banner
21 აპრილი 2016 | 16:26 ეკონომიკა

მიწის კანონმდებლობა, ფინანსები, გადასახადები და ლოგისტიკა - ექსპორტიორების მთავარი გამოწვევაა

მიწის კანონმდებლობა, ფინანსები, გადასახადები და ლოგისტიკა - ექსპორტიორების მთავარი გამოწვევაა

ევროკავშირის ბაზარი 2014 წლის პირველი სექტემბრიდან გაიხსნა, თუმცა ქართველი მეწარმეები DCFTA -ს (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო) შესაძლებლობების უმცირეს ნაწილს იყენებენ. ევროკავშირის სამომხმარებლო ბაზრის ათვისება, ერთის მხრივ, ქვეყნის სტარატეგიული მიმართულებაა, მაგრამ ამავე დროს ევროკავშირში ექსპორტიორები განსაკუთრებული საგადასახადო შეღავათებით არ სარგებლობენ. ამ ჯგუფის გამორჩეულად წახალისება ხელისუფლების მხრიდან ჯერჯერობით დღის წესრიგშიც არ დგას.

ევროკავშირის მაღალანაზღაურებადი მომხმარებლებისთვის პროდუქცის მიყიდვას სუპერსახელმწიფოებთან ერთად სხვა განვითარებული ქვეყნებიც ცდილობენ. სწორედ ამიტომ ამ ყველაზე სასურველ ბაზარზე დიდი კონკურენციაა. ზოგიერთმა ქართველმა ექსპორტიორმა საკუთარი ძალებით ევროკავშირის ბაზარზე შეღწევა მოახერხა, მაგრამ იქ დამკვიდრება ურთულესი საქმეა. ევროკავშირში ექსპორტიორ ქართულ კომპანიებს ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან საჭირო მყარი უცხოური ვალუტა შემოაქვთ, თუმცა, ექსპორტიორების აზრით, ამ ძალისხმევას ხელისუფლება ადეკვატურად არ პასუხობს.

2004 წელს შემოსავლების სამსახურში მისული დამწყები მეწარმის განაცხადი არასერიოზულად აღიქვეს და ურჩიეს, რომ უარი ეთქვა იურიდიული პირის რეგისტრაციაზე და საქმიანობა როგორც ფიზიკურ პირს ისე გაეგრძელებინა. მიზანდასახულმა მეწარმემ მაშინ მაინც თავისი გაიტანა და 4 აგვისტოს ინდივიდუალური მეწარმე იაგო ბიტარიშვილის საფირმო სახელწოდებით დაარეგისტრირა. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მცხეთის რაიონის, სოფელ ჩარდახში დაყენებული ნატურალური ქვევრის ღინო ინგლისის ძალიან ცნობილი სასტუმროების The Ritz London ქსელის მენიუში მოხვდებოდა.  

ამ ქსელში მამა-პაპისეულ ორ ჰექტარზე გაშენებულ ვენახში მოყვანილი და ტრადიცული მეთოდით დაწურული იაგოს ღვინის ფასი ქართული ღვინისთვის უპრეცენდენტოდ მაღალი იქნება. ერთი ბოთლი 250 ლარის შესაბამისი გირვანქა სტერლინგი  (დღევანდელი კურსით 77,5 GBP ).  

თუმცა მხოლოდ ეს არ არის ჩარდახელი მეწარმის ერადერთი მიღწევა. ბევრისთვის უკვე ცნობილია, რომ ბიტარიშვილი ღვინოს ტრადიცული ღვინის ბაზრების (საფრენგეთი, იტალია) გარდა ევროპულ და არაევროპულ ბაზრებზეც ჰყიდის (აშშ, იაპონია, სლოვენია, დანია, ფინეთი, ბელგია).

ასეთი შთამბეჭდავი წარმატებების მიუხედავად, ბიტარიშვილი www.eugeorgia.info -სთან აღნიშნავს, რომ გარკვეული სირთულეების წინაშე მაინც დგას. დიდი ძალისხმევის შედეგან, მან შეძლო ევროკავშირის და სხვა დიდ ბაზრებზე მოხვედრა, მაგრამ საგადასახადო ვალდებულებების დაძლევა, მისი ყველაზე აქტუალური გამოწვევაა. მეღვინე იხსენებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების გადახდისთვის თითქმის ყოველთვის საბანკო კრედიტს იღებს. მისი აზრით, კარგი იქნება, რომ სახელმწიფო ევროკავშირში ექსპორტიორების წახალისებისთვის საგადასახადო ტვირთს უფრო მეტად შეარბილებდეს: „გადასახადები მძიმე არ არის, მაგრამ უფრო მეტი ხელშეწყობა იქნებოდა თუ საექსპორტო პროდუქციაზე საგადასახადო კუთხით დამატებითი შეღავათი გაჩნდებოდა. ამჟამად დღგ მოხსნილია და პრინციბში ეს შეღავათია. მაგრამ, როგორც მაგალითად რეინვესტირების შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ გადასახადი საერთოდ არ გადაიხადო, საქსპორტო პროდუქციაზე შეიძლება სულ არა, მაგრამ რაღაც შეღავათი  კიდევ გაკეთდეს იმისთვის, რომ მეწარმე უფრო მეტად მოტივირებული გავხადოთ. ექსპორტი ხომ ქვეყნის ინტერესშია“.

ეკონომიკის დოქტორი ნათია კუტივაძე აცხადებს, რომ ქვეყნის გამოწვევებიდან გამომდინარე დასაშვებია ევროკავშირში ექსპორტიორებს პრიორიტეტი მიენიჭოთ და გადასახადები შეუმცირდეთ: „რა თქმა უნდა, შეიძლება პოლიტიკის პრიორიტეტებში შედიოდეს ევროკავშირში ექსპორტიორი კომპანიების წახალისება და მათთვის საგადასახადო კუთხით საშეღავათო რეჟიმის დაწესება“.

იმის გასარკვევად, კიდევ რა პრობლემები აქვთ ექსპორტიორებს,  www.eugeorgia.info -მ  რამდენიმე კომპანიის წარმომადგენელი გამოკითხა. გაირკვა, რომ საგადასახადო ტვირთის გარდა ექსპორტიორებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და ლოგისტიკის საკითხები აწუხებთ. ზოგიერთს კი მეწილე პარტნიორად უცხეთის მოქალაქის შემოყვანასთან დაკავშირებული ბიუროკრატიული პრობლემები აფერხებს.

ზუგდიდის რაიონში დაფუძნებული კომპანია „ნერგეტა“ რამდენიმე წელია გერმანულ სუპერმარკეტების ქსელ lidl-ს მაღალხარისხიანი კივით ამარაგებს. ეს კომპანია კივის პლანტაციების გარდა 170 ჰექტარ მიწის ნაკვეთს ფლობს, თუმცა წარმოების გაფართოებას ქართული კანონმდებლობაში წარმოშობილი ხარვეზების გამო ვერ ახერხებს. კომპანიას მოძიებული ჰყავს გერმანელი პარტნიორი, რომელიც ინვესტირებას გეგმავს, თუმცა შესაძლოა საჯარო რეესტრმა კომპანიის მეწილედ არ დაარეგისტრიროს. 2013 წელს მიწის გასხვისებაზე მორატორიუმი გამოცხადდა, რის საფუძველზეც აიკრძალა უცხოეთის მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების შეძენა.  საკონსტუტიო სასამართლოს გადაწყვეტილებით 2015 წლიდან მორატორიუმი გაუქმდა, თუმცა არ არსებობს წინასწარ ცნობილი კრიტერიუმები, რის მიხედვითაც, უცხოელს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენის უფლება აქვს ან უარს ეტყვიან.

„უცხოელებზე მიწის გაყიდვა ან მეწილედ შემოყვანა აკრძალული ოფიციალურად არ არის, თუმცა არაოფიციალურად მორატორიუმი როგორც ჩანს ისევ გრძელდება. ვცდილობთ საჯარო რეესტრში გავარკვიოთ კრიტერიუმები, რაც უნდა დააკმაყოფილოს ჩვენმა გერმანელმა პარტნიორმა, რომ მეწილედ შემოვიყვანოთ. რეესტრში დაზუსტებით ვერ გვეუბნებიან, ამიტომ ჩვენ ჯერ თავს ვიკავებთ ჩვენი პარტნიორის ჩამოყვანაზე. არ გვინდა ადამიანი საქმისთვის ჩამოვივანოთ და მერე გაუგებრობაში აღმოვჩნდეთ“, - ამბობს „ნერგეტა“-ს დამფუძნებელი კოტე ვეკუა.

www.eugeorgia.info უცხოეთის მოქალაქეებზე მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის კონსულტანტ ციცი ღიბრაძეს ესაუბრა:
„- დაარეგისტრირებს თუ არა საჯარო რეესტრი მეწილედ უცხოეთის მოქალაქეს იმ კომპანიის მეწილედ, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს ფლობს?

წილის ნასყიდობასთან დაკავშირებული შეზღუდვა უცხოეთის მოქალაქეებისთვის არ არსებობს. მე ასე დაზუსტებით ვერ გეტყვით საჯარო რეესტრის რეგისტრატორი ამას როგორ განიხილავს. შეზღუდვის პრაქტიკა ამასთან დაკავშირებით მე არ მქონია. ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია რისკის ქვეშ ჩაიგდებთ თუ არა თავს და შემოიტან თუ არა განცხადებას, რა გადაწყვეტილებას მიიღებს რეგისტრატორი, წინასწარ ზუსტად ვერ გეცოდინებათ.

- წინასწარ თუ არის დადგენილი კრიტერიუმები რაზე დაყრდნობითაც რეგისტრატორი გადაწყვეტილებას იღებს?

ეს არის ინდივიდუალური მიდგომა. რეგისტრატორი თვითონ საზღვრავს. მან შეიძლება ყურადღება მიაქციოს ქვეყანას, რომელი ქვეყნის მოქალაქეა, მის დამსახურებას და ა.შ. კრიტერიუმები ჩამოწერილი არც არსად არის და არც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, ამიტომ არ შემიძლია, რომ ამასთან დაკავშირებით კონსულტაცია გავწიო. მაგრამ მე რაც ვიცი, საკითხი ისე არ დგას, რომ უცხოელმა წილი ვერ გადაიფორმოს.

- ჩვენ გვაინტერესებს წილის გადაფორმა იმ შემთხვევაში, როდესაც კონპანია ფლობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს.

გასაგებია, მაგრამ ხომ შეიძლება ეგრე ბევრი კომპანაი ფლობდეს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს და პრაქტიკაში არ მქონია ეგ შემთხვევა მე და კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ვერ დაგიდასტურებთ აღნიშნულს ვერც ისე, ვერც ასე. კანონმდებლობით შეზღუდვა არ გვაქვს, რეგისტრატორები უკვე როგორ განიხილავენ, სამწუხაროდ, ამაზე დაზუსტებულ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, ვერც ვერავინ ვერ მოგაწვდის. განცხადებიდან გამომდინარე ყველაფერი ინდივიდუალურად და დოკუმენტურად მოწმდება“.

ქართული ექსპორტიორების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ლოგისტიკაა. კომპანიები ძირითადად მცირე რაოდენობის პროდუქციას აწარმოებენ და საკუთარი პროდუქტით კონტეინერების შევსების პრობლემა აქვთ. ტრანსპორტირების პრობლებიდან ორი გამოსავალია: ან რამდენიმე მეწარმე გაერთიანდეს და შეკრიბონ ტვირთები ან ნახევრად შეავსონ კონტეინერი და ტრანსპორტირება გაუძვირდეთ.

ექსპორტიორების აზრით, მალფუჭებადი პროდუქციის მწარმოებელი კომპანიებისთვის ყველაზე ხელსაყრელი საჰაერო გადაზიდვებია. www.eugeorgia.info დაინტერესდა მუშობს თუ არა ეკონომიკის სამინისტრო  ქუთაისის აეროპორტიდან ტვირთების პოტენციურად იაფად გადაზიდვის შესაძლებლობების გამოყენებაზე. ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობის დეპარტამენტის უფროსი მარიამ გაბუნია www.eugeorgia.info-სთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ გადაზიდვების პრობლების მოგვარებაში სახელმწიფოს როლი მინიმალურია და თავად კერძო ბიზნესმა უნდა შეძლოს კონსოლიდირება: „ლოგისტიკას რაც შეეხება, სახელმწიფოს მხრიდან რა შეიძლება გაკეთდეს? გადაზიდვები ეს კერძო ბიზნესია და ნაკლები მექანიზმი აქვს სახელმწიფოს.  რაც შეეხება მარშუტების დაგეგმვას და ქუთაისის აეროპორტიდან ტვირთების გადაზიდვების შესაძლებლობას, მაგასთან  დაკავშირებით მართალი რომ გითხრათ, არ მიფიქრია, თუმცა მე მაინც მიმაჩნია, რომ საჰაერო გადაზიდვები ყველგან და ყოველთვის სახმელეთო და საზღვაო გადაზიდვებზე ბევრად ძვირია. სამაცივრე კონტეინერებით მალფუჯებადი პროდუქტებიც უპრობლემოდ გადაიზიდება. რაც არ უნდა სახელმწიფომ შეძლოს და მცირე ოპტიმიზაცია გააკეთოს ამის კუთხით, ეს საჰაერო გადაზიდვების მიმართულებით დიდ შედეგებს ვერ იქონიებს. მაინც საკმაოდ ძვირი იქნება, მე ასე მგონია, თუმცა ამ შესაძლებლობას განვიხილავ“.

ქუთაისის აეროპორტიდან იაფი გადაზიდვების პერსპექტივა რომ უტოპიური არ არის, ეს მარიკა გაბუნიამ თავად დაგვიდასტურა, როცა სატელეფონო ინტერვიუს დასრულებიდან მალევე დაგვიკავშირდა: „ახლა ჩემს კოლეგას, ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსს ქეთევან  სალუქვაძეს ველაპარაკე, რომელმაც მითხრა, რომ ქუთაისში სატვირთო ტერმინალის მოწყობის შესაძლებლობა სამინისტროში უკვე განიხილება. თურმე ტერმინალისთვის აეროპოტში ადგილი სპეციალურად არის დატოვებული. სალუქვაძე ვერ აკონკრეტებს, ტერმინალის გაკეთების ვადას, მაგრამ გიდასტურებთ, რომ განხილვები ამ თემაზე უკვე დაწყებულია“.

ხილის და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო TMT-ი კასპის რაიონში მდებარეობს. კომპანია 40 სახეობის მურაბებს, ჯემებს, ბოსტნეულის კონსერვებს, საწებლებსა და მარინადებს აწარმოებს. საწარმოდან პროდუქცია გერმანიაში, ჩეხეთში აშშ-სა და ისრაელში შედის. კომპანიის დირექტორი თამაზ მერებაშვილი ამბობს, რომ მისთვის ყველაზე დიდი პრობლება ფინასებზე ხელმისაწვდომობაა და იაფი კრედიტების შემთხვევაში წარმოების გასამმაგება თავისუფლად შეუძლია: „ნაწილ თანხას უცხოელი შემკვეთები წინასწარ გვაძლევენ, მაგრამ თანხები საბრუნავი საშუალებებისთვის კიდევ გვჭირდება. მე რომ თანხა და საშეღავათო პერიოდი მქონდეს ამ თანხის დასაფარად, კიდევ მეტ ნედლეულს ვიყიდიდი, პროდუქციას მთელი ზაფხულის განმავლობაში გავამზადებდი. იაფი კრედიტებით მე წარმოების გასამმაგებაც კი შემიძლია. კონტრაქტები დღესაც მიდევ მაგიდაზე. შიდა ქსელზე ვერ ვმუშაობ, საქართველოში მარკეტებში ნატურალური პროდუქტები ვერ შემაქვს. აქ რომ ნებისმიერ ქსელში შევიტანო, მისი მომარაგება მთელი წელი უნდა ვუზრუნველყო, გარკვეული რაოდენობის მარაგი ხომ უნდა გქონდეს. ამას გარდა, 45 ხუთი დღე თანხას ვერ გირიცხავენ, უცხოელები კი დაახლოებით 30 პროცენტს წინასწარ ტოვებენ, დანარჩენს კი მალევე ჩაგვირიცხავენ ხოლმე“.  

კომპანია „ფარკონს“ ევროკავშირში, სამხრეთ კორეაში, უკრაინასა და რუსეთში სამედიცინო მცენარეები და სანელებლები შექავს. კომპანის წარმოების ხელმძღვანელი მაუკა ალფაიძე ამბობს, რომ ზოგიერთი ქართული ბანკი არაკეთილსინდისიერად იქცევა და ევროპაში აღებულ მიზნობრივ კრედიტებს, ორმაგად ძვირად გასცემს: „რამდენიმე წლის წინ ვცდილობდი კრედიტი პირდაპირ ევროპული ბანკებისგან ამეღო. მაშინ გავარკვიე, რომ ერთ-ერთმა გერმანულმა ბანკმა (KFW) ორ ქართულ ბანკს, რომელთა სახელების დასახელება არ მინდა, მიზნობრივი კრედიტი იმ პირობით გამოუყო, რომ თუ ქართული კომპანია გადაწყვეტდა გერმანიაში ან ავსტრიაში დანადგარების შესყიდვას, ამ ქართულ ბანკებს კრედიტი მაქსიმუმ 7 პროცენტად უნდა მიეცათ. მე ამ ბანკებს დავუკავშირდი და მითხრეს, რომ ეგეთი კრედიტი არ გვაქვსო და 14 პროცენტიანი კრედიტი შემომთავაზეს. მე გერმანელები ჩავაყენე საქმის კურსში, ისინი კი ქართულ ბანკებს დაუკავშიირდნენ. ქართული ბანკების წარმომადგენლებმა მალევე დამირეკეს და მითხრეს, რომ შეეძლოთ კრედიტის 7 პროცენტში მოცემა. სამწუხაროდ, ქართულ საფინანსო სექტორში ასეთი სიტუაციაა“.

„ნერგეტა“-ს დამფუძნებელი კოტე ვეკუა ამბობს, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის სიმწირის პრობლებას ისიც ამწვავებს, რომ აგრარული სექტორის დაკრედიტების დროს საფინანსო ორგანიზაციები მსოფლიოში დამკვიდრებულ თანამედროვე პრაქტიკას არ იყენებენ. ბანკები აგრობიზნესის მდგრადობის შემოწმებას მთავარი რისკების გათვალისწინებით არ ახდენენ: „აგრარულ ბიზნესში მთავარი კლიმატური რისკებია. ეს არის ნიადაგში რაიმეს უკმარისობისგან გამოწვეული რისკი. მოსავალი შეიძლება ქარმა, გაზაფხულის ყინვამ ან სეტყვამ დააზიანოს. ყველა რისკის მომვლელი ტექნოლოგია არსებობს, ნიადაგში თუ უკმარისობაა, შესაძლოა ორგანული და მინერალური სასუქები შეიტანო, თუ წყალი არ გყოფნის შეგიძლია ირიგაცია გააკეთო. თუ ქარმა შეგიშალა ხელი, არ არის სავალდებულო დარგო ხეები. არსებობს ხელოვნური ქარსაფარი ბადეები და შეგიძლია ეს გააკეთო. გაზაფხულის წაყინვისგან დაცვა სპეციალური ტექნოლოგით შეგიძლია. ბანკი რომ მოდის ჩვენი კომაპინის შეფასებისთვის, აი ასეთ შეკითხვებს ისინი საერთოდ არ სვამენ. აქედან გაირკვეოდა რა დონეზე აქვს კომპანიას რისკები მოგვარებული. ბანკები დღეს შემოსავლის დადსტურებას და უძრავი ქონებით უზრუნველყოფას ითხოვენ და სხვას არაფერს უყურებენ. ვიღაცას შეიძლება წინა წელს ბრუნვაც კი ჰქონდეს ძალიან კარგი, მაგრამ შეიძლება მაშინ გაუმართლა და ქარი და წვიმა არ იყო.  მომავალ წელს შეიძლება ქარიც და ყინვაც იყოს და მოსავლის 10 პროცენტიც ვერ აიღოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერც შემოსავალი ექნება და ვერც ბანკის სესხს გაისტუმრებს. ბანკები რომ კლიმატურ რისკებს აფასებდნენ, მაშინ თანხები სწორი მიმართულებით წავიდოდა. ვისაც მართლა ეკუთვნის, სესხს ის აიღებდა“.

იმის მიუხედავად, რომ ექსპორტიორ კომპანიებს DCFTA-ს შესაძლებლობების გამოყენების მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა აქვთ, აქედან პოლიტიკოსები ჯერ მხოლოდ გადასახადებთან დაკავშირებით მსჯელობენ, თუმცა არა კონკრეტულად ექსპორტიორების არამედ ზოგად კონტექსტში. პოლიტიკური პარტია „გირჩი“-ს ლიდერები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში არსებული 6 გადასახადიდან 4 (მოგების, საშემოსავლო, ქონებისა და იმპორტის) საერთოდ გასაუქმებელია. 2017 წლიდან ძალაში პრემიერის ინიციატივებიც შედის, რომელიც ესტონური მოდელის მსგავსად რეინვესტირების გათავისუფლებას და დივიდენდის დაბეგვრას ითვალისწინებს.


ზურაბ მოდებაძე

წაკითხულია
4787
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე სტატიები არ მოიძებნა


ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

banner
banner
banner