banner
11 ოქტომბერი 2017 | 17:26 სოფლის მეურნეობა

ფიტოსანიტარიის მიმართულებით საქართველომ წლის ბოლომდე ევროკავშირის სამი დირექტივა უნდა გაითვალისწინოს

ფიტოსანიტარიის მიმართულებით საქართველომ წლის ბოლომდე ევროკავშირის სამი დირექტივა უნდა გაითვალისწინოს

სანიტარული და ფიტოსანიტარიული ზომები (IV თავი, DCFTA) ითვალისწინებს საქართველოს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კანონმდებლობის ეტაპობრივ დაახლოებას ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან. ეს პროცესი  2027 წლამდეა გაწერილი და ჯამში 272 დირექტივასთან დაახლოებას გულისხმობს.  კონკრეტულად, სურსათის უვნებლობის სფეროში გასათვალისწინებელია 101, ვეტერინარიის სფეროში - 84 და მცენარეთა დაცვის სფეროში 87 დირექტივა. მხოლოდ მცენარეთა დაცვის მიმართულებით 2015-2017 წლებში ევროკავშირის 10 დირექტივის გათვალისწინება უნდა მოხდეს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსის, ლაშა ინაურის ცნობით ფიტოსანიტარიის მიმართულებით ჩამორჩენა არ შეინიშნება და შესაბამის დირექტივებთან დაახლოების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს:

“დაახლოების პროცესში მივიღეთ დადგენილებები და ნორმატიული აქტები, ზოგიერთი პუნქტი შესაბამისობაში იყო ევროდირექტივასთან და არ დაგვჭირდა დამატებითი ცვლილების განხორციელება. დადგენილებების შემოღება უკვე გულისხმობს დაახლოებას და მოცემული დირექტივების გათვალისწინებას, თუმცა ცალკე საკითხია მათი ძალაში შესვლა, რაც ეტაპობრივად განხორციელდება. 2017 წელს მცენარეთა დაცვის მიმართულებით სულ 3 დირექტივასთან უნდა მოვახდინოთ დაახლოება, ჯერჯერობით არცერთი მათგანი არ არის შესრულებული და მიმდინარეობს შესაბამის კანონმდებლობაზე მუშაობა”- განაცხადა ლაშა ინაურმა.

წლის ბოლომდე შესასრულებელი სამი დირექტივიდან ორი კარტოფილის მურა სიდამპლისა (98/57/EC) და კარტოფილის რგოლური სიდამპლის კონტროლს (93/85/EC) ეხება, ამათგან, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დასრულებულია მუშაობა კარტოფილის რგოლური სიდამპლის კონტროლის შესაბამის კანონმდებლობაზე, ხოლო ამ დრომდე მიმდინარეობს  -  კარტოფილის მურა სიდამპლის(ვილტის) კონტროლის შესაბამის კანონმდებლობაზე. მესამე დირექტივა (2004/103/EC) ეხება გარკვეული მცენარეების, მცენარეთა პროდუქტებისა და სხვა ობიექტების იდენტურობის და სიჯანსაღის შემოწმებას, რომელიც შეიძლება განხორციელდეს მათი ევროკავშირში შემოტანის პუნქტის გარდა სხვა ადგილზე. დირექტივით განსაზღვრულია ამ შემოწმებებთან დაკავშირებული პირობები. ამ დირექტივასთან დაახლოება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ არ დაყოვნდეს მცენარეები და მცენარეთა პროდუქტები დიდხანს საზღვარზე და არ შეიქმნას გრძელი რიგები. ლაშა ინაურის ცნობით ამ მიმართულებით მუშაობა ამ დრომდე მიმდინარეობს და სამინისტრო შემოსავლების სამსახურისგან ელოდება დოკუმენტის იმ ნაწილის გადმოგზავნას, რაც უშუალოდ მის საქმიანობას ეხება.

სანამ ზემოხსენებულ დირექტივებთან დაახლოება მოხდება თვალი გადავავლოთ წინა წლებში განხორციელებულ აქტივობებს ფიტოსანიტარიის მიმართულებით, რომლებიც აისახა გასული წლების სამოქმედო გეგმებსა და ამ გეგმების შესრულების ანგარიშებში. ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელებისათვის 2014 – 2017 წლების სამოქმედო გეგმის  სანიტარულ და ფიტოსანიტარულ ნორმების ნაწილში ერთ-ერთი პრიორიტეტია არსებული სურსათის უვნებლობის სტრატეგიისა და საკანონმდებლო დაახლოების დასრულება, რისთვისაც ფიტოსანიტარიის მიმართულებით უნდა მომზადდეს და ძალაში შევიდეს მეორადი კანონმდებლობა, მცენარეთა მავნე ორგანიზმების კონტროლსა და მცენარეთა დაცვის საშუალებების ბაზარზე განთავსების შესახებ. ეს აქტივობა უფრო კონკრეტულად გაიწერა 2015 წლის სამოქმედო გეგმაში. ამის საპასუხოდ 2015 წლის გეგმის შესრულების ანგარიშში წარმოდგენილია  საქართველოს მთავრობის რამდენიმე დადგენილება:

  1. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 იანვრის №8 დადგენილება ,,საერთაშორისო გადაზიდვებისას ტვირთის ფიტო- სანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ შეტყობინების წესის დამტკიცების თაობაზე”; ეს დადგენილება შეტანილია 2014-2017 წლების გეგმის 2014 წლის  შესრულების ანგარიშშიც;
  2. „ტექნიკური რეგლამენტის - ცდის, სამეცნიერო კვლევისა და სელექციური სამუშაოსათვის მავნე ორგანიზმის, მცენარის, მცენარეული პროდუქტის და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის საქართველოში შემოტანის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 აპრილის N190 დადგენილება;
  3. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 იანვარის დადგენილება №11 „ტექნიკური რეგლამენტის - სიმინდის დასავლეთის ხოჭოს წინააღმდეგ ბრძოლის წესის დამტკიცების თაობაზე”; ეს დადგენილება როგორც ვხედავთ, 2016 წლით თარიღდება, თუმცა შეტანილია 2015 წლის ანგარიშში. ამ წლის გეგმის შესრულების ანგარიშში ფიტოსანიტარიის მიმართულებით კიდევ 2 2016 წლით დათარიღებული დადგენილებაა შეტანილი.

2015 წლის სამოქმედო გეგმის ნაწილი გახდა ასევე 2014-2017 წლების გეგმიდან დარგობრივი პრიორიტეტების შემუშავება და არსებული სურსათის უვნებლობის სტრატეგიის გადახედვა, იმისათვის, რომ მოხდეს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა სფეროს დაფარვა. ამისათვის შემუშავდა საკანონმდებლო ღონისძიებების დაახლოების სია პრიორიტეტული სფეროების მიხედვით, ასევე ამ პრიორიტეტის შესასრულებლად სამწლიან პერიოდზე გაწერილია ტრენინგების პროგრამის შემუშავება და შესაბამისი ტრენინგების ჩატარება იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც ჩართულები არიან საკანონმდებლო დაახლოების პროცესში.

2014-2017 წლების სამოქმედო გეგმაში ასევე ერთ-ერთი პრიორიტეტია: “კომპეტენტური ორგანოს მიერ ვეტერინარული, ფიტოსანიტარიული და სურსათის უვნებლობის კუთხით სასაზღვრო შემოწმების უზრუნველყოფა სასაზღვრო ინსპექციის პუნქტზე”. ამ პრიორიტეტის შესასრულებლად მთავრობამ მიზნად დაისახა მუდმივი ინსტიტუციონალური განვითარება, რომელიც დაკავშირებულია ვეტერინარული, ფიტოსანიტარიული და სურსათის უვნებლობის კუთხით სასაზღვრო ინსპექციის პუნქტზე ეფექტური შემოწმებების უზრუნველყოფასთან. ეს აქტივობა გაიწერა როგორც 2015 წლის, ასევე 2016 წლის სამოქმედო გეგმებში.

2015 წლის გეგმის შესრულების ანგარიშის მიხედვით ამ მიმართულებით დაგეგმილია ორი სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის - კარწახისა და ფოთის სრულად აღჭურვა და ადლიის (საბაჟო გაფორმების ზონა სარფის სასაზღვრო ინსპექციის პუნქტთან) ფიტოსანიტარიული შენობის აღჭურვა ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად. აღნიშნული ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების (CIB) პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. 2015 წელს დასრულდა კარწახის სამაცივრე ოთახების მოწყობა, ხოლო სანიტარული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის აღჭურვილობა კარწახის, ადლიისა და ფოთის სასაზღვრო-საინსპექციო პუნქტებისთვის  2016 წელს შეიძინეს.

ერთ-ერთ პრიორიტეტად 2014-2017 წლების სამოქმედო გეგმის მიხედვით, საინფორმაციო კამპანიების ორგანიზება და ბიზნესთან მჭიდრო კომუნიკაცია სახელდება, ამ მიზნით სამწლიან პერიოდზე გაიწერა შემდეგი აქტივობები:

  • შეხვედრებისა და დისკუსიების გამართვა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის შესაბამის სამომხმარებლო ასპექტებთან დაკავშირებით.
  • საინფორმაციო/ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების ჩატარება ახლად მიღებული ან შესწორებული კანონმდებლობის ეფექტური განხორციელების შესახებ.

სანიტარული და ფიტოსანიტარიული ღონისძიებების მიმართულებით კიდევ ერთი პრიორიტეტია: “ქართული ბიზნესის მომზადებისა და ადაპტაციის ხელშეწყობა, დაახლოებული სანიტარიული და ფიტოსანიტარიული კანონმდებლობის განხორციელებისთვის და სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის”, რომლის ფარგლებში ასევე 3 წლიან პერიოდზეა გაწერილი შემდეგი აქტივობები:

  • კერძო სექტორთან თანამშრომლობა და მისთვის დახმარების გაწევა, ახალი საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულების მიზნით.
  • მიღებული კანონმდებლობის განხორციელების მიზნით, არსებული ლაბორატორიების გაუმჯობესება
  • სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის ინფრასტრუქტურითა და სათანადო აღჭურვილობით უზრუნველყოფა.

ეს აქტივობებიც ასევე გაწერილია 2015 და 2016  წლების სამოქმედო გეგმებში. კერძოდ, „წითელ ხიდზე“ ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი სანიტარული და ფიტოსანიტარიული (SPS) სასაზღვრო კონტროლისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის არსებობა (შენობები) შესაბამისი აღჭურვილობით 2016 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით უნდა განხორციელებულიყო და გაგრძელდება 2017 წლამდე. 2017 წლის გეგმის შესრულების 6 თვის ანგარიშის მიხედვით ამ დრომდე მიმდინარეობს, “წითელი ხიდის” SPS კონტროლისთვის აუცილებელი შენობის მშენებლობის პროცესი. ხოლო CIB პროექტის ფარგლებში შეძენილია ამ კონტროლისთვის საჭირო აღჭურვილობის ნაწილი.

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების 2014-2017 წლების სამოქმედო გეგმის 2014 წლის ანგარიშში ფიტოსანიტარიის მიმართულებით ჩამონათვალია იმ დადგენილებებისა და საკანონმდებლო აქტებისა, რომელიც განხორციელდება გეგმის შესაბამისად. ანგარიშის მიხედვით, დასრულებულია მუშაობა შემდეგი ნორმატიული აქტების პროექტებზე:

  1. კარტოფილის კიბოს კონტროლის წესი, რომლის მიზანია დაარეგულიროს შეზღუდულად გავრცელებული საკარანტინო მავნე ორგანიზმის კარტოფილის კიბოს გამომწვევის პათოგენის ფიტოსანიტარიული კონტროლი და მისი გავრცელების პრევენცია;
  2. სამეცნიერო კვლევებისა და სელექციური სამუშაოებისთვის ზოგიერთი მავნე ორგანიზმის, მცენარის, მცენარეული პროდუქტისა და სხვა ობიექტის შემოტანის წესი.

შემოსავლების სამსახურის მიერ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად მომზადდა და სამოქმედოდ იქნა შემოღებული ფიტოსანიტარიულ და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ექსპორტ/იმპორტის მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებში (საქართველოს მთავრობის №426, №427, №429 და №430 დადგენილებები) ცვლილებების პროექტები, რომლის თანახმად:

  1. ფიტოსანიტარიულ და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის მიმართ გამარტივდა ტრანზიტის პროცედურები. გაჩნდა რისკზე დაფუძნებული კონტროლის პროცედურა. იმ შემთხვევაში, როდესაც ფიტოსანიტარიული ტრანზიტული ტვირთი შეფუთულია და გადაიზიდება დალუქული სატრანსპორტო საშუალებით, ფიტოსანიტარიული კონტროლი არ ტარდება. ხოლო თუ ტრანზიტული ტვირთი ექვემდებარება დანაწევრებას, სატრანსპორტო საშუალების შეცვლას, ხორციელდება ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლი;
  2. ევროკავშირის რეკომენდაციების გათვალისწინებით შემუშავდა ფიტოსანიტარიულ და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ახალი ნუსხები. ფიტოსანიტარიაში შემუშავდა: მცენარეთა მავნე ორგანიზმების ახალი ნუსხა; მცენარეებისა და მცენარეული პროდუქტების ნუსხა საკარანტინო მავნე ორგანიზმების მიხედვით; კონკრეტული ქვეყნების მიხედვით გაიწერა ჩამონათვალი მცენარეების, მცენარეული პროდუქტებისა და სხვა კონტროლქვემდებარე ობიექტებისა, რომელთა იმპორტიც აკრძალულია. ვეტერინარიაში განახლდა კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა;
  3. მნიშვნელოვნად შემცირდა ფიტოსანიტარიულ და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის სანებართვო ნუსხები;
  4. ევროკავშირის რეკომენდაციების გათვალისწინებით შემუშავდა ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის ჩატარების ელექტრონული აქტები (CVED), რომლებიც შედგება 2 ნაწილისგან: პირველი ნაწილი - „წინასწარი შეტყობინება“ (ივსება საქონლის მფლობელის მიერ); მეორე ნაწილი -„გადაწყვეტილება ტვირთის შესახებ“ (ივსება უფლებამოსილი პირის მიერ).

2016 წლის სამოქმედო გეგმაში ფიტოსანიტარიის მიმართულებით გაიწერა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და მიღება, საკანონმდებლო დაახლოების პროგრამის შესაბამისად, კერძოდ ფიტოსანიტარიის სფეროში ევროკავშირის 3 სამართლებრივ აქტთან დაახლოება. აღნიშნულ გეგმის ნაწილია: “საქართველოსთვის შემდგომი ტექნიკური რჩევებისა და მხარდაჭერის გაწევა კანონმდებლობის შემუშავებასა და გატარებაში, მათ შორის, შესაბამისი კადრების მომზადებაში, კომპეტენტური ორგანოების შესაძლებლობების განვითარებასა და ლაბორატორიული შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობაში, ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად”- ეს პრიორიტეტი  2-ჯერ არის წარმოდგენილი აღნიშნულ სამოქმედო გეგმაში. ერთ შემთხვევაში იგი გულისხმობს  ტრენინგების პროგრამის შემუშავებასა და შესაბამისი ტრენინგების ჩატარებას იმ თანამშრომლებისათვის, რომლებიც ჩართულები არიან საკანონმდებლო დაახლოების პროცესში, ხოლო მეორე შემთხვევაში მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტიკის მეთოდების აკრედიტაციას, სურსათის კვლევებისათვის ანალიზური ქიმიის მიმართულების ახალი მეთოდების დანერგვასა და სურსათის მიკრობიოლოგიური და ფიზიკურ-ქიმიური კვლევების ევროკავშირის ნორმების შესაბამისად წარმოებას. ეს აქტივობა 2014-2017 წლის სტრატეგიაში  გაწერილი არ ყოფილა.

 

2016 წლის ანგარიშის მიხედვით, სანიტარული და ფიტოსანიტარიული ზომების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის გადაიხედა და ევროკავშირის  სამართლებრივ აქტთან შესაბამისობაში მოვიდა ქართული კანონმდებლობით გათვალისწინებული ზოგიერთი საკითხი ფიტოსანიტარიის მიმართულებით:

  • საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის #302 დადგენილება “კარტოფილის ცისტიანი ნემატოდების კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ”;
  • “მცენარის, მცენარეული პროდუქტისა და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის მწარმოებელ გადამამუშავებელ და დისტრიბუტორ ბიზნეს ოპერატორთა ვალდებულებებისა და მათი აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის #619 დადგენილება.

 

წაკითხულია
9717
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე სტატიები არ მოიძებნა


ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

banner
banner
banner