოა, მავნეც იყოს. ასე მაგალითად, თუ საზამათროს მეშვეობით ნიტრატების დიდ დოზას მიიღებთ, ის კუჭნაწლავში მოხვედრის შემდეგ ნიტრიტად - აზოტოვანი მჟავის მარილად გარდაიქმნება, რეაქციაში შევაჰემოგლობინთან და ხელს შეუშლის უჯრედების ჟანგბადით მომარაგებას. ეს მაშინ ხდება, როცაადამიანის ორგანიზმში დიდი რაოდენობით ნიტრატი ხვდება. ადამიანისთვის დღეში დასაშვები ნორმა მაქსიმუმ 500 მილიგრამი ნიტრიტია, 600 მილიგრამი კი უკვე მომწამვლელ დოზად ითვლება. ხილი და ბოსტნეული მავნე პროდუქტად მაშინ გარდაიქმნება, როცა ფერმერი მათი მოყვანის დროს აგროქიმიკატებს, სასუქებსა და პესტიციდებს არასწორი დოზით და აგროტექნიკური ვადების დარღვევით იყენებს.

საჭიროზე მეტი რაოდენობით გამოყენებული პესტიციდები საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ამიტომ ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს რეგულაცია 396/2005 სურსათში პესტიციდების ნარჩენების დასაშვებ მაქსიმალურ ზღვარს ადგენს.

სურსათი, რომელშიც პესტიციდების ნარჩენების რაოდენობა მაქსიმალურ დასაშვებ ზღვარს აღემატება,ევროკავშირის ბაზარზე არ დაიშვება. ასევე დაუშვებელია მისი გადამუშავება ან განზავების მიზნით სხვა სურსათთან შერევა.

სახელმწიფო კონტროლი სურსათში პესტიციდების ნარჩენების დასაშვებ მაქიმალურ ზღვარზე ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნისათვის სავალდებულოა. კვლევის დროს უნდა დადგინდეს პესტიციდის სახეობა და მისი ნარჩენის დონე სურსათში. ასეთი კონტროლი, შეიძლება მომხმარებლებისთვის სურსათის მიწოდების ადგილებშიც ხორციელდებოდეს.

პესტიციდები დასახელმწიფო კონტროლი

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით, საქართველომ აიღო ვალდებულება, რომ მომდევნო 8 წლის განმავლობაში პესტიციდების მდგრადი გამოყენების საკითხი ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოიყვანოს. სურსათის ეროვნული სააგენტოს პესტიციდებისა და აგროქიმიური საშუალებების სამმართველოს უფროსი მარინა ღვინეფაძე: "მომდევნო 8 წლის განმავლობაში პესტიციდებთან დაკავშირებით 10-მდე რეგულაცია უნდა მივიღოთ. აქედან მთავარი პესტიციდების მდგრადი გამოყენებაა. პესტიციდების მდგრადი გამოყენების სამოქმედო გეგმა მიმართულია პესტიციდების გამოყენების შემცირებისკენ. საშიში პესტიციდები ხმარებიდან უნდა ამოვიღოთ და მათ მაგივრად ნაკლები რისკის მქონე პესტიციდები დავნერგოთ. ევროკავშირის დირექტივა 128 -2009 არეგულირებს პესტიციდების რეგისტრაციის, იმპორტის, განთავსების, შენახვის, შეფუთვის, გაყიდვის და გამოყენების წესებს. ეს რეგულაცია მოითხოვს, რომ სოფლის მეურნეობაში აგროტექნიკური, მექანიკური, ფიზიკური, სელექციური და ბიოლოგიური მეთოდების ხარჯზე შემცირდეს ქიმიური ნივთიერებების გამოყენება. შევიდა ცვლილებები ტექნიკურ რეგლამენტში და ახლა მასში გათვალისწინებულია პრიორიტეტი, რომელიც ევროკავშირში არსებობს. ეს არის ადამიანის ჯანმრთელობა და გარემოსა დაცვა. თუ ადრე იყო მიდგომა, რომ პესტიციდი პირველ რიგში მცენარის დაცვის თვალსაზრისით უნდა ყოფილიყო ეფექტიანი, ახლა მთავარია რომ ის უყოს უსაფრთხო როგორც ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ისე გარემოსთვის. არსებობს საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდების სახელმწიფო კატალოგი, რომელიც მუდმივად ახლდება. გვაქვს გადაფასების პროგრამა: თუ ევროკავშირი და აშშ მათ მიერ ნებადართული პესტიციდების სიიდან იღებს რომელიმე პესტიციდს, ამ ნივთიერებას საქართველოში გამოსაქვეყნებლად ნებადართული პესტიციდების სახელმწიფო კატალოგიდან ჩვენც ვიღებთ. საქართველოში არ არის დაშვებული არცერთი ისეთი პესტიციდი, რომელიც ევროკავშირსა და აშშ-ში აკრძალულია”.

პესტიციდების მდგრად გამოყენებას სამი მთავარი მიზანი აქვს: დაიცვას ფერმერი, მის მიერ მოყვანილი პროდუქტების მომხმარებელი და გარემო. ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში პესტიციდების გამოყენება სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უნდა აკონტროლოს. სააგენტომ უნდა იზრუნოს როგორც მათი მოხმარების, ისე გამოყენებით გამოწვეული რისკის და ზარალის შემცირებაზე.

მსხვილი ფერმერული მეურნეობები პესტიციდების მოხმარების და მათი გამოყენებით გამოწვეული რისკის და ზარალის შემცირებაზე თავად ზრუნავენ. “მხოლოდ საქართველოში დარეგისტრირებულ და კარგად აპრობირებულ პესტიციდებს ვყიდულობთ და მხოლოდ ოფიციალური დისტრიბუტორებისგან. რაც მთავარია, პესტიციდებს ვიყენებთ მარტო იმ შემთხვევაში, როცა ამის საჭიროებაა. პროფილაქტიკისთვის შხამქიმიკატებს არასოდეს ვიყენებთ. პესტიციდები ძვირი ღირს. ჩვენ ძალიან დიდ ფართობზე მოგვყავს პროდუქცია და მოხმარების ყველა წესის, დოზის და შეწამვლის რაოდენობის დაცვის შემთხვევაშიც ამ პრეპერატების მოხმარება ძალიან ძვირი გვიჯდება. ამიტომ, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ პესტიციდების გამოყენება შევამციროთ. ჩვენს პროდუქციაში პესტიციდების ნარჩენების დონე მუდმივად კონტროლდება. მაქსიმალური დასაშვები ზღვრისთვის არასოდეს გადაგვიჭარბებია,” - აცხადებს შპს “მარნეული აგროს” დირექტორი, ვანო ცუკილაშვილი.

როგორ ხდება პესტიციდების გამოყენების კონტროლი? “შეუძლებელია თავზე დაადგე მილიონ 500 ათას ადამიანს, რომელიც თავის მეურნეობაში პესტიციდს იყენებს. ასეთი რესურსი არცერთ სახელმწიფოს არ აქვს. მაგრამ არსებობს კონტროლის მექნიზმი. კონტროლდება ნარჩენების რაოდენობა პროდუქციაში. თუ ნარჩენები დასაშვებ დონეს აღემატება, ე. ი. დარღვეულია პესტიციდის მოხმარების რეგლამენტი: ხარჯვის ნორმა, წამლობის რაოდენობა და ლოდინის პერიოდი - დრო პესტიციდის ბოლო გამოყენებიდან მოსავლის აღებამდე,” - ამბობს მარინა ღვინეფაძე.

სურსათის ეროვნული სააგენტო გეგმის ფარგლებში მონიტორინგს ახორციელებს და სურსათში პესტიციდების ნარჩენების რაოდენობას ამოწმებს. ერთი შეხედვით, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მონიტორინგის შედეგების თანახმად, სურსათში პესტიციდების ნარჩენები უმეტეს შემთხვევბში ნორმის ფარგლებშია. სააგენტოს მონაცემებით, 2015 წელს აღებული 180 ნიმუშიდან, დარღვევა მხოლოდ 9 შემთხვევაში დაფიქსირდა, წელს არებული 17 ნიმუშიდან კი დარღვევა არცერთში არ აღმოჩეილა. “ძირითადად, ეს ალბათ იმითაა გამოწვეული, რომ წვრილ მეურნეობებს არ აქვთ იმდენი ფინანსური საშუალება, რომ დიდი რაოდენობით პესტიციდები შეიძინონ და ყოველ მე-5 დღეს გამოიყენონ. მაგალითად, გერმანიაში ვაშლს 5 დღეში ერთხელ წამლიან და 17 შეწამლვა ხდება. ჩვენი აგროსქემით ვაშლი მხოლოდ 9-ჯერ იწამლება. შესაბამისად, პროდუქტში პესტიციდი არ დაგროვდება. მთავარია დაცული იყოს ლოდინის პერიოდი. არავის აქვს ფუფუნება, რომ პესტიციდები ზედმეტად ასხუროს,” - განმარტავს სურსათის ეროვნული სააგენტოს პესტიციდებისა და აგროქიმიური საშუალებების სამმართველოს უფროსი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის შედეგების თანახმად, ბაზარზე ფალსიფიცირებული პესტიციდების მოხვედრის რისკიც მინიმუმამდე შემცირდა. 2016 წელს განხორციელებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში დღემდე გამოკვლეულია 86 სარეალიზაციო ობიექტიდან აღებულია 145 პესტიციდის და აგროქიმიკატის ნიმუში. მონიტორინგის შედეგად ფალსიფიცირების არცერთი შემთხვევა გამოვლენილი არ არის.

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხის და სურსათში მათი ნარჩენების სახელმწიფო კონტროლის დადებითი შედეგის მიუხედავად, ბევრი ფერმერი ეჭვობს, რომ მათ მიერ შეძენილი პესტიციდი და აგროქომიკატი ფალსიფიცირებულია, მაგრამ ამის დამტკიცებას საქართველოში ვერ ახერხებს. გენადი კერძევაძე ერთ-ერთი მათგანია. ის შპს “აგროჯავახეთის” ერთ-ერთი დამფუძნებელია. კერძევაძემ პარტნიორებთან ერთად, ნინოწმინდაში 5 ჰა ფართობზე კარტოფილი დარგო. “პირველი კლასის თესლი შემოვიტანეთ უცხოეთიდან. მარტო თესლში 40 000 ლარი გადავიხადეთ. 1 ჰა-დან 30 ტონა მოსავალი უნდა მიგვეღო, მაგრამ ახლა ისეთი პირი უჩანს, ამ 5 ჰექტრის გადახვნა მოგვიწევს. თესლი დაავადდა და არ აღმოცენდა. არადა დარგვის წინ ის შვეიცარული წარმოების პრეპარატით, სელესტოპით დავამუშავეთ. პესტიციდებს და აგროქიმიკატებს ყოველთვის ოფიციალური დისტრიბუტორებისგან ვყიდულობთ, რომ ფალსიფიცირებული პროდუქტისგან დაზღვეული ვიყოთ. ძალიან დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ჩვენ მიერ შეძენილი სელესტოპი ფალსიფიცირებული იყო, თესლს დარგვიდან მოკლე პერიოდში ძალიან ბევრი დაავადება გაუჩნდა და პრეპარატის ეფექტი საერთოდ არ გამოჩნდა. იგივე პრობლემა ჰქონდათ სხვა ფერმერებსაც. გვინდოდა სელესტოპის ლაბორატორიული კვლევა ჩაგვეტარებინა. დისტრიბუტორიც თანახმა იყო, მაგრამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაშიც და “მულტიტესტშიც” გვითხრეს, რომ ამ პრეპარატის ლაბორატორიული კვლევა მათთან არ კეთდება,” - ამბობს გენადი კერძევაძე.

საქართველოში 300 პესტიციდი (რეგისტრირებული პესტიციდების ჩამონათვალში 715 პესტიციდია, თუმცა აქედან ბევრი ანალოგია - აქვს სხვადასხვა სავაჭრო დასახელება, თუმცა ერთსა და იმავე აქტიურ ნივთიერებას შეიცავს და მოქმედების ეფექტიც ერთნაირი აქვს) და 560 აგროქიმიკატია რეგისტრირებული. ერთადერთი ლაბორატორია, რომელიც პესტიციდებში აქტიური ნივთიერებების რაოდენობას და ხარისხს, ანუ მისი ფალსიფიცირებისა და არაფალსიფიცირებულობის საკითხს და სურსათში პესტიციდების ნარჩენების დასაშვებ მაქსიმალურ ზღვართან შესაბამისობას არკვევს, “მულტიტესტია”. სწორედ ამ ლაბორატორიაში ამოწმებს სურსათის ეროვნული სააგენტო გეგმიური მონიტორინგის ფარგლებში აღებულ ნიმუშებს.

“გულახდილად გეტყვით, რომ მონიტორინგის ზომა დიდი არ არის. “მულტიტესტი” ერთადერთი ლაბორატორიაა, რომელიც ამ ანალიზებს აკეთებს და ჩვენთან სურსათში 43 პესტიციდის ნარჩენის კვლევა ხდება: 300 შესაძლო შემთხვევიდან ჩვენთან მხოლოდ დაახლოებით მეექვსეედი მოწმდება,” - აცხადებს “მულტიტესტის” დირექტორი ლევან კალანდაძე, - “თუ ვაცხადებთ, რომ ჩვენი ექსპორტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო სოფლის მეურნეობის პროდუქტები უნდა იყოს, მაშინ უფრო მასშტაბური მონიტორინგი გვჭირდება. ამ ეტაპზე სურსათის ეროვნული სააგენტოდან ველით პასუხს კითხვაზე: რომელი პესტიციდები მოიხმარება ყველაზე მეტად საქართველოში და რომლის კონტროლია აუცილებელი. ამ კითხვაზე პასუხის მიღების შემდეგ კვლევის სხვა მეთოდებიც დავნერგავთ და სხვა პესტიციდების ნარჩენების შემოწმებასაც დავიწყებთ.”

ევალება თუ არა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას პესტიციდების ხარისხის და სურსათში პესტიციდების ნარჩენების განსაზღვრა და რას აკეთებს ამ მიმართულებით? “პესტიციდების ხარისხის განსაზღვრაზე ჩვენ არ ვმუშაობთ. ამ ეტაპზე ჩვენთვის პრიორიტეტული იყო თაფლის, როგორც ერთ-ერთი მთავარი პოტენციური სექსპორტო პროდუქტის ლაბორატორიული კვლევის მეთოდების დანერგვა. დავნერგეთ იმ ანტიობიოტიკების და პესტიციდების ნარჩენების კვლევის მეთოდები, სადაც რიგაში ჩვენს მიერ გაგზავნილი თაფლის ნიმუშების შემოწმების შედეგად პრობლემები გვქონდა. ახლა თაფლის კველვის მეთოდებიც გვაქვს და აკრედიტაციაც - ჩვენს მიერ გაცემულ დასკვნას ევროკავშირის ყველა ქვეყანა აღიარებს. რეფერალური გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ჩვენი კვლევის პასუხები ზუსტი და სანდოა. თუ თაფლში ვსინჯავთ პესტიციდების ნარჩენებს, ეს იმას ნიშნავს, რომ იგივე კვლევას სხვა პროდუქტებზეც გავაკეთებთ. არსებობს პესტიციდების ორი სახე: ქლორორგანული და ფოსფორორგანული. ჩვენ ვიკვლევთ ქლორორგანულ პესტიციდებს. რაც შეეხება ფოსფორორგანულ პესტიციდებს, მათ ნარჩენებზე შემოწმებას წლის ბოლოსთვის შევძლებთ. თუმცა, ამ შემთხვევაში საუბარი არ არის იმაზე, რომ საქართველოში რეგისტრირებული ყველა პესტიციდის ნარჩენების განსაზღვრას შევძლებთ. ამას ძალიან დიდი დრო და ფული სჭირდება. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც პესტიციდების ნარჩენების კვლევის მეთოდების დანერგვა დავაგვიანეთ, არის ის, რომ მას შემდეგ, რაც გასულ წელს კერძო ლაბორატორიებმა მათთან არაჯანსაღ კონკურენციაში დაგვადანაშაულეს, სურსათში პესტიციდების ნარჩენების კვლევის პრეროგატივა მათ დავუთმეთ. სამწუხაროდ, კერძო ლაბორატორიებმა ბევრი კვლევის მეთოდის დანერგვა ვერ მოახერხეს.”

 

სასარგებლო ბმულები და ინფორმაცია

ევროკავშირში ხილის და ბოსტნეულის შეტანის მსურველმა ბიზნესოპერატორებმა უნდა გამოიყენონევროკომისიის პესტიციდების ბაზა, რომელიც მოიცავსრეგულარულად განახლებად ინფორმაციას სურსათის სახეობების,პესტიციდების ნარჩენებისა და მათი მაქსიმალური ზღვრულიდონეების შესახებ. ბაზა საშუალებას იძლევა, რომ საჭიროინფორმაციის ადვილად მიკვლევადობის მიზნით, მონაცემებიგაიფილტროს როგორც სურსათის სახეობების, ასევე პესტიციდებისაქტიური ნივთიერებების მიხედვით.

ევროკავშირის პესტიციდების ბაზა განთავსებულია შემდეგელექტრონულ მისამართზე

შესაძლებელია, რომ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას, ანდა რომელიმე კონკრეტულ სავაჭრო ქსელს ევროკავშირის მიერ დამტკიცებულ ნორმებთან შედარებით უფრო მკაცრი ნორმები ჰქონდეს. ამიტომ, სასურველია, რომ ექსპორტიორმა სურსათში ამა თუ იმ პესტიციდის ნარჩენის მაქსიმალური დასაშვები ზღვრის ოდენობა უშუალოდ იმ ქვეყნის და მაღაზიათა ქსელის მიხედვით გაარკვიოს, სადაც ის პროდუქციის შეტანას აპირებს.

საქართველოში 2008-2013 წლებში რეგისტრირებული პესტიციდების და აგროქიმიკატების ჩამონათვალი 

 

 

 

წაკითხულია
12687
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე სტატიები არ მოიძებნა


ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

banner
banner
banner