banner
27 იანვარი 2016 | 22:04 ინტერვიუ

"თურქეთი ეცდება, ირანთან თანამშრომლობა გააქტიურდეს ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაში კონფლიქტების მოგვარებასა და აბრეშუმის გზის წარმატებით განხორციელებაში“

"თურქეთი ეცდება, ირანთან  თანამშრომლობა  გააქტიურდეს ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაში კონფლიქტების მოგვარებასა და  აბრეშუმის გზის წარმატებით განხორციელებაში“

თურქეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებიდან შვიდი წლის თავზე, ექსპორტისა და ინვესტიციების შემცირების მიზეზები,უცხოელი დიპლომატის თვალით დანახული ქვეყნის ბიზნეს-გარემო, რუსეთ-თურქეთის კონფლიქტისა და ირანის სანქციებისგან გათავისუფლების შედეგები რეგიონის პოლიტიკასა და ეკონომიკაზე - ამ მნიშვნელოვან საკითხებზე  eugeorgia.info თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში,  ლევენთ გუმრუქჩუს, ესაუბრა.

- ერთ-ერთი ყოფილი საქართველოს ელჩი თურქეთში  ჩვენთან  საუბარში აცხადებდა, რომ საქართველო-თურქეთის ურთიერთობები ბოლო დროს  შენელდა და ძველებური ინტენსივობით აღარ გამოირჩევა,  თქვენი როგორ შეაფასებდით ამ მოსაზრებას?

- ვერ დავეთანხმები,  ჩვენი ურთერთობები ღრმა და დივერსიფიცირებულია, რომელიც სისტემატურ განვითარებას ეფუძნება.  რა თქმა უნდა,  იყო  წლები, როდესაც უფრო მეტად ვაქტიურობდით, მაგალითად, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერის, ან ახალი პროექტების  შემუშავების დროს, მაგრამ ეს ბუნებრივია: როცა ურთიერთობები პიკს აღწევს, რთულია, მუდმივი სიახლით უზრუნველყო. რაც შეეხება სამთავრობო ვიზიტების რაოდენობას, ვაღიარებთ, რომ  სხვა წლებთან შედარებით გასული წელი შედარებით ნაკლებად დატვირთული იყო, რაც თურქეთში მიმდინარე არჩევნებს უკავშირდება - 2015 წელს ორი არჩევნები ჩავატარეთ, პოლიტიკოსები ძალიან დაკავებულნი იყვნენ, საარჩევნო კამპანიებს ატარებდნენ და ორიენტირებული იყვნენ შიდა საკითხებზე. თუმცა, ვფიქრობ, წლევანდელი წელი გაცილებით დინამიური იქნებ ა- უკვე  გადაწყვეტილია, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისს თებერვლის შუა რიცხვებში ესტუმრება;  დაახლოებით, ორ თვეში იგეგმება სამმხრივი შეხვედრები  საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო, ეკონომიკისა და ტრანსპორტის მინისტრებს შორის, ამასთანავე, დღის წესრიგშია მაღალ დონეზე ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი შეხვედრა.  დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე  გადაწყდა, რომ მარტის  ბოლოს, ან აპრილის დასაწყისში სტამბულში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს  თურქი კოლეგა აჰმედ დავით-ოღლუ უმასპინძლებს. არცთუ დიდი ხნის წინ ჩვენი  ვაჭრობის მინისტრი  ბათუმში ჩავიდა (ეს მისთვისაც პირველი ვიზიტი იყო უცხოეთში). ქართველ კოლეგასთან ერთად  მოინახულა სარფის საბაჟო-საკონტროლო გამშვები პუნქტი, რომელსაც ორივე ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სარფის საბაჟოს ყოველწლიურად ორივე მხრიდან 6 მილიონი ადამიანი კვეთს და სხვა პუნქტებთან შედარებით თურქეთისთვის  მგზავრთა გადაკვეთის რაოდენობით  პირველ ადგილზეა, ეს უფრო მეტია, ვიდრე კაპულე, სტამბული და ანტალია, წარმოგიდგენიათ?  საქართველო  თურქეთის კარიბჭეა აღმოსავლეთში, მისი მეშვეობით ვუკავშირდებით აზერბაიჯანსა და ცენტრალურ აზიას. ჩვენ არა მხოლოდ თავისუფალი სავიზო მიმოსვლა გვაქვს, არამედ მოქალაქეებისგან პასპორტსაც კი არ ვითხოვთ. ამ მხრივ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა თურქეთისთვის, ჩრდილოეთ კვიპროსთან ერთად. ასევე აღსანიშნავია ბათუმის აეროპორტი, რომლითაც ორივე ქვეყანა თანაბრად სარგებლობს. ასეთი თანამშრომლობის მაგალითი მხოლოდ ერთია მსოფლიოში - საფრანგეთსა და შვეიცარიას შორის.  არსებობს აგრეთვე ეკონომიკური ურთიერთობების დიდი პოტენციალი თურქეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც ძალაში 2008 წელს შევიდა.  

- თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ახსენეთ,  მისი გაფორმებიდან შვიდ წელზე მეტი გავიდა, თუმცა, როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, საქართველოდან ექსპორტი პრაქტიკულად  არ გაზრდილა - 171 მილიონი დოლარიდან  186 მილიონ დოლარს მიაღწია. სამაგიეროდ, იმპორტი გაორმაგდა და მილიარდ 330 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ხშირად ქართველი მეწარმეები ჩივიან, რომ ხელშეკრულება ასიმეტრიული იყო და თურქეთში პროდუქციის შეტანისას  ბევრი ბიუროკრატიული ბარიერი ხვდებათ. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?

- ვაჭრობა  ორ ქვეყანას შორის, როგორც წესი, მთავრობაზე  დამოკიდებული არ არის. მთავრობის როლი მხოლოდ მისი რეგულირება და გაიოლებაა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნით. შემდეგ ყველაფერი უკვე  კონკრეტული კომერციული ორგანიზაციების  საქმიანობაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შეძლებენ არსებული შესაძლებლობების გამოყენებას. ჩვენ სამთავრობო დონეზე დავდეთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ორმხრივი შეთანხმება ბიზნესების დაცვასა და ხელშეწყობაზე, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულება, ჯერი ახლა უკვე კერძო სექტორზეა. ვხედავთ, რომ ვაჭრობაში დიდი დისბალანსია, რომ თურქეთი უფრო მეტ ექსპორტს ახორციელებს, ვიდრე საქართველო. ბევრი წელი გავიდა, კარგი დროა, რომ ხელშეკრულების შედეგები  გადაიხედოს, რა გაკეთდა, რა არ გაკეთდა.  რაც დანამდვილებით შემიძლია ვთქვა - საქართველოდან ექსპორტის განგებ შესამცირებლად თურქეთში არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.  ჩვენ გვსურს,  ეს ხელშეკრულება ორივე მხრისთვის ხელსაყრელი იყოს, თუმცა, საქართველოს სხვა ქვეყნებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში ვერ ჩავაყენებთ, რადგან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრები ვართ. საქართველოს ეკონომიკური განვითარება  ჩვენთვის მნიშვნელოვანია და დახმარებისთვის მზად ვართ.

- თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ძირითად სარგებლად საქართველოს მთავრობა  თურქეთიდან  ინვესტიციების  ზრდას ასახელებდა. მართლაც, პირველ წელს მათი მოცულობა 60%-ით გაიზარდა და 165 მილიონ დოლარს მიაღწია, თუმცა, წლების განმავლობაში თანდათან  შემცირდა, რა იყო ამის მიზეზი?

- დიახ, ინვესტიციები გარკვეულწილად შემცირდა, რაც  უმეტესად  რეგიონსა და, ზოგადად, მსოფლიოში  არსებულმა  პოლიტიკურ-ეკონომიკურმა კრიზისმა განაპირობა, განსაკუთრებით ბოლო დროს უკრაინა- რუსეთისა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებმა. შეხედეთ აზერბაიჯანს, ვალუტის როგორი დევალვაციაა ამ ქვეყანაში, ან -რუსეთს, ჩვენც - თურქეთი და საქართველო - ამ კრიზისის გავლენას განვიცდით.

- ანუ,  ინვესტიციების კლება მხოლოდ რეგიონში მიმდინარე პროცესების ბრალია?  რამდენად კმაყოფილნი არიან თურქი საქმოსნები  საქართველოში არსებული ბიზნესგარემოთი?

- თურქული ინვესტიციების განხორციელებისთვის სერიოზულ პრობლემებს საქართველოში ვერ ვხედავ. რა თქმა უნდა, დროდადრო ბიზნესმენები ჩივიან გარკვეულ გარემოებებსა და  კანონმდებლობაზე, მაგრამ ეს ნორმალურია, რადგან კერძო სექტორი ყოველთვის უფრო მეტს ითხოვს. შემიძლია, ვთქვა, რომ  თქვენი მთავრობა  მათ მოთხოვნებს  საკმაოდ გულისყურით ეკიდება. თურქეთისთვის,  აზერბაიჯანისა თუ რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის საქართველო კარგი ადგილია  ინვესტირებისთვის, რადგან გეოგრაფიულად  ახლოსაა, ორივე მხრიდან  უკვე მაღალია  ცნობადობა და ნდობა.  თუმცა, ყველა სახელმწიფო, რამდენად განვითარებულიც არ უნდა იყოს, საჭიროებს უცხოურ ინვესტიციებს. დღეს კი, განსაკუთრებით, მთელ მსოფლიოში   მათ მოსაპოვებლად კონკურენცია სულ უფრო  მძაფრდება, ალბათ,  საქართველო უფრო მეტად უნდა გააქტიურდეს არა მხოლოდ თურქეთში, არამედ სხვა ქვეყნებში,  დაინტერესებულ პირებს  გააცნოს  ბიზნესის  წარმოების შესაძლებლობები, ხელსაყრელი გარემო, ორგანიზება მოახდინოს ბიზესფორუმების,  ე,წ, როუდშოუების თუნდაც თურქეთში, არა მხოლოდ ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიც სტამბული, ანკარა, თუ იზმირია, არამედ  ბურსაში, გაზიანტეპში, ადანაში, დენიზლისა , თუ ქაიზერში. ანუ, ქალაქებში, სადაც ინდუსტრიაა განვითარებული,  ბიზნესმენები კი  ქვეყნის გარეთ ინვესტიციების ჩადების შესაძლებლობებს ეძებენ, მათთვის საქართველო კარგი სამიზნე იქნება.    

- ეკონომიკის რომელი სექტორებია მიმზიდველი თურქი ინვესტორებისთვის საქართველოში?

- რა თქმა უნდა ენერგეტიკა, განსაკუთრებით დიდი პოტენციალია ჰიდროენერგეტიკაში,  ბევრმა თურქულმა კომპანიამ უკვე მოახდინა ინვესტირება ჰესების მშენებლობაში, ნაწილი  მოკვლევის სტადიაშია. კარგი პერსპექტივა გაქვთ ქარის ენერგიის გამოყენების კუთხით. თურქი ინვესტორები არანაკლებ ინტერესს იჩენენ ტურიზმის მისამართით და არა მხოლოდ ბათუმში, არამედ გუდაურში, ბაკურიანსა და სხვა დანიშნულების ადგილებში.

- კონკრეტული პროექტები თუ შეგიძლიათ, რომ  დაგვისახელოთ,  სად იგეგმება მათი განხორციელება, ინვესტიციების სავარაუდო მოცულობა?   

- ბევრგან გეგმავენ, მაგრამ არ მინდა, ჯერჯერობით, დავასახელო.  დიდი ინტერესია ტექსტილის სფეროში, ამ ბიზნესის საწარმოებლად საქართველოში საკმაოდ კარგი პირობებია, რადგან  იაფი და კვალიფიციური მუშახელია.  გარდა ამისა, თქვენს ქვეყანას  კარგი პერსპექტივები აქვს ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გამო.  ჩვენ უკვე გვაქვს  ევროკავშირთან საბაჟო კავშირი, თუმცა, მოქმედებს გარკვეული ქვოტები და ლიმიტები, ბევრი პოზიცი კი  უკვე ათვისებულია, შესაბამისად, საქართველო თურქულ კომპანიებისთვის ახალი შესაძლებლობებს ქმნის.

- უკვე ორი წელია, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში თურქეთსა და საქართველოს შორის დიაგონალური კუმულაციის შეთანხმებაზე  მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამ დებულების მიხედვით, თურქულ ნედლეულის გამოყენებით საქართველოში წარმოებული პროდუქცია  ევროკავშირში  ექსპორტირებისას  ბაჟისგან თავისუფლდება. თუმცა, ეს პროცესი ჭიანურდება, რა არის მიზეზი?

- არ მგონია, რომ ამისთვის დამატებითი ხელშეკრულების დადებაა საჭირო, თუმცა, თუ ეს  საჭიროება მაინც არსებობს,  ჩვენ  მზად ვართ  საკითხის განსახილველად, თუნდაც გაზაფხულზე დაგეგმილი  სამმხრივი ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში.

- არანაკლებ მნიშვნელოვანია რუსეთ-თურქეთის კონფლიქტს რეგიონის, მათ შორის, საქართველოსთვის. როგორ აისახა რუსეთის სანქციები თქვენი ქვეყნის ეკონომიკაზე?

- მომავალში, ალბათ, უკეთესად გამოჩნდება, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ მკვეთრად გამოხატული უარყოფითი შედეგები მივიღეთ. თურქეთის ექსპორტი წელიწადში ას მილიარდს დოლარს  აჭარბებს, აქედან რუსეთში - მხოლოდ 6 მილიარდ დოლარს აღწევს. სანქციები დაწესდა უმეტესად სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე, ჩვენი ძირითადი საექსპორტო საქონელი  კი ტექნიკაა. რაც შეეხება თურქულ ინვესტიციებს, ჩვენს ბიზნესმენებს შეუძლიათ, თავისუფლად გადაიტანონ  სხვა ქვეყნებში, თუმცა, ეს რუსეთს არანაკლებ ზიანს მიაყენებს. კიდევ ერთი სექტორი, რომელიც, სავარაუდოდ, უარყოფით გავლენას განიცდის - ტურიზმია.  ყოველწლიურად, სულ მცირე, 3 მილიონ რუს  ტურისტს  ვმასპინძლობდით. ვიზიტორთა სიმრავლით ჩვენთვის რუსეთი გერმანიის შემდეგ მეორე ადგილზეა. მაგრამ ისიც უნდა აღნიშნოს, რომ  თურქეთს ყოველწლიურად 40 მილიონი უცხოელი სტუმრობს. ამავე დროს,  მთავრობა და ტურისტული კომპანიები ბაზრების დივერსიფიცირებისთვის გარკვეულ ღონისძიებებს უკვე იღებენ.  რაღა თქმა უნდა, არ გვსურს,  რომ კონფლიქტი გაგრძელდეს - ამით არა მთავრობები, არამედ  უბრალო ხალხი ზარალდება  და ეს უსამართლობაა. ვითვალისწინებთ, რა  რუსეთის დამოკიდებულებასა  და განცხადებებს,  არ გვაქვს ილუზია, რომ ურთიერთობები ჩვეულ კალაპოტს მალე დაუბრუნდება, თუმცა, თურქეთი ცდილობს, სიტუაციის განმუხტვას მოთმინებით დაელოდოს.

- თურქეთი რუსეთთან ენერგეტიკის სექტორშიც აქტიურად  თანამშრომლობდა...

- რუსეთისგან ყოველწლიურად 15-16 მილიარდი დოლარის ღირებულების გაზს და ნავთობს ვყიდულობთ, მათთვის თურქეთი გერმანიის შემდეგ  ბუნებრივი აირის სიდიდით მეორე  ბაზარია. შესაბამისად,  ენერგეტიკის სექტორი სანქციების მიღმა აღმოჩნდა და ამით ძალიან  კმაყოფილნი ვართ. საერთო ჯამში,  ენერგომატარებლების ეკონომიკურ იარაღად გამოყენება  გრძელვადიან პერსპექტივაში არა მხოლოდ მიმღებ ქვეყანას, არამედ მომწოდებელს უფრო მეტ ზიანს აყენებს, რადგან საერთაშორისო ბაზარზე სანდოობას ჰკარგავს.

- რაც შეეხება ატომურ ელექტროსადგურის პროექტს, რომელსაც თურქეთი რუსეთთან ერთად  ახორციელებს?

- ატომური ელექტროსადგური, რომელსაც შეთანხმების მიხედვით, რუსეთი აშენებდა,  სანქციებს არ დაექვემდებარა:  პროექტი  დაგეგმილ ვადებში მიმდინარეობს.  ეს სერიოზული ინცესტიციაა არა მხოლოდ ფულის მოცულობის თვალსაზრისით, არამედ იმიტომ, რომ თურქეთში პირველი ატომური ელექტროსადგურია. ჩვენ ნდობას ვუცხადებთ რუს პარტნიორებს. ამასთანავე,  პროექტი გვაძლევს საშუალებას, ამ რთულ პერიოდში ერთად ვიმუშავოთ და მომაცალში ურთიერთობის დარეგულირების  იმედი გვქონდეს.

- დასავლეთი ირანს სანქციებს უხსნის,  რეგიონში ახალი მოთამაშე  აქტიურდება, როგორია თურქეთის პოზიცია, როგორ შეიცვლება ძალთა ბალანსი არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური კონფლიქტების ფონზე?

- რაც შეეხება პოლიტიკურ საკითხს,  ანუ, ირანის ბირთვულ პროგრამას: საკმაოდ გვაშფოთებდა მისი კონფლიქტური გზით გადაწყვეტის პერსპექტივა, ამის  დიდი წინააღმდეგი ვიყავით, არ გვინდა ახალი კონფლიქტი რეგიონში, სადაც ისედაც დაძაბული მდგომარეობაა. თურქეთი ძალიან აქტიურად იყო ჩართული „ხუთს პლუს ერთის“ ფორმატით მოლაპარაკებებში.  მისასალმებელია, რომ  პრობლემა მშვიდობიანად მოგვარდა.  ეკონომიკური კუთხით, მოხარულები ვართ, რომ ირანი სანქციებისგან, თუნდაც ნაწილობრივ, მაგრამ თავისუფლდება. ეს ქვეყანა მსოფლიო ენერგობაზარს დაუბრუნდება და არა მხოლოდ მსხვილი ექსპორტიორი იქნება, არამედ  მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოთამაშეც. ჩვენს ქვეყნებს შორის  დამყარებულია  ხანგრძლივი სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობები.   ვიმედოვნებთ, რომ  ემბარგოს მოხსნა ორმხრივ ურთიერთობებში ბუმს გამოიწვევს. ირანი უფრო ძლიერი პარტიორი იქნება, ჩვენ მისგან ვყიდულობთ  გაზსა და ნავთობს,  შესაბამისად, დივერსიფიკაციის მეტი საშუალება გვექნება.

- მაგრამ, როგორც ცნობილია, ირანულ  ენერგომატარებლებში საკმაოდ ძვირს იხდით, რის გამოც საერთაშორისო დავაშიც ჩაერთეთ...

- დიახ, მაგრამ ირანი ბაზრის რეალობასთან ადაპტირებას შეძლებს. დღეს ნავთობის გაიაფების  ტენდენციაა, გაზის ფასებიც დაბლა მოდის. მალე დავინახავთ ირანს ახალი საფასო სტრატეგიით.  ჩვენ ერთმანეთს შევავსებთ. ირანს უკვე ვხედავთ არა როგორც იზოლირებულ  ქვეყანას, არამედ  მოთამაშეს, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს. ვიმედოვნებთ, რომ  კონფლიქტების გადაჭრის პროცესში ახალი პოზიციით საკუთარ  თავს კონსტრუქციულად წარმოაჩენს. თურქეთი კომუნიკაციის ყველა საშუალებას გამოიყენებს, რომ  მასთან ერთად თანამშრომლობა  გააქტიურდეს  კონფლიქტების მოგვარებაში სირიიდან დაწყებული, ერაყში, იემენში, ლიბანსა და კავკასიაში, ასევე აბრეშუმის გზის პროექტის წარმატებით განხორციელებაში.

- ანუ, რეგიონში დიდ სახელმწიფოთა შორის კონკურენცია არ გამძაფრდება?

- ჩვენ არ გვეშინია კონკურენციის, ეკონომიკაში კონკურენცია ყოველთვის კარგია, რადგან მას მოაქვს უკეთესი ხარისხი და ფასი,  გაიძულებს ბევრი იმუშავო შენს პროდუქციის დასახვეწად.  თურქეთს არ აქვს თავისი ნავთობი და გაზი, როგორც ბევრ მეზობელ ქვეყანას, მაგრამ ახლო აღმოსავლეთსა და შავიზღვისპირეთში ერთ-ერთი ყველაზე  განვითარებული  ინდუსტრია აქვს.  რაც შეეხება პოლიტიკურ კონკურენციას, ყველა ქვეყანა ერთნაირი რისკისა და საფრთხეების წინაშე დგას, არავის აქვს იმუნიტეტი.  ამიტომ არა კონკურენციასა და კონფრონტაციაზე უნდა ვიფიქროთ, არამედ საერთო მიზნისთვის თანამშრომლობაზე.


ბელა ნოზაძე

წაკითხულია
4259
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე სტატიები არ მოიძებნა


ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

banner
banner
banner