banner
28 თებერვალი 2017 | 19:12 კანონმდებლობა

ცვლილებები „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში - ასრულებს თუ არა ქვეყანა ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს შესყიდვების მიმართულებით?

ცვლილებები „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში - ასრულებს თუ არა ქვეყანა ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს შესყიდვების მიმართულებით?

“სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტის პირველი საკომიტეტო მოსმენა წამყვანი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე უკვე შედგა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განმარტების თანახმად, ცვლილებების კანონპროექტი ითვალისწინებს ევროკავშირის დირექტივებით აღებული ვალდებულებების შესრულებას. გარდა ამისა, კანონპროექტი მოიცავს მნიშვნელოვან ცვლილებებს გასაჩივრების პროცესში. მოცემული სტატიის მიზანია შეაფასოს კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები და მათი შესაბამისობა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ნაკისრ ვალებულებებთან.

 არასამთავრობო სექტორის მიერ დადებითად შეფასებული ცვლილებები:

  • გამარტივებული ელექტრონული ტენდერის გაუქმება;
  • სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო დოკუმენტაციის ინგლისურ ენაზე გამოქვეყნების უფლებამოსილება;
  • ევროკავშირის მიერ მონეტარული ზღვრების ჩანაწერის გაკეთება;
  • შესყიდვების ობიექტის აღწერისას საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების გამოყენება;
  • ელექტრონული ტენდერისთვის სატენდერო წინადადებების ფიქსირებული ვადის გაუქმება (ვადა დამოკიდებული იქნება შესყიდვის ღირებულებაზე);
  • ევროპული სტანდარტებით გათვალისწინებული პროპორციულობისა და თანასწორი მოპყრობის პრინციპების შემოღება;
  • ცვლილება ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესში, კონკრეტულად საქმე ეხება სხვადასხვა ღირებულების შესყიდვის შემთხვევაში სხვადასხვა ვადების დაწესებას;
  • სატენდერო პირობების ცვლილების შემთხვევაში, ხელახლა დაიწყება სატენდერო განცხადების გაცნობის ვადის ათვლა;

განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტის მიღების მიზეზებად სახელდება ასოცირების შესახებ შეთანხმების 144-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, თუმცა კანონპროექტი არ ითვალისწინებს აღნიშნული მუხლის სრულ დაახლოებას. ამის მიზეზია ის, რომ ამ მუხლით განსაზღვრული ზოგიერთი საკითხის შესრულება მეორე ფაზაში იგეგმება, რომელიც 2017 წლის 1 სექტებმრიდან დაიწყება და 2 წელს გასტანს. აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით იგეგმება 2016 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მუხლების დაახლოება. არასამთავრობო სექტორმა დადებითად შეაფასა პრინციპების დონეზე შესატანი ცვლილებები, კერძოდ პროპორციულობისა და თანასწორი მოპყრობის პრინციპის შემოღება, რაც უშუალოდ მოცემულია ასოცირების შეთანხმების 144-ე მუხლში. ასევე დადებითად შეაფასეს ვადებთან დაკავშირებული ცვლილებებიც. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ექსპერტის, გიორგი ლომთაძის ინფორმაციით, პროპორციულობისა და თანასწორი მოპყრობის პრინციპები პირდაპირ 24-ე დირექტივიდანაა აღებული, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის ძირითად საკანონმდებლო ბაზას. თანასწორი მოპყრობის პრინციპის მიზანია შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ არადისკრიმინაციული მიდგომისა და თანასწორი მოპყრობის უზრუნვეყოფა, ხოლო პროპორციულობის პრინციპი გულისხმობს შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ პრეტენდენტისადმი მოთხოვნების დადგენას კონკრეტული შესყიდვის მიზნებიდან და ორგანიზაციის საჭიროებიდან გამომდინარე. რაც შეეხება ვადებთან დაკავშირებულ ცვლილებებს, ლომთაძის მოსაზრებით გაცნობისა და წინადადებების წარდგენის ვადა ნამდვილად მცირე იყო და დიდ პრობლემებსაც ქმნიდა. ერთის მხრივ, ეს შესაძლოა პროცესების სწრაფ განვითარებას უწყობდა ხელს, თუმცა გასათვალისწინებელია ჩავარდნილი ტენდერების სტატისტიკაც.

2015 წელს სულ 35 421 ტენდერი გამოცხადდა. აქედან უარყოფითი შედეგით დასრულებული და შეწყვეტილი ტენდერების რაოდენობა 2 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი წინა წელთან შედარებით და შეადგენს 31%, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ აქედან 22,6% უჭირავს არშემდგარ ტენდერებს.

 
წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო 2015 წლის საქმიანობის ანგარიში.

“ამ სამი მიზეზიდან ყველაზე დიდი წილი მოდიოდა არშემდგარ ტენდერებზე. ყველაზე დიდი პრობლემა სინამდვილეში არის ის, რომ ან ბაზარი არ არის კონკურენტული ან უბრალოდ ფასები არის არასწორად შედგენილი. ასევე მიზეზი შეიძლება იყოს ვადის სიმცირე. ვადების შემოღება ნორმალური და მისაღებია, თუმცა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სტანდარტით მინიმალური ვადა 10 დღეა. “-აღნიშნა გიორგი ლომთაძემ.

განმარტებითი ბარათის თანახმად, ვადების გადახედვის აუცილებლობა დადგა გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში არსებული არაგონივრულად მცირე ვადების გამო. აქედან გამომდინარე, აზრი ეკარგება ტენდერების გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერად და ელექტრონულ ტენდერად დაყოფას. კანონპროექტის მიხედვით იარსებებს მხოლოდ ელექტრონული ტენდერი, რომლის გამოცხადების ვადები დამოკიდებული იქნება შესყიდვის ღირებულებაზე.

ახალი კანონპროექტით სატენდერო დოკუმენტაციაში ცვლილების განხორციელებისას ვადის ხელახალი ათვლის აუცილებლობა განმარტებით ბარათში ახსნილია იმ გარემოებით, რომ ტენდერში წინადადებების მიღებამდე თუნდაც 1 წუთით ადრე ცვლილების შეტანის შესაძლებლობა აჩენს კორუფციულ რისკებს. საინტერესო იქნებოდა წარმოდგენილიყო შესაბამისი სტატისტიკა, რომელშიც ნაჩვენები იქნებოდა, თუ რა წილი უჭირავს იმ ტენდერებს, სადაც ცვლილება განხორციელდა წინადადებების მიღებამდე თუნდაც რამდენიმე საათით ადრე.

 არასამთავრობო სექტორის მიერ უარყოფითად შეფასებული ცვლილებები:

  •  შეიცვლება დავების საბჭოში გასაჩივრების პროცედურა, დავების განხილვის პროცესში დამკვიდრდება ,,დაინტერესებული მხარის'' ცნება. სატენდერო დოკუმენტაციის გასაჩივრება კვლავ შეეძლება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ხოლო სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება შეეძლება უშუალოდ ტენდერში მონაწილე პირს;
  • საჩივრის წარდგენის საფასური, რომელიც შეადგენს შესყიდვის ღირებულების 2%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 და არაუმეტეს 500 ლარისა. საჩივრის საფასური არ დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

გარდა საერთაშორისო ვალდებულებებისა, ცვლილებების მიზეზად დასახელდა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის დადგენილი დღეს არსებული წესი, რომელიც განმატრებითი ბარათის მიხედვით არ შეესაბამება ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედ დაინტერესებული მხარის ინსტიტუტს. მათივე განმარტებით, გასაჩივრების წესი გაუმართლებლად ამკვიდრებს იმაზე მაღალ სტანდარტს, ვიდრე ეს დადგენილია სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით.

კანონის 23-ე მუხლში არსებული ცვლილებების აუცილებლობა გამყარებულია დაუსაბუთებელი საჩივრების გაზრდილი რაოდენობით, რომელიც იწვევს სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების გაჭიანურებას. აღნიშნულის საილუსტრაციოდ მოყვანილია სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, 2016 წლის 1 იანვრიდან 1 ნოემბრამდე დავების განხილვის საბჭოში ტენდერში არადაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილ იქნა 283 საჩივარი, რაც საჩივრების საერთო რაოდენობის 21%-ია. აღნიშნულ სტატისტიკას არადამაჯერებლად მიიჩნევს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი სალომე საღარაძე და მიიჩნევს, რომ მეტი დამაჯერებლობისთვის საინტერესო იქნებოდა თუ რა ხვედრითი წილი უჭირავთ არადაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილ საჩივრებს სხვადასხვა ეტაპზე:

“მათ მიერ დასახელებული სტატისტიკა ძალიან ბუნდოვანია.  მაგრამ საინტერესო იქნებოდა რა ეტაპზე შევიდა ეს საჩივრები, იქნებ საერთოდ არ შესულა შერჩევა-შეფასების ეტაპზე და მხოლოდ სატენდერო იყო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საჯარო ფინანსებს რაც ეხება, ნებისმიერ ეტაპზე გადაწყვეტილების მიღება უნდა იყოს საზოგადოებისთვის გამჭირვალე და გასაჩივრების უნარის მქონე. ამ დროს ძალიან დეტალური არგუმენტაცია უნდა არსებობდეს, რომ ჩვენ, საზოგადოება დავრწმუნდეთ ცვლილების საჭიროებაში.”- აღნიშნა სალომე საღარაძემ.

აქვე დავაკვირდეთ 2011-2015 წლების სტატისტიკას.


წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო 2015 წლის საქმიანობის ანგარიში.

 როგორც გრაფიკიდან ჩანს საჩივრების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა, რადგან მიანიშნებს საზოგადოების მხრიდან დავების საბჭოს მიმართ ნდობის გაზრდაზე. არასამთავრობო სექტორი დავების განხილვის პროცესში დაინტერესებული მხარის ინსტიტუტის შემოღებას უარყოფითად აფასებს და მიიჩნევს, რომ დღეს არსებული წესი არის მაღალი სტანდარტი, რომელზეც უარის თქმა გვიწევს, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ცვლილება არ ყოფილა ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით ნაკისრი ვალდებულება. ამ ცვლილებით იზღუდება სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ტენდერებზე დაკვირვების შესაძლებლობა. თუ მაგალითად, არსებობს დამკვირვებელი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების გამჭირვალობას აკვირდება, მას არ ექნება გასაჩივრების უფლება შერჩევა-შეფასების ეტაპზე, თუ კი არსებობს რაიმე ტიპის დარღვევა.

“ის პრინციპი, რომ ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ პროცესში შუძლია გასაჩივრება, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის თვალსაზრისით არის ძალიან მაღალი სტანდარტი, რომელიც ბევრ ევროპის ქვეყანას არ აქვს, ისევე როგორც კარგად გამართული ელეტრონული სისტემა. საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემით და იმ გამჭირვალობის დონით რომელიც ჩვენ გვაქვს. დაინტერესებული მხარის ცნების შემოღებით უარს ვამბობთ ამ სტანდარტზე”- აღნიშნა გიორგი ლომთაძემ.

სამოქალაქო სექტორისა და ბიზნესის მხრიდან გამოთქმული შეფასებების პასუხად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ განცხადება გააკეთა კანონპროექტით გათვალისწინებული ზოგიერთი ცვლილების შესახებ. კერძოდ, დავების პროცესში დაინტერესებული მხარის ინსტიტუტისა და გასაჩივრებისას საფასურის  შემოღებაზე:

“საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავებში ფართოდ გამოიყენება დაინტერესებული პირის ინსტიტუტი. ასეთ მიდგომას ვხვდებით ევროკავშირის არაერთ წევრ ქვეყანაში, მაგალითად, ავსტრიაში, დანიაში, ესტონეთში, ბულგარეთში, ხორვატიაში, კვიპროსში, უნგრეთში, მალტაში, პოლონეთსა და სხვ. ზემოაღნიშნული ინსტიტუტი გულისხმობს, რომ საჩივრის შეტანის უფლება აქვს იმ პირს, რომელსაც კონკრეტულ დავასთან დაკავშირებით აქვს იურიდიული ინტერესი, რაც განიმარტება იმგვარად, რომ მიღებული გადაწყვეტილება უნდა ეხებოდეს კონკრეტულ პირს, რომელსაც ამ უკანონო გადაწყვეტილების შედეგად ადგება ან შესაძლებელია მიადგეს ინდივიდუალური და უშუალო ზიანი.”- აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

მაგალითად, თუ  ერთი პრეტენდენტია, ამ შემთხვევაში თავს იჩენს კორუფციული რისკები. თუ მოხდა ისე, რომ შემყიდველმა ორგანიზაციამ არ მისცა დისკვალიფიკაცია ამ ერთ პრეტენდენტს, რომლის დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა მოთხოვნებს, არავინ არ არსებობს, ვინც ამას გაასაჩივრებს. ეს განცხადებაშიც გვეწერა და კომიტეტზეც გვინდოდა გაგვეტანა, მაგრამ სამწუხაროდ არ მოგვეცა სიტყვა”- განაცხადა სალომე საღარაძემ.

რაც შეეხება საფასურის გადახდას, იმავე განცხადებაში ახსნილია, რომ სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გასაჩივრება კვლავაც უფასო იქნება. საჩივრის საფასურის გადახდა სავალდებულოა შერჩევა-შეფასების ეტაპთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების გასაჩივრებისთვის. სააგენტოს განმარტებით, პრაქტიკამ აჩვენა, რომ მონაწილეები ხშირ შემთხვევაში განზრახ წარადგენენ საჩივრებს, რათა ხელოვნურად გააჭიანურონ შესყიდვის პროცედურები. მათი მოსაზრებით, ის ფაქტი, რომ საჩივრის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში საფასური უკან უბრუნდება მომჩივანს, გაუმართლებლად ვერ შეზღუდავს გასაჩივრების მექანიზმს. არასამთავრობო სექტორი კი მიიჩნევს, რომ საფასურის დაწესება დამატებითი ბარიერია, რაც გაუმართლებელია.

 ასოცირების შეთანხმება და საჯარო შესყიდვები

 ასოცირების შეთანხმების მერვე თავი ეხება საჯარო შესყიდვებს, სადაც დეტალურად არის გაწერილი ევროკომისიის დირექტივების მიხედვით გათვალისწინებული ვალდებულებები. აღნიშნული თავი მოიცავს 141-149 მუხლებს და ემსახურება საჯარო შესყიდვების კანონმდებლობის ეტაპობრივ დაახლოებას ევროკავშირის საჯარო შესყიდვების კანონმდებლობასთან.

დაახლოების ბოლო ეტაპის შემდგომ მოხდება მსჯელობა ორმხრივად გახსნის შესაძლოებლობებზე იმ შესყიდვებზე, რომელიც XVI-A დანართში მოცემულ მონეტარულ ზღვრებს ქვემოთაა. ევროკავშირის მიერ დაწესებული მონეტარული ზღვრები მოიცავს შესყიდვის სავარაუდო ღირებულების მინიმალურ ქვედა ზღვარს, რომლის ზემოთაც მოქმედებს ევროკავშირში საერთაშორისოდ აღიარებული პროცედურები. მონეტარული ზღვრები დადგენილია ევროკავშირის მიერ და იგი გადაიხედება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ. მონტარულ ზღვრებს ქვემოთ შესყიდვისას მოქმედებს ეროვნული სტანდარტები, ხოლო მონეტარულ ზღვრების ზემოთ შესყიდვა უნდა განხორცილედეს ევროკავშირის საერთაშორისოდ აღიარებული პროცედურების დაცვით.

2016 წლის 16 მარტს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა სახელმწიფო შესყიდვების სფეროში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გზამკვლევი.

აღნიშნული გზამკვლევის შექმნის ვალდებულება ასოცირების შეთანხმების 145-ე მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით განისაზღვრა და მოიცავს ყველა იმ პროცედურის გეგმა-გრაფიკს, რაც დაახლოების 8 წლიან პერიოდში არის გაწერილი.

აღნიშნულ გზამკვლევში წარმოდგენილია  შემდეგი ეტაპები:

პირველი ფაზა მოიცავს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების და შესაბამისი ინსტიტუციური ბაზის მარეგულირებელი ძირითადი სტანდარტების შესაბამისობაში მოყვანას.

მეორე ფაზა მოიცავს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დირექტივისა და სახელმწიფო შესყიდვების სფეროში დავების განხილვის შესახებ დირექტივის ძირითად ელემენტებს.

მესამე ეტაპზე დაიწყება სექტორების შესახებ დირექტივისა და სექტორების სფეროში დავების განხილვის შესახებ დირექტივის ძირირითადი ელემენტების დაახლოება;

სხვა სავალდებულო და არასავალდებულო ელემენტების გათვალისწინება იგეგმება დაახლოების მეოთხე და მეხუთე ფაზაში.

პირველი ფაზა სრულდება 2017 წლის სექტემბერში. ამ პერიოდში უნდა მოხდეს 144-ე მუხლის შესაბამისად, არადისკრიმინაციულობის, თანასწორი მოპყრობის, გამჭირვალობის და პროპორციულობის პრინციპების დანერგვა. გზამკვლევში წარმოდგენილია ყველა ის შეუსაბამობა ძირითად სტანდარტებთან, რაც უნდა აღმოიფხვრას დაახლოების პირველ ფაზაში. სწორედ ამ შეუსაბამობათა აღმოფხვრას ემსახურება ახალი კანონპროექტის ზოგიერთი მუხლი.

გზამკვლევის მიხედვით  ერთ-ერთ შეუსაბამობად დასახელებულია ის, რომ შემსყიდველ ორგანიზაციებს არ გააჩნიათ შესაძლებლობა გამოიყენონ შესყიდვების პროცედურა ე.წ. “პრეკვალიფიკაციით”, რაც გულისხმობს პრეტენდენტების შეზღუდული რაოდენობით მოწვევის შესაძლებლობას. ამ მიმართულებით ცვლილება მიმდინარე კანონპროექტში წარმოდგენილი  არ არის.  გიორგი ლომთაძის შეფასებით საკმაოდ ბევრი არშემდგარი ტენდერების ფონზე, ამ მეთოდის დანერგვამ შესაძლოა გარკვეული კორუფციული რისკების წარმოშობას შეუწყოს ხელი.

“პრეკვალიფიკაცია გულისხმობს წინასწარ ზოგიერთი მიმწოდებლების გაცხრილვის შესაძლებლობას, რასაც საქართველოში შეიძლება ნეგატიური შედეგი მოჰყვეს. ამის დანერგვის ვალდებულება დირექტივის მიხედვითაც გვაქვს და ძირითადი ჩარჩოც მოცემულია. ქვეყანა მაინც თვითონ განსაზღვრავს თუ როგორი იქნება პრეკვალიფიკაციის პროცედურა. ჩვენი მოსაზრებთ, პრეკვალიფიკაცია არ არის ყველაზე მაღალი სტანდარტის პროცედურა. ტენდერი არის იმისთვის, რომ ყველამ დააფიქსიროს თავისი შეთავაზება და ამის შემდეგ მოხდეს გადარჩევა და არა წინასწარ.”-აღნიშნა გიორგი ლომთაძემ.

პირველი ფაზა ასევე ითვალისწინებს დავების განხილვის საბჭოს რესტრუქტურიზაციას, რომელიც გეგმა გრაფიკის მიხედვით 2017 წლის მეორე კვარტალში უნდა შესრულდეს. გარდა ამისა, სააგენტოს მიერ უკვე წარმატებით დაინერგა ე.წ. ფასი-ხარისხის ორეტაპიანი ტენდერი, რომლის შესრულება მეორე ფაზაში იყო გაწერილი. ამ ტიპის ტენდერების პრინციპი არის ის რომ წინასწარ განსაზღვრული ფორმულის საშუალებით ხდება ქულობრივი ღირებულების მინიჭება, რომელშიც გათვალისწინებულია, როგორც დაბალი ფასი, ისე ხარისხის პარამეტრები. შემსყიდველი თვითონ გადაწყვეტს თუ რა ხვედრითი წონა მიანიჭოს სხვადასხვა ხარისხის პარამეტრს. მაგალითად, თუ საქმე ეხება მშენებლობას,  სხვადასხვა ხარისხის სამშენებლო მასალას მიანიჭებს განსხვავებულ წონას ან გაითვალისწინებს გარემოზე ზემოქმედების განსხვავებულ პარამეტრებს.

 

***

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ცვლილებების კანონპროექტი უმეტესწილად დადებითად შეფასდა არასამთავრობო სექტორის მიერ, რადგან ცვლილებების დიდი ნაწილი სწორედ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულელების შესრულებას ემსახურება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ცნობით, მათ ჰქონდათ მჭიდრო კომუნიკაცია როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ისე ბიზნესის წარმომადგენლებთან. თუმცა, კანონპროექტში წარმოდგენილმა ზოგიერთმა ცვლილებამ, არასამთავრობოების მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა და მათ მოითხოვეს დეტალური არგუმენტაცია დავების განხილვის პროცესში არსებული ცვლილებების თაობაზე.

რაც შეეხება ევროკავშირის დირექტივებით აღებული ვალდებულებების შესრულებას, ამ მხრივ ჩამორჩენა არ გვაქვს და სახელმწიფო ზუსტად მიყვება იმ გზამკვლევს, რომელიც მომზადდა შესყიდვების სფეროში კანონმდებლობის დაახლოებისათვის. მეტიც, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულება, რომელიც გულისხმობს ფასი-ხარისხის პრინციპის შემოტანას უკვე დანერგილია წინსწრებით და 2016 წლიდან ჩვენ უკვე გვაქვს ფასი-ხარისხის ორეტაპიანი ტენდერი.

ტერმინი „დაინტერესებული პირი“, ანუ ვისაც შეეძლება ტენდერის გასაჩივრება, უნდა იქნას ფართოდ გაგებული და უნდა მოიცავდეს ნებისმიერ მოქალაქესა თუ ორგანიზაციას. ნებისმიერი გადასახადის გადამხდელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ფლობდეს ინფორმაციას თუ როგორ ხარჯავს მთავრობა გადამხდელის მიერ ბიუჯეტში შეტანილ თანხებს. დავების განხილვის წესში არსებული ცვლილების შეფასება უკვე ერთი წლის თავზე შეგვეძლება. ვნახავთ რეალურად შემცირდება თუ არა საჩივრების რაოდენობა და გაიზრდება თუ არა დაკმაყოფილებული საჩივრების %-ული წილი, რაც სისტემის გაჯანსაღების ნიშანი იქნება. იქამდე კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ უფრო მეტი კონსულტაცია და დისკუსია უნდა გამართულიყო როგორც არასამთავრობო, ისე ბიზნეს-სექტორთან იმისათვის, რომ არ გვეთქვა უარი ისეთ მაღალ სტანდარტზე, რომელიც ევროპის ბევრ სახელმწიფოს არ აქვს.

ქეთი მელქაძე (ISET-ის მაგისტრი)

წაკითხულია
8161
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე სტატიები არ მოიძებნა


ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

banner
banner
banner