ევროკავშირი შსს-ს მიმდინარე რეფორმების განხორციელებისთვის 15 მილიონი ევროთი აფინანსებს
ევროკავშირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების მიმდინარე პროექტებში 15 მილიონ ევრომდე დახარჯავს. ამ ეტაპზე ევროკავშირი შსს-ს ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკომანიასთან და ასევე ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროების რეფორმირებასა და ეფექტური გამოძიების სისტემის შექმნაში ეხმარება.
www.eugeorgia.info გთავაზობთ პროექტების ჩამონათვალს, რომლებიც ევროკავშირით დაფინანსებით მინდინარეობს:
ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოში სისხლის სამართლის პოლიტიკის, სისხლის სამართლებრივი დევნისა და გამოძიების განვითარებისთვის
პროექტის ხანგრძლივობა: 32 თვე (პროექტის გახსნა 2016 წლის 15 დეკემბერი)
დაფინანსებულია: ევროკავშირის მიერ
განმახორციელებელი პარტნიორები: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
პროექტის ბიუჯეტი: 2.25 მილიონი ევრო
პროექტის ზოგადი მიზანი: სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა, კოორდინაცია და მონიტორინგი. საერთაშორისო სტანდარტების და ვალდებულებების გათვალისწინებით პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფორმების განხორციელების პროცესის ხელშეწყობა.
პროექტის კონკრეტული მიზნები:
- სისხლის სამართლის რეფორმის პოლიტიკა, განვითარება, კოორდინაცია და მონიტორინგი
- პროფესიული განვითარება
- საზოგადოებასთან ურთიერთობა
- ადამიანური რესურსების განვითარება
- მენეჯმენტი
- ადამიანის უფლებები
პროექტის ხელშეწყობით განხორციელდება ექსპერტული დახმარება, ტრეინინგები, ნორმატიული ბაზის გადახედვა/შემუშავება, სემინარები, კონფერენციები და სამუშაო შეხვედრები, სასწავლო ვიზიტები და სხვა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში
პროექტის ხანგრძლივობა: 28 თვე; 2015-2018
დაფინანსებულია: ევროკავშირის მიერ
განმახორციელებელი: საქართველოს შსს აკადემია
ბიუჯეტი: 300 000 ევრო
პროექტის ზოგადი მიზანი: ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა და ოჯახში ძალადობისა და მისი შედეგების აღმოფხვრა საქართველოს ადამიანის უფლებების 2014-2020 სტრატეგიის შესაბამისად.
პროექტის კონკრეტული მიზნები:
- ძირეული მიზეზების აღმოფხვრისა და საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლის ხელშეწყობა
- ინსტიტუციური სტრუქტურებისა და პოლიტიკის კოორდინაციის გაძლიერება
- ჩართული მხარეების რეაგირების ეფექტური მექანიზმის ჩამოყალიბება
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობები:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა საინფორმაციო სტრატეგიის ჩამოყალიბებაში, რომელიც გაითვალისწინებს ეთნიკურ უმცირესობათა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები დევნილების სპეციფიკასა და კულტურას
- შსს-ს მხარდაჭერა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული მრავალკომპონენტიანი საინფორმაციო კამპანიის შემუშავებასა და განხორციელებაში ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის სატელევიზიო რგოლების, რადიო რგოლების და ინფორმაციული პრომო-მასალების გავრცელებით
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერა საქართველოს რეგიონებში თემატური შეხვედრების ჩატარებაში ადგილობრივი პოლიციის, პროკურორის ოფისის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, სასამართლო და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მონაწილეობით, რათა განისაზღვროს კომპეტენციები და შეიქმნას თანამშრომლობის ქსელი
- შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა სამუშაო შეხვედრების/კონფერენციის ორგანიზებაში დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით, რომლის მიზანიც იქნება სფეროში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება საკანონმდებლო და პრაქტიკულ დონეზე.
- შსს–ს ხელშეწყობა, გაიზიაროს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება, სასწავლო ვიზიტების ორგანიზების გზით
- შსს-ს ხელშეწყობა მაღალკვალიფიციური კვლევების ჩატარებაში გენდერული საკითხების მიმართულებით ქვეყანაში არსებული სიტუაციის შესასწავლისა და ანალიზის მიზნით
- ელექტრონული ანალიტიკური რესურსის (ელექტრონული ბიბლიოთეკის) გამოწერა 2 წლის განმავლობაში - რათა ხელი შევუწყოთ ხარისხიან კვლევას და პროექტით გათვალისწინებული სფეროს შესახებ საუკეთესო ევროპული კვლევების სტანდარტის უზრუნველყოფას.
- შსს თანამშრომლების (უბნის ინსპექტორების და პატრულების) ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის თემატიკაზე, მათი უნარების და შესაძლებლობების განვითარება და გაუმჯობესება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მოქმედი სამართლებრივი აქტების შესახებ.
- შსს თანამშრომლების გადამზადება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ არსებული სამართლებრივი მექანიზმების შესახებ
ევროკავშირის მხარდაჭერა ნარკოტიკებისა და ორგანიზებულ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში
პროექტის ხანგრძლივობა: 2017-2020
ბიუჯეტი: 12 მილიონი ევრო
განმახორციელებელი პარტნიორები: საერთაშორისო და იბერო-ამერიკული ფონდი ადმინისტრაციის და საჯარო პოლიტიკის სფეროში; საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთის ეროვნული დანაშაულის სააგენტო; იტალიის კარაბინიერთა კორპუსი.
პროექტის ზოგადი მიზანი: ნარკოტიკებთან დაკავშირებული ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაუმჯობესება, ჩართული რეგიონალური ქვეყნების შესაძლებლობების და კოორდინაციის გაძლიერება, ე.წ. "ჰეროინი-მარშრუტის" პროექტის მიგნებების საფუძველზე.
აქტივობები:
- ეროვნული, რეგიონალური და რეგიონის ქვეყნებს შორის ტრენინგის მოდულების და სწავლების ციკლის შემუშავება/დახვეწა;
- შიდა უწყებრივი და ტრანსნაციონალური სამაგიდე წვრთნები და იმიტირებული ოპერაციების განხორციელება;
- ერთობლივი ოპერაციების ხელშეწყობა, გამოძიება და კონტროლირებადი მიწოდების ხელშეწყობა;
- ადამიანის უფლებების დაცვის, ზედამხედველობის და ანტიკორუფციული მოდულების ინკორპორირება.