Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

banner
20 ივნისი 2014 | 16:53 სოფლის მეურნეობა

აგროდაზღვევის ახალ მოდელს ფერმერებს სავარაუდოდ 2015 წელს შესთავაზებენ

აგროდაზღვევის ახალ მოდელს ფერმერებს სავარაუდოდ 2015 წელს შესთავაზებენ

 
 
ავსტრიაში დაზღვეულია მთლიანი მინდვრების  75%, ვენახების 60%, ბოსტნეულის 90%, ბაღჩეულის  80% და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის  30%. სადაზღვევო პრემიის  50%-ს იხდის ფერმერი, 50%-ს კი სახელმწიფო. 
 
სეტყვა, ქარიშხალი, გვალვა თუ ყინვა ქართველი გლეხებსა და ფერმებში, რომელთაც მოსავალი დაზღვეული არ აქვთ, მუდივი დაუცველობის და უიმედობის განცდას აჩენს. „მთელი ცხოვრება მიწაზე ვმუშაობ. ვენახიც მაქვს და ყანაც. სეტყვამ, გვალვამ თუ ქარმა ბევრჯერ დამტოვა მოსავლის გარეშე. ათასობით ლარს რომ ჩადებ ხორბლის მოყვანაში და 1 კგ მოსავალსაც ვერ აიღებ, ანდა რთვლის წინ სეტყვა ვენახს რომ გაგინადგურებს, იმაზე საშინელი რა უნდა იყოს?  რამდენჯერ მიტირია! ამდენი სიმწრის მნახველი კაცი აგროდაზღვევას როგორ არ ვიყიდდი? ვიყიდი, თუ მას გლეხისთვის მისაღები ფასი ექნება და ვინმე მოგვცემს. გლეხს აგროდაზღვევას არავინ აძლევს, თუ გვთავაზობენ, ისეთ ფასში, რომ იმის გადახდას კაციშვილი ვერ შეძლებს, “ – ამბობს სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში მცხოვრები დავით სიფრაშვილი.
 
200 ათას ევროთი, რომელიც  გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკმა (KFW) გრანტის სახით  გამოყო, საქართველოშო 3–თვიანი კვლევა ჩატარდება.  კვლევა აგროსადაზღვევო გარემოს შეისწავლის, მისი  დასრულების შემდეგ კი აგროდაზღვევის კონცეფცია შეიქმნება. სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა  ფიფია ამბობს, რომ აგროდაზღვევის ახალი სქემა ფერმერებისა და მეწარმეებისთვის მისაღები და ხელმისაწვდომი იქნება. სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი აცხადებს, რომ აგროდაზღვევის კონცეფცია უკვე არსებობს, ახალი კვლევის შედეგების მოლოდინში კი ხელისუფლებას დრო გაჰყავს. 
 
2014 წლის დასაწყისში ხელისუფლებამ აგროდაზღვევის ახალი მოდელის შექმნაზე დაიწყო მუშაობა. ამ მიზნით პარლამენტში მუშა ჯგუფიც შეიქმნა, სადაც კანონმდებლებთან ერთად ფერმერები და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე აგროდაზღვევის განვითარება სახელმწიფო სუბსიდირების გარეშე წარმოუდგენელია: „აგრარული დაზღვევის სისტემა ახლა უნდა აიწყოს და აიწყოს ისე, როგორც თავის დროზე ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემა აიწყო. პარლამენტის შექმნილ სამუშაო ჯგუფში განვიხილეთ აგრარული დაზღვევის ესპანური და თურქული მოდელი. ეს ორივე მოდელი ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ეს არის აგროდაზღვევის სტიმულირების სისტემა. ამ სისტემის მიხედვით უნდა შეიქმნას ე.წ. პული, შემსრულებელი ორგანო, სადაც შედიან ის სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც აკმაყოფილებენ გარკვეულ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს, მთავრობის წარმომადგენლები და აგრარიკოსები. მთავრობა აგრარიკოსებთან ერთად გეგმავს ღონისძიებებს და ადგენს პრიორიტეტებს მოსავლის სახეობისა და ტერიტორიული ზონების მიხედვით. დადგინდება, სადაზღვევო პრემიის რა ნაწილს გადაიხდის სახელმწიფო და რა ნაწილს  – ფერმერი. ზოგიერთ შემთხვევაში სახელმწიფომ შეიძლება გადაიხადოს სადაზღვევო პრემიის 50, ან 40 %. ძალიან მარტივი და გასაგები სადაზღვევო პროდუქტები იქნება. 
 
არსებობს აგროდაზღვევის 2 მიმართულება: მოსავლის და საქონლის დაზღვევა. ავიღოთ მოსავლის დაზღვევა. დაზღვევის განაკვეთი შეიძლება იყოს 6–7%.  მარტივად რომ ავხსნათ, თუ მაგალითად, ხორბლის მოსავლის ღირებულება არის 10 000 ლარი, დაზღვევის განაკვეთი კი 6%, მთლიანი სადაზღვევო პრემია იქნება 10 000–ის 6%, ანუ 600 ლარი. თუ განსაზღვრული იქნება, რომ ხორბლის მოსავლის დაზღვევას სახელმწიფო  50%–ით დააფინანსებს, მაშინ პრემიის ნახევარს, ანუ 300 ლარს სახელმწიფო დაფარავს, ხოლო 300 ლარს – ფერმერი. 
 
დაზღვევის განაკვეთი და ამა თუ იმ კულტურის დაზღვევაში სახელმწიფოს თანამონაწილეობის პროცენტული განაკვეთი დადგინდება მას შედეგ, როცა  ე.წ. პული შეიქმნება. ჩვენ ვფიქრობდით, რომ წელს საცდელი პროექტს განვახორციელებდით. თუ მთავრობა აგროდაზღვევის ახალი კონცეფციის შესაქმნელად გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის კვლევის შედეგებს ელოდება, გამოდის, რომ მათ დრო გაჰყავთ და წლევანდელ სეზონს ვკარგავთ“. 
 
სოფლის მეურნეობის სამინისტროში აგროდაზღვევის ახალი სისტემის დეტალებზე არ საუბრობენ. ამბობენ, რომ კონცეფცია კველევის შედეგებზე იქნება დამოკიდებული. რაც უკვე ცნობილია, არის ის, რომ მომავალი წლიდან კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები დაიდგმება. სარაკეტო სისტემის შექმნაზე ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული ორგანიზაცია „დელტა“ მუშაობს. რაკეტების განთავსების ადგილს სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეარჩევს.
 
სხვადასხვა ქვეყნაში არსებული აგროდაზღვევის მოდელები
 
პოლონეთი
 
პოლონეთში ძირითადად განვითარებულია აგროდაზღვევის 2 მიმართულება: მოსავლის და საქონლის დაზღვევა. პოლონელი ფერმერების მხოლოდ 3% აზღვევს მოსავალს. 2009 წლიდან აგროდაზღვევაში უკვე სახელმწიფო მონაწილეობს და აფინანსებს მოსავლის დაზღვევის 40 %-ს და საქონლის დაზღვევის 50%-ს.
 
 
ავსტრია 
 
სადაზღვევო პრემიის 50%-ს იხდის ფერმერი, 50%-ს კი სახელმწიფო. ავსტრიაში დაზღვეულია მთლიანი მინდვრების 75%, ვენახების 60%, ბოსტნეულის 90%, ბაღჩეულის 80% და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის 30%.
 
საქართველოში მოსავალს მხოლოდ კერძო სადაზღვევო კომპანიები აზღვევენ. ფერმერებს აგროდაზღვევას 2 კომპანია – „ჯი პი აი ჰოლდინგი“ და „ალდაგი ბი სი აი“ სთავაზობს. 
 
ახალციხის სასოფლო–საკონსულტაციო სამსახურის დირექტორი გურამ ჯინჭველაძე  www.eugeorgia.info-სთან საუბარში ამბობს, რომ აგროდაზღვევის სფეროში სადაზღვევო კომპანიებს არ აქვთ საკმარისი გამოცდილება, გლეხებს და ფერმერებს კი ინფორმაცია: „გლეხები ძალიან სკეპტიკურად უყურებენ აგროდაზღვევას, მათთვის ეს ახლა მხოლოდ ზედმეტი ხარჯია. გარდა ამისა, არ აქვთ ინფორმაცია აგროდაზღვევის შესახებ და სიმართლე რომ ვთქვათ, არავინ არც არაფერს სთავაზობთ. გვინდოდა დაზღვევის აღება, მაგრამ სადაზღვევო კომპანიებს მხოლოდ ყურძნის და ხორბლის მოსავლის დაზღვევა ჰქონდათ. მათი სადაზღვევო პროდუქტები კახეთზეა მორგებული. ახალციხეში კი ძირითადად კარტოფილი და ხახვი მოჰყავთ. „ალდაგმა“ შემოგვთავაზა დაზღვევა, რომლის საპროცენტო განაკვეთიც 13% იყო. ეს ძალიან ძვირია, მითუმეტეს წვრილი ფერმერისთვის და გლეხისთვის“,  – ამბობს ჯინჭველაძე. 
 
„სადაზღვევო კომპანიების პორტფელში აგროდაზღვევის წილი 1%–ზე ნაკლებია.   გასულ წელს ფერმერებთან სულ 2 500 კონტრაქტი იყო დადებული. ეს ძალიან ცოტაა. აჭარაში, მანდარინის მწარმოებლებთან სულ 15 კონტრაქტი იყო გაფორმებული,“– აცხადებს სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი, – „ამას აქვს თავისი ახსნა.  აგროდაზღვევის სფეროში პრობლემები აქვთ სადაზღვევო კომპანიებსაც. მათ არ ჰყავთ ზარალის შეფასების სპეციალისტები. გარდა ამისა, საქართველოში არ არსებობს მეტეოროლოგიური დაკვირვების და პროგნოზის გამართული სამსახური. ასეთ დროს ძალიან ძნელია იმის დადგენა, ატამი ქარმა ჩამოყარა, თუ მოსავლის რეალიზაციის პრობლემებით შეწუხებულმა ფერმერმა. ის, რაც სადაზღვევო კომპანიებმა აქამდე გააკეთეს, ექსპერიმენტია, რომელიც მათ გამოცდილების მისაღებად სჭირდებათ. აგროდაზღვევის სისტემა ახლა უნდა შეიქმნას. ეს ძალიან რისკიანი და ხარჯიანი საქმეა. ამიტომ, სადაზღვევო კომპანიები  სახელმწიფოს დახმარების გარეშე, დამოუკიდებლად ამის გაკეთებას ვერ შეძლებენ“.
 
სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაცია საქართველოში მხოლოდ ერთხელ, 2012 წელს  გაიცა: 2012 წლის 19 ივლისს ქარბორბალამ და ძლიერმა სეტყვამ თელავის, ლაგოდეხის, გურჯაანის, ყვარლის და ახმეტის რაიონებში რამდენიმე ათასი ოჯახი დააზარალა. დაისეტყვა ვენახები, ხეხილის ბაღები და ბოსტნეული, დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.  რამდენიმე სოფელში სეტყვამ მოსავლის თითქმის 100% გაანადგურა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ სტიქიით დაზარალებული სოფლები კოალიცია „ქართული ოცნების“ მაშინდელმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მოინახულა და დაზარალებულებს შეპირდა, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში სტიქიით მიყენებულ ზარალს სრულად აუნაზღაურებდა. ამ მიზნით, მან არჩევნებამდე ბიუჯეტში 80 მილიონი ლარი გადარიცხა. კომპენსაცია ჯამში 28 500–მა ოჯახმა აიღო. 

წაკითხულია
1808
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე სტატიები არ მოიძებნა


ბლოგი

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) პირველი სექტემბრიდან შევიდა ძალაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირიდან შემოტანილ და საქართველოდან ექპორტირებულ 9 ათასზე მეტი დასახელების პროდუქციაზე საბაჟო გადასახადი გაუქმდა

ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილება, გარანტირებული სამუშაო თუ ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა? მითები არამხოლოდ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე, არამედ ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებითაც არსებობს. ევროპაში თავისუფლად გ

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

ექსკლუზიური ინტერვიუ დიმიტრი მანჯავიძესთან, რომელიც არის ერაყში, კერძოდ, ბაღდადსა და ერბილში გაეროს ოფისის საარჩევნო მისიის უფროსი ოფიცერი.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

ის blackhat hacker-ი იყო, ე. წ. შავი ქუდი - ის, ვინც კომპიუტერებს და ვებგვერდებს ტეხავს. სპეცსამსახურების ყურადღების ცენტრშიც სწორედ თავისი ნიჭის წყალობით მოხვდა. 16 წლის ასაკში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) მაღალჩინოსანი იყო. მიხვდით ალ

banner
banner
banner
banner