banner
15 მაისი 2017 | 12:19 სოფლის მეურნეობა

სატაცური - დელიკატესი, რომელზე მოთხოვნაც საქართველოსა და მსოფლიოში იზრდება

სატაცური - დელიკატესი, რომელზე მოთხოვნაც საქართველოსა და მსოფლიოში იზრდება

1 კგ - 30  ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება - დაბალკალორიული პროდუქტი, ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნამდვილი რეზერვუარია - А, В1, В2, В9, РР, С, Е, ვიტამინებს,  კალციუმს, კალიუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, რკინასა და თუთიას შეიცავს და, რაც მთავარია, ასპარაგინს, რომელიც არტერიული წნევის დარეგულირების უებარი წამალია.

სატაცურის ღირსებებით ჯაბა გიგოლაშვილი ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ დაინტერესდა, ბოსტნეულის მოყვანა თავდაპირველად  საკუთარი მოხმარებისთვის სცადა. დღეს კახეთში, სიღნაღის რაიონში, 1,5 ჰა-ზე  მწვანე და წითელი სატაცურის ბაღს ფლობს, ფერმერმა უკვე პირველი მოსავალიც მიიღო.

„სატაცური მრავალწლიანი მცენარეა, ნახევარ ჰა-ზე, სადაც უკვე მესამე წელია, რაც სატაცური დავრგე, 500 კგ-მდე მოსავალი ავიღე, მომავალ  წელს, სავარაუდოდ, 1 ტონას, ხოლო  სრული მოსავლის პირობებში 4-5 ტონას მივიღებ“, - აცხადებს  ფერმერი.

ბოსტნეულის მოყვანისას, ძირითადად, ჯაბა გიგოლაშვილი მაინც მაღალმა ფასმა მოხიბლა, პროდუქცია დეფიციტურია და ბითუმად 17-20 ლარი ღირს, მოთხოვნა კი, როგორც თავად აცხადებს,  საკმაოდ მაღალია.

„ვესაუბრე  „გუდვილს“, „კარფურს“, „აგროჰაბს“, ყველამ გამოთქვა სურვილი, რომ პროდუქცია მივაწოდო, მაგრამ არ მქონდა საკმარისი, „კარფური“, მაგალითად, მზადაა, დღეში  50 კგ-მდე სატაცური ჩაიბაროს“, - აღნიშნა გიგოლაშვილმა.

რა ჯდება პროდუქციის თვითღირებულება ზუსტად არ დაუთვლია, თუმცა, აცხადებს, რომ  სატაცურის თესლი საკმაოდ ძვირია და ხარისხის მიხედვით, 1 ჰა-ზე 10 ათას დოლარსაც კი აჭარბებს, თუმცა, თავად აშშ-დან 1 200  დოლარად შეისყიდა.ბოსტნეულის კულტივაცია დიდი დოზით ხელით შრომასაც მოითხოვს, რაც მას აძვირებს.

„საჭიროა მისი გასუფთავება სარეველებისგან, ვიყენებთ ჰერბიციდებსაც, მაგრამ ძალიან ნაზია და ხელით შრომას საჭიროებს, განსაკუთრებით, თავიდან -  შეიძლება, ტექნიკამ  დააზიანოს. გარდა ამისა, მოსავლის აღებაც ხელით  ხდება, იჭრება  ღეროები“, - აღნიშნა ფერმერმა.

 

სატაცურის იმპორტი საქართველოში

კულტივირებული სატაცურის მწარმოებელი საქართველოში დღეს თითზე ჩამოსათვლელია,  არც იმპორტია მოცულობითი: სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2010-2011 წლებში სატაცური უცხოეთიდან  საერთოდ არ შემოსულა, 2012-2013 წლებში -  400-400 კგ-ით შემოიფარგლა (საერთო ღირებულებით - 3 ათასი დოლარი), 2014 წელს - 1,7 ტონა (2 200 დოლარი), 2015 წელს - 100 კგ (800 დოლარი), ხოლო 2016 წელს -200 კგ ( 1 500 დოლარი) შეადგინა. იმპორტი, ძირითადად, ნიდერლანდებიდან ხორციელდებოდა, მცირე ნაწილი კი - ლუქსემბურგიდან. იმპორტის სიმცირე, სავარაუდოდ, ქვეყანაში სატაცურის მოხმარების დაბალი კულტურითა და სიძვირით აიხსნება. თუმცა, როგორც ჰიპერმარკეტების ქსელ „კარფურში“ eugeorgia.info -ს განუცხადეს,  წლებთან ერთად ამ ბოსტნეულის ცნობადობა და, შესაბამისად, მოხმარებაც იზრდება.

„საქართველოში სატაცურზე მოთხოვნა ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე მოწოდება. 5 წლის განმავლობაში მოთხოვნა 60 -70 %-ით გაიზარდა. ჩვენ დაინტერესებული ვართ,  ვითანამშრომლოთ ადგილობრივ მწარმოებელთან/ფერმერთან,  რომელიც სატაცურს უფრო ხანგრძლივი სეზონით აწარმოებს. ამჟამად, ადგილობრივ მწარმოებელთან ვთანამშრომლობთ, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ სატაცურის მოყვანის ინდუსტრიული კულტურა არ არის ჯერ საქართველოში სათანადოდ განვითარებული, სატაცურს გვაწვდიან სეზონურად, გაზაფხული-ზაფხულის გარდამავალ პერიოდში და ისიც არასაკმარისი რაოდენობით“,  - აცხადებენ „კარფურში“.

აღსანიშნავია, რომ ჯაბა გიგოლაშვილმა ნათესების გაფართოებისთვის გასულ წელს, შეღავათიანი აგროსესხის მისაღებად სახელმწიფო პროგრამაში განაცხადი შეიტანა, მაგრამ ბიზნესი არ დაუფინანსეს. ფერმერს საკუთარი ძალისხმევით მოუწია ფულის მოძიებამ. სულ, სამი წლის განმავლობაში, სატაცურის მეურნეობაში 15 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

 

სატაცურის  წარმოება მსოფლიოში

საქართველოსგან განსხვავებით, სატაცურის გემო კარგად იციან მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში. ბოსტნეულის ნათესები მსოფლიოში 2007-2015 წლებში, დაახლოებით, 1 400 ათასი ჰა-დან 1 450 ათას ჰა-მდე, ხოლო  წარმოება  7,1 მილიონი  ტონიდან  - 7,9 მილიონ ტონამდე გაიზარდა. ყველაზე მსხვილი მომხმარებლები  აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, იაპონია, ჩინეთი და ა.შ. ყველაზე მსხვილი მწარმოებლები ჩინეთი (70 ათასი ჰა), პერუ (25 ათასი ჰა), გერმანია (22 ათასი ჰა) და მექსიკაა (16 ათასი ა).

 

იმპორტი ევროკავშირში

სატაცურის იმპორტმა ევროკავშირში 2016 წელს 184,4 მილიონი ევრო შეადგინა (36,3 ათასი ტონა). 2010 წლიდან მისი მოცულობა ევროკავშირში სტაბილურად 34-36 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობს, სამაგიეროდ, გაიზარდა ღირებულებით გამოხატულებაში -  122 მილიონი ევროდან 184 მილიონ ევრომდე.  შესაბამისად, თუ 2010 წელს ევროკავშირში შეტანილი 1 კგ სატაცურის საშუალო ღირებულება 3,3 ევრო იყი, 2016 წელს - 5 ევრომდე გაიზარდა.

ძირითადი იმპორტიორები არიან:

1. ინგლისი:  სატაცურის იმპორტი 2010 – 2016 წლებში  9 ათასი ტონიდან - 11,4 ათას ტონამდე გაიზარდა (ჯამში, 64,1 მილიონი ევრო);

2. ესპანეთი:  სტაბილურად 10,7 ათასი ტონა წელიწადში  (45 მილიონი ევრო);

3. ნიდერლანდები: ბოლო ექვსი წლის განმავლობაში იმპორტი შემცირდა 12,8 ათასი ტონიდან - 10,1 ათას ტონამდე (53 მილიონი ევრო);

ბელგიაში შეტანილი სატაცურის მოცულობა ბოლო ექვსი წლის განმავლობაში 998 ტონიდან - 1789 ტონამდე გაიზარდა, გერმანიაში კი -780 ტონიდან 1070 ტონამდე.

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში, რომელიც სატაცურის ერთ-ერთი უმსხვილესი მომხმარებელია („ბოსტნეულის მეფედ“ აღიარებენ), ამ კულტურის ნათესები ყოველწლიურად იზრდება და ბოსტნეულში ყველაზე დიდი წილი - 21%-უკავია. ფედერალური სტატისტიკის სამსახურის (Destatis) ინფორმაციით, 2016 წელს წინა წელთან შედარებით, სატაცურის ნათესები ქვეყანაში 5%-ით გაიზარდა და 27 ათას ჰა-ს მიაღწია, საერთო მოსავალმა კი - 120 ათას ტონას. აღსანიშნავია, რომ გერმანელები, ძირითადად (80%), „თეთრ სატაცურს“ ანიჭებენ უპირატესობას, ბრიტანელებისგან განსხვავებით, რომლებიც ექსკლუზიურად მწვანე სატაცურს მოიხმარენ.


ევროკავშირის ბაზარზე სატაცურის ძირითადი მიმწოდებელი პერუა -  157,8 მილიონი ევრო (30,1 ათასი ტონა). ექსპორტიორთა ხუთეულში შედიან: მექსიკა - 17,9 მილიონი ევრო (4,4 ათასი ტონა), აშშ - 6  მილიონი ევრო (1,3 ათასი  ტონა), ტაილანდი - 1,5 მილიონი ევრო (0,2 ათასი ტონა), მაროკო - 0,4 მილიონი ევრო (0,1 ათასი  ტონა). შედარებით მცირე რაოდენობით ექსპორტს ახორციელებენ:  ეკვადორი, გვატემალა, სამხრეთ აფრიკა,ჰონდურასი, მაკედონია, ეგვიპტე, კენია და სხვ.

მიუხედავად იმისა, რომ იმპორტის მოცულობა ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მკვეთრად არ შეცვლილა,შეიცვალა მომწოდებელთა გეოგრაფია: 2010-2016 წლებში 16--ჯერ შემცირდა იმპორტის მოცულობა მაროკოდან, 15-ჯერ - მაკედონიიდან, 5-ჯერ - ეგვიპტიდან, 6-ჯერ - კენიიდან. 3-ჯერ - ტაილანდიდან, სანაცვლოდ, თითქმის, 2-ჯერ გაიზარდა - მექსიკიდან, 7 -ჯერ -აშშ-იდან.

პერუდან ევროკავშირში იმპორტირებული 1 კგ სატაცურის საშუალო ღირებულება 5,2 ევროა, აშშ-დან - 4,5 ევრო, მექსიკიდან - 4 ევრო, მაროკოდან - 3,2 ევრო, ეკვადორიდან - 3 6 ევრო.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი, იმავდროულად, სატაცურის ექსპორტსაც ახორციელებს, რომლის ღირებულებამ 2016 წელს 54 მილიონი ევრო შეადგინა, ხოლო მოცულობამ - 8,9 ათასი ტონა. ყველაზე დიდი მოცულობით პროდუქცია შვეიცარიაში გაიგზავნა - 37 მილიონი ევრო (6,3 ათასი ტონა), ნორვეგიაში - 8,8 მილიონი ევრო (1,4 ათასი  ტონა), არაბთა გაერთიანებულ საემიროებში - 1,3 მილიონი ევრო (0,25 ათასი ტონა). იაპონიაში - 1,9 მილიონი ევრო (0,2 ათასი ტონა), რუსეთში - 0,7 მილიონი ევრო (0,1 ათასი ტონა).


იმპორტი აშშ-ში

აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სატაცურის მოხმარება 1980-2015 წლებში ერთ სულ მოსახლეზე გაორმაგდა და, თითქმის, 0,7 კგ-ს მიაღწია. იმავე პერიოდში  იმპორტის წილმა 10,8%-დან 91,2%-მდე მოიმატა. მექსიკიდან იმპორტი 1994 -2016 წლებში 28 მილიონი დოლარიდან 350 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო პერუდან - 12,7 მილიონი დოლარიდან 272 მილიონ დოლარამდე, თავად აშშ-ში სატაცურის ნათესები 65%-ით შემცირდა. მიზეზი - ორივე ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაა, რომლის შედეგად საბაჟო მოსაკრებელი განულდა.  

 

პერუ-სატაცურის უმსხვილესი ექსპორტიორი

სატაცური პერუს ენდემური კულტურა არ ყოფილა: მისი მოშენება 1950-იან წლებში დაიწყეს, თუმცა, პერსპექტიული ბოსტნეული მალე აიტაცეს, რაშიც ხელი მსოფლიო ბანკის რამდენიმემილიონიანმა ინვესტიციამაც ხელი შეუწყო. 90-იან წლებში სატაცურის ფართობები უდაბნოში 100 კვადრატულ კილომეტრზე გაიშალა, უღარიბეს რეგიონში 10 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა. სატაცურს აწარმოებენ მცირე ფერმერებიც, თუმცა, ექსპორტში უდიდესი წილი მაინც უმსხვილეს კომპანიებზე მოდის, ვენჩორული კაპიტალით. 



პერუს უპირატესობები:

პერუს სანაპიროს გასწვრივ ტემპერატურა შედარებით ზომიერია, კლიმატი საშუალებას იძლევა, ქვეყანამ სატაცური მთელი წლის განმავლობაში აწარმოოს, ყოველ ორ წელიწადში სამი მოსავალი მიიღოს და ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ქვეყნებს პროდუქცია არასეზონურ პერიოდში, განსაკუთრებით, მეორე სემესტრში, მიაწოდოს.

სატაცური დიდი რაოდენობით მუშახელს მოითხოვს, წარმოების ხარჯებში 35% უკავია. პერუს კონკურენტუნარიანობას განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით იაფი სამუშაო ძალა განაპირობებს. ამასთანავე, სახელმწიფო პოლიტიკა სოფლის მეურნეობას გადასახადების კუთხითაც ხელს უწყობს.

ნედლი სატაცურის სეგმენტში პერუს მთავარი კონკურენტი მექსიკაა, ხოლო კონსერვირებულის - ჩინეთი. პერუს და მექსიკის პროდუქცია აშშ-ში ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმში შედის, ისევე, როგორც ევროკავშირის ბაზარზე, ჩინეთი საგადასახადო შეღავათებით არსად სარგებლობს.

სუსტი მხარეები:

სატაცურის მასობრივმა გაშენებამ იკაში (ძირითადი მწარმოებელი რეგიონი პერუში), წყლის არნახული დეფიციტი შექმნა, უამრავ მცირე ფერმერს მეურნეობის დატოვებამ მოუწია. 2010 წელს წყლის კრიზისის გამომწვევ მიზეზებზე კვლევა ჩატარდა, სადაც მსოფლიო ბანკი და მსხვილი მწარმოებლები უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულეს. აღნიშნულმა კვლევამ დასავლელ მომხმარებლებში პერუს პროდუქციას საკმაოდ ნეგატიური იმიჯი შეუქმნა.

პერუს არ აქვს სატაცურის ორგანული წარმოება, რადგან ამ მეთოდით კულტივაცია საკმაოდ რთულია.

 

სატაცურის წარმოების პროგნოზები:

ორგანიზაცია Future Market Insights’ -ის კვლევის  („სატაცურის მსოფლიო ბაზარი- შესაძლებლობების ანალიზი“) მიხედვით, 2027 წლის ბოლოსთვის ამ ბოსტნეულის მოხმარება მსოფლიოში 10 მილიონ ტონას მიაღწევს და მწარმოებლებს 37 მილიარდი დოლარის შემოსავალს მოუტანს, მომხმარებლებში სატაცურის სასარგებლო თვისებების ცნობადობის ამაღლების ხარჯზე. ჩინეთი კვლავ ბოსტნეულის უმსხვილესი მწარმოებელი იქნება და აზია-წყნარი ოკეანეთის ბაზარზე მნიშვნელოვან წილს დაიკავებს. თუმცა, მზარდი მოთხოვნა დასავლეთ ევროპას სატაცურის უმსხვილეს ბაზრად აქცევს (40%-იანი წილით), 2027 წლისთვის მსოფლიო მოხმარებაში 75%-ს ნედლი, მწვანე სატაცური დაიკავებს.

თუმცა, ექსპერტები ფიქრობენ, რომ სატაცურის ბიზნესში დამაბრკოლებელი გარემოებებიც იქნება: კერძოდ, მისი გადამუშავება და შენახვა საკმაოდ დიდ კაპიტალდაბანდებას მოითხოვს. შეფუთვის, გაციებისა და ტრანსპორტირების ხარჯები საკმაოდ მაღალია, რაც ამცირებს თავად სატაცურის ღირებულებასა და მწარმოებლების ფულად დანაკარგებს იწვევს. გადამუშავებული სატაცური კი, მათ შორის, მარინადი, სუფებსა და ბოსტნეულის მიქსებში, რომელიც თვითღირებულებაზე გაცილებით მაღალ ფასად იყიდება, გამოიწვევს მომხმარებლებში მოთხოვნის შემცირებას.

სატაცურის უმსხვილესი მწარმოებლები: Altar Produce, Sociedad Agrícola Virú, Dan Per Trujillo, Limgroup, TEBOZA, THIERMANN SPAGEL FARM, ILIOS, BEJO SEEDS, Spargelhof  Elsholz, Cutter Asparagus Seed, JERSEY ASPARAGUS  FARMS, Consorzio Associazione Produttori Orto frutticoli Foggia, Mazzoni Vivai, California Asparagus Seed and Transplants.

 

სატაცური — კულტივაცია

(წყარო: http://agrokavkaz.ge)

სატაცური (Asparagus) ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და სასარგებლო მრავალწლიანი ბოსტნეული კულტურაა. ცნობილია მისი 300-მდე სახეობა. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და აფრიკაში, უპირატესად მშრალი ჰავის პირობებში.

სატაცური ძალზე დატოტვილი ბალახების ან ნახევრად ბუჩქების სახით გვხვდება. სამეურნეო მნიშვნელობა აქვს სამკურნალო სატაცურს (Asparagus officinaltis), მოჰყავთ როგორც ბოსტნეული კულტურა. საჭმელად იყენებენ ქორფა, წვნიან ყლორტებს.

თესვა:

სატაცურის ჩითილი გამოჰყავთ თესლისგან ღია გრუნტში, საჩითილე ქოთნებში ან კასეტებში. თესავენ მარტში-აპრილში.

სატაცურის თესლი გვიან ღვივდება, ამიტომ თესვის წინ მარცვლებს ალბობენ თბილ, ნადგომ წყალში, ოთხი დღის განმავლობაში, წყალს უცვლიან დღეში ორჯერ. ამასთან წყლიანი ჭურჭელი უნდა იდგას თბილ ოთახში, რომ წყლის ტემპერატურა არ დაეცეს;

დალბობის შემდეგ მარცვლებს აფენენ სველ ტილოზე (ტომრის ნაჭერი ან მსგავსი) და აჩერებენ მას ერთი კვირის განმავლობაში. პერიოდულად ტილოს ნამავენ (მარცვლები რომ არ გამოშრეს).

გაღვივებული მარცვლები გადააქვთ, საჩითილე ქოთნებში ან კასეტებში, ნიადაგის ნოყიერ, ფხვიერ ნარევში (მაგ. 1 წილი ნაყოფიერი მიწა და 1 წილი თანაბარი რაოდენობით-1/3 გადამწვარი ნაკელი ან კომპოსტი; 1/3 ქვიშა, 1/3 ტორფი).

ჩითილის კვების არე შეადგენს 6სმ-ს ყოველი მხრიდან. ჩარგვის სიღრმე შეადგენს 2 სმ-ს.

ქოთნები უნდა განთავსდეს კარგად განათებულ ოთახში, სასურველია დამატებითი განათებაც, რომ მცენარემ მალე მოძლიერდეს.

თესლის გაღვივების ოპტიმალური ტემპერატურა 22-250C-ია.

კარგი მოვლის პირობებში, შემოდგომისთვის მცენარე უკვე საკმარისად ჩამოყალიბებულია, აქვს კარგად განვითარებული ფესვი და 25-40 სმ-ის 3-5 ამონაყარი. აციების წინ (ოქტომბერი ან ნოემბრის პირველი ნახევარი), მცენარეებს გადაჭრიან ნიადაგიდან 7-10 სმ-ის სიმაღლეზე და ასე ხდება გამოზამთრება.

საუკეთესოა კარგი აერაციის მქონე მსუბუქი ნიადაგები.

გადარგვა:

სატაცურისთვის არჩევენ მზიან ადგილს, შემოდგომით არჩეულ ნაკვეთს სარეველებისგან ათავისუფლებენ. ნიადაგის ზედაპირზე თანაბრად გაშლიან ორგანულ სასუქს 15-20 კგ/მ2-ზე და გადაბარავენ.

გაზაფხულზე დასარგავად ამზადებენ 30 სმ სიღრმის და 40 სმ დიამეტრის ორმოებს. თუ შემოდგომით ნაკვეთი კარგად დამუშავდა ორგანული სასუქით, შეიძლება ორმოში აღარ დავუმატოთ, თუმცა სასურველია დარგვისას გადამწვარი ნაკელის და კომპოსტის შეტანა.

დარგვის სქემა: რიგებს შორის 60 სმ. მცენარეთა შორის რიგში 40 სმ. არაუმეტეს 3-4 მცენარისა 1მ2-ზე.

სატაცურს ადვილად გადააქვს ზამთრის ყინვები, თუმცა ეშინია გაზაფხულის წაყინვების,მცენარეებს ამიტომ იცავენ ბუნებრივი მულჩირებით.

მოვლა:

დარგვის შემდეგ 10-12 დღის განმავლობაში უნდა მოვრწყათ, შემდეგ შევწყვიტოთ და მოვრწყათ პერიოდულად. სატაცურის მორწყვა აუცილებელია სისტემატურად ხდებოდეს და მცირე დოზებით, მთავარია არ დადგეს წყალი, სატაცურს ეს არ უყვარს.ნიადაგის გაფხვიერება უნდა მოხდეს სეზონზე 7-8 ჯერ.

ყოველ წელს მოსავლის აღების შემდეგ სასურველია განოყიერება.

მოსავალი:

სატაცური მრავალწლიანია და 10-15 წლის(შესაძლოა მეტის) განმავლობაში მოგცემთ მოსავალს.

მოსავალი დამოკიდებულია მცენარის ასაკზე, ჯიშსა და მოვლაზე, პირველ მოსავალს იძლევა 3-4 წელს, 2-3 კგ. 10მ2-ზე, შემდეგ წლებში 7-8კგ. და მეტი.

პირველი მოსავლის აღებისას, აგროვებენ 15-25 სმ-ის სიგრძის ყლორტებს 4-6 კვირის განმავლობაში. შემდეგ წლებში მოსავლის აღება გრძელდება 7-10 კვირის განმავლობაში.



ბელა ნოზაძე

წაკითხულია
71571
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე სტატიები არ მოიძებნა


ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

banner
banner
banner