რა პროცედურებს გადის კენკრა უცხოეთის ბაზარზე მოსახვედრად
კენკრის მწარმოებლები წლევანდელ სეზონზე ჟოლოს, უეკლო მაყვლისა და მოცვის გაზრდილ მოსავალს ელოდებიან. არის მოლოდინი, რომ სეზონის პიკზე ბაზარზე კენკრის სიჭარბე იქნება. ფერმერები კვლავაც უმეტესად დისტრიბუტორებზე არიან დამოკიდებული, რომლებსაც მოკრეფილი კენკრა სარეალიზაციოდ პირდაპირ ბაღებიდან მიაქვთ. მაგრამ თუ დისტრიბუტორი ადგილზე დროულად არ მივა, მოკრეფილი ხილი ფერმერებს გაუფუჭდებათ. ამიტომ ბევრი მათგანი უკვე ცდილობს, რომ კენკრის გასაღების ბაზარი თავად მოძებნოს. შედარებით მსხვილმა ფერმერებმა კენკრის ექსპორტზეც დაიწყეს ფიქრი.
იმისათვის, რომ ადგილობრივმა მწარმოებლებმა კენკრის უცხოეთის ბაზარზე გატანა მოახერხონ, უნდა გაითვალისწინონ ის მოთხოვნები, რასაც მათ იმპორტიორი ქვეყანა უყენებს. გარდა იმისა, რომ ხილს მაღალი ხარისხობრივი მაჩვენებლები უნდა ჰქონდეს, ის ერთგვაროვანი უნდა იყოს. ამასთან, ფერმერებს კენკრის სარეალიზაციოდ შესაბამისი შესაფუთი მასალა დასჭირდებათ, რომლითაც ხილის ტრანსპორტირება და მომხმარებლისთვის შეთავაზება უნდა მოხდეს. ყველა ქვეყანას პროდუქტის მიმართ საკუთარი მოთხოვნები აქვთ. მათ შორის ყველაზე მკაცრი, როგორც ცნობილია, ევროკავშირის ქვეყნების მოთხოვნებია.
რა სახის დოკუმენტები სჭირდება კენკრას, იმისთვის, რომ უცხოეთის ბაზარზე შესვლის ნებართვა მიიღოს, რა პროცედურები ექნებათ გასავლელი და ა.შ. ამ საკითხებთან დაკავშირებით ფერმერებს ინფორმაცია დეტალურად აინტერესებთ. ჩვენ ამ საკითხებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტოს მივმართეთ.
სააგენტოს მოვითხოვეთ ინფორმაცია, რა მასალის და ზომის შესაფუთ მასალაში უნდა იყოს მოთავსებული კენკრის პროდუქტი(მაყვალი, ჟოლო) იმისთვის, რომ ის ევროკავშირის ქვეყნების სუპერმარკეტებმა თავის ქსელში გასაყიდად განათავსონ. როგორც გაირკვა, ამ საკითხებთან დაკავშირებით, სააგენტოს ქართულენოვანი დოკუმენტი არ გააჩნია. სააგენტოს იურიდიულმა დეპარტამენტმა ბმულები გამოგვიგზავნა, რომელიც აღნიშნულ საკითხს ეხება:
* https://www.cbi.eu/market-information/fresh-fruit-vegetables/fresh-berries/europe;
* https://eur-lex.europa.eu/legal
ევროკომისიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ახალი ან გაყინული კენკრა შეიძლება გაიგზავნოს ევროკავშირში, როდესაც ისინი ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებენ. ამისთვის საჭიროა პროდუქტს გააჩნდეს:
პროდუქტის მიკვლევადობა
მიკვლევადობა გულისხმობს, რომ ბიზნეს ოპერატორებს, მათ შორის საბოლოო იმპორტიორებს, უნდა შეეძლოთ აღმოაჩინონ და განსაზღვრონ სად არის პროდუქტი მოყვანილი, სად ხდება მისი ტრანსპორტირება, რათა საჭიროების შემთხვევაში ეს ინფორმაციას მიაწოდონ ჯანდაცვისა და უსაფრთხოების სამსახურებს.
თუ იმპორტირებული საკვები არ შეესაბამება სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს, მაშინ დაუყოვნებლივ დაიწყება სურსათის უკან გატანა და ამის შესახებ მოხდება შესაბამისი ორგანოების ინფორმირება.
დამაბინძურებლები
ხილის სახეობების მიხედვით არსებობს სპეციფიკური ლიმიტები სხვადასხვა მძიმე მეტალების შემცველობის შესახებ. მაგალითად, 0.2 მგ / კგ კენკრაზე რამდენია მძიმე მეტალების დასაშვები ოდენობა. იხილეთ საძიებო ფორმა search form თითოეული პროდუქტისთვის დაბინძურების დასაშვებ დონეზე.
პესტიციდების ნარჩენები
პესტიციდის ნარჩენების დასაშვები რაოდენობა იხილეთ ევროკავშირის პესტიციდების მონაცემთა ბაზაში: EU pesticide database. კენკრის ცალკეული სახეობისთვის პესტიციდების დონის შესახებ მონაცემები მოცემულია My Export.
სპეციალური წესები კენკრისთვის
მინიმალური მოთხოვნები იმპორტირებული კენკრისთვის შემდეგი სახისაა:
კენკრა უნდა იყოს:
- საღი და დაუზიანებელი;
- გათავისუფლებული ნებისმიერი თვალით ხილული უცხოური სხეულისგან;
- გარეგნულად ახალი, მაგრამ არა გარეცხილი;
- უნდა იყოს იმ ფერის, რაც დამახასიათებელია კენკრის კონკრეტული სახეობის და ჯიშისთვის.
- უნდა იყოს საკმარისად შემოსული და უნდა ჰქონდეს ამა თუ იმ სახეობისთვის დამახასიათებელი ფორმა.
- გაუძლოს ტრანსპორტირებას და დამუშავებას;
- უნდა იყოს ერთგვაროვანი და შეიცავდეს ერთი და იმავე წარმოშობის, ჯიშისა და ხარისხის კენკრას;
გაყინული კენკრა
გაყინული კენკრის შემთხვევაში დასაშვებია ერთადერთი ინგრედიენტი. ეს ნივთიერება არის შაქარი (საქაროზა, ინვერტული შაქარი და მისი სიროფი, დექსტროზი, ფრუქტოზა და გლუკოზის სიროფი თხევადი ან მშრალი სახით).
გარდა ამისა, გაყინული კენკრის შემთხვევაში. ასევე მოითხოვება:
-ხილი გაყინული უნდა იყოს სწრაფი მეთოდით, ჰაერის, ჟანგბადის ან ნახშირორჟანგის გამოყენებით. სწრაფი მეთოდით გაყინვის დროს ხდება ხილის თერმული ცენტრიდან ტემპერატურის -18 ° C -ით ცვლილება. დასაშვებია, ტემპერატურა შეიცვალოს (3 ° C)-ით ტრანსპორტირების და დისტრიბუციის დროს. ამ დროს გაყინულმა კენკრას არ უნდა დაეკარგოს წვენის 5%-ზე მეტი.
გაყინულ კენკრაში საქაროზას დონე უნდა იყოს მინიმუმ 7-8 ° Bx(შაქრის შემცველობა. 1° Bx უდრის 1 გრამ საქაროზას 100 გრამ ხსნარში).
შეფუთვა
შესაფუთ მასალაზე, რომელშიც განთავსებულია კენკრა, მითითებული უნდა იყოს:
*სახელი, რომლითაც პროდუქტი გაიყიდება;
- თუ ევროკავშირს კონკრეტული მოთხოვნები არ აქვს, შესაფუთ მასალაზე დატანილი უნდა იყოს უბრალოდ სახელი ან პროდუქტის აღწერილობა.
- სახელის გარდა დამატებით შეიძლება ეტიკეტზე განთავსდეს სავაჭრო ნიშანი ან ბრენდული დასახელება.
- ეტიკეტზე უნდა აღინიშნოს, რომ გაყინული კენკრა მთლიანია ან დანაწილებული;.
- აქვე უნდა აღინიშნოს, არის თუ არა კენკრა ჩვეულებრივად გაყინული ან სწრაფი მეთოდით გაყინული.
- უნდა იყოს აღნიშნული კენკრის სახეობა და მასში bx-ის ოდენობა.
*ინგრედიენტების ჩამონათვალი, დანამატების ჩათვლით
ყოველთვის უნდა მიეთითოს ნებისმიერი ნივთიერება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
* ნეტ წონა
* ზუსტი ვადა. ასე მაგალითად: „ვარგისია DD/MM/YY”.
* შენახვისა და გამოყენების სპეციალური პირობები
* მწარმოებლის დასახელება და მისამართი, შემფუთველის ან ევროკავშირში პროდუქციის გამყიდველის სახელი;
შეფუთული, დაფასოებული პროდუქტისთვის, სახელი და მისამართი გამყიდველის, რომელიც დაფუძნებულია ევროკავშირში. ფრაზა შემდეგი ფორმით: „შეფუთულია xxx-ის მიერ”.
ეტიკეტი უნდა მოიცავდეს კოდს, რომელიც შემფუთველს აღნიშნავს.
გამყიდველმა ეტიკეტზე ასევე უნდა დაიტანოს სრული ინფორმაცია კოდის ასახსნელად ინსპექტირების ორგანოებისთვის.
* ადგილწარმოშობის დასახელება.
* LOT აღნიშვნა საკვებ პროდუქტზე(ეს ინფორმაცია საჭიროების შემთხვევაში პროდუქტის მოძიებისა და ბაზრიდან უკან გამოთხოვის საშუალებას იძლევა)
- დატანილი უნდა იყოს „L” ნიშანი;
კენკრა ისე უნდა იყოს შეფუთული, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული დაზიანებისგან;
შეფუთვის შიგნით გამოყენებული ნებისმიერი მასალა უნდა იყოს სუფთა და დაიცვას პროდუქტი დაზიანებისგან.
შეფუთული პროდუქტის ეტიკეტირება უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირის რეგულაციას 1169/2011-ს.
ასევე, საინტერესოა, რა პროცედურები ტარდება ევროკავშირის წევრი ქვეყნის აეროპორტში და სუპერმარკეტში კენკრის მოხვედრისას. იმპორტის განხორციელების დროს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე, ტვირთი მოწმდება თუ ამას საჭიროდ მიიჩნევს ინსპექტორი. ასევე, შესაძლებელია მოხდეს ნიმუშების აღება რისკის შეფასების საფუძველზე, თუ ეს გათვალისწინებულია საბაჟო კონტროლის პროგრამაში.
ამასთანავე, ბაზარზე განთავსებისას, ნებისმიერი ხილი და ბოსტნეული უნდა აკმაყოფილებდეს ზოგად მარკეტინგულ სტანდარტს. ზოგადი მარკეტინგული სტანდარტი ასეთი პროდუქტებისთვის ადგენს ტერმინებს „კარგი“, „სამართლიანი“, „საბაზრო ხარისხი“ და მოითხოვს, რომ ეტიკეტზე განთავსდეს წარმოშობის ქვეყნის სრული დასახელება.
ხილი და ბოსტნეული, რომელზეც არ ვრცელდება სპეციალური სტანდარტი, უნდა აკმაყოფილებდეს ზოგად მარკეტინგულ სტანდარტს ან შესაბამის applicable UNECE standard სტანდარტს.
რეგულაცია ზოგადი მარკეტინგული სტანდარტების შესახებ განთავსებულია:
https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/PDF/?uri=CELEX:02011R0543-20140517&from=EN
ექსპორტის დროს მცენარეულ პროდუქტს უნდა ახლდეს ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი, რომელსაც გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ კონტროლის ზონებში – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (იხ. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის N427 დადგენილება).
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის N59 დადგენილების შესაბამისად, ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის მისაღებად გათვალისწინებულია შემდეგი საფასური:
ფიტოსანიტარიული სერტიფიცირება:
ა ) ექსპორტის / რეექსპორტის დროს ფიტოსანიტარიული 5 სამუშაო დღე 25 ლარი
სერტიფიცირება ტვირთის ფიზიკური შემოწმების გარეშე შაბათ - კვირა
ან უქმე დღე 100 ლარი
ბ ) ექსპორტის / რეექსპორტის დროს ფიტოსანიტარიული 5 სამუშაო დღე 50 ლარი
სერტიფიცირება ტვირთის ინსპექტირებით შაბათ - კვირა
ან უქმე დღე 100 ლარი
გ ) საფოსტო გზავნილის, მგზავრის ბარგის, ხელბარგის 5 სამუშაო დღე 30 ლარი
ფიტოსანიტარიული სერტიფიცირება შაბათ - კვირა
ან უქმე დღე 100 ლარი
ავტორი: ნონა ქვლივიძესტატია მომზადებულია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს და „თანამშრომლობის განვითარების და დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით.