მცირემიწიანი ფერმერებიდან მასშტაბის ეკონომიამდე - რა აფერხებს აგრობიზნესის განვითარებას საქართველოში
აძლევს თუ არა მცირე მიწა სოფლის მეურნეობით დაკავებულ პირს საშუალებას მიიღოს ღირსეული შემოსავალი? აქვს სტიმული სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდას იყოს დაკავებული სასოფლო სამეურნეო საქმიანობით? ამ კითხვებზე პასუხს ნაწილობრივ ნათელს ფენს ქარელის რაიონში მცხოვრეი ერთ-ერთი ახალგაზრდის რეალური ისტორია.
შოთა თედოზაშვილი სოფლის მეურნეობის გარდა დასაქმებულია მომსახურების სფეროში, თბილისში., მაგრამ ოჯახის გაფართოებასთან ერთად მზარდი მოთხოვნილელების დასაკმაყოფილებლად მან სოფლის მეურნეობაში ჩაბმა გადაწყვიტა. ნაცნობებისაგან იცოდა, რომ წინა წლებში სასოფლო სამურნეო კულტურებიდან ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ადგილობრივ ბაზარზე პომიდორია. შესაბამისად მან მიმართა უკვე არსებულ, გამოცდილ, პრაქტიკას და ყველა პროცედურის დაცვით მაღალი ხარისხის პომიდორი მოიყვანა.
შოთა მრავალი წლის განმავლობაში ჩართული იყო სოფლის მეურნეობაში, მაგრამ ძირითადად საკუთარი მოხმარებისათვის მოჰყავდა პროდუქტები. შესაბამისად, მას გარკვეული გამოცდილება და უნარები ჰქონდა იმისათვის, რომ მაღალი ხარისხის მოსავალი მოეყვანა. გარდა ამისა, ის ინტენსიურად იღებდა რჩევებს პომიდვრის მწარმოებელი გამოცდილი ფერმერებისაგან. შოთამ პომიდორი დათესა ნახევარი ჰა. მიწის ფართობზე და ჯამში გაწეულმა ხარჯმა დაახლოებით 1500 ლარი შეადგინა. ბუნებრივმა პირობებმა და მიწის ნაყოფიერებამ ხელი შეუწყო და აგვისტოს ბოლოს მან მიიღო მაღალი ხარისხის ნატურალური პომიდვრის მოსავალი ჯამში 6 ტონის ოდენბით. თუ შოთას მოსავლიანობას შევადარებთ ქვეყანაში ბოსტნეულის მოყვანის საშუალო მოსავლიანბას ვნახავთ, რომ შოთამ ძალიან კარგ შედეგს მიაღწია. შიდა ქართლში ბოსტნეულის მოსავლიანობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით 2013-2015 წლებში იყო 8-9 ტონა ჰექტარზე; ხოლო შოთას მოსავლიანობა ჰექტარზე 12 ტონას აღემატებოდა.
შოთა შეეცადა აეთვისებინა საწარმოო ჯაჭვის თითქმის ყველა რგოლი და საბოლოო მომხმარებელს თავად შესთავაზა საკუთარი პროდუქტი, რითაც ხელი შეუწყო სარგებლის ზრდას. მან მოყვანილი პომიდორი გასაყიდად თბილისის ბაზარზე ჩამოიტანა საკუთარი მანქანით. აღსანიშნავია ისიც, რომ პომიდვრის ხარისხით კმაყოფილი მომხმარებელი ხელმეორედ მიდიოდა მასთან დამატებითი რაოდენობის შესაძენად. ყოველივე ეს მიუთითებს, რომ შოთამ შესანიშნავად შეძლო მომხმარებლისათვის სასურველი პროდუქტის წარმოება.
მიუხედავად კარგი მოსავლიანობისა და საბაზრო პირობებისა (ფასები), საბოლოო ჯამში შოთას მიერ მიღებული მოგება წელიწადში არ აღემატება 3000 ათას ლარს. ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევითი ცენტრი აქვეყნებს UNDP-ს მიერ განხორციელებულ 3000 ქართველი ფერმერის კვლევის ზოგიერთ საინტერესო შედეგს, რომლის მიხედვითაც დაბალშემოოსავლიანი ფერმერები ბევრად მეტია. როგორც ISET-ის კვლევაშია დასახელებული, ქართველ ფერმერთა დიდი ნაწილის შემოსავალ მთელი წლის განმავლობაში არ აღემატება 3000 ლარს; ისევე როგორც შოთას შემთხვევაში. 3000 ლარით კი წლის განმავლობაში ფაქტიურად შეუძლებელია ოჯახის ნორმალური ეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნება. დაბალშემოსავლიან ფერმერებად კვლევის მიხედვით ჩათვლიალია მეურნე, რომლის შემოსავლები წელიწადში არ აღემატება 3000 ლარს. ე.ი. ქართველი ფერმერების უმეტესობა იღებს ძალიან დაბალ შემოსავლებს სასოფლო საურნეო საქმიანობიდან. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიც ადასტურებს სოფლის მეურნეობიდან მიღებული შემოსავლების დაბალ დონეს. მაგ., 2015 წელს თითო საოჯახო მეურნეობამ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გაყიდვის შედეგად საშუალოდ თვეში 80 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო.
ცხრილი 1.2. სასოფლო-სამეუნეო პროდუქტების რეალიზაციიდან მიღებული საშუალო თვიური შემოსავლები, გაანგარიშებული ერთ შინამეურნეობაზე (ლარი)
შედეგად კი ვიღებთ იმას, რომ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ პირებს არ შესწევთ უნარი უზრუნველყონ ოჯახის კეთილდღეობა. ამიტიმაა, რომ სოფლად მცხოვრებთა სოღარიბის დონე აღემატება მთლიანად ქვეყანაში სიღარიბის დონეს. შედეგად კი სოფლად მცხოვრები ოჯახები უფრო მეტად არიან დამოკიდებული მთავრობის მიერ გაცემულ სოციალურ დახმარებაზე. 2016 წლის განმავლობაში 32 პროცენტით მეტი ოჯახი იღებს სოციალურ დახმარებას სოფლად, ვიდრე ქალაქად. სოფლად მცხოვრებ სიღარიბეში მყოფ ადამიანს არ აქვს სტიმული იყოს უფრო აქტიური. არსებული სოციალური დახმარების სისტემა არის ერთ-ერთი ფაქტორი თუ რატომ რჩება ქართველი გლეხი კვლავ ღარიბად. თუკი გლეხი გაიჭირვებს და მოსავალს მოიყვანს საშუალოდ თვეში 70-80 ლარს მიიღებს. ხოლო თუ ნაკლებ ენერგიას დახარჯავს, მთავრობა მას სოციალურ დახმარებას მისცემს და თუ ოჯახში ორი წევრი მაინც არის, მათ უფრო მაღალი შემოსავალი ექნება შრომის გარეშე. ამის დასტურია, მსოფლიო ბანკის მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც სოფლად სიღარიბის დონე მაღალია მთლიანად ქვეყანაში არსებულ სიღარიბესთან შედარებით. ეს მონაცემები წარმოდგენილია ქვმოთ მოცემულ გრაფიკზე.
გრაფიკი 1: სიღარიბის დონე სოფლად და მთლიანად ქვეყანაში
ISET-ის მკვლევარები, ფლორიან ბირმანი და როიდიგერ ჰაინინგი გვთავაზობენ რამდენიმე შესაძლო განმასხვავებელ ფაქტორს მაღალ და დაბალ შემოსავლიან ფერმერებს შორის. პირველ რიგში ფერმერის უნარები და ცოდნა არის პროდუქტიულობის განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორი. შემდეგ, ავტორები შემოსავლის ზრდისათვის ფერმერებს სთავაზობენ პროდუქტის გაყიდვას ბაზარზე და უფრო მსხვილი სეგმენტის ათვისებას. ლოგიკურად ასეცაა, მაგრამ ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში ნათელია, რომ მხოლოდ მოყვანილი პროდუქტის გატანა ბაზარზე არ არის საკმარისი შემოსავლების ზრდისათვის.
შოთამ საწარმოო ჯაჭვის ინტეგრაცია შეძლო, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი მაღალი შემოსავლის მიღებისათვის. შედეგად კი მომავალში მას აღარ აქვს სურვილი ინტენსიურად ჩაებას სასოფლო -სამეურნეო საქმიანობაში. შესაძლო ახსნა იმისა თუ რატომ არ არის სასოფლო სამეურნეო საქმიანობა მომგებიანი და საკმარისი ცხოვრების ნორმალური პირობების შექმინისათვის მდგომარეობს შემდეგში:
იმისათვის რომ აწარმოო მაღალი ხარისხის პროდუქცია, საჭიროა დიდი ძალისხმევა, ცოდნა და რესურსები: მაღალი ხარისხის პესტიციდები და სასუქები, ექსპერტების/აგრონომების კომპეტენტური რჩევები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პესტიციდების არასაწორად (დროზე ადრე ან გვიან გამოყენებით ან უხარისხო პექტიციდი) გამოყენება მაღალი ალბათბით გახდება მოსავლის ვერ მიღების მიზეზი. შესაბამისად, ფერმერს მართებს დიდი სიფრთხილე. მეორე მხრივ კი სასუქების და პესტიციდების ხარისხის განსაზღვრისათვის საჭიროა ლაბორატორიების არსებობა, რაც ჯერჯერობით არ არსებობს. რესურსების მიზნობრივი გამოყენებისათვის მაღალ-კვალიფიციური აგრონომების, ექსპერტების რჩევა შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს ფერმერის მწარმოებლურობის ზრდისათვის. თუმცა, დღეს საქართველოში მაღალკვალიფიციური აგრონომები რთულად თუ მოიძებნება. თუ აგრონომს ექნება დაფასება და ისეთივე ანაზღაურება, როგორც ეკონომისტებსა თუ იურისტებს, მაშინ ახალგაზრდებს გაუჩნდებათ სურვილი თავადაც გახდნენ პროფესიონალი აგრონომები. ეს კი თავის მხრივ დამოკიდებულია სასოფლო წარმოების მომგებიანბაზე.
მცირე მიწა ფერმერს არ აძლევს საშუალებას ისარგებლოს მასშტაბიდან უკუგების ეფექტით. მოდით, პირველ რიგში განვმარტოთ რას გულისხმობს მასშტაბიდან უკუგება. ესაა ეფექტი, როდესაც გამოშვების ზრდას თან ახლავს ერთი ერთეული პროდუქტის საწარმოებლად გაწეული ხარჯის შემცირება. ჩვეულებრივ, რაც მეტია გამოშვება მით მეტი რესურსი გამოიყენება წარმოებისათვის და შესაბამისად ხარჯიც იზრდება. მაგრამ არსებობს სიტუაცია, როდესაც ყოველი დამატებით გამოშვებული პროდუქტი მოითხოვს შედარებით ნაკლებ ხარჯს. ე.ი. დამატებითი პროდუქტის წარმოება მომგებიანი ხდება მეწარმისათვის. როგორ შეუძლია მცირემიწიან ფერმერს გაზარდოს წარმოების მოცულობა? პირველი ესაა მიწის გაფართოება. დღეს ვიცით, რომ ფერმერების უმრავლესობა ფლობს 1.5 ჰა.-მდე მიწას, რომელიც თავის მხრივ კიდევ დაყოფილია მცირე ნაწილებად. შესაბამისად, ფერმერს უჭირს სხვადასხვა ადგილზე განთავსებულ თავის მიწებს ეფექტურად მოუაროს; ან ერთდრიულად მის ფლობელობაში არსებულ ყველა მიწაზე ერთდროულად მოიყვანოს ერთი ტიპის პროდუქტი. მაგალითად, შოთა ფლობს 1,5 ჰა. მიწას, მაგრამ მან პომდორი დათესა მხოლოდ 0,5 ჰა.-ზე გამომდინარე იქიდან, რომ მისი მფლობელობაში არსებული მიწა ერთიანი არ არის. ხოლო მოშორებით მდებარე მისივე მიწა ნაკლებად შესაფერისია პომიდვრის მოყვანისათვის. ერთი მხრივ დანაწევრებული მიწები იძლევა დივერსიფიკაციის საშუალებას, თუმცა ხელისშემშლელია მასშტაბის ეფექტით სარგებლობისა და ერთი სახის პროდუქტის წარმოებაზე სპეციალიზაციისათვის. ე.ი. არსებული მიწის განაწილების სისტემა ეკონომიკურად არამომგებიანია.
მიწის განაწილებას ეხება USAID-ის კვლევა ("Analytical Foundations Assessment - Agriculture (Rural Productivity)"). კვლევაში ქართველი ფერმერები დაყოფილია სამ კატეგორიად: თვითკმარი მეურნეობა, ნახევრად კომერციული და სასოფლო სამეურნეო ბიზნესის ტიპის ფერმები. პირველი ტიპის საოჯახო მეურნეობა საქართველოში 521 240 ოჯახს მოიცავს, რომლებიც საშუალოდ 0,42 ჰა. მიწას ფლობენ. შესაბამისად, ასეთი მცირე მიწა მხოლოდ ოჯახის სასურსათო მოთხოვნის დაკმაყფილების საშუალებას თუ მოგვცემს. ნახევრად კომერციული მეურნეობები საქართველოში დაახლოებით 164 589 ოდენობითაა; მათ მფლობელობაში საშუალოდ არის 1,7 ჰა. მიწა. ხოლო დაახლოებით 17 000 ოჯახი საშუალოდ ფლობს 34 ჰა.-მდე მიწას. ე.ი. სასოფლო სამეურნეო მიწის მფლობელთა დაახლოებით 70% მცირემიწიანია. რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი საბაზრო წარმოებაზე ორიენტირებული ვერ იქნებიან. შესაბამისად, არსებული მიწის მფლობელობის სისტემა არ არის ხელსაყრელი სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისათვის. მიწების გაერთიანება-გამსხვილება ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში მწარმოებლურობის და შემოსავლიანობის ზრდას. მიწების გამსხვილების პროცესი პრიორიტეტულია იყოს თავისთავადი. მიწის მფლობელს, რომელსაც არ შესწევს შესაბამისი უნარი აწარმოოს პროდუქცია, სტიმული უნდა ჰქონდეს რომ სასოფლო წარმოების ნაცვლად გადავიდეს მომსახურების სფეროში საკუთარი უნარების შესაბამისად ან დასაქმდეს სხვის ფერმაში. მეზობელ ფერმერს, რომელსაც აქვს მმართვეობითი უნარები და შეუძლია წარუძღვეს აგრარულ ბიზნესს, კი საშუალება უნდა ჰქონდეს იყიდოს ან იქირაოს მეზობელი მიწა და გაფართოვდეს. თუ გლეხი თვალნათლად დაინახავს მსგავსი ტრანსაქციებიდან საკუთარ სარგებელს, მაშინ მიწების გამსხვილების პროცესი ნაკლებად მტკვივნეული იქნება გლეხისათვის.
გრაფიკი 2: სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში მფლობელობის წილი საქართველოში
გრაფიკის საშუალებით მოცემულია საქართელოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები, რომლებიც ასახვს სასოფლო - სამეურნეო წარმოებაში საოჯახო მეურნეობებისა და საწარმოების მფლობელობის წილს. როგორც ვხედავთ საოჯახო მეურნეობა სასოფლო სამეურნეო რესურსების 90%-ზე მეტს ფლობს, ხოლო საწარმოთა წილი მცირეა. თუცა შესამჩნევია საწარმოთა მფლობელობის წილის ზრდა. ე.ი. რესურსები საოჯახო მეურნეობებიდან გადაეცა საწარმოებს, რომლებსაც აქვთ მეტი უნარი და შესაძლებლობა უფრო ეფექტიანად გამოიყენონ მანამდე ოჯახის მფლობელობაში არსებული მიწა ან სხვა რესურსი. მოსალოდნელია რომ იგივე ტრენდი გაგრძელდება და საბაზრო ძალები უზრუნველყოფენ სასოფლო სამეურნეო რესურსების გადასვლას უფრო ეფექტიანი მფლობელის ხელში.
საკუთარი გაანგარიშებების მიხედვით შოთამ წარმოებაში ჩადებული თანხა უკან დაიბრუნა და დამატებითი მოგებაც მიიღო, მაგრამ თუკი იგი საწარმოო ხარჯებში გაითვალისწინებს პომიდვრის მოყვანისათვის დახარჯულ დროს და მის ალტერნატიულ ღირებულებას (ანუ იმას თუ რა შეეძლო შოთას იმავე პერიოდში გაეკეთებინა და მიეღო უფრო მაღალი შემოსავალი), მაშინ ხარჯი შესაძლოა უფრო მაღალი არმოჩნდეს ვიდრე შემოსავალი. ის დრო რაც შოთამ გამოიყენა სასოფლო სამეურნეო საქმიანობაში, შეეძლო დაკავებულიყო ქალაქში თავისი საქმიანობით (ტექნიკური მომსახურება - ავტომობილების შეკეთება). ამასთანავე, მას შეეძლო საკუთარი მიწა მიექირავებინა სხვა მეწარმისთვის და აქედანაც მიეღო მცირე შემოსავალი მაინც. შოთას მაგალითი ცხადყოფს, რომ მცირემიწიან ფერმერს ნაკლებად აქვს სტიმული განვითარდეს და სტაბილურად იყოს დასაქმებული სოფლის მეურნეობაში.
მარი ლუკაშვილი