ანტიაბორტული კანონი: დემოგრაფიული ზრდის პრობლემის გადაწყვეტა თუ სახელმწიფოს ტრაგედია
აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“. გაეროს ქალთა უფლებების დეკლარაციაში სიტყვა „აბორტი“ ნახსენები არ არის, თუმცა „ოჯახის დაგეგმარებაში“ სწორედ აბორტის უფლება მოიაზრება. აბორტის თემაზე დისკუსია დღესაც აქტუალურია გაეროს წევრ ქვეყნებში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. ფემინისტური მოძრაობების არგუმენტი CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციას ემთხვევა - აბორტი არის ქალის არჩევანის უფლება, ყავდეს ან არ ყავდეს შვილი. ამავდროულად აბორტის უფლება ქალის ავტონომიურობას უსვამს ხაზს და ათავისუფლებს მას რეპროდუქციული კონტროლისა და სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით თვალთვალისგან. პრო-ნატალისტების, ანუ იმ მოძრაობების არგუმენტები, ვინც აბორტის მოწინააღმდეგეა, ნაყოფის უფლებებზე საუბრობს და ძირითადად რელიგიური და ეთიკური მოტივებით აკრიტიკებს აბორტის უფლებას. ჩემი ესეს მიზანია, ფემინისტური თეორიებისა და რელიგიური სენტიმენტების გვერდით ავლით, გავაკრიტიკო ანტიაბორტული კანონი და ამისათვის ევროპის სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკებს მიმოვიხილავ და რაციონალურ არგუმენტებს დავეყრდნობი.
პრონატალისტური (აბორტის მოწინააღმდეგე) და ანტინატალისტური (აბორტის მომხრე) კანონები დემოგრაფიის პოლიტიკების სფეროს განეკუთვნება და მათ ამოქმედებას სახელმწიფოები სხვადასხვა დემოგრაფიული მდგომარეობის დროს მიმართავენ.
ანტინატალისტური კანონის არსებობა თავისთავად არ მიუთითებს ადამიანის უფლებების დაცვის მაღალ ხარისხზე. რიგ შემთხვევებში (ჩინეთი)ანტინატალისტური კანონი გულისხმობს ადამიანური რეპროდუქციის შეჩერებას ჭარბმოსახლეობის, შიმშილისა და ბუნებრივი რესურსების გამოლევის დროს. კანონს საფუძვლად უდევს 1958 წელს შექმნილი თეორია, რომლის ავტორები არიან ენსლი კოალი და ედგარ ჰუვერი. აღნიშნული თეორიის მიხედვით, მოსახლეობის სიჭარბე, რომელიც არ არის თანაფარდი ქვეყანაში არსებულ ბუნებრივ რესურსებთან, საფრთხეს უქმნის ქვეყნის გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებას. (ორალ ჯონსონი „მოსახლეობის პოლიტიკები“ ). თუმცა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აბორტის უფლება სწორედ ქალის უფლებით არის განპირობებული და ასევე კანონმდებლების ისტორიული მეხსიერებითა და ცოდნით, რაც ანტიაბორტული კანონების დრაკონულ გვერდით მოვლენებს გულისხმობს.
დემოგრაფიის ზრდის ტემპის შეჩერება სახელმწიფოს თავსატკივარია. ნაციონალური ნარატივი მეტწილად ქალის რეპროდუქციულ ფუნქციაზე გადის, რაც ფაქტობრივად ქმნის ნაციონალიზმის გენდერულ დისკურსს. როდესაც რეპროდუქცია წყვეტს თავის ინტენსივობას, დისკურსულად ერი ითვლება მომაკვდავად, რომელიც სუსტია შიდა თუ გარე მტრების თავდასხმის წინაშე. რეპროდუქტიულობის სენსიტიზაცია ამ დისკურსში არა ბიოლოგიური გადარჩენის მიზნებისთვისაა, არამედ ერთგვარი იდეოლოგიური იარაღი, რომელსაც მთავრობები პოლიტიკური მიზნებისთვის და პროპაგანდისტული იდეებისთვის იყენებენ. თავის სტატიაში „გენდერის ჭრილში დანახული დემოგრაფიული ნაციონალიზმი“ რადა დრეზგიჩს მოყავს სერბეთისა და ალბანეთის დემოგრაფიული მდგომარეობები, სტატისტიკა, ასევე ის პოლიტიკური წუხილები, რის წინაშეც აღმოჩნდენ მთავრობები და გარკვეული პოლიტიკური ცვლილებებიც გაატარეს. საქმე იმაშია, რომ ალბანელების დემოგრაფიული ზრდა და სერბების დემოგრაფიული სტაგნაცია, 90-იანი წლების კონფლიქტის დროს, სერბეთის მთავრობამ გამოიყენა მტრის ხატის იმიჯის გასაძლიერებლად. ეს იყო არა მარტო დემოგრაფიული ზრდის მცდელობა, არამედ ნაციონალისტური გრძნობების სენსიტიზაციის მაგალითი: ალბანელები ანუ „სხვები“ მრავლდებოდნენ და ამით სერბებს შევიწროების საფრთხე ემუქრებოდათ. სერბების დემოგრაფიული პრობლემების ცენტრში მაშინდელმა დისკურსმა ქალი დააყენა, რომელსაც პასუხისმგებლობა დააკისრა „თეთრი ჭირის“ გავრცელებისთვის.
არანაკლები როლი აკისრია რელიგიას ანტიაბორტული კანონების ლობირებაში. პოლონეთი, რუმინეთი, ირლანდია - სწორედ რელიგიის უშუალო ჩარევით გახდა იმ ქვეყნის მოდელები, სადაც ანტიაბორტული კანონები მოქმედებდა ან მოქმედებს და საკმაოდ წარუმატებლად. ანტიაბორტული კანონების დამღუპველ შედეგებზე ქვევით ვისაუბრებ, მანამდე კი დემოგრაფიის ზრდის შესუსტების შედეგების ეკონომიკურ არგუმენტებზე ვისაუბრებ.
თანამედროვე კაპიტალისტურ სახელმწიფოში, დემოგრაფებს არგუმენტებად მოყავთ ის გვერდითი მოვლენები, რაც დემოგრაფიის შემცირებას ახლავს თან. არგუმენტები საკმაოდ პრაგმატულია და ის ეკონომიკის საფუძვლებს ემყარება. დემოგრაფიული ზრდის შემცირება იწვევს:
- მომხმარებლების რაოდენობის შემცირებას;
- სამუშაო ძალის შემცირებას;
- საგადასახადო შემოსავლების შემცირებას;
- პენსიებისა და მოსახლეობის ასაკთან ერთად ჯანდაცვის ხარჯების ზრდას.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, არსებობენ ქვეყნები, რომლებიც დემოგრაფიული ზრდის ალტერნატიული მეთოდების გამოყენების ნაცვლად, ე.წ. ქირურგიულ მეთოდებს მიმართავენ და ძალაში შემოაქვთ აბორტის აკრძალვა.
რა შედეგი მოაქვს აბორტის აკრძალვას?
ფრანგი აქტივისტი, ფემინისტი სიმონ დე ბოვუარი მეორე ტალღის ფემინისტური მოძრაობის ლიდერი, საფრანგეთში აბორტის ლეგალიზაციის მოთხოვნის მანიფესტში წერდა: „საფრანგეთში ყოველწლიურად 1 მილიონი ქალი იკეთებს აბორტს. ანტიაბორტული კანონის „წყალობით“, იატაკქვეშეთის აბორტის პროცედურით ეს ქალები საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში იგდებენ. არადა სამედიცინო სტანდარტების დაცვით აბორტი ერთ-ერთი უმარტივესი პროცედურაა. ჩვენ ვახშობთ ამ მილიონი ქალის ხმას. მე ამას ვამბობ, იმიტომ რომ მეც იმათთაგანი ვარ. მე ვაცხადებ, რომ მეც გამიკეთებია აბორტი. ისევე როგორც ჩვენ ვითხოვთ უფასო კონტრაცეფციას, ჩვენ ვითხოვთ აბორტის ლეგალიზაციას“ (Weekipedia, `Manifesto of the 343`). ბოვუარის აბორტის ლეგალიზაციის მოთხოვნის მანიფესტი ანტიაბორტული კანონის არაეფექტურობასა და საფრთხეებზე მიუთითებს.
გეილ კლიგმანის სტატიაში „ანტიაბორტული კანონი ჩაუშესკუს რუმინეთში“ საუბრობს კომუნისტური რუმინეთის პრონატალისტურ პოლიტიკაზე და იმ დრამატულ შედეგებზე, რაც ამ კანონმა გამოიწვია. სტატია საინტერესოა იმ კუთხით, რომ ეს არის არა მარტო სოციალისტური ქვეყნების ან ჩაუშესკუს რეჟიმის კრახი, არამედ ნებისმიერ პოლიტიკურ- ეკონომიკური სისტემის საბოლოო „დანიშნულება“, რომელიც ანტიაბორტულ პრაქტიკას გაიზიარებს. კლიგმანიც სწორად ამას უსვამს ხაზს კვლევის ბოლოს, რომ ანტიაბორტული კანონების შედეგები სიმპტომურია და კარგი იქნება თუ სახელმწიფოები წინასწარ იფიქრებენ მოსალოდნელ შედეგებზე, სანამ ასეთი კანონების შესახებ დებატებს გამართავენ.
ანტიაბორტული კანონი რუმინეთში, მთელი თავისი სიმკაცრით შევიდა ძალაში 1980-იან წლებში.
რას გულისხმობდა ეს კანონი? ქალებს რეპროდუქციის ასაკში ევალებოდათ მინიმუმ 5 შვილის გაჩენა და მათი გაზრდა. მხოლოდ ამ მოვალეობის შესრულების შემდეგ, ისიც 45 წლის ასაკში ეძლეოდათ აბორტის გაკეთების უფლება. კანონი კიდევ უფრო დამძიმდა მომდევნო წლებში, როდესაც სოციალისტურმა მთავრობამ სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებული ქალების სავალდებულო გინეკოლოგიური შემოწმება შემოიღო. ამ შემოწმების მიზანი იყო ერთის მხრივ შეემოწმებინათ ქალების რეპროდუქციული ორგანოების სიჯანსაღე და მეორეს მხრივ გამოემჟღავნებინათ და გაეკონტროლებინათ ფარული ორსულობები. შედეგად მოხდა ის, რომ ბევრმა ქალმა სახელმწიფო სამხსახურს თავი დაანება. ასევე 25 წლიდან დაუქორწინებელ კაცებსა და ქალებს რესპუბლიკა ბეგრავდა და ამით ზეწოლას ახდენდა დაქორწინების გადაწყვეტილებებზე.
პაციენტები და ექიმები, რომლებიც კანონს დაარღვევდნენ რამდენიმე წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯებოდნენ. თუმცა კანონის დარღვევა გარკვეულ ფენებში მაინც ხდებოდა, განსაკუთრებით, როდესაც იმ დროისთვის გავლენიან ოჯახებს ეხებოდა საქმე.
ასევე გახშირდა დაბეზღების შემთხვევებიც. თუმცა ყველაზე სავალალო მაინც ქალების მდგომარეობა იყო: ფსიკიქურ ტრავმასთან ერთად, ქალებს ფიზიკური უსაფრთხოების პრობლემები შეექმნათ. არალეგალური, არასტერილურ გარემოში სეფსისის რისკი მაღალი იყო და ხშირად ლეტალურად სრულდებოდა.
ბევრი ქალი საკუთარ სიცოცხლესაც კი სწირავდა, ოღონდ ბავშვის გაჩენის საშუალება არ მისცემოდა. ხშირი იყო ექიმების მხრიდან ასეთი ქალების პროტექცია და გარკვეული მანევრების მეშვეობით, ლეგალურად აბორტების გაკეთების საშუალების მიცემა. (ყალბი მიმართვების გამოწერა.) ანტიაბორტული კანონის კიდევ ერთი შედეგი იყო ბავშვების გახშირებული მიტოვება და ბავშვებით ვაჭრობა.
ჩაუშესკუს დროინდელი რუმინეთის ანტიაბორტული შედეგებისგან არ განსხვადება თანამედროვე ევროპის ქვეყნები, სადაც ანტიაბორტული კანონი მოქმედებს - პოლონეთი და ირლანდია. სხვათა შორის ორივე ქვეყანაში კანონის მიღებას სწორედ ქრისტიანულმა რელიგიამ შეუწყო ხელი. ორივე ქვეყანაში აბორტი მხოლოდ იმ შემთხვევაშია ნებადართული თუ ნაყოფს თანდაყოლილი პათოლოგიები აღენიშნება ან ორსულობა დედის ჯანმრთელობასა ან სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს. სხვადასხვა საერთაშორისო ქვეყნების ანგარიშებში (Ford Foundation, 2000)საუბარია თანამედროვე პოლონეთისა და ირლანდიის ანტიაბორტული კანონების შედეგებზე: გაზრდილი ე.წ. აბორტის ტურიზმი, რაც გულისხმობს მეზობელ ქვეყნებში (სლოვაკეთი, ინგლისი) გადასვლას და აბორტის გაკეთებას. ასეთი პრაქტიკები ჯერ ერთი ეკონომიკური ტვირთია ქალებისთვის და მათ გაღარიბებას უწყობს ხელს (აბორტის ფასი 350-600 ევრომდე მერყეობს), მეორეც არაერთი ქალი სამშობლოში დაბრუნებისთანავე პოსტაბორტული გართულებებით დაღუპულა. ასეთი გართულებების შესახებ შეტყობინებას ქალები ყოველთვის თავს არიდებენ. ანგარიშში ასევე საუბარია თვითაბორტის შემთხვებზე, რაც ასევე ლეტალურია ქალებისთვის. პოლონეთში ბავშვების მიტოვების რიცხვი ბოლო 10 წლის განმავლობაში 252-დან 737-მდე გაიზარდა.
როგორც დავინახეთ, აბორტის კრიმინალიზაცია ე.წ. შორთქათია კანონმდებლებისთვის დემოგრაფიული პრობლემის ილუზორული გადაწყვეტილებისკენ. ილუზორულს იმიტომ ვუწოდებ, რომ პრაქტიკულად დემოგრაფიული ზრდა არც პოლონეთსა და არც ირლანდიაში არ შეინიშნება. გარდა ამისა, სახელმწიფოს ქალების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად უჯდება ასეთი გადაწყვეტილებები.
რა არის ანტიაბორტული კანონების ალტერნატივა?
საფრანგეთი ანტიაბორტული კანონის ალტერნატიული წარმატებული პოლიტიკის მაგალითია. სიმონ დე ბოვუარის ბრძოლა წარმატებით დასრულდა და საფრანგეთსაც მთელს ევროპაში შობადობის ყველაზე მაღალი მაჩვებელი აქვს. აქ შობადობის კოეფიციენტი ერთ ქალზე 1.9-ია. როგორია საფრანგეთის შობადობის წახალისების პოლიტიკა? მოვიყვან რამდენიმე მაგალითს:
- მშობელი, რომელიც ბავშვს გააჩენს ენიშნება ყოველთვიური სუბსიდია 1,000 ევროს ოდენობით 1 წლის განმავლობაში;
- ორივე მშობელი მეორე და მესამე შვილის გაჩენის შემთხვევაში იღებს 512 ევროს ოდენობის ყოველთვიურ გრანტს ასევე 1 წლის განმავლობაში;
- ფასიანი დეკრეტული შვებულება 20 კვირიდან 40 კვირამდე გრძელდება;
- სახელმწიფოს აქვს ბავშვის მოვლის იაფიანი სერვისი დედებისთვის, ვინც სრულ განაკვეთზე მუშაობს. ასეთი სერვისი, რაც ინდივიდუალური ძიძის ყოლის საშუალებას იძლება, მშობელს 500 ევრომდე უჯდება;
- ფუნქციონირებს საბავშვო ბაღები 8:30-დან 4:30-მდე;
- ის მოქალაქეები, ვისაც ყავს 18 წლამდე ბავშვები, სრულად თავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადისგან, ასევე სარგებლობენ სხვა გადასახადებზე შეღავათებით;
- სახელმწიფო წელიწადში 40 მილიარდ ევროს ხარჯავს ოჯახების წახალისებაში. წამახალისებელი შეთავაზებები შვილიანი წყვილებისა ან მარტოხელა დედებისთვის გულისხმობს 30%-იან შეღავათებს ტრანსპორტზე, როგორც ადგილობრივ ასევე რეგიონალურზე, წვდომას უფასო საცურაო აუზებსა და სხვა სპორტულ თუ გასართობ ცენტრებზე.
შედეგად საფრანგეთში დასაქმებული ქალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მთელს ევროპაში. დასაქმებული ქალების 81% 25-49 წლის ასაკის ქალებზე მოდის, აქედან 75%-ს ორი შვილი ყავს, 51%-ს ორზე მეტი. დემოგრაფიული ზრდა ხელშესახებია: დემოგრაფების გათვლებით, არსებული დინამიკის შენარჩუნებით 2050 წლისთვის საფრანგეთის მოსახლეობა 62 მილიონიდან 75 მილიონამდე გაიზრდება.
დემოგრაფიული ზრდის ალტერატიული პოლიტიკები მოქმედენს ევროკავშირის რიგ ქვეყნებში:
- იტალიაში მოქმედებს ერთჯერადი ფინანსური წახალისებები პირველ და მესამე შვილზე, თუმცა ერთჯერადი წამახალისებელი ღონისძიებები არც თუ ისე ეფექტურია: დემოგრაფების გათვლით, იტალიის მოსახლეობა 2050 წლისთვის 56 მილინოდან 41 მილიონამდე შემცირდება.
- გერმანიაში ასევე მოქმედებს საგადასახადო შეღავათები;
- შვედეთში დემოგრაფიული ზრდის ტემპი მშობლებისთვის მოქნილი სამუშაო საათებითა და ბავშვების მოვლის მაღალი ხარისხის სახელმწიფო სერვისებით ნარჩუნდება.
როგორც დავინახეთ, დემოგრაფიული ზრდა, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა პრონატალისტურ პოლიტიკას ირჩევს, დიდწილად დამოკიდებულია მართვის იმ მეთოდებზე, რომელსაც სახელმწიფო გარკვეული ძალისხმევის შედეგად იყენებს. ანტიაბორტული კანონი არის ყველაზე მარტივი, გაუცნობიერებელი ნაბიჯი დემოგრაფიული პრობლემის გადაწყვეტის. მაგრამ კვლევებმა დაადასტურა, რომ ასეთი კანონის პირობებში, არათუ დემოგრაფიული ზრდის პრობლემა გვარდება, არამედ სახელმწიფო ჯანმრთელი ქალების ფიზიკურად და მორალურად განადგურების ზღვარზეა. რუმინეთის საჩვენებელი ქეისი ამის დამადასტურებელი მაგალითია. თუ სახელმწიფოს რეალურად სურს დემოგრაფიული ზრდა, მაგალითად ანტიაბორტული პოლიტიკის ალტერნატიულ მეთოდებს უნდა მიმართოს - ხელი უნდა შეუწყოს ქალების ემანსიპაციასა და მათ ეკონომიკურ განვითარებას, მეტი რესურსი უნდა ჩადოს ბავშვის მოვლისა და ჯანდაცვის სახელმწიფო სერვისებში, ასევე საკუთარ თავზე აიღოს ბავშვების ხარისხიანი უფასო განათლება და ფიზიკური განვითარება.
გამოყენებული ლიტერატურა:
Drezgic, Rada. Demographic Nationalism in Gender Perspective. 1997
Ford Foundation. Research. 2000
Jonson Oral.Population Policies, 2001.

ავტორი: მაია ჩიტაია
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
გენდერის კვლევის სპეციალობა
მაგისტრატურის პირველი კურსი