ევროკავშირში საექსპორტო პოტენციალის ასათვისებლად ახალი უწყება შეიქმნა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ევროკავშირსა და ევროპის სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახური შეიქმნა, - ბრძანება ამის თაობაზე ეკონომიკური განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე გასცა.
ახალი უწყების ძირითადი საქმიანობა ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ასათვისებლად ევროპის ქვეყნების ბაზრების შესწავლა, მათთან სავაჭრო ბრუნვის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება იქნება.
ამავე დროს სამსახური ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობაში მყოფ ბიზნესოპერატორებს კონსულტაციებს გაუწევს, მათი საჭიროებების და პრობლემების იდენტიფიცირებას და კომპეტენციის შესაბამისად რეაგირებასაც მოახდენს. დაინტერებულ მეწარმეებს კი სავაჭრო შეღავათების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. ამასთან, დაეხმარება მათ ევროპის ქვეყნების მარკეტინგულ კომპანიებთან და ბიზნეს-ოპერატორებთან კონტაქტების დამყარებაში.
სამსახური ევროპაში ქართველ ექსპორტიორებზე ინფორმაციას მოაგროვებს, აღრიცხავს და მათ კატეგორიზაციას განახორციელებს საქმიანობის სფეროს, ზომის და სხვა მახასიათებლების მიხედვით;
უწყება ევროკავშირთან და ევროპის სხვა ქვეყნებთან ორმხრივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომების ორგანიზებას, დელეგაციები სვიზიტებისათვის სასაუბროების მომზადებასა და დიპლომატიურ კორპუსთანთანამშრომლობა გეგმავს.
ბელა ნოზაძე