თევზის საწარმოები ევროკავშირში ექსპორტისთვის ემზადებიან
„ევროკომისია მზადაა ქართულ საწარმოებს ეტაპობრივად, განვითარების არსებულ ფაზაში მიანიჭოს აღიარება, რომლის შემდეგაც მათ ევროკავშირში ექსპორტის უფლება მიეცემათ“.
„შავი ზღვის ქაფშია გამოირჩევა მაღალი ხარისხით. ჩვენს ნაწარმში პროტეინების შემცველობა 74 %, სხვების პროდუქტში კი 64-65%- ია“.
შავი ზღვის ქართულ სანაპიროზე დაჭერილი ქაფშია (ხამსა) ერთ-ერთი პირველი პროდუქტი იქნება, რომელიც საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე შევა. იმის გასარკვევად თუ როგორ აკონტროლებს ადგილობრივ კომპანიებს სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო საქართველოში ევროკავშირის მისია (DG SANCO - Directorate General Health and Consumers Affairs) მეორედ გასული წლის ნოემბერში ჩამოვიდა. სწორედ ამ მისიის დასკვნის საფუძველზე უნდა გადაწყდეს ევროპაში ქაფშიას გატანა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი კახა სოხაძე აცხადებს, რომ საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი გადაწყვეტილებით მოწინავე საექსპორტო პროდუქტად ქაფშია შეირჩა: „როდესაცსაქართლო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთნხმების მიხედვით დაისვა საკითხი, რისი ექსპორტი შეიძლებოდა მომხდარიყო ევროკავშირში, რისკების გაანალიზებისსაფუძველზე დასახელდა 2 პროდუქტი თაფლი და შავი ზღვის ქაფშია და თავიდანვე გამოიკვეთა ეს პროდუქტები, რომელსაც ევროკავშირის ბაზარზე მოხვედრის პოტენციალი ჰქონდა“.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშე სოფლის მეურნეობის განვითარებასა და სურსათის უვნებლობაში ალვარო აპარისიო ორტეგა აცხადებს, რომ საქართველოში თევზის წარმოების სფერო სხვებთან შედარებით უფრო განვითარებულია: „ამ სექტორში გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა ევროკავშირის მოთხოვნათა დაკმაყოფილების მხრივ. თევზის შემთხვევაში პროცესი მოწმდება თევზჭერიდან დაწყებული მის გაყიდვამდე დამთავრებული, ანუ სრული ჯაჭვი. შემფასებლები ჩამოვიდნენ და შეისწავლეს ამ ჯაჭვის თითოეული კომპონენტი. თითოეულ ნაწილში ისეთი რეგულაციების დაკმაყოფილებაა საჭირო, როგორიცაა თავად თევზის დაჭერის პროცესი, მისი შენახვის ტემპერატურული რეჟიმი, ტრანსპორტირების პირობები და ა. შ. სწორედ ამ პროცესის შესწავლის და შეფასების სტადიაზე იმყოფება ევროკავშირის მისია ამ ეტაპზე“.
ზღვაში მოპოვებული თევზისგან განსხვავებით ექსპორტის შანსი თევზსაშენ მეურნეობებში ნაწარმოებ პროდუქტს ამ ეტაპზე არ აქვს. კახა სოხაძის განცხადებით ზღვის თევზისგან განსხვავებით სათევზე მეურნეობებში ნაწარმოები თევზისურსათის უვნებლობის თავლსაზრისით მაღალი რისკის შემცველია: „თევზსაშენი მეურნეობების მიმარც არის უფრო მკაცრი მოთხოვნები, განსხვავებული რეგულირების საკითხია. ასეთი თევზის ექსპორტისთვის საჭიროა ვეტერინარულიპრეპარატების, ნარჩენი ნივთიერებებისა და სხვა დამაბინძურებლების კვლევა. სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ასეთი კონტროლის შედეგები კი ევროკომისიამ უნდა ცნოს. ეს შემდეგი ეტაპია საქართველოსა და ევროკავშირს შორისპროდუქტით საერთშორისო ვაჭრობაში“.
ამჟამად თევზჭერის ლიცენზია სულ 5 კომპანიას აქვს. ესენია: შპს „პალიასტომი - 2004“, საერთო მოცულობიდან მისი პროცენტული წილი - 5,055%-ია; შპს „გეოფიშ კომპანი“ - 24%; შპს „მბმ“ - 19,174 %; შპს „აისბერგი 2“ - 24% და შპს„ზღვის პროდუქტები“, რომლის პროცენტული წილი ყველაზე მეტია და 26,771%-ს შეადგენს. ამ კომპანიებს გადამამუშავებელი საწარმოები ქალაქ ფოთში აქვთ.
ქართული თევზის გადამამუშავებელი საწარმოები სამი სახის პროდუქტს აწარმოებენ, თუმცა ძირითადი პროდუქტი თევზის ფქვილია, შედარებით მცირე რაოდენობით კი თევზის ზეთს ამზადებენ. ამას გარდა ცოცხალი სახით თევზის რეალიზებასაც ეწევიან.
შპს „მბმ“-ს თევზჭერის ლიცენზია აქვს. მისი პარტნიორია შპს „მადაი“, რომელიც თევზსაჭერ საშუალებებს ფლობს. ორივე კონპანიას ერთი მენეჯმენტი მართავს. ეს კომპანიები თევზის გადამამუშავებელ საწარმოს ფლობენ. წარმადობადღე-ღამეში 1000 ტონაა. კომპანიაში 92 ადამიანია დასაქმებული. მინიმალური ხელფასი 500 ლარი, ხოლო მაქსიმალური 3000 ლარს შეადგენს. კომპანიას ფონდ „მილენიუმი“-ს დახმარებით შეძენილი 3 საკუთარი თევზსაჭერი გემი ჰყავს.
„მადაი“-ს თევზის გადამამუშავებელი საწარმო
„მადაი“-ს შესაბამისობის სერტიფიკატი აქვს, კომპანიის მენეჯმენტი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის ISO 22000 : 2005 - ის (კვების პროდუქტების უვნებლობის მენეჯმენტის სისტემა) აღებას უახლოეს რამდენიმე თვეშიგეგმავს. პარალელურად თანამშრომლებს HACCP-ის (საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა) ტრენინგებიც უტარდებათ და ამ სტანდარტის დანერგვას მინდინარე წელსვე ვარაუდობენ.
მურმან ხარაბაძე ამბობს, რომ საწარმოებს ევროპული მოთხოვნების ეტაპობრივად დაკმაყოფილების საშუალება უნდა მიეცეთ და კომპანიებს გადამატებული მოთხოვნები არ უნდა დაუწესდეთ: „ახალ რეგულაციებზე გადასვლა თავადევროკავშირის აქტიური მონაწილეობით უკეთესია, მათი მეთვალყურეობის გარეშე შესაძლოა სიჩქარეში ბევრი შეცდომები დავუშვათ. ჩვენ თურქეთში დავდივართ, იქედან გადმოგვაქვს ტექნოლოგიები, ვსწავლობთ, მაგრამ ვერ ვიტყვი,რომ იქ ჩვენზე უკეთესი ქარხნები აქვთ. ახლა ჩვენი ქარხნები საავადმყოფოებივით კეთილმოწყობილია და ეს ცოტა გადამეტებული მოთხოვნები მგონია თევზის მწარმოებელი კომპანიების “.
შპს „ზღვის პროდუქტები“ ქართული თევზის გადამამუშავებელ კომპანიებს შორის წარმადობით ყველას აღემატება. ამ საწარმოში სრული დატვირთვის მუშაობისას 24 საათის განმავლობაში 1400 ტონა თევზის ფქვილი იწარმოება.დასაქმებლი ადამიანების რაოდებობა 120-ს, ხოლო საშუალო ხელფასი 700 ლარს შეადგენს. კომპანია საკუთარ გემსაც ფლობს და სეზონზე თურქულ გემებსაც ქირაობს. საწარმოში აცხადებენ , რომ საფრთხის ანალიზისა და კრიტიკულისაკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP) დანერგეს, რის შესახებაც სურსათის ეროვნული სააგენტოც საქმის კურსშია და ISO 22000:2005 - ის (კვების პროდუქტების უვნებლობის მენეჯმენტის სისტემა) აღებას მომდევნო თვის ბოლოსაპირებენ.
კომპანია „ზღვის პროდუტქები“
„ზღვის პროდუტქები“-ს დირექტორი დავით კვანტალიანი ამბობს, რომ ევროკავშირში ქართული ქაფშია თურქეთის გავლით ხვდება და მოწონებით სარგებლობს, ეს კი ევროკავშირთან პირდაპირი ვაჭრობის შანსებს ზრდის: „ჩვენ ვემზადებით ევროპული ბაზრისთვის. წარმოების გადაიარაღებაში დიდი თანხები ჩავდეთ და მაღალხარისხიანი თნამედროვე დანადგარები შევიძინეთ. ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები ჩვენს კომპანიაშიც იყვნენ შემოწმებაზე დაველოდებით მათ პასუხს. მოთხოვნილება არის ევროკავშირის ბაზარზე, პირდაპირი კავშირი ევროპელ კლიენტებთან ჯერ არ გვქონია. ამის გათვალისწინებით, ევროპაში პირდაპირი ექსპორტისა და პროდუქტის უპრობლემოდრეალიზაციის შანსი ჩვენც გვაქვს“.
შპს „გეო ფიშ კომპანი“ ერთ-ერთი ლიცენზიანტია და თევზჭერასაც ახორციელებს, თუმცა თევზის გადამამუშავებელ საწარმოს მისი პარტნიორი „Geo Fish Factory“ - ი ფლობს. მისი წარმადობა დღე-ღამეში 400 ტონამდეა. საწაროდან თევზისფქვილი და ზეთი თურქეთში გააქვთ, თუმცა 2013 წელს ექსპორტი სომხეთშიც განახორციელეს. საწარმოში საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის დანერგვა წლის ბოლოსთვის იგეგმება, უახლოეს დღეებში კი სურსათის ეროვნული სააგენტოდან შესაბამისობის სერტიფიკატის აღებას ელოდებიან.
Geo Fish Factory“ - ის დირექტორის მოადგილე ვასილ რურუა ამბობს, რომ ევროკავშირის ბაზარზე გასვლა ერთ კლიენტზე დამოკიდებულების სირთულეებს მოხსნის და თავისუფალი ფასდადგენის საშუალებასაც გააჩენს. რურუას აზრით,ქართული პროდუქტის სიმცირე ექსპორტს არ შეაფერხებს: „სამომამავლო პერსპექტივაში ეს ძალიან კარგია, რადგან მხოლოდ თურქეთზე არ ვიქნებით დამოკიდებული. როცა რამდენიმე კლიენტი გვეყოლება, მაშინ ჩვენ შეგვეძლება, რომფასები ჩვენვე დავადგინოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მხოლოდ მცირე რაოდენობით შეგვიძლია ჩვენი პროდუქტის მიწოდება, თევზის ფქვილი ისეთი რამეა, რაზეც მოთხოვნილება სულ არის და იქნება.“
„Geo Fish Factory“
შპს „აისბერგი 2“ თევზჭერის ბიზნესში 2005 წლიდან არის ჩართული. მისი წარმადობა 24 საათში 1200 ტონაა. სეზონზე ამ საწარმოში საშუალოდ 200 ადამიანია დასაქმებული, საშუალო ხელფასი კი 1500 ლარს შეადგენს. კომპანიისმენეჯმენტის განცხადებით ევროპული მოთხოვნების შესაბამისი დანადგარების შეძენისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობაში მოსაყვანად 3 მილიონამდე ლარის ინვესტიცია განახორციელეს. ISO 22000:2005 - ის HACCP-ს დანერგვასკი წლის ბოლომდე აპირებენ.
თურქეთის გარდა სხვადასხვა დროს ამ საწარმოდან პროდუქცია აზერბაიჯანში, სომხეთსა და ისრაელში გავიდა, თუმცა ამ მიმართულებით ვაჭრობა ვერ განვითარდა.
„აისბერგი 2“- ის დამფუძნებელი თენგიზ სარიშვილი იხსენებს, რომ ევროპელ კლიენტებთან ადრეც ჰქონდა მოლაპარაკებები, რომელიც ჩაიშალა. სარიშვილის თქმით, ასოცირების შეთანხმება ექსპოტს რეალურს ხდის: „ევროპელებმა ჩვენიპროდუქციის შესახებ იციან. ადრე სერბები იყვნენ ჩამოსულები, მერე ბულგარელები ჩამოვიყვანეთ, რომლებმაც წაიღეს ნიმუშები და გააკეთეს ლაბორატორიული კვლევები, მაგარამ მათ გარანტიები სჭირდებოდათ, რომ ჩვენ სრულფასოვან,სანდო დოკუმენტაციას წარვუდგენდით და არ გაყალბებულს. ჩვენ ვეტერინარულ სერტიფიკატს ვერ ვთავაზობდით და ამის გარეშე წარმოუდგენელია ევროპაში პროდუქტის შეტანა. ევროპაში პარტიზანული წესით პროდუქციას ვინშეგატანინებს. ამიტომ ჩვენც და ისინიც მოლოდინში ვართ. შარშანაც გვყავდა სერბები და ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ჩვენთან მიმოსვლა გაახშირეს. ჩვენი ნაწარმი ერთ-ერთი დეფიციტური პროდუქტია, რომელიცევროპაში მოთხოვნადია. შავი ზღვის ქაფშია გამოირჩევა მაღალი ხარისხით. ჩვენს ნაწარმში პროტეინების შემცველობა 74 %, სხვების პროდუქტში კი 64-65%-ია. პერუში და მაროკოში აწარმოებენ ბევრს მაგრამ ისეთი ხარისხის არ არის.ჩვენთან ნედლი თევზი პირდაპირ მუშავდება და თევზის ფქვილი ამისგან კეთდება. დანარჩენები მოპოვებული თევზის საუკეთესო მასისგან ადამიანისთვის საკვებ კონსერვებს და სხვადასხვა პროდუქტებს აკეთებენ, თევზის ძვლებისგანდა უამრავი ნარჩენებისგან კი დაბალხარისხიან თევზის ფქვილს ამზადებენ“.
თევზის ფქვილი
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის საკვლევი პროდუქტების ექსპერტიზის განყოფილების უფროსი ირაკლი გულედანი ამბობს, რომ ქართული ქაფშია მეწარმეების მიერ ნახსენები პროტეინების რაოდენობას მართლაც შეიცავს: „2014 წელს ლაბორატორიაში შემოვიდა ქაფშიას რამდენმე ნიმუში. ამ სინჯებში პროტეინების მინიმალური შემცველობა 65%-ი, ხოლო მაქსიმალური შემცველობა 74 %-ი აღმოჩნდა. ქაფშიას რამდენიმე სინჯი წელსაც გამოვიკვლიეთ და პროტეინების რაოდენობა მინიმუმ 71 %-ი და მაქსიმუმ 75 %-ი იყო. ინფორმაციას არ ვფლობ რა რაოდენობის პროტეინებს შეიცავს სხვა ქვეყნების მიერ მოპოვებული ქაფშია, მაგრამ თუ სხვების ქაფშია უფრო ცოტა რაოდენობის პროტეინების შემცველია, მაშინ ქართველი მეწარმებიის პროდუქცია უფრო სასურველი გამოდის“.
ქართულ საწარმოებს თევზჭერის ლიცენზია 2016 წლამდე აქვთ. თენგიზ სარიშვილი ამბობს, რომ ლიცენზიების ვადის გასვლა ძალიან მტკივნეულია ყველა კომპანიისთვის. სარიშვილის აზრით, შესაძლოა ინვესტირებით ძალაგამოლეულმაკომპანიებმა სხვა კომპანიებს კონკურენცია ვერ გაუწიონ და ლიცენზია დაკარგონ. ახალ კომპანიებს კი იმ რთული გზის თავიდან გავლა მოუწევთ, რაც არსებულმა ლიცენზიანტებმა 10 წლის განმავლობაში გაიარეს: „თუ არ გაგვიგრძელდა თევზჭერის ლიცენზია, მაშინ წყალში ჩაგვეყრება ის მრავალმილიონიანი ინვესტიცია, რომელიც ამ საქმის განვითარებითვის განვახორციელეთ. გაკოტრების საფრთხის წინაშე დადგება ყველაკომპანია. მთავრობამ დაგვაფინანსა, მან მოგვცა სტიმული დაგვეხარჯა ამ მიმართულებით თანხები, ამიტომ მან უნდა შეაფასოს ის კომპანიები, რომლებსაც აქვთ ისტორია და აქედან გამომდინარე მიიღოს ლიცენზიების გაგრძელებისგადაწყვეტილება. თუ სახელმწიფო თევზის წარმატებულ საწარმოებს არ გაუგრძელებს ლიცენზია, მე ვფიქრობ რომ ეს არასწორად გადადგმული ნაბიჯი იქნება. საწამოებმა, რომლებმაც განავითარეს ეს საქმე და ბოლომდე დაიხარჯნენ,შესაძლოა ახალი ლიცენზიის მოპოვება ვერ მოახერხონ. გამორიცხული არ არის, რომ დიდი ფინანსური შესაძლებლობების ავანტიურისტი კომპანიები ამ ბიზნესით დაინტერესდნენ და ლიცენზიაც აიღონ. თუ მათ თევზჭერის სფეროშიგამოცდილება არ ექნებათ, ეს დარგის განვითარებას შეაფერხებს, რადგან მათ ყველაფერი თავიდან დასაწყები ექნებათ. მთავრობა უნდა დაფიქრდეს, უკვე არსებულ გამოცდილ კომპანიებს გაუგრძელოს ლიცენზია თუ ბაზარზე გამოჩენილახალ მოთამაშეებზე გააკეთოს აქცენტი“.
თენგიზ სარიშვილი „აისბერგი 2“-ის დამფუძნებელი
სპეციალისტების მოსაზრებით, ქართველ მეწარმეებს პროდუქციის სიმცირემ შესაძლოა გაყიდვების პრობლემა შეუქნმას. ეკონომიკისა მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარე ვაჭრობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ გაბუნია აცხადებს, რომ ამ სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს: „როცა ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის განხორციელებაზეა საუბარი, ბიზნესმა უქწვეტი მიწოდება უნდა უზრუნველყოს. ეს არ ეხება მხოლოდ ქაფშიას ექსპორტს და ზოგაგად ყველა პროდუქტისთვის უნივერსალური მიდგომაა. გაერთიანების გარეშე ქართული კომპანიები უწყვეტ მიწოდებას ვერ შეძლებენ, რა თქმა უნდა, ევროპელების დაინტერესებას ერთიანი ძალებით უფრო მოახერხებენ. გაერთიანება გულისხმობს, რომ მეწარმეებმა თავიანთი ნაწარმის შეკრების ორგანიზება გააკეთონ და სათითაო კონტრაქტის ნაცვლად, მთლიან პროდუქციაზე ერთი კონტრაქტი მოიპოვონ“.
სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის კახა სოხაძის განცხადებით ევროკავშირის მისიამ (DG SANCO - Directorate General Health and Consumers Affairs) თევზის გადამამუშავებელი კომაპნიების მონიტორინგის წინასწარიანგარიში უკვე გამოაგზავნა. სოხაძის აზრით, ქაფშიას ექსპორტის დამაბრკოლებელი საკითხები წელს გადაიჭრება: „ევროკავშირის მისიამ წინასწარი ანგარიში გამოგზავნა და ჩვენ გავეცანით მას. ვამზადებთ საპასუხო წერილს, რომელიც გათვალისწინებული იქნება მათ საბოლოო ანგარიშში. ეს ანგარიში მალე გამოქვეყნდება. ამ ანგარიშში იყო შემოწმების შედეგები და გარკვეული რეკომენდაციები, უახლოეს ხანში ეს რეკომენდაციები გათვალისწინებული და შესრულებული იქბნება. ევროკავშირის მისიას თევზთან დაკავშირებულ კანონმდებლობასთან და სურსათის ეროვნული სააგენტოს კონტროლის შესაძლებლობებზე რაიმე განსაკუთრებული შენიშვნები არ ჰქონია. ევროკომისიის მხრიდან არის მზაობა, რომეტაპობრივად, განვითარების ამ ფაზაში აღიარება მიანიჭონ ქართულ საწარმოებს, რომლებსაც ევროკავშირში ექსპორტის უფლება ექნებათ. მოჭრილად ვადების დასახელება გამიჭირდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ წელს ამ საკითხების ძირითადი ნაწილი გადაიჭრება“.
eugeorgia.info დაინტერესდა, შესაძლოა თუ არა , რომ თევზჭერის საერთო მოცულუობა გაიზარდოს. ამ კითხვაზე გარემოს დავცისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ წერილობით გვიპასუხა: „თევზჭერის საერთო მოცულობის წლის კვოტა დგინდება სამეცნიერო კვლევითი თევზჭერის საფუძველზე. 2014-2015 წლებისათვის ქაფშიას მოსაპოვებელი კვოტა 85 000 ტონით განისაზღვრა. მაისისა და ივნისის თვეებში თევზჭერააკრძალულია“.
თევზჭერის ლიცენზიას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო 10 წლის ვადით გასცემს. მოსაპოვებელი თევზის საერთო რაოდენობის დასადგენად, თევზჭერის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გაცემის მომდევნო წელს და შემდეგ ყოველწლიურად თევზის რესურსის მოპოვების კვოტის დამტკიცების თაობაზე მოთხოვნა წარადგინოს. მოთხოვნაში უნდა აისახოს შესაბამისი კვლევის საფუძველზე მომზადებული ინფორმაცია თევზისრესურსის მარაგის თაობაზე. აღნიშნულ ინფორმაციაში უნდა აისახოს თევზის რესურსით სარგებლობის შესახებ მონაცემები თევზის სახეობებისა და ოდენობების მიხედვით.
ქართველ მეწარმეებს თევზჭერის სეზონის დასრულებამდე 2 თვე დარჩათ. ევროპული მოთხოვნების დააძლევის პროცესს ლიცენზიების ვადის ამოწურვაც ემთხვევა. კომპანიებმა 10 წლიანი ლიცენზიები 2005 წელს აიღეს.
ზურაბ მოდებაძე