banner
16 სექტემბერი 2016 | 11:08 ეკონომიკა

მიწის რეფორმის დადებითი და უარყოფითი მხარეები

მიწის რეფორმის დადებითი და უარყოფითი მხარეები


„2006 წელს საპარლამენტო დელეგაცია როგორც კი ჩავედით  სკოპიეში მაკედონიის დედაქალაქში, სიმართლე გითხრათ ვფიქრობდი, აქ რა გამოცდილება უნდა შეგვესწავლა,  რადგან იმ პერიოდში თბილისი ბევრად უფრო წინ წასული ქალაქი იყო. მაგრამ როგორც კი ქალაქს გავცდით,  იქ აბსოლუტურად სხვა სურათი დაგვხვდა. დავინახეთ ახალი გზები, პატარ-პატარა საწარმოები, მსხვილი ფერმერული მეურნეობები, ადამიანები, რომლებიც კარგ სახლებში ცხოვრობდნენ. გაირკვა, რომ მაკედონიაში მიწის რეფორმა გატარდა. აქცენტი აიღეს მიწების გამსხვილებაზე, ამას გარდა, რეგიონებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ეს კი წარმატების საწინდარი აღმოჩნდა“, - იხსენებს „ახალი მემარჯვენეები“-ს წევრი მანანა ნაჭყებია. 

დამოუკიდებლობის ისტორიის ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოში მიწის  რამდენიმე რეფორმა განხორციელდა. სულ ახლახანს, მიწის რეფორმის კიდევ ერთი ტალღა დაიწყო. იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონის დამტკიცების შემდეგ მიწის რეგისტრაციის პროცედურები გამარტივდა. სიახლეა ისიც, რომ მინდინარე წლის  აგვისტოდან 2018 წლის 1 ივლისამდე  მსურველები ნაკვეთებს უფასოდ დაირეგისტრირებენ.

1992 წლიდან რეფორმა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა. ამ პროცესში დონორი ორგანიზაციებიც მონაწილეობდნენ. თავდაპირველად არასასოფლო-სამეურნეო მიწების აღრიცხვა და უძრავი ქონების ნახაზის შედგენა ტექბიუროების მიერ ხორციელდებოდა, რომლებიც ჯერ ადგილობრივ თვითმართველობებში

ფუნქციონირებდნენ, მერე მიწის მართვის, შემდეგ კი საჯარო რეესტრის სისტემაში გაერთიანდნენ. ტექბიუროს მონაცემი ასახავს მხოლოდ ნაგებობისა და მასზე მიმაგრებული არასასოფლო მიწის მდებარეობას.

სასოფლო-სამეურნეო მიწების  განაწილებისას კი მიღება-ჩაბარების აქტი გაიცემოდა, რომელიც წარმოადგენდა უფლების დამდგენ დოკუმენტს. ეს საბუთი მესაკუთრისა და მიწის მიახლოებით მდებარეობაზე ინფორმაციას მოიცავდა. იმ პერიოდისთვის არ არსებობდა საკადასტრო აზომვა, ზოგ დოკუმენტს აკლდა ხელმოწერა, ზოგიერთს ბეჭედი, ეს ხარვეზები დოკუმენტის უტყუარობის თვალსაზრისით ეჭვებს აჩენდა და წლების განმავლობაში მიწის რეგისტრაციის დამაბრკოლებელ ფაქტორად განიხილებოდა. 

მიწების დამტკიცების კიდევ ერთი რეფორმა  2007 წლის 15 სექტემბერს მიღებული კანონის შედეგად დაიწყო. საპრეზიდენტო პროგრამა „რაც შენია, შენია“-ს ფარგლებში მოქალაქეებს მფლობელობაში არსებული მიწების დაკანონების უფლება მიეცათ. 2008 წლის დეკემბერში კანონში ცვლილება შევიდა. ცვლილების შემდეგ მფლობელობაში არსებული მხოლოდ ის მიწა დარეგისტრირდებოდა, რომელზეც შენობა-ნაგებობა იქნებოდა განთავსებული.  2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ გაკეთებულმა საპრეზიდენტო პროექტმა მიწის რეგისტრაციის პრობლემები ვერ გადაჭრა და პირიქით, სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის ახალი დავების მიზეზად იქცა. 

„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“- ეს ახალი კანონია, რომლის მიზანი საქართველოში არსებული მიწების სრული რეგისტრაციაა. ამ ეტაპზე საშუალოდ ნაკვეთების 20 პროცენტია რეგისტრირებული. იმის გამო, რომ არ არსებობს სრულყოფილი არქივები და არც არქივში არსებული დოკუმენტების ელექტრონულ ფორმატში გადაყვანის პროცესია დასრულებული, ამ ეტაპზე წარმოუდგენელია იმის განსაზღვრა, რა ოდენობის მიწას ფლობენ კერძო მესაკუთრეები და რა მოცულობის ნაკვეთებია სახელმწიფოს ბალანსზე. 

ამჯერად  საპარლამენტო არჩევნების წინ, მთავრობა მიწის რეგისტრაციის პრობლემის გადაჭრის ინიციატივით კიდევ ერთხელ გამოვიდა. ახალი კანონში გაწერილი პროცედურების გამარტივებით მთავრობის მოლოდინია, რომ არასრულფასოვანი დოკუმენტების დახარვეზება აღარ მოხდება და გრამატიკული შეცდომების ან ბეჭდის არარსებობის მიუხედავად მიწა მაინც დარეგისტრირდება. რაც შეეხება სადავო საზღვრებს, კანონის ინიციატორების აზრით, ამ მიმართულებით მედიაცია ეფექტურად იმუშავებს, მოდავეები ადგილზე მორიგდებიან ნოტარიუსების დახმარებით და სასამართლომდე საქმეს აღარ მიიყვანენ. უფლებადამდგენი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში, მიწის ფაქტობრივ  მფლობელს ახალი კანონი საშუალებას აძლევს, რომ  მუნიციპალიტეტში არსებულ აღიარების კომისიას მიმართოს და ნაკვეთის დარეგისტრირების უფლება მოიპოვოს. კანონით ახალი საამზომველო სტანდარტიც დადგინდა, რაც ნაკვეთების ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრის ინსტრუმენტად განიხილება. ამას გარდა, სახელმწიფო კანონით ვალდებულია, რომ  უახლოესი ორი წლის განმავლობაში რეგისტრაციასთან დაკავშირებული ცნობების გამოთხოვაზე თვითონ იზრუნოს და ყველა ზემოთჩამოთვლილი სერვისის ღირებულება თავის თავზე აიღოს. 

სანამ კანონი ამ სახეს მიიღებდა, იუსტიციის სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, დონორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების (TIG, G4G, USAID) თანამშრომლობის შედეგად, 2015 წლის გაზაფხულზე „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონპროექტი მომზადდა. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ამ კანონპროექტის სულისკვეთება დღევანდელი კანონისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. 

„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“-ს იურისტი თეო ზაქარაშვილი ამბობს, რომ დონორები და სერთაშორისო ორგანიზაციები მხარს უჭერდნენ მიწების  სისტემური მეთოდით რეგისტრაციას მთელი საქართველოს მაშტაბით, თუმცა ხელისუფლებამ გადამწყვეტ მომენტში კომპეტენტური ორგანიზაციების აზრი არ გაითვალისწინა  და ისეთი კანონი მიიღო, რომელიც პირიქით, პრობლემას ამწვავებს: „მსოფლიო ბანკის და სხვა ორგანიზაციების რჩევა იყო, რომ სახელმწიფოს მთელ ქვეყანაში თავად გაეკეთებინა სიტემური რეგისტრაცია. რაც იმას ნიშნავს, რომ დაეწყო ერთი ან რამდენიმე ადგილიდან ერთდროულად, სანამ არ დაასრულებდა. მაგალითად თუ დაიწყებდა სარფიდან, აზომავდა ყველა კვადრატულ სანტიმეტრს, დაიტანდა ელექტრონულ რუკაზე, გამოაკრავდა სოფლებში, შეიკრიბებოდა ხალხი, თავის ნაკვეთს მონიშნავდა, თუ პრეტენზია არავის ექნებოდა დარეგისტრირედებოდა, თუ იქნებოდა დავა მიჯნებს შორის მაგას მედიაცია გაარკვევდა, დადგინდებოდა სოფლის საზღვრებს შიგნით, რა მიწას ფლობს მოქალაქე და რას სახელმწიფო. ამ მეთოდის სანაცვლოდ სახელმწიფომ დაუშვა შეცდომა და წაახალისა ერთეული ანუ სპორადული რეგისტრაციები. თუ მეზობელი თქვენზე ადრე მიიტანს ელექტრონულ ნახაზს, რომელშიც თქვენი მიწის ნაწილიც  აქვს მითვისებული, რეესტრი იმას დაურეგისტრირებს. ამ დროს მოქმედებს რეესტრის უტყუარობის პრეზუმფცია და როდესაც თქვენ წარადგენთ სწორ ნახაზს, მოხდება გადაფარვა და თქვენ არ დაგირეგისტრირებენ. ასეთი ცუდი ეფექტი აქვს ერთეულ რეგისტრაციას. “

პირველი მოსმენის დროს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტის სახელწოდებასა და შინაარს შორის შეუთავსებლობა დაინახა.  დასკვნაში, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე აწერს ხელს (20016 წლის 14 აპრილი) ვკითხულობთ, რომ  „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის სათაური არ პასუხობს კანონპროექტის შინაარს“.  

მოგვიანებით კანონპროექტის სათაური შეიცვალა და ახალი კანონის სახელწოდებაში სისტემურ რეგისტრაციასთან ერთად გაჩნდა სპორადული რეგისტრაციაც. თუმცა დამტკიცებულ კანონში სისტემური რეგისტრაცია დაშვებულია არა მთელი საქართველოს მასშტაბით, არამედ პილოტ პროექტის სახით საქართველოს 12 სოფელში (დაბა შუახევი, ლახამულა, სალხინო, არბოშიკი, კარალეთი, საგურამო, ზარიძეები, დაბა მანგლისი, არხილოსკალო, ვედიდკარი, ჯიმითი, ბოგდანოვკა). პროექტის განხორციელებისთვის მსოფლიო ბანკმა 2,4 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. 

ფაქტია, რომ სახელმწიფო მსოფლიო ბანკის მიერ რეკომენდირებულ სისტემური რეგისტრაციის პილოტ პროექტის შედეგებს არ დაელოდა და აქცენტი მოქალაქეებისთვის საკუთრების რეგისტრაციის ფინანსური ტვირთის შემსუბუქებასა და ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივებაზე აიღო. მთავრობის მიერ  პროცედურების გამარტივებას სპეციალისტების უმეტესობა დადებითად აფასებს,  თუმცა, მათი აზრით, ამ მიდგომით მიწის კადასტრის საბოლოო მოწესრიგების საკითხი ჯერჯერობით ღიად რჩება. 

„სისტემური რეგისტრაციის მეთოდის გამოყენებას ალტერნატივა არ აქვს, თუ მიზნადაა დასახული საქართველოს მთელი ტერიტორიის რეგისტრირება, რომელიც მოიცავს როგორც სასოფლო ასევე არასასოფლო სამეურნეო, როგორც კერძო ასევე სახელმწიფო და მუნიციპალურ მიწებს. სისტემური რეგისტრაციის საპილოტე პროექტის შედეგების ანალიზი გამოკვეთს იმ საკითხებს რომლებიც მოითხოვს დახვეწას და კანონში დამატებით ცვლილებებს რის საფუძველზეც მოხდება ქვეყანაში არსებული ყველა ნაკვეთის  სისტემური რეგისტრაცია. ერთის მხრივ, საქართველოში ფუნქციონირებს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მიწის რეგისტრაციის სისტემა, თუმცა ამავე დროს დიდია დაურეგისტრირებელი მიწების რაოდენობა, რაც სერიიოზული გამოწვევაა და გავლენას ახდენს როგორც საკუთრების უფლების დაცვის, ასევე ინვესტიციების მოზიდვის საკითხზე. ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია გარანტირებული საკუთრების უფლება, მაღალი ნდობის ფაქტორი, როდესაც  საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ნაკვეთის მიმართ უტყუარობის პრეზუმცია ეჭვქვეშ არ დგება“, - აცხადებს მსოფლიო ბანკის ექსპერტი დავით ეგიაშვილი. 

„კოალიცია პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ წარმომადგენელი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ახალი მიწის რეფორმა არაეფექტურია და მხოლოდ მთავრობის წინასაარჩევნო გათვლაა. ხვიჩიას აზრით, მიწის სასოფლო და არასასოფლო სამეურნეო სტატუსიც გასაუქმებელია, რადგან ეკონომიკის შემაფერხებელ ფაქტორია: „სახელმწიფოს თავის დროზე უფლებადამდგენი დოკუმენტი 40-50 % მოსახლეობისთვის არ მიუცია, მთავრობისგან განსხვავებით, ჩვენ ამ ხალხს მიწას ზედმეტი პროცედურების გარეშე დავურეგისტრირებდით. სახელმწიფოს მიერ მოსახლეობისთვის შეთავაზებული უფასო სერვისები, მედიაცია და უფლებადამდგენი კომისიები უაზრობაა, პრობლემას ვერ გადაწყვეტს. ეს არის მცდელობა მოტყუებით მივიდეთ არჩევნებამდე. ახალი საამზომველო სტანდარტით მუშაობაც არაეფექტური იქნება. ამ სტანდართით მუშაობა მოგვცემს სერტიფიცირებული ამზომველების მონოპოლიას და ამ რესურსით მიწების რეგისტრაციის დრო 10 წლამდე  გაიწელება.  ჩვენი მიდგომით კი 1 წელიწადში შევძლებთ 95 პროცენტი მიწების დარეგისტრირებას. ნაკლებად ურბანულ დასახლებეში 1-1,5 მეტრის ცდომილებით მიწების აზომვა დასაშვებია, რასაც დღეს მოქმედი საამზომველო ფირმები აკეთებენ, ადგილზე გასვლით თუ ოფისიდან გაუსვლელად. ჩვენც სისტემურ მიდგომას გამოვიყენებთ. მესაკუთრეებს თავისი ექნებათ, სახელმწიფო კი გაარკვევს მას რა ეკუთვნის. ძალიან საჩქაროა ეს პროცესი, რადგან დაუკანონებელი მიწა საბაზრო ურთიერთობებში  ვერ ერთვება. მიწის სტატუსი სასოფლო და არასასოფლო არის სრული იდიოტიზმი. კანონი მოქალაქეს  უკრძალავს მიწა უკეთესი მიზნით გამოიყენოს,  როგორ შეიძლება ეს ჭკვიანური იყოს? “

„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“-ს იურისტ თეო ზაქარაშვილს მიაჩნია, რომ სიტემური რეგისტაციის მეთოდი ფიანსური თვალსაზრისითაც უფრო გამართლებულია: „ერთეული რეგისტრაციების დროს სახელმწიფო გაცილებით მეტ თანხას ხართავს და ფინანსურად ზარალდება. სისტემური რეგისტრაციების დროს ტენდერით მომსახურების ერთიანი შესყიდვა  შეეძლო, რომლის დროსაც დიდი ფასდაკლება ექნებოდა. ერთეული რეგისტრაციებისთვის საჭირო თანხასაც სახელმწიფო ანაზრაურებს და სერვისის შესყიდვა გაგაცილებით ძვირი უჯდება. ვერ ვხვდები სახელმწიფო უფრო მეტ ფულს რატომ ხარჯავს ისეთ რეგისტრაციებში, რომლის დიდი ნაწილი მერე მაინც ხარვეზდება“. 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით პირველი აგვისტოდან დღემდე განცხადების რეგისტრაციაზე უარი 88 ადამიანს უთხრეს, რადგან მათი ქონება უკვე მათ სახელზე რეგისტრირებული იყო, ხოლო წარმოება 327 განცხადებაზე შეწყდა, რადგან ვერ მოხერხდა ნაკვეთის ადგილმდებარეობის განსაზღვრა.  

ამ ეტაპზე რეფორმის ფარგლებში მიღებული სარეგისტრაციო განცხადებების ოდენობა 55 ათას შეადგენს. დამატებითი დოკუმენტაციის მოძიება 31 ათას განცხადებაზე მიმდინარეობს, წარმოებაშია 3 800 განაცხადი და წარმატებით დასრულდა 15 ათასი რეგისტრაცია. 

WWW.EUGEORGIA.INFO-ს კითხვაზე აპირებს თუ არა მთავრობა ზემოაღნიშნულ 12 სოფელში პილოტის წარმატებით განხორციელების შემდეგ სისტემური რეგისტრაციის განხორციელებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო რეესტრმა წერილობით გვიპასუხა: „ეს დამოკიდებულია საპილოტე პროექტის მიმდინარეობაზე, დასრულებასა და შედეგებზე, რომელთა გაანალიზებაც დროს მოითხოვს, რადგან 90-იან წლებში არსებულმა პრაქტიკამ და არასწორად ჩატარებულმა  რეგისტრაციებმა  უამრავი ხარვეზი გამოიწვია.“

რაც შეეხება, სპორადულ რეგისტაციებზე გაწეულ ხარჯებს, WWW.EUGEORGIA.INFO-ს  საჯარო რეესტრში განუცხადეს, რომ „დამატებითი ფინანსური სახსრები რეფორმის განხორციელებისთვის გამოყოფილი არ არის“. 

ამის საპირისპიროდ კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ „კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. იგი გავლენას მოახდენს როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ისე სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტზე“. 

რადგან ეს კანონპროექტი დღეს უკვე ძალაში მყოფი კანონია, საინტერესოა რამდენად ეფექტურად ახერხებენ და მოახერხებენ მომდევნო 2 წლის განმავლობაში რეგისტრაციის პროცესში ჩართული სახელმწიფო უწყებები ბევრად მეტი მოვალეობის შესრულებას იგივე ფინანსური და ადამიანური რესურსებით. 

 

ზურაბ მოდებაძე

წაკითხულია
5901
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

მიწის აზომვა მხოლოდ სერთიფიცირებულ პირებს შეეძლებათ

მიწის აზომვა მხოლოდ სერთიფიცირებულ პირებს შეეძლებათ

ამზომველებს მომსახურების საფასურს მთავრობა დაუდგენს „კომპანიების უმრავლესობა მიწას ხელსაწყოების გარეშე, ოფისიდან გაუსვლელად ზომავს, რაც გადაფარვებს იწვევს“

18 მარტი 2016 | 18:04 ეკონომიკა ვრცლად
მიწის მფლობელობის მსურველებმა ნაკვეთები ხელახლა უნდა აზომონ და დაირეგისტრირონ

მიწის მფლობელობის მსურველებმა ნაკვეთები ხელახლა უნდა აზომონ და დაირეგისტრირონ

მიწის ნაკვეთებს, რომლებიც დღემდე საკუთრებად საჯარო რეესტრში არ არის რეგისტრირებული, საკუთრებაში სახელმწიფო გადაიფორმებს. მასთან ერთად, მიწას, რომელზეც პირის საკუთრება არ დასტურდება, სახელმწიფო მის განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემას ერთი წლით შეზღუდავს

18 იანვარი 2016 | 19:19 სოფლის მეურნეობა ვრცლად

ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) პირველი სექტემბრიდან შევიდა ძალაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირიდან შემოტანილ და საქართველოდან ექპორტირებულ 9 ათასზე მეტი დასახელების პროდუქციაზე საბაჟო გადასახადი გაუქმდა

ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილება, გარანტირებული სამუშაო თუ ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა? მითები არამხოლოდ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე, არამედ ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებითაც არსებობს. ევროპაში თავისუფლად გ

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner