banner
26 ოქტომბერი 2015 | 18:42 გარემოს დაცვა

ტყის ახალი კოდექსის გამოწვევები და რეგულაციები

  ტყის ახალი კოდექსის გამოწვევები და რეგულაციები

ასოცირების ხელშეკრულებით ნაკარნახევი ახალი კანონი უკანონო ჭრას მნიშვნელოვნად შეამცირებს

2016 წელს საქართველოში სატყეო სფეროს მარეგულირებელი ახალი კანონი უნდა ამოქმედდეს. კანონმა ხე-ტყის უკანონო ჭრისა და კორუფციული საქმიანობის პრაქტიკა უნდა აღმოფხვრას იმ ფონზე, როცა გარემოსდაცვითი კანონდარღვევების სრული მონაცემებიდან დაახლოებით 41% ხე-ტყის უკანონო ჭრაზე მოდის. ახალმა კანონმა1999 წელს მიღებული ტყის კოდექსი უნდა ჩაანაცვლოსდა ტყის რესურსის ეკონომიკაში ჩართვასთან ერთად, მისი სოციალური და გარემოსდაცვითი ფუნქციების შესრულებაც უნდა უზრუნველყოს.

საქართველოში ტყე ქვეყნის საერთო ტერიტორიის 38.2%-ს მოიცავს. ტყის 95-98% ბუნებრივი წარმოშობისაა და თითქმის მთლიანად (97.7%) მთის ფერდობებზეა.

2012 წელთან შედარებით, 2013 წელს საქართველოში ტყის მოცულობა 2.3%-ით შემცირდა და ქვეყნის საერთო ტერიტორიის 38.2%-ს, 2,66 მილიონ ჰექტარს მოიცავდა. (2000, 2005, 2010, 2011 წლებში ტყეზე  მოდიოდა ქვეყნის საერთო ტერიტორიის 39.9%).

2013 წელს ტყის ჭრით მიღებული ხე-ტყის მოცულობა 702 137მ3 იყო, უკანონო ჭრით მიღებული მოცულობა კი - 5 2833.  აღსანიშნავია, რომ  2013 წელს ტყის უკანონო ჭრის მონაცემები გაცილებით მცირეა სხვადასხვა წლებში დაფიქსირებულ მოცულობებზე - 2001წ. - 43 287 მ3, 2005წ. - 62 764 მ3, 2008წ. - 21 331 მ3, 2009წ. - 30 684 მ3, 2010წ. - 32 936 მ3, 2011წ. - 7 060 მ3, 2012წ. - 6 104 მ3.

2012 წელს ექსპორტზე 15.3 ათასი აშშ დოლარის ღირებულების დაუმუშავებელი ხე-ტყე გავიდა, საერთო მოცულობით  - 75 მ3. ამავე წელს, დაუმუშავებელი ხე-ტყის იმპორტის საერთო ღირებულება - 5 364.1 ათას აშშ დოლარს შეადგენდა (33 771 მ3), 2013 წელს კი - 2 207.3 ათას აშშ დოლარს.

ტყის ახალი კოდექსის შექმნის ვალდებულება საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებითაა გათვალისწინებული. დოკუმენტის მომზადებაზე პასუხისმგებელი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროა, პროექტს კი მსოფლიო ბანკი, ევროკავშირის ENPI-FLEG-II პროექტი და ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA) აფინანსებს. (საჭიროების შემთხვევაში, დამატებით დაფინანსებას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) უზრუნველყოფს). ტყის ახალი კოდექსი და მთელი საკანონმდებლო ბაზა უნდა დაეფუძნოს 2013 წელს, პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ეროვნულ სატყეო კონცეფციას, რომელმაც ქვეყნის სატყეო დარგის განვითარების ძირითადი  მიმართულება განსაზღვრა.

სატყეო პოლიტიკის სამსხურში განმარტავენ, რომ ევროკავშირის მთავარი მოთხოვნა საქართველოს ტყის მდგრადი მართვის დაწყებას ავალდებულებს. ამასთანავე, დაბალანსებული უნდა იყოს ტყის მდგრადი მართვის სამივე პრინციპი: ეკოლოგიური - არ უნდა მოიჭრას იმაზე მეტი, ვიდრე ბუნებრივი შემატება გვაქვს, ბალანსი აუცილებლად უნდა იყოს დაცული;  ეკონომიკური -  პრიორიტეტული იქნება საქართველოში მოპოვებული მერქნის ადგილზე  გადამუშავებისა და საბოლოო პროდუქტის შექმნის მიმართულება, რამაც უნდა წაახალისოს ეკონომიკა, შექმნას სამუშაო ადგილი მოსახლეობისთვის და დადებითად აისახოს ადგილობრივ წარმოებაზე; სოციალური - სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას საშუალება უნდა ჰქონდეს ჩაერთოს გადაწყვეტილების მიღების, დასაქმების პროცესში; ასევე, აქტიურად მონაწილეობდეს სატყეო მეურნეობის საქმიანობაში.

სატყეო სფეროს მარეგულირებელი ახალი კანონი არაერთ სიახლეს ითვალისწინებს, რომელთგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პრობლემური სოციალური ჭრის (ხეების მოჭრა არაკომერციულ მიზნით - „სოციალური ჭრა“ ტყის კოდექსში 2011 წლის 17 მაისის ცვლილებებით შევიდა) გაუქმებაა.   

როგორც სატყეო პოლიტიკის სამსახურში აცხადებენ, სატყეო დარგში საქართველო 200-300 წლით ჩამორჩება ევროპულ სახელმწიფოებში არსებულ მართვის პრინციპებს, ახალ კოდექსს კი, საქართველოს სატყეო მეურნეობა ევროპულ მიდგომებზე გადაჰყავს. ასევე, ახალ კოდექსს შემოაქვს ტყის აბსოლუტურად განსხვავებული,  სურსათის საერთაშორისო ორგანიზაციის დეფინიციასთან მიახლოებული განმარტებაც, რომლის მიხედვითაც ტყე გეოგრაფიული და ბიოლოგიური მაჩვენებლებით განისაზღვრება. კოდექსის ძალაში შესვლის შემდეგ ახალი აკრძალვები და რეგულაციები ამოქმედდება, რომელთაგანაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი „სოციალური ჭრის“ გაუქმება იქნება:

„ახალი კოდექსი აღარ ცნობს სოციალურ ჭრას. დღეისათვის არსებობს სოციალური ჭრა, რომლითაც სახელმწიფო მოსახლეობას საშეშე და სამასალე მერქნით ამარაგებს. არსებული ფორმა არ ეხმიანება ტყის მდგრადი მართვის პრინციპს და გრძელვადიან პერსპექტივაში მისი ამ ფორმით შენარჩუნება არ შეიძლება. ხშირად სოციალური ჭრის მიღმა გაურკვეველი ინტერესები იკვეთება, რაც აუცილებლად შესაცვლელია. ამისათვისაა საჭირო სატყეო მეურნეობის აღდგენა, რაც თითოეულ მოქალაქეს რესურსების მოხმარებისა და შეძენის თანასწორ პირობებს შეუქმნის“, - აცხადებს სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსი, კარლო ამირგულაშვილი.

როგორც სატყეო პოლიტიკის სამსახურში განმარტავენ, სოციალური ჭრა პრაქტიკაში შემდეგნაირად ხორციელდება: მუნიციპალიტეტი მათ კომლთა სიებს უგზავნის. თითოეულ მოქალაქეს 7მ3 მერქნის მიღების საშუალება აქვს (2013 წლიდან ეს მონაცემი მაღალმთიანი რეგიონების მკვიდრთათვის 7-დან 15 მ3-მდე გაიზარდა). მოქალაქე მიდის ბანკში, იხდის გადასახადს - 6 ლარი - 1მ3-ზე, აძლევენ შესაბამის ქვითარს და უახლოეს ტერიტორიაზე განთავსებულ ტყეკაფში (ტერიტორია, სადაც სოციალური სარგებლობისთვის გამოყოფილი ხეებია მონიშნული) იღებს მისთვის საჭირო მერქანს. სატყეო სამსახურის თანამშრომელი უმზადებს სპეციალურ საბუთს, სადაც აღნიშნულია, რომ მერქანი ლეგალურადაა მოპოვებული და მფლობელს მისი ტრანპორტირებისა და გამოყენების უფლება აქვს.

კარლო ამირგულაშვილის თქმით, 1999 წელს დამტკიცებული ტყის კოდექსი იმდენად გაუმართავი და დამაბნეველია, რომ კანონმდებლობა ტყის სფეროში წლების განმავლობაში გარკვეულ ჩრდილოვან ინტერესებს ერგებოდა. კოდექსმა თავისი ფუნქცია დაკარგა და ის ძირითადი ტვირთი, რაც კანონს უნდა ჰქონოდა, მთავრობის დადგენილებებმა შეითავსა. ტყის ახალი კოდექსის მომზადების პროცესში სამინისტრომ დაიწუნა მაღალი დონის საერთაშორისო ექსპერტის მიერ მომზადებული ტყის ახალი კოდექსის პროექტი იმ მიზეზით, რომ ის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, სატყეო პოლიტიკის სამსახურში აცხადებენ, რომ ევროკავშირის დაფინანსებით და მსოფლიო ბანკის ეგიდით, მოწვეული იყო მსოფლიო სურსათის ორგანიზაციის ექსპერტი, იტალიელი მარია ტერეზა ჩირელი. თევზისა და სამონადირეო მეურნეობებში, ასევე, გარკვეულწილად, სატყეო მიმართულებითაც მას საკანონმდებლო აქტების მომზადების გამოცდილება აქვს, თუმცა კანონპროექტი, რომელიც ამ ექსპერტმა მოამზადა, მთლიანად არ ეხმიანებოდა იმ გამოწვევებსა და დავალებებს, რაც სამინისტროს მისთვის ჰქონდა მიცემული.

„სამუშაო პროცესი ძალიან რთული გამოდგა; მას უნდა შეესწავლა ქართული კანონმდებლობა, რამაც რამდენიმე თვე წაიღო - საქართველოს სატყეო სექტორში მოქმედი ყველა საკანონმდებლო აქტის თარგმნა გახდა საჭირო. შემდეგ, რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამ ქალბატონმა სატყეო დარგში მომუშავე არაერთი ექსპერტის აზრი მოისმინა და მათი კომენტარებიც ასახა; მაგრამ, ძალიან რთული იყო, რომ ტყის ახალი კოდექსის შემუშავების პროცეში მას საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური რეალობა გაეთვალისწინებინა. აქ არ დგას მისი კვალიფიკაციის საკითხი, უბრალოდ რთულია, როდესაც შენს ეროვნულ კანონზე მუშაობა უცხოელ ექსპერტს უწევს. ეს გახდა იმის მიზეზი, რატომაც უცხოელი სპეციალისტი ქართველი ექსპერტებით ჩავანაცვლეთ“, - განმარტავს სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსი.

დღეისათვის ტყის ახალი კოდექსის შექმნაზე ორი ქართველი ექსპერტი - იურისტი და მეტყევე სპეციალისტი მუშაობს, ხოლო სამინისტროში შექმნილია ტყის კოდექსის მაკოორდინირებელი კომისია, რათა ამოცანის შესრულება DCFTA-ით განსაზღვრულ ვადებში მოესწროს - კანონი 2016 წელს უნდა შევიდეს ძალაში.

„ახალმა კოდექსმა, საკანონმდებლო აქტებმა და ზოგადად რეფორმამ იქამდე უნდა მიგვიყვანოს, რომ შემცირდეს უკანონო სარგებლობა, მოსახლეობას ლეგალურად მიუწვდებოდეს ხელი ე.წ. პირველი ხარისხის მერქანზე. ასევე, გრძელვადიან პერსპექტივაში, ადამიანებს აღარ უნდა ჰქონდეთ სახელმწიფო საკუთრებაში უხეშად ჩარევის შესაძლებლობა. ფაქტია, რომ დღეს გაცილებით მეტი ხე იჭრება, ვიდრე შეიძლება რომ იჭრებოდეს. ტყის თითოეულ მცველს ზოგიერთ შემთხვევაში 5-10  ათასი ჰექტარი ტყე აბარია დასაცავად, რაც მოვალეობის ეფექტურად შესრულებას შეუძლებელს ხდის. საგანგაშოა ის ტენდენცია, რომ გარემოს დაცვითი კანონდარღვევების სრული მონაცემებიდან, დაახლოებით 41% ხე-ტყის უკანონო ჭრაზე მოდის“, - ამბობს კარლო ამირგულაშვილი.

სოციალური ჭრის გაუქმებასთან დაკავშირებით,კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელში (CENN) აცხადებენ, რომ საქართველოს ტყეების მთავარი ფუნქცია შეშის წარმოება გახდა, რის გამოც დიდი ეკონომიკური რესურსი ღუმელში იწვება; წლებია ამ კუთხით პრობლემები არსებობს, პრობლემები იქნება წელსაც, თუმცა მომავალი წლისთვის ის უნდა დარეგულირდეს. ასევე, კარგია, რომ ერთი მხრივ იარსებებს ახალი ჩარჩო კანონი, რომელიც სამართლებრივ მხარეს მოაწესრიგებს, ხოლო მეორე მხრივ სახელმწიფომ უკვე უნდა დაიწყოს მზადება მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფის პროგრამისთვის.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ დღეს შეშის მოთხოვნასა და მიწოდებას შორის ბალანსი დარღვეულია. წინასწარი მონაცემებით, შეშაზე მოთხოვნა რამდენჯერმე აღემატება მიწოდებას. მაგალითად, თუ ყოველწლიურად ოფიციალურად 500-700 ათას მ3  საშეშე მერქანი გამოიყოფა, არაოფიციალურად 2 მილიონ მ3-ზე მეტის მოპოვება ხდება. ზოგიერთი ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით კი, მოხმარება 5 მილიონ მ3-საც აღწევს. ეს მონაცემი ცოტათი საეჭვოა, მაგრამ მაინც თუ დავუჯერებთ, გამოდის, განსაზღვრულზე 10-ჯერ მეტი მოცულობის ტყე უკანონოდ იჭრება. ეს ძლიან დიდი ზეწოლაა ტყეებზე და თუ ამ კუთხით არსებული პრობლემები არ მოგვარდა, სხვა მიმართულებით ტყეების განვითარება შეუძლებელია.

CENN-ის გარემოსდაცვითი პროექტების კოორდინატორი რევაზ გეთიაშვილი აღნიშნავს, რომ საუბარია დიდ ეკონომიკურ რესურსზე, საქართველოს ტერიტორიის 40%-ზე, რომელსაც ამ ეტაპზე არანაირი ფინანსური შემოსავალი და ეკონომიკური სარგებელი არ მოაქვს. მისი თქმით, ეს რესურსი გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ მოსახლეობა გათბეს, არადა ეკონომიკაში ჩართვასთან ერთად, გარემოსდაცვით და ეკოლოგიურ ფუნქციებს უნდა ასრულებდეს.

„ეს არის უზარმაზარი ტვირთი, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს ენერგეტიკის სამინისტროსგან ერგო მემკვიდრეობით. საკმაოდ სერიოზული დეფიციტი გაჩნდა და გვინდა თუ არა, ამ დეფიციტის აღმოფხვრა უნდა დავიწყოთ, რადგან ხვალ ამ შეშას ვეღარ მოვიპოვებთ. დღეს ვჭრით ბოლო ხეებს, სადღაც თუ არის დარჩენილი, ხელმისაწვდომ ტერიტორიებზე, შემდეგ იქ ვითარდება ბუნებრივი კატასტროფები და სახელმწიფოს ადგება უზარმაზარი ზიანი. ამ საკითხთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტრომ მყარი პოზიცია უნდა დაიკავოს, რადგან არაერთი სერიოზული წინააღმდეგობის დაძლევა იქნება საჭირო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს“, - აცხადებს რევაზ გეთიაშვილი.

მისივე თქმით, ცვლილებები არ ნიშნავს იმას, რომ ზამთარში მოსახლეობა შეშის, ან ალტერნატიული რესურსის გარეშე უნდა დარჩეს და 2016 წლის ოქტომბერ-ნოემბერში სახელმწიფოს უკვე ექნება მოსათბობი რესურსით უზრუნველყოფის პროგრამა; ეს ვალდებულება საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების შესრულების საგზაო რუკაზეცაა გაწერილი და ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია.

სატყეო პოლიტიკის სამსახურში ტყის ახალი კოდექსით გათვალისწინებულ ახალ  რეგულაციებზეც საუბრობენ:  

პოლიტიკის ზედამხედველობისა და მართვის დაყოფილი ფუნქციები - მართვის ორგანოები მხოლოდ მართვაზე იქნებიან პასუხისმგებელი: ტყის მოვლაზე, აღდგენაზე, მენეჯმენტზე და ამ მენეჯმენტის ფარგლებში ხე-ტყის დამზადებაზე.

მმართველობის ახალი ფორმა - მნიშვნელოვანი როლი დაეკისრებათ მუნიციპალიტეტებს, რომლებსაც გარკვეული პერიოდის შემდეგ თავად მოუწევთ სხვადასხვა მოცულობის ტყის მართვა ახალი კოდექსით დადგენილი - ტყით სარგებლობის ერთიანი წესით. ორგანული კანონის თანახმად, მუნიციპალიტეტები დღეს უკვე მართავენ ადგილობრივი მნიშვნელობის ტყეებს, თუმცა ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის დეფინიციის ზუსტი განსაზღვრა და მუნიციპალიტეტებისთვის გადაცემა არ მომხდარა. ახალი კოდექსით უნდა განისაზღვროს, რა ვადებში და რა სარგებლობით უნდა გადაეცეთ ადგილობრივი მნიშვნელობის ტყე მუნიციპალიტეტებს.

ახალი კოდექსით გათვალისწინებული იქნება, რომ ტყით სარგებლობის ერთიანი წესით ტყეები მართვის ორგანოებმა მართონ და არა ლიცენზიის მფლობელებმა, რადგან ლიცენზიებმა საკმაოდ ცუდი შედეგები მოიტანა. ტყით სარგებლობის ერთიანი წესი საერთო იქნება ყველასათვის - სახელმწიფოსთვის, კერძო მესაკუთრისთვის, სხვა ინსტიტუციებისთვის და ა.შ. ანუ ეს იქნება ამ კოდექსის იმპერატიული მოთხოვნა.

ტყის ფართობებზე, განურჩევლად მესაკუთრისა, იმუშავებენ მხოლოდ პროფესიონალები - მოსაჭრელი მერქნის გამოყოფაზე, მოჭრის, მოთრევისა და დასაწყობების პროცესზე პასუხისმგებელი მეტყევე სპეციალისტი და მისი ზედამხედველობის ქვეშ  მყოფი მუშები იქნებიან. იქიდან გამომდინარე, რომ ტყის სიჯანსაღეზე, განსაკუთრებით კი ისეთი ტყის, როგორიც საქართველოშია ( ტყეების 98%  მთის ტყეა), პირდაპირ არის დამოკიდებული მოსახლეობის კეთილდღეობა, საუბარია ზვავებზე, მეწყერებზე, წყალმოვარდნებზე, ქარსა და ეროზიაზე. ამიტომაც, პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომ ტყეში პროფესიონალი მუშაობდეს (ამ მიმართულებით პროფესიული გადამზადების პროგრამა მომავალი წლიდან დაიწყება).

ტყის საკუთრების არსებითად განსხვავებული ფორმები - ტყის მფლობელი შეიძლება კერძო მესაკუთრეც გახდეს; მაგალითად, ასეთი პირები შესაძლოა აღმოჩნდნენ ის ადამიანები, ვინც, ვთქვათ, რაჭაში, მიატოვეს საკარმიდამო ნაკვეთები და წლების განმავლობაში მათ საკუთრებაში არსებული ფართობები გატყევდა.

მეტი ადამიანის დასაქმება - იმ პირებს, ვინც დღეს ბაზარზე არალეგალურად მოქმედებენ, შეეძლებათ ოფიციალურად დასაქმდნენ ამ სფეროში. განსაკუთრებით ეს ეხება სოფლად მცხოვრებ ადამიანებს, იმიტომ, რომ ძირითდად, მოსახლეობის ეს ნაწილია როგორც ბრაკონიერი, ასევე ლეგალური მუშა-ხელი. ამჟამად თითოეულ სოფელში 5-დან 10 კაცამდე ხე-ტყის დამზადების სფეროშია დასაქმებული. ამ პროცესში ადგილობრივები როგორც ლეგალურად, ასევე არალეგალურად მუშაობენ. სატყეო მეურნეობის აღდგენის შემდეგ ავტომატურად მოხდება ხეების მონიშვნა, დამზადება, დახარისხება და იმ ადგილობრივ მოსახლეს, რომელიც პროცესებში დღეს არალეგალურადაა ჩართული,  ლეგალურად მუშაობის საშუალება ექნება. დასაქმებულთა რაოდენობა ეტაპობრივად უნდა გაიზარდოს, განათლების სამინისტროსთან კი პროფესიული განათლების მოდულების შექმნასა და ამ მიმართულებით პროფესიული სწავლების მომავალი წლიდან დაწყებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

კარლო ამირგულაშვილის თქმით, ტყის ახალი კოდექსი ყველა რაიონის დონეზე სატყეო მეურნეობის აღდგენას, „საქმიანი ეზოების“ არსებობას გულისხმობს - მოსახლეობას აღარ ექნება საჭიროება ლიცენზიის მფლობელისგან ძვირად შეიძინოს მასალა, ან შავ ბაზარზე იყიდოს მერქანი, რომელიც ან იმპორტულია, ან საქართველოში არალეგალურადაა მოჭრილი: „არ მგონია, რომ ცვლილებები ფასს საგრძნობლად აწევს, ან შეამცირებს. სოციალური ჭრის ფენომენის გაუქმების შედეგადმოქალაქეს აღარ ექნება 7 და 15მ3 მოცულობის შეზღუდვა. „საქმიან ეზოში“ მისვლისას მას ადგილზე დახვდება როგორც საშეშე, ასევე სამასალე მერქანი და შეეძლება სასურველი რაოდენობის პროდუქტის შეძენა“, - ამბობს სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსი.   

სატყეო მართვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრისას, არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივაში“ აღნიშნავენ, რომ  1999 წელს, ტყის კოდექსის შემუშავებისა და მიღების პროცესში არც საზოგადოება იყო ჩართული და არც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ხედვა გაუთვალისწინებიათ. ამ პერიოდში, რომელ სახელმწიფო უწყებასაც უფრო ძლიერი „ზურგი“ ჰქონდა, ის იღებდა საბოლოო გადაწყვეტილებას. ამას მოჰყვა, 2002 წელს დამატებითი ხე-ტყის ექსპორტისა და იმპორტის ნებართვის შემოღება, რამაც კორუციული სქემების შედგენა უფრო გაამარტივა.2004-დან 2012 წლამდე სატყეო კანონმდებლობა მუდმივად იცვლებოდა, თუმცა არა უკეთესობისკენ. არც 1999 წელს და არც 2013 წლამდე არ ჩანდა სახელმწიფოს ხედვა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო სატყეო პოლიტიკა. პოლიტიკას განსაზღვრავდა ის ადამიანი, რომელიც კონკრეტულ მომენტში ამა თუ იმ თანამდებობას იკავებდა და გადაწყვეტილებებსაც საკუთარი სურვილის მიხედვით იღებდა.

 „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი, ირაკლი მაჭარაშვილი ამბობს, რომ 2007 წელს დაიწყო რეფორმა, რომლის იდეაც რაც შეიძლება მეტი მოცულობის ტყის კერძო მართვაში გაცემა იყო; დაიწყო გრძელვადიანი ლიცენზიების გაცემაც, მაგრამ მხედველობიდან საერთოდ გამორჩათ ის ფაქტი, რომ ტყეს სოციალური და გარემოს დაცვითი ფუნქციაც აკისრია. შედეგად აღმოჩნდა, რომ არც ამდენი ლიცენზიის მყიდველი არსებობს და მოსახლეობაც დაუკმაყოფილებელია.

„ყველაფერ ამას მოჰყვა ე.წ. სოციალური ჭრის შემოღება, რაც ტყის დეგრადაციის თვალსაზრისით უკან გადადგმული ნაბიჯი იყო. საბოლოოდ, სატყეო რეფორმამ, რომელიც გრძელვადიანი ლიცენზიების გაცემაში გამოიხატებოდა, ქვეყანას ეკონომიკური სარგებელი არ მოუტანა. 2005 წლიდან ეკონომიკის საერთო ზრდის ფონზე სატყეო სექტორის წვლილი მთლიან შიდა პროდუქტში არ გაზრდილა (წყარო: ეროვნული სატყეო სააგენტო) და 2012 წლისათვის მხოლოდ 0.32 %-ს შეადგენდა. გარკვეულწილად შემცირდა პროდუქციის საერთო ღირებულებაც. საბედნიეროდ, 2013 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლითაც დამტკიცდა საქართველოს ეროვნული სატყეო კონცეფცია და დაიწყო ეროვნული სატყეო პროგრამის განხორციელება“, - აცხადებს ირაკლი მაჭარაშვილი.

მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო სპეციალისტებთან ერთად შეთანხმდება ტყის ახალ კოდექსთან დაკავშირებულ საკითხებსა და მის ძირითად მიმართულებებზე:

„ჩვენთვის უცნობია, როგორი იქნება ტყის ახალი კოდექსი, ვინ მუშაობს მასზე. ვიცით, რომ დაქირავებული ჰყავდათ მსოფლიო ბანკის უცხოელი ექსპერტი, რომელმაც რაღაც პროდუქტი შექმნა. მსოფლიო ბანკის ფული არ არის მხოლოდ მსოფლიო ბანკისან საქართველოს მთავრობის ფული, ეს ის თანხაა, რომელსაც მსოფლიო ბანკის წევრი ქვეყნები საქართველოს მოსახლეობას აძლევენ. სად მიდის შემდეგ ეს თანხა? მისი ჰაერში გასროლა არ არის მარტივი საკითხი - ამ ექსპერტმა შექმნა პროდუქტი, რომელიც სამინისტრომ არ გვაჩვენა. ამბობენ, ისეთი სამარცხვინო დოკუმენტია, მისი გამოჩენა არ შეიძლებაო, არადა, უფლება გვაქვს, ვიცოდეთ რა წერია ამ დოკუმენტში. პროცესის გამჭვირვალობა და საზოგადოების მონაწილეობა კი იმის გარანტიაა, რომ 1999 წლის მსგავსად კორუფციისათვის ნაყოფიერი ნიადაგის შემქმნელი სატყეო კანონმდებლობა არ მივიღოთ“, - აღნიშნავს მაჭარაშვილი.

ტყის ახალი კოდექსის პირველადი ვერსიის გასაჯაროება ნოემბრის ბოლოს არის დაგეგმილი.  

 

გიორგი ჭეიშვილი

წაკითხულია
11106
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე სტატიები არ მოიძებნა


ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

banner
banner
banner