ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში ფილიპ ქიუსონი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ საუბრობს
ასოცირების ხელშეკრულება ხელს შეუწყობს ევროპასა და საქართველოს შორის არსებული ადმინისტრაციული და ტექნიკური ბარიერების მოხსნას, ეს კი ქართულ კომპანიებს გაუადვილებს მგზავრთა გადაყვანას და საქონლის გადატანას ევროპის ქვეყნებში და პირიქით. იმისათვის, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის სატრანსპორტო ნაკადი გაიზარდოს, ასოცირების შეთანხმება ტრანსპორტის კუთხით ევროპულ კანონმდებლობაში არსებული ტექნიკური, უსაფრთხოების, სოციალური და ფინანსური პირობების შესრულებას მოითხოვს. ეს დირექტივები სატრანსპორტო ქსელის დახვეწას და არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის უკეთ შენახვას მოითხოვს. ტექნიკური პირობების შესრულებისას მთავარი აქცენტი საავტომობილო ტრანსპორტის, კერძოდ სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვების ტრანსპორტზე სიჩქარის შეზღუდვის მოწყობილობის დამონტაჟებასა და გამოყენებას ითვალისწინებს (1992 წლის 10 თებერვლის საბჭოს 92/6/EEC დირექტივა გაერთიანების ფარგლებში ზოგიერთი კატეგორიის ავტომობილებზე სიჩქარის შეზღუდვის მოწყობილობის დამონტაჟებისა და გამოყენების შესახებ). წინა ბლოგში ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ამ დირექტივაზე. ახლა გვსურს, მეორე და მესამე ტექნიკური პირობების ანალიზი შემოგთავაზოთ. 1996 წლის 25 ივლისის საბჭოს 96/53/EC დირექტივა, რომელიც ეხება გაერთიანების ფარგლებში მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისათვის ეროვნულ და საერთაშორისო გადაზიდვებში დასაშვებ მაქსიმალურ ზომებს და საერთაშორისო გადაზიდვებში დასაშვებ მაქსიმალურ წონას.