banner
24 ნოემბერი 2016 | 15:36 ეკონომიკა

ქათამიVS კვერცხი - ხელისუფლება ადგილობრივ მწარმოებლებს არ უქმნის პირობას იმისთვის, რომ 80% იანი იმპორტი კონკურენტუნარიანი პროდუქციით ჩაანაცვლონ

ქათამიVS კვერცხი - ხელისუფლება ადგილობრივ მწარმოებლებს  არ უქმნის პირობას იმისთვის, რომ 80% იანი იმპორტი  კონკურენტუნარიანი პროდუქციით ჩაანაცვლონ

ქათმისა და კვერცხის მწარმოებლები ითხოვენ, რომ სხვა სასოფლო სამეურნეო პროდუქტების მწარმოებელი ფირმების მსგავსად იბეგრებოდნენ.  2008 წლიდან კვერცხი, ხოლო 2012 წლიდან ქათმის ხორცი სხვა სასოფლო სამეურნეო პროდუქტებისაგან განსხვავებით გამონაკლისია და იბეგრება დამატებული ღირებულების გადასახადით (დღგ). 2012 წელს მეხორცულმა მეწარმეებმა გააპროტესტეს საკანონმდებლო ცვლილება, მაგრამ უშედეგოდ. ამას ისიც ემატება, რომ ქათმის ხორცისა და კვერცხის იმპორტიორები საქართველოში გათავისუფლებული არიან იმპორტის 12% გადასახადისაგან. შესაბამისად, კვერცხისა და ქათმის მწარმოებლები არათანაბარ პირობებში იმყოფებიან, როგორც ქათმის ხორცის შემცვლელი პროდუქტების მწარმოებლებთან, ასევე იმორტიორ კონკურენტებთან შედარებით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის XXIII-ე თავის 168-ე მუხლის 4-ე პუნქტის ფ) ქვეპუნქტის მიხედვით ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია:
"საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0407 00 190 00 და 0407 00 300 00 კოდებში მითითებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაციებული) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე);"

საქართველოში ქათმის ხორცის მწარმოებელი კომპანიები არიან "ბიუბიუ", "ნოზაძე", "როსტერი" და სხვა არცნობადი პატარა სიმძლავრის საწარმოები. Eugergia.info შეეცადა გარკვეულიყო მეხორცული ქათმის მწარმოებლების მოთხოვნის არსსა და მიმდინარე ვითარებაში. ჩვენგავესაუბრეთ როსტერის დამფუძნებლებს.  მათი მტკიცებით სახელმწიფომ გაატარა მცირე ჯგუფის ინტერესები და ახლა უკვე არსებული რეგულაციის გაუქმება უჭირთ, რაგდან საწყის ეტაპზე კვერცხის და ქათმის ხორცის მწარმოებლებისაგან დღგ-ს სახით მიღებული საბიუჯეტო შემოსავლები შემცირდება.  ჯგუფი, რომლებმაც 2008–ში თვითონ მოითხოვეს კვერცხის დაბეგვრა დ.ღ.გ.–ის გადასახადით არიან  "კოდა",  "დილის პროდუქტები",  "კუმისი", "პატარძლეული"  და "სავანეთი". დღეს ხელისუფლება ერიდება კონკრეტული ქმედების განცხორციელებას, რადგან თუკი გააქმუებს დასახელებულ რეგულაციას შესაძლოა გარკვეული ჯგუფის უკმაყოფილება გამოიწვიოს.

ბიზნესმენებთან საუბრისას ირკვევა, რომ ადგილობრივ ბაზარზე კვერცხის მიმწოდებლებმა კონკურენტი  იმპორტიორებისაგან დაცვა მოითხოვეს 2008 წელს, სანაცვლოდ კი დღგ-ს გადახდა შესთავაზეს სახელმწიფოს. მთავრობა დათანხმდა ამ ინიციატივას და ჩამოყალიბდა კომისია  მეკვერცხულთა ასოციაციაში, რომელიც განსაზღვრავდა კონკრეტული ფირმები შემოსულიყვნენ თუ არა ქართული კვერცხის ბაზარზე. "მეკვერცხულთა ასოციაციას უნდა დაკითხვოდა სახელმწიფო ჰქონოდა თუ არა იმპორტიორს ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვის უფლება. ასოციასთან მისული პირი კი აწყდებოდა ბიუროკრატიას -  საბჭოს რომელსაც უნდა მიეღო გადაწყვეტილება მიზეზები არ ელეოდა. ასოციაციას შემოჰქონდა სადედე მეკვრეცხული ფრინველი და კვრეცხის ფასი იყო 32 თეთრი. ამით გაზარდეს წარმოება და დღეს 102%-ს აწარმოებენ" - აცხადებს ჯაბა პაპიძე. 

იმ ქართველი ბიზნესმენების მოთხოვნაზე. რომლებიც არა კვერცხს არამედ ფრინველის ხორცს აწარმოებენ და ასეთ ვითარებაში პრაქტიკულად დაჩაგრულები აღმოჩნდნენ, სახელმწიფომ მოიშველია არგუმენტი, რომ ადგილობრივი წარმოების კონტროლი საგადასახადო თვალსაზრისით უფრო რთულია, ვიდრე იმპორტირებულის.  დამეთანხმებით, მსგავსი დასაბუთება  რეალობას მოკლებული და არალოგიკურია.  ამავე ლოგიკით ქვეყანაში არაფერი უნდა იწარმოებოდეს.  მეწარმეები კი აცნობიერებენ, რომ ადგილობრივი წარმოების განავითარება მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდისა და სტაბილურობისათვის. მეტიც, თავად ხელისუფლებას უწერია პრიორიტეტებში იმპორტის ადგილობრივი ნაწარმით ჩანაცვლება და ამით სავაჭრო დეფიციტის შემცირება, რაც თავისთავად ლარის კურსის დასტაბილურების ერთ-ერთი    ინსტრუმენტია.  მაგალითად, ქათმის მწარმოებლებს  საკვებად სჭირდებათ სიმინდი,  რომელიც შეუძლიათ ადგილობრივ ბაზარზეც იყიდონ;  მაგრამ ამას არ აკეთებენ, რადგან ადგილობრივ სიმინდს  არ მოყვება დღგ, ანუ სიმინდის შემსყიდველი მეწარმე ამ ხარჯს დოკუმნტურად ვერ ასახავს იმის გამო, რომ ადგილზე სიმინდის მწარმოებელთა უმეტესობას არ გააჩნია გამართული ბუღალტერია.   შესაბამისად, იმპორტირებულ სიმინდს მოიხმარენ. ე.ი. იქმნება მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე.  ხოლო თუკი სიმინდს იყიდდა ქართველი გლეხისგან, უცხოური ვალუტის ნაცვლად ლარზე მოთხოვნა გაიზრდებოდა. 

აგრარული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ eugeoorgia.info-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ხელისუფლება აპირებს სასაქონლო ნომენკლატურის კოდების მიხედვით ეტაპობრივად კვერცხისა და ქათმის წარმოების დღგ-საგან გათავისუფლებას.  მაგრამ 2018 წლამდე გელა სამხარაულის თქმით, ცვლილება მაინც ვერ განხორციელდება, რაგდან “დაგეგმილი არ არის”. ამასთან ერთად, სულ ორი პროდუტია - კვერცხი და ქათამი (აუქნელი, ნედლი, ახალი შეციებული), ხოლო კვერცხში ორი კატეგორია გამოიყოფა საკონდიტრო და სადედე.  შესაბამისად, რომ არსებობდეს პოლიტიკური ნება კოდების სიმრავლე (სულ სამი კოდი) ვერ იქნება ხელისშემშლელი.

ჯაბა პაპიძე, “როსტერის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, საუბრობს იმპორტიორ კონკურენთებთან შედარებით არათანაბარ პირობებზე: "თუ იმპორტიორი 2001 წელს აკმაყოფილებდა სტანდარტს, მას შემდეგ მას აღარავინ ამოწმებს. აქ კი მე ვალდებული ვარ ყოველ კვირას ანგარიში ჩავაბარო. ფერმერს ხელი უნდა შევუწყოთ, რომ აქ განვითარდეს მეწარმეობა და უფრო მეტი პირი დასაქმდეს. ამით გადასახადებიდან მიღებული შემოსავალი სახელმწიფოს არ შეუმცირდება". პაპიძე ამბობს, რომ მისმა კომპანიამ წინააღმდეგობების მიუხედავად თავი მაინც დაიმკვიდრა ბაზარზე და დღეს წარმატებით ამარაგებს არაერთ ორგანიზაციას, თუ ობიექტს: "დღესდღეობით ძირითადად თბილისის ბაღებს ვამარაგებთ, ასევე გვაქვს საკუთარი მაღაზიები.  ბრენდინგი კარგი გვაქვს, გვყავს ჩვენი სამომხმარებლო სექტორი, რომელიც მზადაა მეტი გადაიხადოს მაღალი ხარისხის პროდუქციაში. ახლა გვინდა, რომ სხვა მცირე ფერმერებს შევუწყოთ ხელი განვითარებაში. ამისათვის შევქმენით საინტერგაციო ჯგუფები, სადაც დაახლოებით 50 დღგ-ს გადამხდელი ფერმერია გაწევრიანებული"- აცხადებს პაპიძე.

eugeorgia.info დაინტერესდა ქათმის ნედლი ხორცის საწარმოო პროცესით. ქათმის ხორცზე ორიენტირებული ფერმები სპეციალური ჯიშის ქათმის კვერცხს ან წიწილას ყიდულობენ და შემდეგ ზრდიან.  "ორი წლის წინ სრულად დამოკიდებული ვიყავით სადედე კვერცხის თურქეთიდან იმპორტზე.  აქედან მოყოლებული ნელ-ნელა დაიწყო განვითარება და დღეს უკვე სადედე გუნდები, რომლებიც ამ განაყოფიერებულ კვერცხს იძლევა, ქართულ ბაზარზეც ხელმისაწვდომია; ასეთი ორი კომპანიაა, თუმცა მათ ძალიან უჭირთ საგადასახადო ვალდებულებების შესრულება, რადგან დღგ განვითარების საშუალებას არ აძლევს. ახლო მომავალში, სულ რაღაც ექვს თვეში ხელახლა მოგვიწევს საინკუბაციო კვერცხის შემოტანა თურქეთიდან, - ვარაუდობს ჯაბა, - როცა შესაძლოა მოვლენები პირიქით განვითარებულიყო."

მეხორცული ქათმის ჯიშის ანუ, ე.წ. სადედე გუნდების გამომყვანი საწარმოს, ხელმძღვანელი, ლევან ცხადაძე მოგვითხრობს,  თუ როგორ აფერხებს დღგ მისი ბიზნესის განვითარებას.  იგი 1997 წლიდან ჩაბმულია სასოფლო სამეურნეო ბიზნესში და კარგად იცნობს არსებულ მდგომარეობას. ამჟამად მას ჰყავს ქათმის სადედე გუნდები, რომლებისგანაც გამოჰყავს სახორცე ჯიშის ქათმები და ადგილობრივ ბაზარზე წიწილებს მიაწვდის. მისი მომხმარებლები არიან, როგორც ადგილობრივი, ასევე სომეხი და აზერბაიჯანელი ფერმერები. ცხადაძე  აცხადებს, რომ მას შეუძლია გაყიდოს უფრო მაღალ ფასად სომხეთში წიწილა, მაგრამ ურჩევნია ადგილობრივი ფერერების განვითარებას შეუწყოს ხელი. ლევანი ამბობს, რომ ფერმერების მხრიდან მოთხოვნაა საინკუბაციო კვერცხზეც, თუმცა ეს არამომგებიანია დღგ-ს გამო.  გამომდინარე იქიდან, რომ წიწილა ცოცხლად იყიდება მასზე დღგ-ს არ იხდის. ხოლო თუ საინკუბაციო კვერცხს გაყიდის მაშინ მოუწევს დღგ-ს გადახდა.  ეს კი გააძვირებს მის კვერცხს და შესაძლოა კონკურენციაც კი ვერ გაუწიოს იმპორტირებულს. შესაბამისად, იგი უარს ამბობს ამ კვრეცხის გაყიდვაზე და მხოლოდ იმ რაოდენობის კვერცხი გამოყავს, რასაც თავად მოიხმარს წიწილების გამოსაჩეკად. რაც შეეხება იმპორტირებულ კვერცხს, ფერმერები დამაბრკოლებელ ფაქტორად ასახელებენ იმას, რომ თუნდაც ჩვენ მეზობელ ქვეყნებში ეს დარგი გათავისუფლებულია მოგების გადასახადისაგან, ხოლო საქართველოში კი იმპორტი გათავისუფლებულია იმპორტის 12%  გადასახადისაგან. ასევე, ჩვენი უცხოელი კონკურენტები სუბსიდირებული არიან სახელწიფოს მიერ. ეს ფაქტი კვერცხისა და ქათმის მწარმოებლებისათვის დისკრიმინაციულია არა მხოლოდ იმპორტიორების, არამედ ადგილობრივი პროდუქციის მწარმოებლებთან მიმართებაშიც. ცხადაძე და მასთან ერთად პაპიძეები ცალსახად აცხადებენ: "ჩვენ, ფერმერები, არ ვითხოვთ იმპორტის შეზღუდვას ან რაიმე სახის გადასახადის დაწესებას. მოგვცენ საშუალება თანაბარ პირობებში გავუწიოთ კონკურენცია."
 
თუკი დღგ აღარ შეაფერხებს ამ საქიანობას, მაშინ ლევან ცხადაძე მზადაა თავად გაფართოვდეს და ხელი შეუწყოს ადგილობრივ მეწარმეებს, ასევე უბრალო გლეხებს.  თანამედროვე სტანდარტების დანერგვის გამო დღეს გლეხი  (რომელსაც მაგალითად, ჰყავს 300-500 ქათამი) ბაზარს ვერ მიაწვდის დაკლულ ქათამს. ცოცხლად კი დღეს იშვიათად თუ იყიდის საბოლოო მომხმარებელი და ამიტომ ცოცხალი ქათმის ფასიც დაბალია.  ლევანი ამბობს, რომ თავად გაუწევს ორგანიზებას გლეხებმა თავად გაზარდონ ყველა სტანდარტის დაკმაყოფილებით ქათმები, შემდეგ იგი იქნება შემგროვებელ-დისტრიბუტორი სასაკლაოებამდე. ასე სასაკლაოებისთვისაც გამარტივდება გლეხების მომსახურება.
 
ლევანი ასევე მზადაა ხელი შეუწყოს დარგში ახალგაზრდა პროფესიონალების (ვეტერინარების) გადამზადებას, პრაქტიკული უნარების განვითარებას და უფრო მეტი სპეციალისტის არსებობას.
 
ფერმერთა მოსაზრებების პარალელურად თვალი გადავავლოთ კვერცხისა და ქათმის წარმოების სტატისტიკას ქვეყნის მასშტაბით.
დიაგრამა 1.
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.

როგორც დიაგრამიდან ჩანს იმპორტის ჩანაცვლების პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და საქართველოში კვერცხს ძირითადად ადგილობრივი ფირმები მიაწვდიან. ადგილობრივი ბაზარი სრულადაა ათვისებული.  2015 წელს კი თვითკმაყოფილების ინდექსი 102% იყო. რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი მიწოდება აღემატება ადგილობრივ მოთხოვნას.
 დიაგრამა 2.
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

კვერცხის მწარმოებლებისაგან შედარებით, შინაური ფრინველის ხორცი ქართულ ბაზარზე ძირითადად იმპორტირებულია. 2006-2015 წლებში  საშუალოდ ადგილობრივი მოთხოვნის 80%-ს  შინაურ ფრივნელებზე იმპორტი აკმაყოფილებს. როგორც ვნახეთ,  ადგილობრივი ქათმის ხორცის წარმოება ხელოვნურად შეზღუდულია მცირე ჯგუფის ინტერესების გამო. ადგილობრივი წარმოების დაბეგვრა დღგ-თი და იმპორტის გათავისუფლება იმპორტის გადასახადისაგან, იწვევს ადგილობრივი უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტის წარმოების გაძვირებას. დაბალი მსყიდველობითი უნარის მქონე მომხმარებელს კი ურჩევნია იყიდოს იაფი, გაყინული ქათმის ხორცი. მესამე დიაგრამზე ნათლად ჩანს, რომ ქათმის პროდუქტების იმპორტში დომინირებს გაყინული ქათამი.  ქათმის ხორცის მწარმოებელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციით გაყინულ ქათამს შეუძლია შეიწოვოს დაახლოებით 42% წყალი, რომელიც მომზადების პროცესში ორთქლდება. ადგილობრივი აუქნელი ქათამი კი ახლად შეციებულია.  ასევე, ქვეყნის ქათმის ხორცზე მოთხოვნის დაახლოებით 5% აკმაყოფილებენ წვრილი და მცირე ფერმერები, რომლებიც ვერ ვითარდებიან დღგ-ს გამო.  მათ არც კოოპერაცია აწყობთ რადგან, 200 000 ლარიან ზღვარს ძალიან მარტივად გადააჭარბებენ და მსხვილი ბიზნესის მსგავსად დაიბეგრებიან.
 
დიაგრამა 3.
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

სტატიაში აღწერილი მდგომარეობა ნათელყოფს, რომ ხელისუფებამ შესაძლოა ლობირება გაუწიოს კონკრეტულ ჯგუფს ისე, რომ არ გაითვალისწინოს შესაძლო გავლენის ქვეშ მყოფთა ინტერესები. საკითხისადმი კომპლექსური მიდგომის არარსებობა აფერხებს დარგის თავისუფალ განვითარებას. შესაძლოა სტრატეგიაში მიზნად დასახული იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა და თანასწორობა, მაგრამ პრაქტიკა სხვას მეტყველებდეს.

ავტორი: მარიამ ლუკაშვილი  (ISET-ის ეკონომიკის მაგისტრი)

წაკითხულია
8977
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე სტატიები არ მოიძებნა


ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

banner
banner
banner