banner
16 იანვარი 2015 | 20:38 სოფლის მეურნეობა

სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის პრიორიტეტები

სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის პრიორიტეტები


2015 წლის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ www.eugeorgia.info  სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ დანელიას ესაუბრა.

- ლურჯი მოცვის  შესახებ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ  ერთ-ერთმა ჩვენმა მკითხველმა კომენტარებში დაგვიწერა:  იქნებ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოგვაწოდოს ინფორმაცია, სად  და რა შეიძლება მოვიყვანოთ-ო. არსებობს დღეს ასეთი  გზამკვლევი?

- დიახ, სწორედ ასეთ პროექტზე ვმუშაობთ ახლა. გვინდა, რომ გავაკეთოთ საინფორმაციო კატალოგი საქართველოს ტერიტორიული ერთეულების, ამ ერთეულებში არსებული ნიადაგების ანალიზის  და კლიმატური პირობების შესახებ. ასევე, სხვა სიღრმისეულ კვლევებზე დაყრდნობით ვაკეთებთ  ერთგვარ სახელმძღვანელოს იმის შესახებ, თუ რომელ რეგიონში რა კულტურები მოდის და ამ კულტურებიდან რომელს ვუწევთ რეკომენდაციას. ამ კულტურების შერჩევის კრიტერიუმი იქნება რამდენიმე. დეტალებს მოგვიანებით გავაცნობთ საზოგადოებას, რადგან ჯერჯერობით ის, რაც გვაქვს, კატალოგის საბოლოო ვერსია არ არის.

გვინდა რომ უფრო პროაქტიურები ვიყოთ: 105 საწარმო დაფინანსდა. აუცილებელია, რომ ასეთი საწარმოების რაოდენობა გაიზარდოს, გაიზარდოს ხელმისაწვდომობა ფინანსურ რესურსზე და მოტივაცია. ამ 105  საწარმოს  ხელშეწყობის პროცესში დავაგროვეთ  გარკვეული გამოცდილება და გავაკეთეთ არსებული რეალობის ანალიზი. გვინდა, რომ სოფლის მეურნეობა ინვესტორებისთვის  გახდეს მიმზიდველი. ამისთვის არსებული რესურსების ეფექტური გამოყენებაა საჭირო ასეთი რესურსია მაგალითად, თერმული წყალი, რომელიც ენერგეტიკის ძალიან კარგი ჩამნაცვლებელია და რომელიც შეიძლება უქმად იღვრებოდეს.

ახალი ტექნოლოგიები, წვეთოვანი სისტემები და ზოგადად, აგროტექნიკა უნდა მოვიხმაროთ  სწორად იმისთვის, რომ შევძლოთ ნიადაგების სწორად გამოყენება. მაგალითად, შესაძლოა ნიადაგში შევიტანოთ სასუქი, რომელიც ნიადაგს სულაც არ სჭირდება.  ამ ყველაფერს მივყავართ განათლებამდე.  სწორი ინსტრუქციები უნდა გავცეთ, რომ ადამიანებმა სწორად გამოიყენონ თანამედროვე ტექნიკა პრაქტიკაში. ძალიან მნიშვნელოვანია ბიოწარმოებაც. ეს არის ის ერთ-ერთი მიმართულება, რომლის განვითარებასაც ხელი უნდა შევუწყოთ.

რატომ?

- იმიტომ, რომ ჩვენ მასობრივი მწარმოებელი ვერ ვიქნებით  და თურქეთს და ჩინეთს ვერ შევეჯიბრებით. არ ვამბობთ, რომ ჩვენი პროდუქცია უნდა იყოს იაფი, თუმცა, ვამბობთ, რომ ის უნდა იყოს ხარისხიანი და აქ არის მთელი ხიბლი: საქართველო  ცნობილია უგემრიელესი ხილით და ბოსტნეულით. ეს ტრადიციაა, რომელსაც გაძლიერება სჭირდება, საქართველო უნდა ვაქციოთ  ამ იმიჯის მატარებლად,  აგროტურიზმი კი საქართველოში ჩამომსვლელთა ერთ-ერთ მთავარ მიზნად. ეს ახალი მიმართულებაა. ახლა იწყება ამ დარგის აღმშენებლობა და დღეს ნულიდან ვიწყებთ ძალიან ბევრი მიმართულებით მუშაობას. ამიტომ, შეგვიძლია  მეტი აკადემიურობით დავნერგოთ დარგში თანამედროვე სტანდარტები და სიახლეები.

ჩვენ ახლა ვისაუბრეთ იმ მიმართულებებზე, რომლებიც პრიორიტეტული იქნება  წელს. პროექტები, რომლებსაც რეგიონებში ვახორციელებთ, მოგვცემს საშუალებას, რომ შევქმნათ სახელმძღვანელო, რომელიც ამა თუ  იმ რეგიონის  შესახებ ინვესტორს  სრულ ინფორმაციას მისცემს, ჩვენ კი უფრო მეტი ინტერაქტიულობის საშუალებას.

- რა ინფორმაცია იქნება ამ სახელმძღვანელოში?

- აქ იქნება ინფორმაცია რეგიონის მეტეოროლოგიური სტატისტიკის შესახებ,  ნიადაგის მახასიათებლები, რა კულტურებია გავრცელებული ამ რეგიონში, მეცხოველეობის განვითარების და  სახნავ-სათესი მიწების კუთხით არსებული მდგომარეობა. იქნება ინფორმაცია არსებული ინფრასტრუქტურის შესახებ: სად არის ბაღი, სკოლა, ნაგავსაყრელი და ა.შ. ასევე მოცემულია რეკომენდაციები, თუ რა  ინვესტიციების განხორციელება არის მიზანშეწონილი.

- რამდენად სარწმუნო იქნება ასეთი ინფორმაცია ინვესტორისთვის?

- თქვენ რომ ინვესტორი იყოთ, პირველ რიგში სახელმწიფოში არ უნდა შეიტანოთ ეჭვი. დოკუმენტი, რომელსაც ინვესტორს სახელმწიფო აძლევს, არის სახელმძღვანელო. ინვესტორი, რომელიც შედის  ქვეყანაში, პირველ რიგში ბაზრის კვლევას აკეთებს. ეს არის წინასწარი მოკვლევის  დოკუმენტი, ინფორმაცია, რომელიც თქვენ, როგორც ინვესტორს, ან დაგაინტერესებთ, ან არა. ინვესტორი მაშინ იწყებს ხარჯვას და ფულის დაბანდებას, როდესაც ფიქრობს, რომ  მისთვის საინტერესო პოზიციას მიაგნო. სხვა შემთხვევაში ბაზრის კვლევასაც არ დაიწყებს.  ჩვენი სახელმძღვანელო უკვე კარგი მოტივატორია, მითუმეტეს უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოთი დაინტერესებას DCFTA-ც ზრდის.

- რა იყო თქვენთვის მთავარი დაბრკოლება ამ პროექტზე მუშაობისას?

- სტატისტიკა ზოგ შემთხვევაში არ იყო ობიექტური, მაგალითად,  მიწების თაობაზე,  სახნავი რამდენია, საძოვარი რამდენია. აქ ბევრი სირთულეა... ზუსტი ციფრები არ არსებობს. გარდა ამისა, ფაქტობრივ სარგებლობაში არის გარკვეული მიწის ნაკვეთები, რომლებიც შეიძლება გახდეს ვინმეს ინტერესის საგანი.  ასეთ დროს ადგილობრივ ხელისუფლებას ექმნება პრობლემები. მაგალითად,  ვიპოვეთ  სახელმწიფო ბალანსზე არსებული მიწა - ფართობი, სადაც კარგი ბიზნესი შეიძლება რომ განვითარდეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ვიღაცას აქვს სარგებლობაში.

- გარდა ამისა, ალბათ, პრობლემა ისიც არის, რომ ძალიან ბევრს  აქვს მიწაზე პრეზიდენტ შევარდნაძის დროს გაცემული საბუთები, ანუ მიწებზე საკუთრების უფლება რეესტრში არ აქვთ დარეგისტრირებული. ამ პრობლემიდან რა გამოსავალს ხედავთ?

- სამომავლოდ ყველა პროგრამა მიბმული იქნება იმაზე, რომ დავასტიმულიროთ მიწის ის მფლობელები, რომლებსაც რეგისტრაცია აქვთ გავლილი. ეს წაახალისებს მიწების დარეგისტრირების პროცესს.

- როგორ მოახდენთ ამ  პროცესის სტიმულირებას?

- თუ არ მოიტანთ ამონაწერს რეესტრიდან, რომ მიწა არის თქვენი საკუთრება, ვერ დაგეხმარებით... ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არ იყოს მტკივნეული პროცესი, მაგრამ სხვა გამოსავალი დღეს არ არსებობს.

- მიწების გამსხვილებასთან დაკავშირებით რას გეგმავთ? ძალიან დიდ პრობლემად იქცა დარგის განვითარებისთვის ის, რომ მიწები არის პატარ-პატარა ნაწილებად დაყოფილი. ამ პრობლემას როგორ მოაგვარებთ?

- კოოპერატივებით. ეს იმ შემთხვევაში, როდესაც კერძო საკუთრებაზეა საუბარი. სხვა შემთხვევაში ჩვენ ზემოქმედების ბერკეტი არ გაგვაჩნია. ამ გადაწყვეტილებამდე თავად წვრილი მესაკუთრეებიც მივლენ. არავის მოუნდება 1 ჰა მიწის მოვლა იმიტომ, რომ არ იქნება მის მიერ მოყვანილი პროდუქციის რეალიზაციის სტაბილური ბაზარი. კოოპერატივის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული კომპონენტი არის ის, რომ მას აქვს შანსი იაფად მიიღოს ტექნოლოგიები, გაცილებით უფრო მეტად რენტაბელური იყოს  და ჰქონდეს რეალიზაციის სტაბილური ბაზარი, რადგან ის თავად ხდება სტაბილური მიმწოდებელი. ეს არის ის ერთობლიობა, რომლითაც ჩვენ ხელს ვუწყობთ კოოპერატივების განვითარებას  და ეს პროცესი კიდევ უფრო ინტენსიურად გაგრძელდება. ისევ მიწებს რომ დავუბრუნდეთ: იდეის დამუშავების დონეზე გვაქვს პროექტი, რომლის თაობაზეც აქტიურად ვმუშაობთ ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკურ საბჭოს ფარგლებში და სერიოზულად განვიხილავთ საგადასახადო ნაწილში აგრარული მიწის   სოფლის მეურნეობის დანიშნულებით არგამოყენების, ან უმოქმედობის შემთხვევაში გადასახადების გაზრდას: ადამიანი, რომელიც არ უვლის მიწას და არ მოჰყავს მოსავალი, არ შეიძლება იგივე პირობებში გვყავდეს, როგორშიც ის ადამიანი, რომელიც უვლის მიწას. გარდა ამისა,  გასხვისების ნაწილში შესამუშავებელი იქნება ისეთი ელემენტი, რომელიც მიწის ნასყიდობის მინიმალურ ზღვარს დაადგენს. თუ კითხვა ისმის ასე, უნდა გაიყიდოს თუ არა მიწა, რა თქმა უნდა, უნდა გაიყიდოს და ის უნდა მოხვდეს ბრუნვაში, მაგრამ პირობით, რომელიც უზრუნველყოფს ამ მიწის პროპორციულ  და სწორ გამოყენებას. რაც შეეხება კერძო პირისგან უცხოელზე მიწის გასხვისებას, ამ ნაწილში ჩვენ შევჯერდით კანონპროექტის დონეზე, რომ მინიმუმ 5 ჰა  უნდა შეიძინოს და მაქსიმუმ 20 ჰა, მაგრამ უნდა ჰქონდეს ბინადრობის მოწმობა. თუ მეტის შეძენა სურს, მაშინ უნდა დარეგისტრირდეს იურიდიულ პირად,  რათა მოექცეს სახელმწიფო კონტროლის ქვეშ და მინიმუმ 20 ჰა შეეძლება შეიძინოს, მაქსიმალური ზღვარი კი 200 ჰა არის. თუ 200 ჰა-ს სცდება და აქვს განსაკუთრებული პროექტი, არც ესაა პრობლემა, მაშინ პროექტი მთავრობის სხდომაზე უნდა გავიდეს  განსახილველად. მე ერთხელ უკვე ვუშუამდგომლე ასეთ პროექტს. ეს არის ჰოლანდიელი ბიზნესმენი, რომელმაც სათბური გახსნა სამტრედიაში და თავისი ოჯახიც აქ  ჩამოიყვანა. ასეთი პროექტები პირად კონტროლზე მაქვს აყვანილი.

- შეაფერხა თუ არა ასეთი  პროექტები ვიზების გაცემის წესის გამკაცრებამ?

- რასაკვირველია, ვიზების საკითხმა გამოიწვია გაურკვევლობა, მაგრამ ეს პრობლემაც გვარდება ელექტრონული ვიზების გაცემის მეშვეობით.

- შეღავათიანი აგროკრედიტის თემასთან დაკავშირებით ვიცით ბენეფიციარებისგან, რომ სახელმწიფომ შეცვალა პირობები, რომლითაც ბენეფიციარებს პროექტები დაუმტკიცდათ: ახალი წესის თანახმად, რომელიც ძალაში 2014 წლის ნოემბერში შევიდა, სახელმწიფო 3-კომპონენტიანი დაფინანსების სისტემაში თავის წილს ერთ კონკრეტულ რაიონულ ერთეულში ატევს, ანუ ბენეფიციარებმა 1 მილიონი ლარი უნდა „გაინაწილონ“ და მოხდა ისე, რომ ვისაც მაგალითად პროექტი ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში დაუმტკიცდათ,  ნოემბერში შესული ცვლილების შემდეგ, სხვა ბენეფიციარს, ვინც დაფინანსება ნოემბრის შემდეგ მოიპოვა, სახელმწიფოს წილი დაფინანსება უნდა გაუყოს. შესაბამისად, ასეთი ბენეფიციარები,  „დაიჩაგრნენ“ და ბიზნესგეგმები დაეშაალათ. რას გეგმავთ ამ პრობლემის მოსგვარებლად?

- საქართველო არ არის ამერიკის შეერთებული შტატები, რომ ქალაქები ერთმანეთისგან  300 კილომეტრით იყოს დაშორებული. თუ ადამიანს რეგიონი აინტერესებს, საწარმოს,  ან მეურნეობის ერთი რაიონის ნაცვლად მეორე რაიონში განთავსება, ხელისშემშლელი ფაქტორი ვერ იქნება.  გვქონდა ასეთი მაგალითი: ხობში იყო 2 პროექტი. ერთ-ერთი გასცდა სტანდარტს და ბიუჯეტით გადაუსწრო მეორეს. პირადად ჩავედი ადგილზე, ვნახე როგორ მდგომარეობაში იყო ეს ქარხანა. ვნახე, რომ ისინი კეთილსინდისიერად მუშაობდნენ და გრანტის მიღების ყველა პარამენტრს აკმაყოფილებდნენ.  მათ  ჩაერიცხათ ეს თანხაც და ქარხანაც უკვე გაშვებულია ექსპლუატაციაში.

მნიშვნელოვანია დივერსიფიცირება და ბალანსი: არ შეიძლება ერთ ქალაქში იყოს ყველაფერი. საწარმოები უნდა იყოს გადანაწილებული. ჩვენ კი არ შევამცირეთ დაფინანსება, არამედ პირიქით, დავამატეთ ის რაიონები, რომელებიც არ მონაწილეობდნენ ამ პროექტებში, მაგალითად, ყაზბეგი.

- ანუ მაღალმთიანი რეგიონები?

- მაღალმთიანი  და საზღვრისპირა რეგიონები  ერთ-ერთი ყველაზე  მაღალპრიორიტეტული მიმართულებაა.  ვფიქრობთ სპეცპროექტებზეც, განსაკუთრებული  ლოჯისტიკის ცენტრები გვინდა გავაკეთოთ, რომლებიც  ამ რეგიონებს გამოაცოცხლებს და განავითარებს.

- კომუნიკაციის სტრატეგიის შექმნის და აქტიურად განხორციელების კუთხით რას გეგმავს სამინისტრო? ვიცით, რომ იანვრის ბოლოს უნდა შეიქმნას ასეთი სტრატეგია. ეს საკითხი ძალიან მნშვნელოვანია. მაგალითად, სურსათს უვნებლობის კუთხით მეწარმეების და ფერმერების მიმართ ახალი მოთხოვნები  უკვე ძალაშია  1 იანვრიდან, თუმცა საშუალო მეწარმეებს არ აქვთ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რას ითხოვს მათგან სახელმწიფო..

-ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გავიდა რეპორტაჟი, რომ მეფრინველეობის დარგში ჩართულ მეწარმეებს ახალი რეგულაციები უწესედებათ. რა რეგულაცია არის ეს? ეს არის აღიარების წესი, რომელიც მათ აძლევს 6-თვიან ვადას. ახალი მოთხოვნები მათ  6 თვეში უნდა დააკმაყოფილონ.  ჩვენ გვაქვს პროექტების მართვის სააგენტო. მეწარმეებს შეუძლიათ სააგენტოში შემოიტანონ პროექტი და მიიღონ თანადაფინანსება.

- რა იგეგმება 2015 წელს მელიორაციის მიმართულებით?

- წყალუზრუნველყოფილი ტერიტორიების ფართობი 40-დან  88 ათას ჰა-ზე ავიდა. ამ ციფრს წელს კიდევ უფრო გავზრდით. ტექნიკა გვაქვს,  ბიუჯეტიც არის  დაგეგმილი. გვინდა ხელი შევუწყოთ ბიზნესს და ყველა კომუნიკაცია მას ადგილზე მივუყვანოთ, რათა ადვილად შეძლონ პროექტების განხორციელება.

- რა უნდა გააკეთოს მოქალაქემ, რომელსაც უნდა, მაგალითად, რომ გააშენოს მოცვის პლანტაცია, ან თაფლის მეურნეობა მოაწყოს?

- უნდა მიმართოს პროექტების მართვის სააგენტოს, მოუთხროს თავისი პროექტის იდეის შესახებ,  იქ მას დაეხმარებიან იდეის  ბიზნესგეგმად ჩამოყალიბებაში და განიხილავენ სახელმწიფოს ჩართულობის შესაძლებლობას. შემდეგ უნდა მივიდეს ბანკში.

- რაც შეეხება აგროდაზღვევას, რა შედეგები მოიტანა შარშანდელმა ინიციატივამ?

- დაზღვეული გვაქვს 131 მილიონი ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო კულტურა. რაც მთავარია, სისტემამ იმუშავა  და გაჩნდა დაზღვევის კულტურა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. პროექტში 16 ათასამდე ბენეფიციარმა მიიღო მონაწილეობა. ჩვენ უფრო მასშტაბური უნდა გავხადოთ ეს  პროექტი მომავალ წელს და ამისთვის სხვა კომპონენტებსაც გავითვალისწინებთ. ყველა მიმართულება იქნება განსაზღვრული და გამოიყოფა 10 მილიონი ლარი იმისთვის, რომ რაღაც ნაწილი დავასუბსიდიროთ  აგროდაზღვევით და კიდევ უფრო მეტი სტიმული გაჩნდეს. გაზაფხულზე ვგეგმავთ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ინსტალაციას,  რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა გადაიხედოს ტარიფებიც. მაგალითად, თუ დაზღვევა ხდებოდა 15% ში, დანადგარების დამონტაჟების შემდეგ 15%  უნდა გადაიხედოს.

- თაფლის ლაბორატორია როდის შეამოწმებს თაფლს ანტიბიოტიკებზე?  ინფორმაცია იყო, რომ  ანტიბიოტიკების ნარჩენებზე  თაფლის შემოწმების  საშუალება გასული წლის ბოლოს უნდა გვქონოდა..

- თაფლის ლაბორატორია ამუშავდება მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, მარტის ბოლოს, ლაბორატორიის ტენდერი იყო გამოცხადებული. სამუშაოებმა დრო წაიღო. ცალკე თემაა სამშენებლო ტენედერები, ან უხარისხოდ აკეთებენ, ან დროში აგვიანებენ, მერე ჯარიმებზე მიდიან.

- თუ მუშაობს სამინისტრო ჩვენი პროდუქტების ევროპის ბაზრებზე "ე.წ. პრომოუშენზე", საერთოდ ვინ ქმნის ე.წ.  ლეგენდებს იმისთვის, რომ ქართული პროდუქტი ევროპის ბაზრებზე დამკვიდრდეს,  ვინ მუშაობს  იმ "ისტორიის" შეფუთვაზე, რომელიც პროდუქტს ყიდის. მაგალითად, იციან თუ არა ევროპელებმა ქართული ფუტკრის განსაკუთრებული თვისებების შესახებ?

- ჩვენი სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ახლა მუხურის ფუტკრის აღორძინების პროცესზე მუშაობს. ამიტომ, ჯერ უნდა მოვიძიოთ ინფორმაცია. მაგალითად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტო ზრუნავს ასეთ პროექტებზე, ლეგენდაც შექმნა, კანონმდებლობაც შეცვალა და ხელშეწყობის პროექტებიც განახორციელა. ამის შედეგია, რომ წელს ჩვენ გვაქვს ღვინის გაცილებით  მეტი ექსპორტი, ვიდრე  წინა წლებში. ეს არის მოდელი, რომელიც სხვა სფეროებზეც უნდა გავრცელდეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში არის სტრატეგიული კვლევების ცენტრი, რომელიც მუშაობს ყველა იმ მიმართულებით, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ. სწორედ ის მუშაობს სტრატეგიების გაწერაზე: რომელი მიმართულება არის პრიორიტეტული, რომელი დარგის განვითარება არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი. აი, მაგალითად, იგივე მეცხვარეობის დარგი ძალიან საინტერესო მიმართულებაა, ძალიან კარგი ექსპორტის პოტენციალი აქვს, რომელსაც დამუშავება სჭირდება, საძოვრების მოწყობა სჭირდება, გადასარეკი ტრასები უნდა მოეწყოს. ეს პროექტიც დაწყებული გვაქვს უკვე.

- თქვენი აზრით, აქვს თუ არა ქართულ თევზს საექსპორტო პოტენციალი?

- კომბინირებული საკვები საქართველოში ძალიან ძვირია. ამიტომ, ჩვენ ხელს შევუწყობთ ქართველ მეთევზეებს, რომ ადგილზე მათ სრული საწარმოო ციკლი ააწყონ  და ნედლეული იაფი გახადონ.  ამისთვის, აკვაკულუტურა უნდა განვითარდეს შიდა წყლებში. ეს საბოლოო ჯამში მოგვცემს იმის საშუალებას, რომ თევზი გაიაფდეს და ექსპორტზე გავიდეს.

- იმპორტის ჩანაცვლებას რაც შეეხება, შეღავათიანი დაკრედიტების პროექტები, რომელიც ამ პროცესის მასტიმულრებელი უნდა იყოს, რამდენად ზრდის შესაძლებლობებს, რამდენად ეხმარება  მთავარ მიზანს?  სტატისტიკა თუ არსებობს? ალბათ იტყვით, რომ 2 წელია, რაც ეს პროცესი მიდის და ნაადრევია მიზნის მიღწევის დინამიკაზე საუბარი, თუმცა იქნებ არსებობს უკვე რაღაც ინდიკატორები?

- ამ საკითხს აბსოლუტური გაგებით ნუ მოვეკიდებით, იმპორტმაც უნდა მოიმატოს და ექსპორტმაც. აქ საუბარია ბალანსზე.

- თუმცა,  ვიცით, რომ ამ პროექტის მიზანი იყო თითქმის 90%-იანი იმპორტის საქართველოში ნაწარმოები პროდუქციით ჩანაცვლება...

- კი, უნდა ჩანაცვლდეს, მაგრამ ამისთვის მას კონკურენტუნარიანი ფასი უნდა ჰქონდეს.

- როგორც ბიზნესპროექსტს, ისე უყურებს ამ შეღავათიანი სესხების პროგრამას სახელმწიფო? ეს ხომ გადამხდელთა ფულით ფინანსდება და ამიტომ ყველას აინტერესებს დეტალურად, სად და რამდენად ეფექტინად მიემართება თანხები. ანუ, მაგალითად,  პამიდვრის სათბურების დაფინანსება რომ ავიღოთ: ზამთარში ძირითადად იმპორტულ პამიდორს მოვიხმართ, რადგან ადგილზე ის არავის მოჰყავს. ამ დეფიციტის დაბალანსებაზეც არის გათვლილი  პროექტები?

- ერთი არჩევანია, თურქული პამიდვრის ნაცვლად ვიყიდოთ ქართული პამიდორი და არის მეორე არჩევანი: ვიყიდო ისიც და ისიც, ანუ მქონდეს არჩევანი. ჩვენი პრობლემა ის არის, რომ დღეს არჩევანი არ გვაქვს და გვინდა თუ არა, ზამთარში "პლასტმასის" პამიდორს მივირთმევთ. პროექტების ეფექტურობის ერთ-ერთი კრიტერიუმი იყო იმპორტის და ექსპორტის ბალანსი, სალდო. მოლოდინი, რომ ჩვენ გავანოლებთ იმპორტს, მცდარია. მაგალითად, თხილს აქვს ძალიან კარგი ექსპორტის პოტენციალი. ე.ი. უნდა გადავწყვიტოთ - მე იმაზე დავკარგო რესურსი, რომ ვთქვათ 1000 ტონა "იქს" პროდუქცია ჩავანაცვლო, თუ იმაზე, რომ თხილი გავიტანო ექსპორტზე  და "იქსი" კი ვიყიდო. აი, ამ ბალანსზეა საუბარი. ამიტომაც გამოვყოფთ ჩვენ პრიორიტეტულ პროდუქტებს, რომ მათ კომერციული დატვირთვაც ჰქონდეთ ყველა  სხვა დატვირთვასთან ერთად. ერთადერთი, რასაც ჩვენ განსაკუთრებულ რანგში განვიხილავთ, არის სასურსათო უსაფრთხოება, დანარჩენი ყველა უნდა იყოს კომერციულად გამართლებული.

- აგროპროექტების დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბალანსი თუ არის დაცული, მაგალითად, დავაფინანსოთ ჭოპორტის პამიდვრის 3 მეურნეობა, თუ ორი,  რამდენი და რა ჯიშის ვაშლების მეურნეობა?  ამას ვინ საზღვრავს?

 - ამაზე მიმდინარეობს მუშაობა და ეს არის ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომლითაც ჩვენ პროექტებს ვარჩევთ. ამ თემაზე ჩვენ გვაქვს ცალკე სქემები, რომელიც უშუალოდ პროდუქტების იმპორტ-ექსპორტის ბალანსზე დეტალურ ლოჯისტიკას  მოიცავს. ამ თემაზე მომდევნო შეხვედრის დროს ვისაუბროთ.

       
ესაუბრა ლიკა ბასილაია-შავგულიძე

წაკითხულია
11181
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე სტატიები არ მოიძებნა


ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

banner
banner
banner