banner
27 აპრილი 2015 | 20:39 ეკონომიკა

რა არის საჭირო იმისთვის, რომ საქართველომ სხვა ქვეყნის ნედლეულით შექმნილი პროდუქცია ევროკავშირში გაიტანოს

რა არის საჭირო იმისთვის, რომ საქართველომ სხვა ქვეყნის ნედლეულით შექმნილი პროდუქცია ევროკავშირში გაიტანოს

თურქული ინვესტიციით გახსნილი ტექსტილის კომპანიიდან "ბათუმი ტექსი" 1 თვის წინ 70 ადამიანი გაათავისუფლეს. "ინვესტორის გადაწყვეტილებით წარმოების ნაწილი ბულგარეთში გადავიდა. "ჩვენს  საწარმოში იკერებოდა მამაკაცის და ქალის პერანგები. იმის გამო, რომ პერანგების შესაკერად ჩინურ ქსოვილს ვიყენებდით, ეს ნაწარმი ევროკავშირის ბაზარზე საბაჟო გადასახადის გარეშე ვერ შედიოდა.  თურქეთთან "დიაგონალური კუმულაციის" შეთანხმება რომ ამოქმედებულიყო, თურქეთიდან შემოტანილი ნედლეულით დამზადებულ პროდუქტს ევროკავშირის ბაზარზე დაუბეგრავად გავიტანდით და ინვესტორიც წარმოების ნაწილს საქართველოდან ბულგარეთში არ გადაიტანდა," - ამბობს eugeorgia.info-სთან საუბარში "ბათუმი ტექსის" დირექტორი დავით ჯინჭარაძე


eugeorgia.info-მ შეისწავლა "დიაგონალური კუმულაციის" პრინციპი და გაარკვია, რომ  ჩინეთს ევროკავშირთან  და საქართველოსთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი რომ ჰქონოდა, მაშინ სამივე ქვეყნის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე  საქართველოში შეკერილი ტექსტილის ნაწარმი ევროპის ბაზარზე უბაჟოდ შევიდოდა. 

"ბათუმი ტექსში", სადაც ინვესტორმა 7 მლნ ლარი დააბანდა,  თანამშრომლების შემცირებამდე 570 ადამიანი მუშაობდა. საწარმოში დასაქმებული მუშის საშუალო ხელფასი 400 ლარია. " ბათუმი ტექსის" ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ რამდენიმე თვეში კომპანია "ზარასთან"  ხელშეკრულებას გააფორმებენ და საწარმოდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს ისევ უკან დააბრუნებენ. ამასობაში კი საქართველოსა და თურქეთს შორის "დიაგონალური კუმულაციის" შეთანხმებაც დასრულდება.

იმისთვის, რომ ქართული საქონელი ევროკავშირის ბაზარზე საბაჟო გადასახადის გარეშე შევიდეს, მან აუცილებლად უნდა დააკმაყოფილოს საქონლის წარმოშობასთან დაკავშირებული პირობები  -  აუცილებლად უნდა იყოს ქართული, ანუ საქართველოში წარმოებული.  

თურქეთთან "დიაგონალური კუმულაცია", რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაშია ჩადებული, საქართველოს საშუალებას აძლევს თურქეთიდან შემოტანილი ნედლეული ქართულ ნედლეულად ჩაითვალოს და მისი მეშვეობით დამზადებული პროდუქტი, როგორც ქართული პროდუქტი, ევროკავშირის ბაზარზე დაუბეგრავად გაიტანოს. პროდუქციის წარმოებაში თურქული ნედლეულის გამოყენების შესაძლებლობას საქართველოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი  თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან ერთად  ევროკავშირსა და თურქეთს შორის არსებული თავისუფალი სავაჭრო რეჟიმიც აძლევს.

"დიაგონალური კუმულაციის" შესახებ მოლაპარაკებები საქართველოსა და თურქეთს შორის  დაახლოებით 7 თვეა მიმდინარეობს. ის ჯერ ხელმოწერილი არ არის.  საქართველოსა და თურქეთთან  თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება კი უკვე რამდენიმე წელია მოქმედებს.  

                       

                                                                             წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1


ევროკავშირში ქართული პროდუქცია საბაჟო  გადასახადის გარეშე რომ შევიდეს, ამისთვის მას საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი  - EUR.1 უნდა ჰქონდეს.  იმ შემთხვევაში, თუ მეწარმეს ქართული ნედლეული არ ჰყოფნის,  მას უფლება აქვს  წარმოებაში გამოიყენოს ევროკავშირის ნებისმიერი წევრი ქვეყნის  ნედლეული. თურქეთთან "დიაგონალური კუმულაციის" შეთანხმების გაფორმების შემდეგ ქართველ მეწარმეებს თურქული წარმოშობის ნედლეულის გამოყენების უფლებაც ექნებათ.  ეს წესი მხოლოდ იმ ნედლეულზე გავრცელდება, რომელსაც წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1. ექნება. ამრიგად, ქართულ კომპანიას ექნება საშუალება ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეღავათებით ისარგებლოს იმ შემთხვევაშიც, როცა საქონლის წარმოებაში  თურქულ ნედლეულს  გამოიყენებს.  "სამწუხაროდ, ჩვენ  ვერ  დავადგინეთ, როდის დასრულდება საქართველოსა და თურქეთს შორის "დიაგონალური კუმულაციის" შეთანხმება," - ამბობს დავით ჯინჭარაძე.

"ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს შეთანხმება, მაგრამ ამ პროცედურას სჭირდება რატიფიცირება ორივე მხრიდან. შესაბამისად, ეს გარკვეულ ბიუროკრატიულ პროცედურებთან არის დაკავშირებული," - აცხადებს  www.eugeorgia.info-სთან საუბარში ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ გაბუნია და დასძენს, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და თურქეთთან "დიაგონალური კუმულაციის" შეთანხმება ინვესტიციებს იმ ქვეყნებიდანაც მოიზიდავს, რომლებსაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება არ აქვთ და ევროპის ბაზრებზე პროდუქციის შეტანა საბაჟო გადასახადის გარეშე არ შეუძლიათ.

ასეთმა ინვესტორებმა საქართველოში, შესაძლოა, საკუთარი ნედლეულიც შემოიტანონ. თუმცა, აქ თავს იჩენს ერთი პრობლემა: ევროკავშირს მკაცრად აქვს განსაზღვრული, როგორი უნდა იყოს მის ბაზარზე შესულ ამა თუ იმ საქონლის მთლიან ღირებულებაში იმ ქვეყნის ნედლეულის ღირებულების წილი, რომელთანაც მას თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი არ აქვს.  

ხათუნა ლაგაზიძეს  დასავლეთ საქართველოში პატარა ბიზნესი აქვს. ამბობს, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდეგ მისი ბიზნესით და აქ შექმნილი პროდუქციის ევროკავშირში  ექსპორტით რამდენიმე ინვესტორი დაინტერესდა, მაგრამ საქართველოში წარმოშობილი პროდუქციის მთლიან  ღირებულებაში ევროკავშირის არაწევრი ინვესტორი ქვეყნის ნედლეულის წილი რამდენი შეიძლება  იყოს,  ეს ვერცერთ უწყებაში გაარკვიეს. 

"მაგალითად, ავიღოთ ხილის წვენი. იმისთვის, რომ ხილის წვენი საქართველოში წარმოშობილად ჩაითვალოს და ევროკავშირში ექსპორტისას შეღავათებით ისარგებლოს,  მასში არ უნდა იყოს გამოყენებული ე. წ. მესამე ქვეყანაში (ევროკავშირის წევრი ქვეყნის და თურქეთის გარდა ყველა ის ქვეყანა, რომელთანაც ევროკავშირს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება არ აქვს) წარმოებული ხილის წვენი.

თუმცა  DCFTA  მეწარმეს აძლევს  უფლებას, გამოიყენოს მესამე ქვეყანაში წარმოებული შაქარი, მაგრამ ზღვრული რაოდენობით. გამოყენებული შაქრის ფასი  ამ ხილის წვენის ფრანკო-ფასის 30%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ფრანკო-ფასი არის პროდუქციის ფასი, რომელშიც შედის წარმოებისთვის საჭირო ყველა ხარჯი და მოგება, რომელსაც მწარმოებელი პროდუქციის უშუალოდ ქარხნიდან გაყიდვის შემთხვევაში მიიღებს. ამ წესის შესრულება სავალდებულოა  იმ შემთხვევში,  თუ მწარმოებელი, რომელსაც პროდუქციის ევროპაში შეტანა უნდა, პროდუქციის წარმოების დროს მესამე ქვეყნის ნედლეულს იყენებს.

მესამე ქვეყანაში წარმოშობილი ნედლეულის  ღირებულების წილი სხვადასხვა პროდუქტისთვის სხვადასხვაა. იმ შემთხვევაში, თუ გამოყენებული იქნება ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში წარმოებული შაქარი, რომლის წარმოშობაც EUR.1.  სერტიფიკატით იქნება დადასტურებული, ამ წესის დაცვა სავალდებულო არ არის, " - ამბობს ეკონომიკის სამინისტროს  საგარეო ვაჭრობის არასატარიფო რეგულირების სამმართველოს უფროსი  ირაკლი სოხაძე.

EBRD-ის რეგიონალურმა  დირექტორმა, ბრუნო ბალვანერამ www.eugeorgia.info-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მხოლოდ ევროკავშირთან გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება საქართველოსთვის საკმარისი არ არის და ქვეყნამ ანალოგიური სახის ხელშეკრულებები სხვა ქვეყნებთანაც უნდა დადოს: "მე წარმოშობით მექსიკელი ვარ.  მექსიკა დიდი ქვეყანაა და განვითარების სხვა ეტაპზე ვართ, მაგრამ 25-30 წლის წინ ერთ-ერთი, რამაც ძირეული გარდატეხა შეიტანა ქვეყნის განვითარებაში, იყო ის, რომ ხელი მოვაწერეთ  თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას 70 ქვეყანასთან. ამან მოგვცა საშუალება, რომ წარმოება მასშტაბურად გაგვეზარდა.

მაგალითად, ისრაელთანაც  მოვაწერეთ ხელი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ  შეთანხმებას, რომელიც გეოგრაფიულად ძალიან შორსაა ჩვენგან და ძალიან კონკურენტუნარიანი ბაზარია. ამ ხელშეკრულების წყალობით იქ დღეს ავოკადოს ვყიდით. ამდენად, ამოცანაა გავიხსნათ მაქსიმალურად და არა მხოლოდ ახლომდებარე რეგიონებისთვის. რასაკვირველია, რეგიონში ვაჭრობა უმნიშვნელოვანესია -  თქვენ უნდა გახდეთ ე.წ. ჰაბი, ანუ  რეგიონის ლოგისტიკური ცენტრი. თუმცა, ჰაბი საკმარისი არ არის. თქვენთვის ასევე გახსნილი უნდა იყოს სხვა, ალტერნატიული  ბაზრები, მაგალითად, ჩინეთი. ახლა ჩინელებს ღვინო შეუყვარდათ. ადრე ასე არ იყო. დღეს ჩინელები უკვე ბევრ ღვინოს ყიდულობენ".

რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება?  "თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გვაქვს თურქეთთან და დსთ-ს ქვეყნებთან. დსთ-ს  ქვეყნების  ნაწილთან გვაქვს ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ნაწილი კი იფარება დსთ-ს მრავალმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით, რომლის წევრიც საქართველოც არის. დსთ-ს ქვეყნებში პროდუქტის გასატანად გაცილებით უფრო რბილი კრიტერიუმებია დაწესებული – საკითხი არ წყდება იმის მიხედვით, ადგილობრივი წარმოების ღირებულება მთლიან ღირებულებაში რა წილს იკავებს," - აცხადებს მარიამ გაბუნია.

ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ამბობს, რომ 2015 წლის სექტემბერში, საქართველოს ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთანაც, რომელიც 4 ქვეყანას აერთიანებს: ისლანდიას, შვეიცარიას, ნორვეგიასა და ლიხტენშტეინს. ამ ქვეყნებს უკვე აქვთ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირთან. შესაბამისად, საქართველოსთან მსგავსი შეთანხმების შემდეგ "დიაგონალური კუმულაციით" სარგებლობა ამ ქვეყნებთანაც იქნება შესაძლებელი.

გარდა ამისა, საქართველო, შესაძლოა, ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების კონვენციას მიუერთდეს.  საქართველოს ხელისუფლებამ უკვე გაიარა წინასწარი კონსულტაციები კონვენციის წევრ ქვეყნებთან და ევროკომისიასთან. თუ საქართველო ამ კონვენციის წევრი გახდება, კონვენციის წევრ ქვეყნებთან მიმართებაში, ისევე, როგორც თურქეთთან, „დიაგონალური კუმულაციის" პრინციპი ამოქმედდება.

" თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა გვაქვს დსთ-ს ქვეყნებთან, თურქეთთან და ევროკავშირთან. პრაქტიკულად, საქართველო უკვე გახდა ლოჯისტიკური და ენერგეტიკული ჰაბი და ეკონომიკურ პარტნიორებს 1 მლრდ-იან სამომხმარებლო ბაზარზე თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობით წვდომას სთავაზობს. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ  4-რაუნდიანი მოლაპარაკება ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრ ქვეყნებთან, სავარაუდოდ,  სექტემბერში დაიწყება და 2016 წლის ბოლომდე დასრულდება. ამით დავასრულებთ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების გაფორმებას სამეზობლოსა და ევროპის ქვეყნებთან. ამავე თემაზე უკვე დაწყებულია საუბარი აშშ-სთან. თავის მხრივ, აშშ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებას აწარმოებს ევროკავშირთან. ასე, რომ შესაძლოა, საინტერესო სამკუთხედი შეიქმნას. ვფიქრობთ ისეთ ბაზრებზე, როგორებიცაა კანადა და იაპონია, " - ამბობს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი იოსებ ნანობაშვილი,  -  "საქართველოს სამეზობლოსთან ეკონომიკური კავშირების ინტენსიფიკაციის კუთხით, მნიშვნელოვანია ირანის ირგვლივ განვითარებული პროცესები. ჯერჯერობით, პროცესებს ვაკვირდებით. თუმცა, იმედი გვაქვს, რომ ირანისათვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების შესაძლო მოხსნა, რეგიონისათვის, მათ შორის საქართველოსთვისაც ახალ საინვესტიციო და საექსპორტო შესაძლებლობებს გააჩენს. საქართველო შედარებით პატარა ბაზარია. შესაბამისად, უცხოელი ინვესტორების დაინტერესების მთავარი ფოკუსი საქართველოს ტერიტორიისა და ხელსაყრელი ბიზნესგარემოს გამოყენება წარმოადგენს, რათა ჩვენს ქვეყანაში წარმოებული პროდუქცია ზემოხსენებულ 1 მილიარდიან ბაზარზე გავრცელდეს. შედეგი უკვე გვაქვს: საქართველო ჩართულია მასშტაბურ სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებში".

eugeorgia.info მომავალშიც განაგრძობს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების შესახებ მკითხველების ინფორმირებას.

 

 

 

 

 

 

 

წაკითხულია
7048
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე სტატიები არ მოიძებნა


ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

banner
banner
banner