banner
01 დეკემბერი 2017 | 20:46 ბიზნესი

იმისთვის, რომ ქართული სამკურნალო კურორტების მსოფლიო ცნობადობა გაიზარდოს, სახელმწიფო ფულს, პრაქტიკულად არ ხარჯავს

იმისთვის, რომ ქართული სამკურნალო კურორტების მსოფლიო ცნობადობა გაიზარდოს, სახელმწიფო ფულს, პრაქტიკულად არ ხარჯავს

ინფრასტრუქტურა, ცნობადობა და საერთაშორისო კვლევები - სპა/გამაჯანსაღებელი ტურიზმის გამოწვევები

 

"ტურისტები ევროპის ქვეყნებიდან გამაჯანსაღებელი ტურიზმის მიმართულებით ჯერ არ გვყავს, რადგან მათი ნდობა არ გვაქვს. სამკურნალო და გამაჯანსაღებელი წყლების ბოლო კვლევა ჩატარდა 1961 წელს საბჭოთა კავშირის მიერ, რომელსაც ევროპაში არ ენდობიან. კერძო სექტორმა და სახელმწიფომ ერთად უნდა იმუშაოს, რათა კვლევა დაიდოს ისეთი ორგანიზაციის მიერ, რომელსაც საერთაშორისო დონეზე ექნება ნდობა" - განაცხადა ჩვენთან საუბარშისასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის თავმჯდომარემ შალვა ალავერდაშვილმა.

სხვადასხვა კურორტებზე არსებული სასტუმროების წარმომადგენლებთან საუბრისას გამოიკვეთა, რომ მათ უმრავლესობას ჯერ კიდევ ინფრასტრუქტურული პრობლემები აფერხებს, ხოლო კურორტების მცირე ნაწილი, რომელთაც ინფრასტრუქტურული პრობლემები მოგვარებული აქვს  პოტენციურ ტურისტებში მათ შესახებ ინფორმაციის ნაკლებობას უჩივის, ამიტომ თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ცდილობს გაზარდოს ნდობა და ცნობადობა. ამ ეტაპზე ქართული სამკურნალო პროფილაქტიკური კურორტების დატვირთვა ძირითადად მეზობელი და პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებზე მოდის. ევროპის ქვეყნებიდანაც ჩამოდიან, თუმცა შედარებით მცირედი ნაკადი. ქართულ გამაჯანსაღებელ და სპა კურორტებზე მაღალშემოსავლიანი ტურისტების მოზიდვას საერთაშრისო დონის კვლევები მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობდა, თუმცა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ასეთი  კვლევები ძვირადღირებული იქნება და პრიორიტეტად ჯერ არ მიუჩნევიათ.

საინტერესოა  ქართული სამკურნალო კურორტების უნიკალური მახასიათებლების შესახებ სახელმწიფოს ჩაუტარებია თუ არა კვლევები, რომლებიც საერთაშორისო დონეზე დაადასტურებდა, თუნდაც ურეკის ქვიშის სამკურნალო თვისებებს. სახელმწიფო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე მედეა ჯანიაშვილი აცხადებს, რომ ახალი კვლევა არ განხორციელებულა ლაბორატორიული კვლევების მაღალი ხარჯის გამო: „ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს რა ხარჯი შეიძლება გაიწიოს“. გარდა ამისა, ჯანიაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს„ალბათობა იმისა, რომ სამკურნალო რესურსი თვისებებს შეიცვლიდა ძალიან დაბალია, შესაბამისად მსგავსი კვლევები ალბათ ესე ხშირად არ ტარდება. ამ ეტაპზე, მხოლოდ ფასით ვუწევთ კონკურენციას და მთავარია იმიჯის ნაწილზე ვიმუშაოთ, ინფრასტრუქტურულ ნაწილში ფაქტია, რომ მოვიკოჭლებთ. ბორჯომი ყველაზე მეტად გამართულია და ეს ვიზიტორების რაოდენობაშიც გამოიხატება“.

 არადა,  ჯანმრთელობის ტურიზმი ეს ის სფეროა, რომელიც ამცირებს ტურიზმის სეზონურობას და აგრეთვე ეხმარება ადამიანს ჯანმრთელობის შენარჩუნებასთან დაკავშირებული ხარჯები შეამციროს პრევენციის ან ნაკლები მედიკამენტის მოხმარების გზით.

მსოფლიო სიჯანსაღის ინსტიტუტის (Global Wellness Institute, GWI) 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ გამაჯანსაღებელი ტურიზმი მთლიანი ეკონომიკური გამოშვების 5%-ს შეადგენს. ხოლო გამაჯანსაღებელი ინდუსტრია ჯანმრთელობისთვის გაწეული ხარჯების ნახევარს წარმოადგენს. განსაკუთრებით გამაჯანსაღებელი ტურიზმი იზრდება მსოფლიო მასშტაბით უფრო სწრაფად ვიდრე ზოგადად ტურიზმი. გამაჯანსაღებელი ტურიზმი ასოცირდება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კეთილდღეობის შესანარჩნებლად ან გასაუმჯობესებლად მოგზაურობასთან. GWI-ს შეფასებით, 2015 წელს გამაჯანსაღებელი ტურიზმის ხარჯებმა 563,2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2013 წელთან შედარებით 6,8%-იანი ზრდაა, მაშინ, როცა ზოგადად ტურიზმზე გაწეული ხარჯები 3,4-ით გაიზარდა იმავე პერიოდში. იმავე ანგარიშის შეფასებით, გამაჯანსაღებელი მიზნით მოგზაური ტურისტები უფრო შეძლებული ფენიდან არიან და უფრო მეტს ხარჯავენ, ვიდრე ჩვეულებრივი ტურისტები. გამაჯანსაღებელი ტურიზმის ხარჯები მთლიანად ტურიზმის ხარჯების 16%-ს წარმოადგენს.

GWI ანგარიში ხაზს უსვამს თერმული და მინერალური წყლების მნიშვნელობას ინდუსტრიის განსავითარებლად მსოფლიო მასშტაბით; ასევე, მომხმარებლების, ინვესტორების და სახელმწიფოს განსაკუთრებული ინტერესის ზრდას ამ მიმართულებების ასათვისებლად, რაც საქართვლოში უხვად მოიპოვება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების და სწორი რეკლამირების შემთხვევაში ჩვენს ქვეყანას  შეუძლია თავისი ადგილი დაიკავოს მსოფლიო ბაზარზე.

გამაჯანსაღებელი ტურიზმისადმი ინტერესი და მოთხოვნა განსაკუთრებით იზრდება ევროპის მასშტაბით. გამაჯანსაღებელი ტურიზმი ჯანმრთელობის დაცვის ტურიზმის 2/3-შ შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ევროპის მასშტაბით ჯანმრთელობის ტურიზმმე მოთხოვნა მნიშვნელოვნად არ გაზრდილა მაგრამ შეიცვალა სტრუქტურა და სპა/გამაჯანსაღებელი ტურიზმი უფრო მოთხოვნადი გახდა, ვიდრე სამედიცინო ტურიზმი. მოთხოვნის ამ ცვლილებით საქართველოსაც შეუძლია ისარგებლოს და ევროპელი სპა/გამაჯანსაღებელი ტურისტების ყურადღება მიიქციოს.

მედიცინის აკადემიური დოქტორის თენგიზ ვერულავას შრომაში მოხსენიებულია 102 კურორტი და 182 საკურორტე ადგილი. დღეს კი საქართველოში მხოლოდ რამდენიმე მათგანია ათვისებული. შალვა ალავერდაშვილის შეფასებით გამაჯანსაღებელი ტურიზმის კუთხით საქართველოში ძირითადად ბორჯომი, საირმე და წყალტუბო დომინირებენ.

eugeorgia.info გაესაუბრა სხვადასხვა კურორტების სასტუმროების მენეჯერებს, რათა ტურისტების მოზიდვის კუთხით მათი მდგომარეობა და პრობლემები გამოგვეკვეთა.

ურეკში  სანატორიუმი-სასტუმროს "კოლხიდა"-ს დირექტორი ხატია სარჯველაძე  ამბობს, რომ ფუნქციონირებაში და საერთაშორისო ტურისტების მოზიდვაში მათთვის ნომერ პირველი პრობლემა ინფრასტრუქტურული გაუმართაობაა. "ურეკში ძალიან ბევრი პრობლემაა, ელემენტარულად გზა, წყალი, ბუნებრივი აირის პრობლემა, კანალიზაცია და სკვერებია მოსაწესრიგებელი. ჩვენი სასტუმრო მთელი წლის განმავლობაში ფუნქციონირებს და ბიზნეს კლასს ვემსახურებით, მაგრამ ოთახებს კონდიციონერი არ ყოფნის და კარგად ვერ თბება. კარგი იქნებოდა სახელმწიფოს ეზრუნა ურეკზე. ურეკი გურიასა და ოზურგეთში ერთადერთი შემოსავლის წყაროა, მაგრამ სახელმწიფო შესაბამის ღონისძიებებს არ ატარებს. ზღვის სანაპიროც არ სუფთავდება, ჩვენი სასტუმრო საკუთარ პლაჟზე ზრუნავს, მაგრამ მთელ ზოლს ვერ გავწვდებით. ჩვენი სტუმრები უკმაყოფილონი არიან, რადგან სასტუმროდან ფაქტობრივად ვერსად გადიან - არ არის საფეხმავლო ბილიკები და სკვერები. კლიენტების მხოლოდ 2-3%-ია მუდმივი, რომელთაც ბავშვები ჩამოყავთ სამკურნალოდ და იძულებულები არიან ყოველ წელს გვესტუმრონ მაგნიტური ქვიშისთვის. ბევრი სასტუმრო ყოველწლიურად იყიდება, რადგან  შემოსავლების არქონის გამო ვალდებულებებს ვერ ისტუმრებენ. კარგი იქნებოდა ბიზნესის ხელშეწყობა გრძელვადიანი და შეღავათიანი სესხებით, ინვესტიციების ჩადებით", - საუბრობს სარჯველაძე.

სააქციო საზოგადოება "კურორტ ახტალის" დირექტორი გიორგი უტიაშვილიც ხაზს უსვამს ინფრასტრუქტურულ პრობლემებს: "საბჭოთა კავშირის პერიოდში აშენებული სანატორიუმი და სააბაზანო დღესაც ნორმალურ პირობებში ფუნქციონირებს, თითქმის ყოველ წელს ვარემონტებთ, თუმცა ეს არ არის 3-4 ვარსკვლავიანი სასტუმროს შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ინვესტორები მოდიან და ათვალიერებენ, თუმცა შესაბამისი ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა. ინფრასტუქტურული პრობლემების მოგვარების შემდეგ უკვე თამამად იქნება შესაძლებელი საერთაშორისო დონეზე ახტალის რეკლამირება. თუ ინვესტიცია ჩაიდება, უცხოელი ტურისტების წილი აუცილებლად გაიზრდება, რასაც თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი სარეკლამო კამპანიაც:

  • რომ ახტალის ტალახი მსოფლიოში უნიკალურია და მისი მსგავსი მხოლოდ იტალიაშია
  • რომ ეს ტალახი მიწის წიაღიდან ფსევდოვულკანური წარმოშობისაა, სხვა სამკურნალო ტალახები კი ტორფული წარმოშობისაა, რომელნიც იმდენ ელემენტს და მიკროელემენტს არ შეიცავს, რამდენსაც ჩვენი ტალახი.

 

წყალტუბოსთვის, როგორც ირკვევა, მთავარი გამოწვევა ცნობადობიის ზრდაა, ვიდრე მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა. სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს და წყალტუბოს შესახებ საინფორმაციო კამპანიები მოიზიდავს უფრო მეტ ტურისტსს. „ჩვენ ვაწყობთ და ვმასპინძლობთ ინფო და მედია ტურებს. ეს ტურები რუსეთის და ყაზახეთის მიმართულებთ ხორციელდებოდა ძირითადად. იგივე შიეძლება გაკეთდეს ევროპის ქვეყნებისთვისაც. სახელმწიფოს მხრიდან ვერ ვიტყოდი, რომ წყალტუბო პრიორიტეტად ითვლება, სხვა კურორტები უფრო წინა პლანზეა წამოწეული“, - განაცხადა "წყალტუბო პლაზას" კომერციულმა დირექტორმა ლადო ვიბლიანმა. იგი ხაზს უსვამს კურორტის საინტერესო ურბანიზაციას:  "პარკი ძალიან დიდია, რომელიც მოიცავს სპა ცენტრებსაც და მთლიან კურორტს. სპა ცენტრებში არის გამაჯანსაღებელი პროცედურებიც. ამ პროცედურებით, რომ ისარგებლონ უფრო მეტი ტურისტის მოზიდვა შეიძლება სხვადასხვა ქვეყნიდან (ევროპიდან, ისრაელიდან, და სხვა). იგივე სპა მომსახურება რასაც ჩვენ ვუწევთ 3-4-ჯერ იაფია ვიდრე ჩეხეთში. კურორტი რადონის შემცველი წყლით უნიკალურია. მსგავსი წყაროები ჩეხეთშიცაა. წყალი კურნავს 70-მდე დაავადებას. ამის დასადასტურებლად არაერთი მაგალითი გვაქვს, აქ ჩამოსული ყავარჯნიანი ადამიანი შინ დამოუკიდებლად დაბრუნებულა."

ბალნეოლოგიურ კურორტ შოვში "სანსეტ შოვის" მენეჯერი მაია ხოშტარია ამბობს, რომ ცნობადობა შოვის შესახებ ბოლო წელს გაიზარდა, თუკი აქამდე ისრაელიდან ჩამოდიოდნენ, წელს ტურისტები საფრანგეთიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან და საუდის არაბეთიდან ყავდათ. „ევროპიდან შედარებით ნაკლები ტურისტი მოდის. ჩვენი სასტუმრო უცხოელი ტურისტების მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მაგრამ ინფრასტრუქტურული პრობლემები გვაქვს, გზა აქამდე მოსაწესრიგებელი იყო და ეს პრობლემა მოგვარდა. ამ ეტაპზე მეტი ტურისტის მოზიდვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მეტი რეკლამირებაა, ჩვენთან მკურნალობის  გარდა, შეგვიძლია ტურისტებს მრავალი მრავალი სალაშქრო ზონა შევთავაზოთ, თუმცა სამწუხაროდ რაჭის ტურისტული პოტენციალი არ არის ათვისებული. ამის მიზეზი მგონია ის, რომ შოვი არ არის ისევე რეკლამირებული, როგორც ყაზბეგი და სვანეთი. თავად სასტუმრო მაქსიმალურად ვცდილობთ თუნდაც სოციალური ქსელებით ცნობადობის ზრდას“, - საუბრობს ხოშტარია.

აბასთუმანში არსებულ მდგომარეობასსასტუმრო „აბასთუმანი რეზიდენსის“ მენეჯერი დიმიტრი გოგილაშვილი  ასე აფასებს: "კურორტი კატასტროფულ მდგომარეობაშია, წყალი არ გვაქვს, ბუნებრივი აირი ეხლა შემოიყვანეს, დენიც არასტაბილურია, სასწრაფოს რომ გამოვიძახებთ საათში ან საათნახევარში შეიძლება მოვიდეს. დამსვენებლების 85% ქართველია, დანარჩენი ნაწილი მოდის რუსეთიდან და ყაზახეთიდან. სხვა ქვეყნებიდან წელს "შემთხვევითად" შემოსული ბევრი ტურისტი გვყავდა, რომლებმაც არ იცოდნენ აბასთუმნის მნიშვნელობა და არც ობსერვატორიის არსებობა. როცა ვეუბნებოდი რომ მსგავსი ჰაერი მხოლოდ შვეიცარიაში და ახალ ზელანდიაშია, ძალიან ინტერესდებოდნენ. ჩვენს კლიენტებს მოსწონთ ბუნებრივი პირობები და წელს ძალიან მაღალი მოთხოვნა იყო დაახლობით 2 თვის განმავლობაში ადგილები არ გვყოფნიდა.“

საერთაშორისო ტურისტებში საქართველოს გამაჯანსაღებელი კურორტების შესახებ ცნობადობის ზრდისათვის სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია  ამგვარ ინფორმაციას გვაწვდის:

 

„ამ ეტაპისთვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მომზადებულია საქართველოს სპა და გამაჯანსაღებელი ტურიზმის კატალოგი, რომელშიც კურორტებზე არსებული შეთავაზებები სრულად არის წარმოდგენილი. კატალოგი ორ ენოვანია და მისი გავრცელება აქტიურად ხორციელდება, როგორც ქვეყანაში არსებული საინფორმაციო ცენტრების მეშვეობით, ასევე საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობებზე. გარდა ამისა, ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს კურორტების პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებაზე, მაგალითად მედია ტურების მოწყობაზე. ჩვენი სამიზნე აუდიტორია ძირითადად მეზობელი, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებია, რიგ შემთხვევებში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიც.“

 

„ჩვენი ზომის ქვეყნისთვის უდაოდ დიდი და მრავალფეროვანია ის ბუნებრივი სამკურნალო რესურსი რაც ქვეყანას გააჩნია. თუმცა, რესურსის ტურისტულ შეთავაზებად (პროდუქტად) ფორმირება დიდ ინვესტიციებს მოითხოვს. არაერთი  უწყება მუშაობს ინვესტიციების მოზიდვაზე და მარტივი ნამდვილად არაა სამკუნალო ან სარეაბილიტაციო მიმართულებით დავაინტერესოთ ინვესტორი საინვესტიციო დანახარჯების  საჭირო ოდენობიდან  გამომდინარე“, - განაცხადეს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

 

 

რომელი ქვეყნებიდან ჩამოდიან დასახელებულ კურორტებზე ტურისტები?

ურეკი

ძირითადად ჩამოდიან პოსტსაბჭოთა სივრციდან: რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყირგიზეთი, ბალტიისპირა ქვეყნები. წელს ჩამოვიდნენ გერმანიიდან და იტალიიდანაც,ასევედასათვალიერებლად სტუმრები მოდიან აშშ, ინგლისი, ჩეხეთიდან.

ახტალა

დამსვენებლების 80% ადგილობრივია, ჩამოდიან რუსეთიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან. უცხოელების ნაკადი წლიდან წლამდე უმნიშვნელოდ იზრდება. ტურისტები, რომლებიც შემოდიან სიღნაღში თელავში, იგებენ ახტალის შესახებ და მოდიან თითო პროცედურის მისაღებად. მსგავსი ტურისტები ბევრია საფრანგეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან და სხვა.

წყალტუბო

უცხოელი დამსვენებელი უფრო მეტია ვიდრე ქართველი. ისინი სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან, თუმცა ყველა სამკურნალოდ არ მოდის. სპეციალურად სპა მომსახურების მისაღებად სტუმრები ძირითადად გვყავს აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან. სხვა ქვეყნებიდან დასასვენებლად აქ ჩამოსული ტურისტები ადგილზე იგებენ სპა მომსახურების შესახებ.

შოვი

აქამდე ტურისტები ძირითადად ისრაელიდან ჩამოდიოდნენ, წელს ტურისტები გვყავდა  შემდეგი ქვეყნებიდან: საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი, საუდის არაბეთი. შოვში ჩამოდიან ლაშქრობების მოყვარული ტურისტები. ევროპიდან შედარებით ნაკლები ტურისტი მოდის.

აბასთუმანი

 დამსვენებლების 85% ქართველია, დანარჩენი ნაწილი მოდის რუსეთდან და ყაზახეთიდან.

 

 

 

ავტორი: მარიამ ლუკაშვილი




წაკითხულია
10059
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე სტატიები არ მოიძებნა


ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

banner
banner
banner