banner
25 ივლისი 2017 | 16:01 სოფლის მეურნეობა

პრობლემები, რომლებსაც აწყდება ატმის ინდუსტრია საქართველოში და ექსპორტის დროს

პრობლემები, რომლებსაც აწყდება ატმის ინდუსტრია საქართველოში და ექსპორტის დროს

გთავაზობთ PMC კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს.

 საერთაშორისო სავაჭრო გარემო

საქართველო არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ქვეყანა. მას აქვს შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმი ევროკავშირთან, დსთ-ს ქვეყნებთან, თურქეთთან, აშშ, ნორვეგიასთან, შვეიცარიასთან, კანადასთან და იაპონიასთან. 2016 წელს ასევე, გაღრმავდა სავაჭრო ურთიერთობები ჩინეთთან.

მაღალი ხარისხისა და სტანდარტების შესაბამისი ატმის წარმოების შემთხვევაში, საქართველოს შეუძლია განახოციელოს ატმის ექსპორტი ზემოთ ხსენებულ ქვეყნებში დაბალი ტარიფებით ან საერთოდაც უტარიფოდ. თუმცა უკეთესი იქნება, თუ ადგილზე გადამუშავდება ატამი და უკვე ასეთი საბოლოო პროდუქტის სახით მიეწოდება უცხოურ ბაზრებს. ასევე, მოსალოდნელია კონკურენციის ზრდა ადგილობრივ, ქართულ ბაზარზე, ვინაიდან სავაჭრო შეთანხმებები ორმხრივ შეღავათებს გულისხმობს.

ატმის წარმოება მსოფლიოში

გაერო-ს საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) 2013 წლის მონაცემებით, მსოფლიოში 81 ქვეყანა აწარმოებს ატამს. მწარმოებელი ქვეყნების ძირითადი ათეული კი ასე გამოიყურება: ჩინეთი (12 მლნ. ტონა), იტალია (1,4 მლნ. ტონა), ესპანეთი (1,3 მლნ. ტონა), აშშ (1 მლნ. ტონა), საბერძნეთი (0,7 მლნ. ტონა), თურქეთი (0,6 მლნ. ტონა), ირანი (0,5 მლნ. ტონა), ჩილე (0,4 მლნ. ტონა), არგენტინა (0,3 მლნ. ტონა) და ეგვიპტე (0,3 მლნ. ტონა). 2013 წელს, მსოფლიოს ატმის წარმოების ჯამურმა მოცულობამ შეადგინა 22 მლნ. ტონა.

მსოფლიოში ატმის წარმოების დინამიკა მზარდია, რაც განპირობებულია როგორც ატმის პლანტაციების ზრდით, ისე საჰექტრო მოსავლიანობის გაზრდით. 2003-2013 წლებში საშუალო მოსავლიანობა მთლიანი მსოფლიოს მასშტაბით, 11,5 ტონიდან 15,5 ტონამდე გაიზარდა ერთ ჰექტარ ატმის პლანტაციაში.

ახალი ატმით ვაჭრობა ერთ-ერთი მიღებული ფორმაა მსოფლიოში. 2015 წელს მსოფლიოში ახალი ატმით ვაჭრობამ 2,2 მილიარდი დოლარი შეადგინა (2,8 მლნ. ტონა ატამი).

ატმის ძირითადი ექსპორტიორი და იმპორტიორი ქვეყნები 2015 წელს (ღირებულების მიხედვით):


2015 წელს, ატმის მთავარი ექსპორტიორი ქვეყნების წილად მოდიოდა ატმით მთლიანი ვაჭრობის 70%. რაც შეეხება ახალი ატმის მთავარ იმპორტიორ ქვეყნებს, მათმა წილმა მთლიანი ატმის იმპორტში 2015 წელს 43% შეადგინა.

ატმის წარმოება საქართველოში

მსოფლიოში 81 ქვეყანა აწარმოებს ატამს და მათგან საქართველოს 47-ე ადგილი ეკავა წარმოებული მოცულობის მიხედვით 2013 წელს (FAOSTAT). საქართველოში ატმის წარმოება, ძირითადად, მცირე ფართობის ბაღებში ხორციელდება. ატმის ბაღების უმეტესი ნაწილი კახეთსა და შიდა ქართლშია გაშენებული. სწორედ, ამ რეგიონებზე მოდიოდა 2015 წელს, ატმის წარმოების დაახლოებით 90%.

ატმის წარმოება საქართველოს რეგიონების მიხედვით, 2011-2015 წლებში (ტონა):



ამ ეტაპზე ატმის გადამამუშავებელი საწარმოების დეფიციტის გამო, შეინიშნება პროდუქციის სიჭარბე მოსავლის აღების პერიოდში, რაც განაპირობებს ატმის ექსპორტის უალტერნატივობას.

ატმის ექსპორტი ძირითადად, ივნისიდან სექტემბრამდე გრძელდება (როდესაც ატმის მოსავლს იღებენ), ხოლო ექსპორტის მაქსიმალური რაოდენობა ივლისსა და აგვისტოში ხორციელდება. ეს აიხსნება შემნახავი სამაცივრე მეურნეობების დეფიციტით - ფერმერს არ აქვს შესაძლებლობა, აქტიურ სეზონზე მოწეული ატმის მოსავალი შეინახოს და შედარებით არააქტიურ სეზონზე მოახდინოს მისი რეალიზაცია.

2011-2016 წწ. საექსპორტო მონაცემებით,, ატმის ექსპორტი ხორციელდება, ძირითადად, პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში. 2011-2013 წლებში ექსპორტი დინამიურად იზრდება ყაზახეთში, ბელარუსში და უკრაინაში, ხოლო 2014-2016 წლებში რუსეთის ბაზრის გახსნის (ემბარგოს მოხსნის) შედეგად, ატმის ძირითადი რაოდენობა გადის რუსეთში.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ატამი საკმაოდ დიდი რაოდენობით იწარმოება და იგი ქვეყნის საექსპორტო პროდუქტს წარმოადგენს, ქვეყანაში არსებული მოთხოვნილების დაკმაყოფილება მთელი წლის განმავლობაში მაინც ვერ ხერხდება და ქვეყანაში ხორციელდება ატმის იმპორტი მცირე რაოდენობით, თუმცა ისეთ დროს, როდესაც ატმის ფასი ბაზარზე მაღალია.

2009-2016 წწ. საიმპორტო მონაცემებით, საქართველოში ატმის (ნექტარინების ჩათვლით) იმპორტი ხორციელდება თითქმის მთელი წლის განმავლობაში, ხოლო ყველაზე დიდი რაოდენობით, ატამი მაისი, ივნისი, სექტემბერი და ოქტომბრის თვეებში შემოდის იმპორტზე. 2011-2015 წწ. საიმპორტო მონაცემებით კი,  საქართველოში ატმის იმპორტი, ძირითადად, ხორციელდება თურქეთიდან და სომხეთიდან, 2016 წელს კი უკვე საბერძნეთიდანაც.

ატმის წარმოება კახეთში

კახეთის რეგიონში დაახლოებით 1000-მდე ატმის მწარმოებელი ფერმერია, რომელთაც ატმის ბაღები 0,5 ჰექტარზე და მეტ ფართობზე აქვთ გაშენებული. ასეთი ფერმერების ხელში, არსებული მთლიანი ფართობი შეადგენს 1 800 ჰექტარ ატმის ბაღებს, რაც, საშუალოდ, ერთ ფერმერზე 1,8 ჰექტარ ატმის ბაღს გულისხმობს. ერთი ფერმის ზომა კი 0,5 ჰექტრიდან 35 ჰექტრამდე მერყეობს. კახეთის რეგიონში ატმის მწარმოებელი წამყვანი მუნიციპალიტეტებია გურჯაანი და თელავი, რომელიც მთლიანი ფართობების 86% და 10%-ს ფლობენ.

სამწუხაროდ, გამოვლინდა, რომ რეგიონში არ არსებობს ხილის გადამამუშავებელი კომპანია, რომელიც ატმისგან დაამზადებს წვენებს, მურაბებს, ჩირს და ა.შ. კახეთში ატმის გადამუშავება საწარმოო დონეზე მთავრდება მხოლოდ მისი მცირე ხნით მაცივარში დასაწყობებით, რათა საექსპორტოდ მოამზადონ, ხოლო რეგიონში რომ შეიქმნას დამატებული ღირებულების პროდუქცია (ატმის კომპოტი, ჯერმი, მურაბა), ასეთი პრეცედენტი არ არსებობს. საოჯახო პირობებში ამუშავებენ მცირე რაოდენობით ატამს გადამუშავება კომპოტების, მურაბებისა, ჩირისა და სხვა სახით.

კახეთის ატმის ღირებულებათა ჯაჭვი

მთლიანი მოსავლიდან არასტანდარტული ატმის წილი წლიდან-წლამდე მერყეობს, რაც ძირითადად, დამოკიდებულია ამინდსა და პლანტაციის მოვლაზე. 2015 წელს, ასეთი არასტანდარტული ატმის წილი განისაზღვრა საშუალოდ 20%-ით. 2016 წელს კი, ჭარბმა ნალექმა (მათ შორის სეტყვამაც) გამოიწვია არასტანდარტული ნაყოფის წილის 30%-მდე გაზრდა. ასეთი ატმის ფასი წელს დაახლოებით 20 თეთრი იყო. თუმცა, როგორც კვლევამ გვიჩვენა, არასტანდარტული ატმის დიდი ნაწილი იყრება/ნადგურდება, გარკვეული ნაწილი წვენებისა და სპირტის მწარმოებელ კომპანიას მიაქვს, რომელიც სხვა რეგიონში ფლობს საწარმოს (მიაქვს მხოლოდ ატამი, არა ვაშლატამა), ნაწილით ხდება არყისა და სპირტის გამოხდა ოჯახებში, ხოლო მცირე ნაწილი გამოიყენება ღორების საკვებად.

სტანდარტული ხარისხის ატმის რეალიზაცია ხდება როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე. თუ ხილი საექსპორტოდ უნდა გაიგზავნოს, ხდება მისი გაცივება სამაცივრე მეურნეობებში, დატვირთვა სპეციალურ მანქანა-კონტეინერებში (საშუალოდ 20 ტონა) და ექსპორტზე გაგზავნა.

ზოგადად, ატმის მოსავლის უდიდესი ნაწილი მაინც ადგილობრივ ბაზარზე მოდის, სადაც მას მოიხმარენ როგორც ხილს, ან ამუშავებენ, ძირითადად ოჯახურ პირობებში, იქნება ეს: წვენი, მურაბა, ჩირი თუ კომპოტი.  

აგროსაშუალებები

კახეთი საქართველოში მოწინავეა მიწის ფართობების კუთხით. ერთ შინამეურნეობაზე გაანგარიშებით, კახეთს ყველაზე დიდი მიწები აქვს. ეს დადებითად აისახება ატმის ბაღების გაშენებაზე, რამდენადაც იგი მოითხოვს საკმაოდ დიდ ტერიტორიას. თუმცა პრობლემად მაინც რჩება მიწის დანაწევრება და მცირე ზომის მიწის ნაკვეთები, განსაკუთრებით ატმის მწარმოებელ მუნიციპალიტეტებში. ასევე, პრობლემას წარმოადგენს დაურეგისტრირებელი მიწები და ზოგადად, მიწის ბაზრის განუვითარებლობა.

ნერგების წარმოება საკმაოდ პრობლემურია რეგიონში, რადგან არ არსებობს სერტიფიცირებული სანერგე და ნერგების კუსტარულ პირობებში გამოჰყავთ. მისი ფასი ერთ ერთეულზე, 1,5 ლარიდან 3 ლარამდე მერყეობს. ფერმერების უმეტესობა აღნიშნავს, რომ უმჯობესია, ინტენსიური ბაღებისთვის, ნერგის საზღვარგარეთიდან შემოტანა.

რეგიონში შხამ-ქიმიკატების საკმაოდ ბევრი შემომტანია რეგიონში. თუმცა თვითონ პრეპარატების ხარისხი და ფასი ერთმანეთთან, ხშირ შემთხვევაში, შეუსაბამოა. ფერმერები ცდილობენ, იაფიანი პრეპარატებით შეწამლონ მცენარე, რაც ნაყოფზე ახდენს გავლენას და შესაძლოა, ხარჯი არაეკონომიური იყოს, რადგან მოსავლიანობა არის დაბალი და უხარისხო (არასტანდარტული) ატმის წილი საკმაოდ მაღალია მთლიან მოსავალში.

სამაცივრე მეურნეობების დეფიციტი

კახეთის რეგიონში დღეს არსებობს სამი თანამედროვე ტიპის სამაცივრე მეურნეობა. ისინი ძირითადად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაკეთდა, რომლებიც ნაწილობრივ დაფინანსებულია სახელმწიფოს შეღავათიანი კრედიტით („აწარმოე საქართველოში“) ან დონორი ორგანიზაციების თანადაფინანსებით (USAID/REAP).

სამივე სამაცივრე მეურნეობა მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჩუმლაყის, ახაშენისა და ველისციხის სოფლებში და ატმის მოსავლის აღების პერიოდში ემსახურებიან ატმის ექსპორტს, ხოლო სხვა დროს მუშაობენ სხვა ხილის დასაწყობებაზე (სუფრის ყურძენი, ხურმა და სხვ.).

სამივე სამაცივრე მეურნეობის მოცულობა შეადგენს დაახლოებით 1 000 ტონას ერთ ჯერზე (სრული დატვირთვით) და მათ სრული დატვირთვით მუშაობა უჭირთ, რაც ერთი მხრივ არასწორად დაგეგმილი მიწოდების ჯაჭვითა და მეორე მხრივ ავტომატიზაციის დაბალი დონით არის გამოწვეული (განსაკუთრებით ერთ სამაცივრეში, სადაც დამხარისხებელი ხაზი არ აქვთ). ატმის საექსპორტოდ გაგზავნისათვის საჭიროა, რომ ატმის გულამდე გაგრილება მოხდეს გარკვეულ ტემპერატურაზე, რასაც დაახლოებით დღედღე-ნახევარი სჭირდება.

სამაცივრე მეურნეობების არასაკმარისი რაოდენობა მიჩნეულია დარგის განვითარებისთვის ერთ-ერთ მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად.

ექსპორტიორები

უკვე მეორე წელია, გურჯაანში ატმის აღების სეზონზე გახსნილია „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მოქმედი ოფისი, სადაც ექსპორტიორს შეუძლია საექსპორტო დოკუმენტაციის (იხილეთ დანართში ცხრილი A3) მომზადება დაახლოებით 1 საათში, და ერთ კონტეინერზე ეს ყველაფერი მხოლოდ 25 ლარი ჯდება (იხდის მხოლოდ ფიტოსანიტარულ სერტიფიკატში, დანარჩენი უფასოა). ამ ოფისის მონაცემების მიხედვით, 2015 წელს, კახეთში სულ 20-მდე ექსპორტიორი იყო რეგისტრირებული.

გადამუშავება/საკონსერვო წარმოება

კახეთის რეგიონში არ არის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც ატმისგან დაამზადებდა წვენებს, ჯემებს, მურაბებს, ჩირს და ა.შ.

კახეთში, ატამს ერთადერთი გადამამუშავებელი კომპანია „კულა“ ყიდულობს, რომელსაც საწარმო შიდა ქართლში აქვს და ატამი კახეთიდან მიაქვს მოსავლის აღების დროს (ფასი წელს იყო 20 თეთრი/კგ). წვენების ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენციის გამო, „კულა“ ვერ ახორციელებს დიდი რაოდენობით ატმის შესყიდვას. 2016 წელს მცირე რაოდენობით არასტანდარტული ატამი შეისყიდა სპირტის ქარხანამ, რომელსაც საწარმო შიდა ქართლში აქვს.

თუ გავითვალიწინებთ იმ ფაქტს, რომ ატმის წარმოების დიდი ნაწილი უბრალოდ ნადგურდება, რეგიონში ხილის გადამამუშავებელი საწარმოს არსებობა, ნაწილობრივ მოაგვარებდა ამ პრობლემას.

საკონსერვო საწარმოს გარდა, კახეთში, ისევე როგორც საქართველოს ბევრ სხვა რეგიონში, გავრცელებულია ატმის კომპოტისა და მურაბა-ჯემის დამზადება საოჯახო პირობებში, რომელზეც ატმის შიდა მოხმარების საკმაოდ სოლიდური წილი მოდის.

კრედიტების ხელმიუწვდომელობა

მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში მრავლად არის ფინანსური ინსტიტუტები წარმოდგენილი, კრედიტზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა, ფერმერების შემთხვევაში, ხშირად განიხილება მათი საქმიანობისთვის ერთ-ერთ ძირითად ხელის შემშლელ ფაქტორად. ამ კუთხით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ დანერგილი „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამა მიჩნეულია როგორც კრედიტის ერთ-ერთი იაფი წყარო, რომელსაც ბევრი ფერმერი მიმართავს. განსაკუთრებით კარგად მუშაობს ეს პროგრამა მსხვილი მეურნეობებისათვის, ხოლო მცირე მეურნეობებს უჭირთ სესხის მიღება, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში, მათ მოეთხოვებათ სესხის ქონებრივი უზრუნველყოფა, რომელსაც ბანკები ითხოვენ. ამიტომაც მცირე და საშუალო მეურნეობებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რეგიონში.

მწარმოელთა დანახარჯები და შემოსავლები

ფერმერის ძირითადი დანახარჯები მოდის ატმის პლანტაციის მოვლაზე (გასხვლა, შხამქიმიკატების შეძენა-შესხურება), ასევე სამუშაო ძალაზე გაწეული დანახარჯები განსაკუთრებით მოსავლის აღებისას. შემოსავალი კი განისაზღვრება ატმის მოსავლიანობითა (მათ შორის, ხარისხიანი მოსავლით) და ფასით. ექსტენსიური ბაღების შემთხვევაში, საშუალო მოსავლიანობა არის 20 ტ/ჰა, ხოლო ინტენსიური ბაღების შემთხვევაში - 40 ტ/ჰა. ამ უკანასკნელის შემთხვევაში 50 ტ/ჰა და მეტის მოყვანაც არის შესაძლებელი.

საინტერესოა, რომ ქართველი მწარმოებლების ფასები საკმაოდ დაბალია წამყვანი ქვეყნების მწარმოებელის ფასებთან შედარებით, რაც ქვეყანაში ამ დარგის კონკურენტულ უპირატესობად უნდა ჩაითვალოს.

ატმის მწარმოებელის ფასები საქართველოსა და მსოფლიოს ატმის ძირითად მწარმოებელ ქვეყნებში, 2006-2014 წლებში (დოლარი/ტონა):



ატმის მოყვანის შედეგად მიღებული საშუალო წლიური შემოსავალი ექსტენსიური ბაღების შემთხვევაში შეადგენს 10’000 ლარი/ჰა, საშუალო დანახარჯი კი 5’000-6’000 ლარი/ჰა, ხოლო საშუალო მოგება 4’000-5’000 ლარი/ჰა. რაც შეეხება ინტენსიური ბაღების შემოსავლებსა და დანახარჯებს, იგი შემდეგნაირად გამოიყურება: საშუალო წლიური შემოსავალი 24’000 ლარი, საშუალო წლიური დანახარჯი 11’000 – 12’000 ლარი და შესაბამისად მოგება 12’000 – 13’000 ლარი.

დიდი რაოდენობით ატმის წარმოება კახეთში თავმოყრილია მეტ-ნაკლებად ერთ ტერიტორიაზე (გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტებში), რაც ფერმერების თანამშრომლობას ხელს უწყობს. თუმცა, ფერმერები არ არიან გაერთიანებული კოოპერატივებში და მოსავლის შემდგომი მოვლა-დაბინავება სუსტად არის განვითარებული და ფაქტობრივად, ფერმერები ამ მიმართულებით არ მუშაობენ (მაშინ როცა დამატებული ღირებულება სწორედ ამ რგოლებში იქმნება). ატმის მწარმოებელი ფერმერებიც არ იჩენენ დიდად ინტერესს, რომ გაერთიანდნენ ფერმერულ ასოციაციებში, ან თვითონ დააფუძნონ ატმის მწარმებელთა ასოციაცია.

რეგიონში მრავლად არიან შუამავლები მოსავლის აღების პერიოდში, თუმცა ატმის გასაღება მაინც გამოწვევად რჩება (ხშირად დაბალი ფასის გამო). შუამავლებს შორის კონკურენცია არსებობს, ვინაიდან ფერმერისთვის მათ მიერ შეთავაზებული ფასები და ხარისხი დიდად არ განსხვავდება. რაც შეეხება არასტანდარტული, დაბალი ხარისხის ატმისა და ვაშლატამას ბაზარს, აქ სულ რამდენიმე შემსყიდველი არსებობს და ფასების დაწესებაზეც ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ.

წარმოების ხელისშემშლელი ფაქტორები

ატმის მოვლა-მოყვანის პროცესში, ყველაზე მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ფაქტორი უკავშირდება მოსავლის ხარისხის ცვალებადობას, რაც გამოწვეულია წარმოების რისკების არასათანადო დაზღვევით. მოსავლის უხარისხობას განსაზღვრავს როგორც ბუნებრივი კატაკლიზმები (სეტყვა, ყინვა, ჭარბი ნალექი), ისე დაავადებებთან ბრძოლის არასათანადო ცოდნა და შესაბამისად, მკურნალობის არასწორი დაგეგმვა-განხორციელება.  

რამდენადაც სამაცივრე მეურნეობების მცირე რაოდენობა არსებობს რეგიონში, ვერ ხერხდება ატმის დროულად და სათანადოდ გაციება, რაც საბოლოოდ ამ პროდუქტის სიცოცხლისუნარიანობის ხანგრძლივობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. უფრო მძიმე სიტუაციაა კუსტარულ სამაცივრეებში, სადაც სწრაფად ვერ ხერხდება გაციების პირობების დაცვა. სამაცივრე მეურნეობებში გაციებული ატმის აბსოლუტური უმეტესობა გაედინება ექსპორტზე, ხოლო ქართულ ბაზარზე მოსავლის აღებიდან მალევე, თითქმის აღარ გვხვდება ქართული ატამი, არამედ შემოდის იმპორტირებული.

გასაღების ხელის შემშლელი ფაქტორები

ექსპორტის შემთხვევაში, ბოლო პერიოდში, ერთ-ერთ მთავარ ხელის შემშლელ ფაქტორად გვევლინება დარიალის ხეობაში, რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი გზის ჩაკეტვა, რაც აჩერებს ატმის ექსპორტზე გატანას ან საუკეთესო შემთხვევაში, შემოვლითი გზების გამოყენებისას, ერთი-ორად აძვირებს ტრანსპორტის ხარჯს ექსპორტიორისათვის, რაც ფერმერისთვის გადახდილი ფასის კლებაზეც აისახება. ამ მოვლენის გარეშეც დიდ საფრთხეებს შეიცავს რუსეთის ბაზარი, რამდენადაც ემბარგოს დაწესება უკვე პოლიტიკურ ბერკეტად იქცა და ნებისმიერ დროს შეიძლება გამოიყენოს ამ ქვეყნის ხელისუფალმა.

რამდენადაც გადამუშავება არ ხდება, ატმის პროდუქტების დივერსიფიკაციაც არ ხდება და ძირითადად, ბაზარზე გამოდის მხოლოდ ახალი ატმის ნაყოფი, როგორც ხილი.

რეკომენდაციები

საჭიროა, არსებული პლანტაციების პროდუქტიულობის გაზრდა, მისი მოვლა-მოყვანის ღონისძიებების გაუმჯობესებით. ასევე, უნდა წახალისდეს ინტენსიური ბაღების გაშენება, რასაც თნ უნდა ახლდეს შესაბამისი ცოდნის მიწოდება-გადაცემაც. სასურველია, სადემონსტრაციო ნაკვეთების გაკეთებაც, რაც ფერმერებს საშუალებას მისცემს, უკეთ გაეცნონ და შეისწავლონ თანამედროვე მიდგომები. ამასთანავე, აუცილებელია, რომ გარკვეულ ჯიშებზე მოხდეს კონცენტრაცია, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ერთგვაროვანი პროდუქციის მიღება.

აღსანიშნავია, ასევე მაღალი ღირებულების მქონე ატმის ბაღების გაშენების შესწავლა და შემდგომ დანერგა (ბიო, ადგილწარმოშობის). მნიშვნელოვანია ასევე ატმის ბაღებში აგროტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და შეთავაზებაც (მათ შორის, ატმის ყვავილობის ულამაზეს პერიოდში), რაც ერთგვარი პასუხი იქნება იმ ტურისტული ნაკადების ზრდისა, რასაც საქართველო ბოლო წლებია განიცდის.

ბაზრების დივერსიფიკაციაზე აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე, რომ ქვეყანა არ იყოს მხოლოდ რუსეთის ბაზარზე დამოკიდებული. ბაზარზე, რომელიც ძნელად პროგნოზირებადია და მაღალ მარკეტინგულ რისკებს შეიცავს. ამ კუთხით შესასწავლი და მოსაძიებელია ის ქვეყნები, სადაც შეიძლება ქართული ატმის ექსპორტი (გასათვალისწინებელია თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობებიც რიგ ქვეყნებსა თუ ქვეყნების გაერთიანებებთან). ამის მიუხედავად, ატმის გადამუშავებასა და ამ სახით პროდუქტების ბაზარზე მიწოდებაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, რაც ერთი მხრივ შეამცირებს ზემოთ დასახელებულ საექსპორტო რისკებს და მეორე მხრივ უფრო მეტ დამატებულ ღირებულებას შექმნის ადგილობრივ ეკონომიკაში და რიგ შემთხვევაში, ჩაანაცვლებს იმპორტირებულ პროდუქტებს, რომლებიც ატმის შემცველობით არის დამზადებული. ამასთან ერთად, უკვე გადამუშავებული ატმისგან დამზადებული პროდუქტების ექსპორტზე შეიძლება აქცენტის გაკეთება.

 





*კვლევა განხორციელდა PMC კვლევითი ცენტრის და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, პროექტის „თანამედროვე კვლევითი პრაქტიკის გაძლიერება აგრარული მიმართულებით რეგიონულ საგანმანათლებლო ინსტიტუტებში“ ფარგლებში.

 

წაკითხულია
10458
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე სტატიები არ მოიძებნა


ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

banner
banner
banner