banner
12 აპრილი 2019 | 15:54 სოფლის მეურნეობა

ფერმერებს წელს კენკრის გაყიდვის პრობლემა ექნებათ

ფერმერებს წელს კენკრის გაყიდვის პრობლემა ექნებათ

ვინ იყიდის ქართულ კენკრას?!

რაფაელ მაღალაშვილი(„გლენბერი"): „წელს კენკრაში ნაკლებს გადავიხდი”

ბოლო წლებში კენკრის მოყვანა ბევრი ფერმერისთვის მომგებიან საქმედ იქცა. შეიძლება ითქვას, რომ გასულ წლამდე ჟოლო, მაყვალი, მოცვი ბაზარზე დეფიციტური იყო, რაც მასზე დიდ მოთხოვნას განაპირობებდა და ფასიც, შესაბამისად მაღალი ჰქონდა.

კენკრა კარგ შემოსავალს იძლეოდა, რამაც ახალი ბაღების გაშენებას მისცა სტიმული. დასავლეთ საქართველოში აქტიურად დაიწყო ლურჯი მოცვის გაშენება, ქვეყნის აღმოსავლეთში კი მარწყვის, მაყვლისა და ჟოლოს ბაღები გაჩნდა. კენკრის ბაღების გაშენებას ხელი სახელმწიფო პროგრამამ შეუწყო. „დანერგე მომავალის” ფარგლებში სახელმწიფომ ამ კულტურების დარგვა ბევრ მწარმოებელს ბიუჯეტიდან დაუფინანსა. კენკრის გაშენების პროცესი აქტიურად გრძელდება და მთლიანი ფართობი მალე 1000 ჰექტარსაც გადააჭარბებს.

 მაყვლისა და ჟოლოს მოსავლის რეალიზაციის პრობლემამ ჯერ კიდევ შარშან იჩინა თავი. ფერმერთა ნაწილს მაყვლისა და ჟოლოს გაყიდვა გაუჭირდა, უმეტესად სეზონის პიკზე, როცა ბაზარზე ჭარბ მიწოდებას ჰქონდა ადგილი. წელს ჟოლოს და მაყვლის მოსავალი კიდევ უფრო მეტი იქნება, რაც კენკრის დროულად გაყიდვის პრობლემას შექმნის. ფერმერთა ერთმა ნაწილმა მოახლოებული საფრთხე უკვე იგრძნო. მათ კენკრის რეალიზაციის ალტერნატიული გზებზე დაიწყეს ფიქრი. ისინი ხილის ექსპორტზე გატანას, ასევე, გაყინვას და შემდეგ, მისი არასეზონზე გაყიდვის შესაძლო ვარიანტებს განიხილავენ. ჭარბი მოსავალი ბუნებრივია, ფასის კლებას გამოიწვევს. მსხვილი შემსყიდველები უკვე ამბობენ, რომ კენკრაში შარშანდელ ფასზე ნაკლებს გადაიხდიან.

ვინ არიან ფერმერების პოტენციური კლიენტები? პირველ რიგში, ყველაზე მეტ პროდუქტს ტრადიციული მყიდველები - დისტრიბუტორები, შუამავლები შეიძენენ, რომლებსაც ცოცხალი კენკრა პირდაპირ ბაღიდან მიაქვთ და მის რეალიზაციას საკოლმეურნეო ბაზრებში ახდენენ. თუმცა, მოსავლის სიდიდიდან გამომდინარე, ფერმერებისთვის ეს საკმარისი არ იქნება. დისტრიბუტორების გარდა წლევანდელ სეზონზე ფერმერებისგან კენკრას რამდენიმე დიდი კომპანიაც შეისყიდის. ის კომპანიები, რომლებიც ე.წ. შოკური მაცივრებს ფლობენ. ზოგიერთი მათგანი აპირებს სეზონის პიკზე იყიდოს კენკრა, გაყინოს და შემდეგ ექსპორტზე, მათ შორის ევროპაში გაიტანოს. ზოგიერთი კი გაყინული ხილის ადგილობრივ სავაჭრო ქსელში რეალიზაციას გეგმავს. გადამამუშავებელ კომპანიებს მწარმოებლებთან მოლაპარაკება ჯერ არ დაუწყიათ. ისინი ხილის შემოსვლას ელოდებიან, როცა მოსავლის სავარაუდო მოცულობა გაირკვევა და შესყიდვის საორიენტაციო ფასიც ამის შემდეგ გამოჩნდება.

რამდენს გადაიხდიან „გლენბერი” და „აგროლეინი”?

ფერმერებისგან ჟოლოს და მაყვალს წელსაც შეისყიდის კომპანია „გლენბერი”, რომელსაც სამაცივრე მეურნეობა ქარელის მუნიციპალიტეტში აქვს. კომპანიამ კენკრა შარშანაც იყიდა და ექსპორტზე უმეტესად თურქეთსა და ისრაელში გაიტანა. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი რაფაელ მაღალაშვილი ამბობს, ქარელში გაყინული კენკრა ევროპასა და აშშ-შიც გაყიდა(„გლენბერის” სამაცივრე დანადგარს 1 საათში 1500 კილოგრამი კენკრის შოკურად გაყინვა შეუძლია, რის შემდეგ კენკრის შენახვა მაცივრებში 3 წლის განმავლობაში შეიძლება, -18-22 გრადუს ტემპერატურაზე). „გლენბერ”-ის მფლობელი ფერმერებისგან კენკრას წელსაც შეისყიდის, მაგრამ ძველი ფასის გადახდას აღარ აპირებს.

„კენკრა შარშან თითქმის ყველა მწარმოებლისგან შევიძინე. მაგრამ ვიზარალე. რადგან კენკრის მსოფლიო ფასი თითქმის განახევრდა. სერბეთმა დააკლო ფასი და კილოგრამ გაყინულ მაყვალს 50 ცენტად ყიდის. როგორ შევეჯიბრო სერბეთს ან პოლონეთს? შარშან 80 ტონა მაყვალი ვიყიდე. ჟოლო არ მიყიდია, იმიტომ, რომ ფასი იყო მაღალი. კილოგრამი მაყვალი 2-2,5 ლარად ვიყიდე, რაც ძალიან ძვირია. პრაქტიკულად წაგებით გავყიდე.



ფაბრიკა ახალი გახსნილი მქონდა და პროდუქცია ბრმად ვიყიდე. წელს ეს ფასი აღარ იქნება. ფერმერებმა უნდა იცოდნენ, რომ წელს შაშანდელ ფასს ვერ გადავუხდი. ვისაც საცხობი აქვს, მან შეიძლება ახალ მაყვალში გადაიხადოს 5 ლარი, მაგრამ მე ვერ გადავიხდი. მე ვყიდულობ 2 ათას ტონას და მისი ფასი სხვა უნდა იყოს. ამხელა საწარმო ავაშენე, დიდი ინვესტიცია გავაკეთე და საქონელი მჭირდება.

ფერმერებთან ფასზე თუ მოვრიგდები, მთელი მოსავლის მყიდველი ვარ. თუ წესიერად მოკრიფეს, ყველას ვიყიდი. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ კენკრის სწორად მოკრეფა არ იციან. არც ის იციან, როდის უნდა მოიკრიფოს. ბაღის გარშემო ტერიტორიას არ უვლიან. ნაკვეთების გარშემო არის ბუსუსებიანი ბალახები, ის კენკრას ეწებება და მერე ძალიან ძნელია მისი მოშორება. ისრაელში მიკრობიოლოგიურმა შემოწმებამ აჩვენა, რომ საქართველოდან შეტანილი კენკრა სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. ექსპერტმა ნაყოფიდან ამოიყვანა მატლები, რაც შეუიარაღებელი თვალით არ ჩანდა.

გამოცდილებამ მაჩვენა, რომ კენკრა მხოლოდ გაყინული სახით შეიძლება გავიტანო. მაყვლის ცოცხალი სახით ექსპორტი ძალიან ძნელია. სერთიფიკატები სჭირდება, ისრაელში, ევროპაში. რუსეთში გატანა შეიძლება, მაგრამ 2 დღე უნდა გზას და გაფუჭდება. მაყვალი შარშან კახეთიდან მაცივრებით ჩამომქონდა, მაგრამ მაინც გასული ჰქონდა წვენი. ცოცხალი კენკრის ექსპორტი ძალიან ძნელია. ევროპაში ჩასასვლელად 4-5 დღე სჭირდება და თვითმფრინავით რომ გავგზავნო, ეს პროდუქტს ძალიან გააძვირებს. თუმცა, ცოცხალი კენკრის კლიენტები მყავს და თუ გზა მოვნახე, შეიძლება გავრისკო და ექსპორტზე მაინც გავიტანო. როცა საერთაშორისო ბაზრის ფასები მეცოდინება, ჩემ ფასს ფერმერებს ამის მერე ვეტყვი. თუ მსოფლიო ბაზარზე აიწევს ფასი, მეც მეტს გადავუხდი. თუ ფასი დაბალი იქნება, ვერ გადავიხდი”,-  ამბობს eugeorgia.info- თან საუბრისას რაფაელ მაღალაშვილი.

წელს კენკრას ჩაიბარებს კომპანია „აგრელეინიც”, რომელსაც შეუძლია ხილი ე.წ. შოკური მაცივარში გაყინოს.

კომპანიას ბაღდათში საკუთარი ლურჯი მოცვის ბაღები აქვს და პროდუქცია ექსპორტზე გააქვს. წელს პირველად აპირებს ადგილობრივი ფერმერებისგან მაყვალი და ჟოლო შეისყიდოს და შოკური მეთოდით გაყინოს. კომპანია მომავალში ბაღების გაფართოვებას აღარ აპირებს და უფრო მეტად გადამამუშავებელ წარმოებაზე გააკეთებს აქცენტს. კომპანიის დირექტორი გიორგი ღვინიაშვილიც ამბობს, რომ ადგილობრივ ფერმერებს მაყვალსა და ჟოლოში შარშანდელ ფასზე ნაკლებს გადაუხდის.  

„გაყინული მაყვალი და ჟოლო საქართველოში მთლიანად უცხოეთიდან შემოდის. გვინდა იმპორტი ჩავანაცვლოთ. გაყინულ ხილს სუპერმარკეტების ქსელში შევიტანთ. მოლაპარაკებები რითეილერებთან ჯერ არ დაგვიწყია. ჯერ პროდუქტი უნდა შევქმნათ, შევფუთოთ და შემდეგ დაველაპარაკებით. მზად ვართ მაყვალი და ჟოლო შევიძინოთ ფერმერებისგან და გავყინოთ. ვაპირებთ გაყინული კენკრა სავაჭრო ქსელში ერთ-ერთ კომპანიასთან ერთად შევიტანოთ, ერთიანი დისტრიბუციით და ერთიანი მერჩენდაიზინგით. ჩვენი და მათი პროდუქტი ერთმანეთის კონკურენტი არ არის და ერთმანეთს ავსებს. გვინდა, რომ ჩვენი გაყინული პროდუქტი მთელი 12 თვე იყოს დახლზე.

წელს ნედლეული იმაზე მეტია, ვიდრე ფერმერებს გაყიდვა შეუძლიათ. ბევრია გაშენებული, კიდევ ირგვება და მოსავალს რას უპირებენ, არავინ იცის. როცა მოკრეფას დაიწყებენ, ფასზე მერე ვისაუბრებთ. ახლა ყველას მაღალი ფასის მოლოდინი აქვს და რეალური ღირებულება კრეფის დაწყების შემდეგ გამოჩნდება. ჩვენ ძვირს ვერ გადავიხდით, იმიტომ რომ მსოფლიო ბაზარზე ფასები დაეცა. გაყინული ჟოლო ერთი ევროც ღირს პოლონეთში. მე რომ ვიყიდო და გავყინო, უნდა მიღირდეს. ფერმერებისგან კენკრას მხოლოდ იმ დროს შევისყიდით, როცა ჭარბი მოსავალი აქვთ. მათ შეუძლიათ სეზონის დასაწყისში ან ბოლოს კენკრა ცოცხლად, ფრეშად გაყიდონ და ამ დროს მეტ ფულს მიიღებენ. მაგრამ როცა პროდუქტი აქვთ ჭარბი რაოდენობით და არ იცინ რა მოუხერხონ, ეცოდინებათ, რომ ჩვენთან შეუძლიათ მოიტანონ”,-ამბობს eugeorgia.info- თან საუბრისას გიორგი ღვინიაშვილი.  

გლენბერი”-სა და „აგროლეინ”-ის გარდა ქვეყანაში რამდენიმე შედარებით მცირე მასშტაბის სამაცივრე მეურნეობა არსებობს. რამდენიმე მშენებლობის პროცესშია. შესაბამისად, გაჩნდებიან კომპანიები, რომლებიც კენკრას ფერმერებისგან ჩაიბარებენ, თუმცა, თუ ბაღების გაშენების ინტენსივობას გავითვალისწინებთ, ეს საკმარისი მაინც არ იქნება. გადამამუშავებელი წარმოების განვითარებამდე ადგილობრივ მწარმოებლებს შესაძლოა, მძიმე დრო დაუდგეთ, როცა მათ პროდუქციის იაფად გაყიდვა მოუწევთ, რაც მათ ფინანსურად დააზარალებს.

ავტორი: ნონა ქვლივიძე

სტატია მომზადებულია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს და „თანამშრომლობის განვითარების და დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით. 




წაკითხულია
1079
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:


ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) პირველი სექტემბრიდან შევიდა ძალაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირიდან შემოტანილ და საქართველოდან ექპორტირებულ 9 ათასზე მეტი დასახელების პროდუქციაზე საბაჟო გადასახადი გაუქმდა

ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილება, გარანტირებული სამუშაო თუ ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა? მითები არამხოლოდ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე, არამედ ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებითაც არსებობს. ევროპაში თავისუფლად გ

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

banner
banner
banner