banner
08 სექტემბერი 2017 | 15:37 კანონმდებლობა

ევროპული გამოცდილება საფოსტო ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესში

ევროპული გამოცდილება საფოსტო ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესში

საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების შეთანხმებით ქართულმა მხარემ აიღო საქართველოს საფოსტო ბაზრის გაუმჯობესების ვალდებულება, რაც გულისხმობს ლიბერალიზებული ბაზრის პრინციპების გათვალისწინებასა და კონკურენციის ხელშეწყობას. კერძოდ, შეთანხმების ძალაში შესვლიდან 5 წლის ვადაში უნდა მოხდეს 97/67/EC დირექტივის დებულებების გათვალისწინება, რომელიც პირველი საფოსტო დირექტივის სახელით არის ცნობილი. უახლოეს მომავალში მოხდება ფოსტის შესახებ გადამუშავებული კანონის წარდგენა, სადაც გათვალისწინებული უნდა იყოს ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებები. აღნიშნული არ იყო გათვალისწინებული ეკონომიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ წინა პროექტში, რომელზეც ევროკომისიამ მთელი რიგი შენიშვნები გამოაგზავნა.

მოცემულ სტატიაში წარმოდგენილი იქნება თუ როგორ ვითარდებოდა საფოსტო ბაზარი ევროკავშირის ქვეყნებში და რა გზა განვლეს ევროპულმა სახელმწიფოებმა მონოპოლიის შეზღუდვისა და ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესში. ეს გამოცდილება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ სწორად მოხდეს ევროპული გამოცდილების გაზიარება და კანონმდებლობის მორგება როგორც ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებთან, ისე ნაკისრ ვალდებულებებთან.

ბევრ ქვეყანაში საფოსტო მომსახურებებზე წვდომა რეგულირებულია. უნივერსალური სერვისის ვალდებულება (USO) უზრუნველყოფს მომხმარებელთა წვდომას მინიმალურ საფოსტო სერვისებზე, მაგალითად წერილებზე, მსუბუქ ამანათებზე და სხვ. ხშირ შემთხვევაში, უნივერსალური საფოსტო მომსახურებები დომინანტური ფირმის მიერ ხორციელდება, რომელიც ახლანდელი ან ყოფილი სახელმწიფო მონოპოლისტია. 2011 წლის 1 იანვრიდან ესტონეთის, ფინეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, შვედეთის და გაერთიანებული სამეფოს შემდეგ ევროკავშირის კიდევ 11 ქვეყანაში მოხდა საფოსტო ბაზრის ლიბერალიზაცია. მესამე საფოსტო დირექტივიდან გამომდინარე, ზემოთჩამოთვლილ ქვეყნებს ასევე შეუერთდა ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, დანია, საფრანგეთი, ირლანდია, იტალია, პორტუგალია, სლოვენია, და ესპანეთი. ამ ქვეყნებში გზავნილების დარეზერვებული არეალები (მონოპოლია გარკვეულ სეგმენტზე) 50 გრამამდე წერილებს მოიცავდა, რაც უკვე გაუქმებულია და შენარჩუნებულია თავისუფალი კონკურენციის პირობები. შედეგად, ევროკავშირის შიდა საფოსტო ბაზრის 95% გახდა ლიბერალიზებული, ანუ პრაქტიკულად ნებისმიერ კომპანიას შეუძლია განახორციელოს საფოსტო სერვისი, ვინც დააკმაყოფილებს საბაზისო მოთხოვნებს.

ლიბერალიზაციის და სხვა ფაქტორების გავლენით ევროპის ქვეყნებში გარკვეულ მომსახურებაზე მოთხოვნა შემცირდა, ხოლო სხვაზე კი პირიქით, გაიზარდა. International Post Corporation (IPC)-ის გლობალური საფოსტო ინდუსტრიის ანგარიშის მიხედვით, 2015 წელს ინდუსტრიის მთლიანი შემოსავლების 37.7%-ს წარმოადგენდა გზავნილების ბაზარი (ძირითადად წერილები და სხვა ბეჭდური პროდუქცია) (შედარებისთვის, 2010 წელს გზავნილების წილი 48.5% იყო). აღსანიშნავია რომ ამანათების, ექსპრეს და ფინანსური სერვისების ბაზარზე დაფიქსირდა ზრდა, და 2015 წელს ამ სეგმენტმა   მთლიანი შემოსავლების 45% შეადგინა.  ეს განპირობებულია ელექტრონული ვაჭრობის განვითარებით, რომელიც 2010 წლიდან ყოველწლიურად საშუალოდ 7.3%-ით იზრდებოდა. ბოლო 10 წლის განმავლობაში ონლაინ საცალო გაყიდვები იზრდებოდა 20%-ზე მეტად წლიდან წლამდე და 2015 წლისათვის 901.6 მლრდ ევროს მიაღწია.

ლიბერალიზაციის პროცესი ევროკავშირში

80-იანი წლების ბოლოს ევროკავშირის ქვეყნებში წერილების დამუშავება და მიწოდება ჯერ კიდევ ეროვნული საფოსტო მონოპოლისტების ხელში იყო. ევროკომისიამ მიზნად დაისახა კონკურენტული გარემოს შექმნით არა მარტო დაეწესებინა ერთნაირი სტანდარტები ყველა წევრი სახელმწიფოსთვის, არამედ, გაეუმჯობესებინა მომსახურების ხარისხი და უზრუნველეყო ბაზრის ეფექტიანობა. ევროსაბჭომ გაიზიარა ევროკომისიის ხედვა და საბჭოს რეზოლუციაში გაჩნდა ე.წ. მწვანე ქაღალდი (Green paper), რომელსაც მოყვა პირველი საფოსტო დირექტივის შემუშავება(EC Directive 97/ 67/EC). ამ პროცესში ბაზრის ლიბერალიზაციის შედეგები მოიცავდა ბაზრის თანდათანობით გახსნას და უნივერსალური მომსახურების ვალდებულების შემოღებას, ანუ ქვეყნებს უნდა უზრუნველეყოთ თავიანთი მოქალაქეები მინიმალური საფოსტო სერვისებით.

პირველი საფოსტო დირექტივის მიხედვით, წევრ სახელმწიფოებს მოეთხოვებოდა შეემცირებინა საფოსტო მონოპოლია 350 გრამამდე ამანათებზე. ამავდროულად, მთავრობებს უნდა დაენიშნათ ერთი პროვაიდერი, რომელიც უზრუნველყოფდა უნივერსალურ საფოსტო მომსახურებას თითოეულ წევრ ქვეყანაში, რათა ნებისმიერ მოქალაქეს შეძლებოდა საფოსტო სერვისებზე წვდომა. დირექტივა არ მოითხოვდა წევრი სახელმწიფოების მხრიდან საფოსტო ოპერატორების პრივატიზაციას. თუმცა, იგი ითვალისწინებდა ფინანსურად დამოუკიდებელი ორგანიზაციების შექმნას, რომლებიც სახელმწიფოსგან არ მიიღებდნენ სუბსიდიას.

საფოსტო ბაზრის თანდათანობითი გახსნის კვალდაკვალ, 2002 წელს მიღებულმა მეორე საფოსტო დირექტივამ უფრო მეტად შეამცირა დარეზერვებული არეალები (კომპანიის მონოპოლია გარკვეულ სეგმენტზე). შედეგად, 2003 წლიდან ეს არეალი შემცირდა 100 გრამამდე წერილებზე, ხოლო 2006 წლიდან - 100 გრამამდე ამანათებზე. მეორე დირექტივა ასევე მოიცავდა სრული ლიბერალიზაციის გეგმას, თუმცა ზოგიერთი წევრი სახელმწიფო ეწინააღმდეგებოდა ამ პროცესს ამიტომ ეს თარიღი გადავადდა. მესამე საფოსტო დირექტივა მიიღეს 2008 წელს, რომელმაც დააწესა სრული ლიბერალიზაციის ახალი თარიღი. ამ დირექტივის მიხედვით 2011 წლისათვის ყველა დარჩენილი საფოსტო მონოპოლია უნდა აღმოფხვრილიყო. 11 სახელმწიფოს მიეცა მოსამზადებელი პერიოდი 2013 წლის 1 იანვრამდე.

ზოგიერთმა წევრმა სახელმწიფომ უფრო ადრე გახსნა ბაზარი ვიდრე რეგულაცია ითვალისწინებდა, ხოლო ზოგან მოხდა ყოფილი მონოპოლისტების ნაწილობრივი პრივატიზაცია. ამ მიმართულებით ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოები იყვნენ ფინეთი და შვედეთი, რომელთაც სრულიად ლიბერალიზებული საფოსტო ბაზარი ჰქონდათ ჯერ კიდევ 1991 და 1992 წლებში. თუმცა, ყოფილი მონოპოლისტები კვლავ სახელმწიფო მფლობელობაში შენარჩუნდა. ამისგან განსხვავებით ჰოლანდიის მთავრობამ, რომელიც ადრიდანვე დაადგა პრივატიზაციის პროცესს, 1994 წლიდან აღიარა ახლად შექმნილი სააქციო საზოგადოების კერძო მეწილეები. ნიდერლანდებში ბაზრის სრული ლიბერალიზაცია დაგეგმილი იყო 2007 წლისათვის, თუმცა, ხელფასებსა და სამუშაო პირობებზე ბაზრის ლიბერალიზაციის უარყოფითი ზეგავლენის გამო  ბაზრის სრული გახსნა 2009 წლამდე გადაიდო.

ბაზრის სრული გახსნის მიუხედავად, ევროპულ წერილების ბაზარზე კონკურენცია კვლავ შეზღუდულია. ყოფილი მონოპოლისტები კვლავ დომინირებენ წერილების ბაზარზე 95%-ზე მეტი წილით. მხოლოდ გერმანიაში, ნიდერლანდებში, შვედეთში ესპანეთსა და იტალიაში არის ახალი კონკურენტების წილი 10%-ზე მეტი. შესამჩნევი კონკურენციაა ზოგიერთ ქვე-სექტორებზე, როგორიცაა სარეკლამო მასალის გავრცელება, ასევე ძლიერი კონკურენციაა საამანათო და ექსპრეს მომსახურების ბაზრებზე.

ზოგიერთ ქვეყანაში საამანათო და ექსპრეს მომსახურებები არასდროს ყოფილა მონოპოლიური რეგულირების ქვეშ, თუმცა საფოსტო ბაზრის ლიბერალიზაციით ყოფილი მონოპოლისტები და საერთაშორისო გადამზიდავები თანაბარ პირობებში იბრძვიან ბაზრის წილისთვის. საამანათო და ექსპრეს მომსახურების ბაზარი განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ონლაინ შოპინგის განვითარებით ამ ტიპის სერვისებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, საამანათო და ექსპრეს მომსახურების ბაზარი შემოსავლების ოდენობით საფოსტო სექტორის ნახევარზე მეტს შეადგენს.

1999 წელს გამოქვეყნებული Promoting competition in the Postal Sector (OECD)-ის მიხედვით, იმ პერიოდისათვის რამდენიმე ქვეყანას ჰქონდა სრულად ლიბერალიზებული საფოსტო ბაზარი. ლიბერალიზაციის გზაზე მყოფი ქვეყნები აცხადებდნენ, რომ პროცესი გააუმჯობესებდა მომსახურების ხარისხს, გაზრდიდა მოგებასა და დასაქმებას და შეამცირებდა ფასებს. ანგარიშის მიხედვით 1999 წელს ფინეთს, შვედეთსა და ახალ ზელანდიას ჰქონდათ სრულად ლიბერალიზებული საფოსტო სექტორი. აქედან შვედეთსა და ახალ ზელანდიაში წერილების ბაზარზე რამდენიმე კონკურენტი ოპერირებდა, ხოლო ფინეთში, ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს მიუხედავად, ახალი კონკურენტი არ გამოჩენილა. ეს შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო უნივერსალური საფოსტო მომსახურების დიდი მასშტაბებით, რომელიც დიდ ხარჯებთანაც იყო დაკავშირებული.

ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ ახალმა ზელანდიამ გააუქმა სექტორის სალიცენზიო რეჟიმი. ავსტრალიამ და ნიდერლანდებმა ასევე მნიშვნელოვნად შეამცირეს დარეზერვებული არეალები(შეზღუდეს მონოპოლია). მიუხედავად იმისა, რომ რეფორმის პროცესში ივარაუდებოდა დასაქმების შემცირება ამ სექტორში, ავსტრალიამ და ნიდერლანდებმა აჩვენეს, რომ დასაქმების დონე პირიქით, გაიზარდა, რაც განპირობებული იყო ბაზარზე უკვე დამკვიდრებული კომპანიის მიერ შემოთავაზებული სერვისების დივერსიფიკაციით.  

გერმანია

ლიბერალიზაციის პროცესის დაწყებამდე გერმანიაში German Post (Deutsche Bundespost) იყო მონოპოლისტი და 1969 წლის საფოსტო აქტის მიხედვით მას ჰქონდა უნივერსალური სერვისების მიწოდების უფლება. აღსანიშნავია, რომ გერმანია ერთ-ერთი მოწინავე იყო ლიბერალიზაციის პროცესში. ქვეყნის მთავრობამ ჯერ კიდევ 1998 წელს შეამცირა დარეზერვებული არეალები 350 გრამის ნაცვლად 200 გრამამდე გზავნილებზე, ხოლო საფოსტო ბაზრის სრული ლიბერალიზაცია გერმანიაში 2008 წელს განხორციელდა. ამ დროისთვის, German Post-ის წილების უდიდესი ნაწილი უკვე კერძო მფლობელობაში იყო. 

გერმანიაში ამჟამად არ არის განსაზღვრული უნივერსალური სერვისის პროვაიდერი. უნივერსალური სერვისის უზრუნველყოფის ვალდებულება ეკისრება მარეგულირებელს. მარეგულირებელმა შესაძლოა შეიმუშავოს ვალდებულებები ან გამოაცხადოს უნივერსალური სერვისების შესყიდვა იმ შემთხვევაში, თუ ბაზარი თავად ვერ უზრუნველყოფს უნივერსალური სერვისის საკმარის დონეს. ამჟამად გერმანიის საფოსტო ბაზარი სრულად უზრუნველყოფს უნივერსალურ სერვისს, თუმცა, მხოლოდ Deutsche Post აკმაყოფილებს ამ სერვისის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ სამართლებრივ  მოთხოვნებს. Deutsche Post  ბოლო 10 წელი მომგებიანად ოპერირებს ბაზარზე. ძირითადი რესტრუქტურიზაციის პროცესი კომპანიამ 1993-1999 წლებში გაიარა, ხოლო ბოლო 10 წლის განმავლობაში დასაქმება კომპანიაში შედარებით სტაბილურია.

ესტონეთი

სტატიაში “საფოსტო სერვისების ბაზრის ლიბერალიზაციის შედეგი ესტონეთში და მისი ეფექტი კონკურენციაზე”, ავტორმა გაანალიზა ესტონეთის, როგორც პატარა ქვეყნის საფოსტო ლიბერალიზაციის შედეგები. ესტონეთმა საფოსტო ბაზარი სრულად 2009 წლის აპრილში გახსნა. პირველ რიგში აქ იგულისხმება დარეზერვებული არეალების გაუქმება. ამ დროისთვის ყოფილმა მონოპოლისტმა, Eesti Post-მა (EP) დაკარგა ძალაუფლება წერილების ბაზარზე, რომელიც 2007 წლისათვის მთლიანი ბაზრის 75%-ს შეადგენდა. 2009 წლიდან კი ფოსტის კანონის მიხედვით  ამ სექტორში მოღვაწე ნებისმიერ კომპანიას მიეცა წერილების ბაზარზე ოპერირების შესაძლებლობა.

ესტონეთში ამჟამად ორი ტიპის უნივერსალური სერვისი განისაზღვრება: 2კგ-მდე წერილები, და 20კგ-მდე ამანათები. ხარისხის ერთადერთი კრიტერიუმი არის ის, რომ ადგილობრივი წერილების 90%-ის მიწოდება უნდა მოხდეს მომდევნო დღისთვის. რაც შეეხება გეოგრაფიული წვდომის მოთხოვნებს, ყველა ადგილობრივ ადმინისტრაციულ ერთეულს უნდა გააჩნდეს ყოველ 2000 მაცხოვრებელზე ერთი საფოსტო ოფისი. გარდა ამისა, უნივერსალური სერვისების ფასის ზედა ზღვარი განისაზღვრება ეკონომიკურ საკითხთა და კომუნიკაციების სამინისტროს მიერ. 2008 წელს უნივერსალური სერვისების მიწოდებაზე  დამატებითი რეგულაცია ამოქმედდა, რომლის ერთადერთი პრეტენდენტი და გამარჯვებულიც EP იყო. მაგრამ EP უკვე აღარ იყო მონოპოლისტი ბაზარზე და მას მოუწია ხარჯების მინიმიზაციის პოლიტიკის გატარება და ახალი სერვისების განვითარება. EP აღმოჩნდა ერთადერთი ძირითადი მიმწოდებელი ბაზარზე. ამის მიზეზად სტატიის ავტორი ასახელებს როგორც მრავალფეროვანი სერვისების მიწოდების შესაძლებლობას, ისე კარგად განვითარებულ საფოსტო ქსელს.

ესტონეთის საფოსტო ბაზარზე 2012 წლისათვის 33 კომპანია ოპერირებდა, რომელთაგან უნივერსალურ სერვისებში EP-ის ძირითად კონკურენტად Express Post მოიაზრება. სტატიის ავტორი ლიბერალიზაციის პირველად შედეგებზე საუბრობს, და აღნიშნავს, რომ ლიბერალიზაციამ ესტონეთის საფოსტო ბაზარზე მნიშვნელოვნად არ შეუწყო ხელი უნივერსალური სერვისების განვითარებას. პირველ მიზეზად ავტორი ასახელებს ელექტრონული კომუნიკაციის განვითარებას, რომელმაც ამ პერიოდში მნიშვნელოვნად შეამცირა წერილების ბაზრის ბრუნვა. მეორე მიზეზად უნივერსალური სერვისების დამატებითი ხარჯებისთვის ფინანსური მოდელის შექმნა სახელდება.

ესტონეთში ფოსტის ბაზარი 2006 წლამდეც ფორმალურად ლიბერალიზებული იყო, თუმცა, ამ წელს აღადგინეს დარეზერვებული არეალები, რაც მოიცავს 50 გრამამდე ადგილობრივ გზავნილებს, გარდა პირდაპირი წერილებისა. რაც შეეხება ლიცენზიას, იგი მოითხოვება უნივერსალური სერვისების მიწოდებისას. საფოსტო ოპერატორმა, რომელსაც აქვს ლიცენზია, უნდა უზრუნველყოს უნივერსალური საფოსტო სერვისების მიწოდება ლიცენზიის არეალში სრულად ან ნაწილობრივ. წვდომა არ არის სავალდებულო და არ რეგულირდება საფოსტო აქტით. სხვა საფოსტო ოპერატორის ქსელთან წვდომა მხოლოდ იმ შემთხვევაში არის ნებადართული თუ ამ ორ მხარეს შორის კონტრაქტი არის დადებული.

ლიბერალიზაციის ეფექტი ახალ ზელანდიაში

ახალი ზელანდია მართალია არ არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, თუმცა, საფოსტო ლიბერალიზაციის პროცესზე დაკვირვება მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში, რადგან იგი ერთ-ერთი პირველია  OECD-ის ქვეყნებიდან, სადაც ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესი წარმატებით განხორციელდა და ხელი შეეწყო კონკურენტული გარემოს შექმნას ბაზარზე.

1987 წელს New Zealand Post-ს ჰქონდა მონოპოლია 1.75 ახალზელანდიურ დოლარზე ნაკლები ღირებულების ან 500 გრამამდე წერილების ბაზარზე. კანონმდებლობაში მომდევნო ცვლილებების შედეგად ეს არეალი შემცირდა 200 გრამამდე, ხოლო ღირებულებითი ფორმით, 80 ცენტამდე წერილებზე.  საბოლოოდ, 1998 წლიდან ახალი ზელანდიის მთავრობამ წერილების ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობა ჩამოართვა New Zealand Post-ს. დღევანდელი მდგომარეობით ნებისმიერ კომპანიას, რომელიც შესაბამისობაში იქნება საკანონმდებლო მოთხოვნებთან შეუძლია ამ ბაზარზე თავის დამკვიდრება. ამისთვის უმთავრესი მოთხოვნა რეგისტრაციაა. რეგისტრაცია მარტივია და უარის თქმის მიზეზად მხოლოდ ნასამართლეობა შეიძლება დასახელდეს, ხოლო თუ კომპანია 80 ცენტზე მეტი ღირებულების ამანათების ბაზარზე იწყებს ოპერირებას რეგისტრაცია არ მოითხოვება.

1998 წლის დეკემბრის ბოლოსთვის ახალი რეჟიმის ამოქმედებიდან 8 თვის თავზე 17 რეგისტრირებული ოპერატორი იყო ახალ ზელანდიაში, რომელთაგან უმეტესობა იყო მცირე ადგილობრივი ბიზნესები. ლიბერალიზაციის კვალდაკვალ, Fastway Post -მა ქვეყნის მასშტაბით შექმნა  საკუთარი საცალო ქსელი. ასევე სხვა ოპერატორებმა დააწესეს შედარებით დაბალი ფასები. New Zealand Post-მა, უპასუხა ამ კონკურენციას და დააფუძნა სრულიად ახალი საცალო ქსელი, ავტოგასამართი სადგურებისა და საცალო მაღაზიების გავლით და სტანდარტულ წერილებზე ბაზარს შესთავაზა შემცირებული ფასი - 35 ცენტი. ახალი ზელანდია OECD-ის ქვეყნებიდან ერთ-ერთი პირველია, რომელმაც გზა გაუხსნა კონკურენციას საფოსტო ბაზარზე. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ დერეგულირების შედეგად ფასები შემცირდება და გაჩნდება ახალი სერვისები.

ქეთი მელქაძე


წყაროები:

Liberalization of the Postal Service Market in Europe: Entry with Universal Service and Partial Coverage Patrick F.E. Beschorner∗ first draft: March 2008, this draft: December 8, 2008

The Liberalisation of European Postal Markets and the Impact on Employment and Working Conditions Christoph Hermann Forschungs- und Beratungsstelle Arbeitswelt, Vienna, FORBA Research Report 3/2013

Jacek Buko, Roman Czaplewski (2011) The postal market - conditions for transition from monopoly to competition.

Main Developments in the Postal Sector (2010-2013) EU

Promoting competition in the Postal Sector (OECD, 1999)

Liberalisation, privatisation and regulation in the German postal services sector, November 2006

Postal-Sector Policy: From Monopoly to Regulated Competition and Beyond, Christian Jaag, Swiss Economics Working Paper 0045 April 2014.

Sepp, Jüri & Ernits, Raigo. (2012). The Liberalisation of the Postal Service Market in Estonia and Its Effect on Competition.

Postal Act (Postgesetz, PostG) Germany

Postal Services Act 1998 New Zealand

Postal Act, Estonia

2016 Key findings, Global Postal Industry Report, International Post Corporation, December, 2016.

 

წაკითხულია
2116
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

ლურჯი მოცვის პლანტაციის გაშენების ფინანსური მოდელი

ლურჯი მოცვის პლანტაციის გაშენების ფინანსური მოდელი

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

28 ივნისი 2018 | 07:25 ვრცლად
ENPARD-ის დახმარებით კოოპერატივმა “სოფლის იმედმა” წარმოების ეფექტიანობა გაზარდა

ENPARD-ის დახმარებით კოოპერატივმა “სოფლის იმედმა” წარმოების ეფექტიანობა გაზარდა

კოოპერატივი “სოფლის იმედი” სამეგრელოში, სოფელ უშაფათში 29 ფერმერს აერთიანებს. კოოპერატივის ძირითად საქმიანობას თხილის გადამუშავება და დისტრიბუცია წარმოადგენს. კოოპერატივი 2014 წელს დარეგისტრირდა და იგი ერთ-ერთი პირველი სტატუს მინიჭებული კოოპერატივია სამეგ

21 ივნისი 2018 | 18:17 სოფლის მეურნეობა ვრცლად
ENPARD-ის დახმარებით კოოპერატივმა “ქულბაქმა” წარმოება 40-ჯერ გაზარდა

ENPARD-ის დახმარებით კოოპერატივმა “ქულბაქმა” წარმოება 40-ჯერ გაზარდა

კოოპერატივი “ქულბაქი” ცაგერის რაიონის, სოფელ ქულბაქში არსებული სათევზე მეურნეობაა სადაც ძირითადად კალმახი იწარმოება. კოოპერატივი 2014 წელს შეიქმნა და მასში ხუთი ადგილობრივია გაწევრიანებული. კოოპერატივის ჩამოყალიბებამდე წევრებს თევზაობის სიყვარული აერთიანე

06 ივნისი 2018 | 18:51 ვრცლად
ხულოს მუნიციპალიტეტში 1 მლნ ევრო გრანტის სახით გაიცემა

ხულოს მუნიციპალიტეტში 1 მლნ ევრო გრანტის სახით გაიცემა

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში 4 წლიანი პროექტი „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ხორციელდება.

14 მაისი 2018 | 18:35 სოფლის მეურნეობა ვრცლად

ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) პირველი სექტემბრიდან შევიდა ძალაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირიდან შემოტანილ და საქართველოდან ექპორტირებულ 9 ათასზე მეტი დასახელების პროდუქციაზე საბაჟო გადასახადი გაუქმდა

ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილება, გარანტირებული სამუშაო თუ ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა? მითები არამხოლოდ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე, არამედ ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებითაც არსებობს. ევროპაში თავისუფლად გ

ექსკლუზიური ინტერვიუ დიმიტრი მანჯავიძესთან, რომელიც არის ერაყში, კერძოდ, ბაღდადსა და ერბილში გაეროს ოფისის საარჩევნო მისიის უფროსი ოფიცერი.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner