ფერმერები დაბალხარისხიან აგროპრეპარატებს უჩივიან
ფერმერები მათი საქმიანობის შემაფერხებელ ერთ-ერთ ფაქტორად (ტექნოლოგიების, ცოდნის, კვალიფიკაციის, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხს ასახელებენ. ფერმერის მოსავლის შემცირება შეიძლება გამოიწვიოს არა მარტო მცენარეთა დაცვის საშუალებების დაბალმა ხარისხმა, არამედ მათმა არამიზნობრივმა გამოყენებამ - ნორმების და ვადების გადაცილებამ. შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებაში ადგილობრივ საკონსულტაციო სამსახურებს გადამწყვეტი როლი ეკისრებათ. ფერმერების ნაწილს კი სრული ინფორმაციის ფლობის მიუხედავად, შესაძლოა პრობლემა შეექმნას ბაზების ან/და უწყებათა შორის კოორდინაციის ნაკლებობის გამო. ამას გარდა, ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში საქართველოში რეგისტრირებული მცენარეთა დაცვის საშუალებები უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირში ნებადართულ პრეპარატებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით წლის ბოლომდე შესაბამისი კანონმდებლობა განახლდება.
პესტიციდების და აგროქიმიკატების ხარისხის კონტროლსა და ბაზარზე განთავსების პრობლემას ეხმიანება არაერთი ფერმერი. ჰოლანდიის სამეფოს საელჩოს მიერ დაფინანსებულ რეგიონულ შეხვედრებზე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შემაფერხებელ ერთ-ერთ ფაქტორად ფერმერები (სხვა პრობლემებთან ერთად) სარეალიზაციო ცენტრებში დაბალხარისხიანი პესტიციდების განთავსებას ასახელებენ. ასევე, მათ ძალიან აინტერესებთპრეპარატები, რასაც თავად იყენებენ ევროკავშირში რეგისტრირებულია თუ არა. ამა თუ იმ საშუალებისგამოყენებამდე მათ შესაძლოა არ ჰქონდეთ ინფორმაციამის ეფექტურობაზე. ამის გამო ფერმერების ნაწილს მოსავალი შესაძლოა წლიდან წლამდე დაუზიანდეს, სანამ თავად არ გამოცდის მათ მოქმედებას. ვისაც საშუალება აქვს თავად შემოაქვთ საზღვარგარეთიდან პესტიციდები და აგროქიმიკატები.
კახელი ფერმერი გიორგი გოგიაშვილი eugeorgia.info-სთან საუბარში აცხადებს: "რთულია ადგილობრივ ბაზარზე ხარისხიანი პესტიციდების მოძიება. მე პირადად თურქეთიდან ჩამომაქვს და ამაზეც შემექმნა პრობლემა საზღვრის გადმოკვეთისას, რადგან ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელს არ ჰქონდა საკმარისი ინფორმაცია ჩემს მიერ შემოტანილი პესტიციდების რეგისტრაციის შესახებ. პრეპარატი, რომელიც რეგისტრირებული და ნებადართულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ არ აღმოჩნდა ფინანსთა სამინისტროს შესაბამის ბაზაში; ამიტომ უკან მომიწია კონიაში ჩასვლა, მაგრამ უშედეგოდ. აღმოჩნდა, რომ უპრობლემოდ შეიძლებოდა იმ პრეპარატის შემოტანა საქართველოს საზღვარზე კვალიფიციური მომსახურე პერსონალი რომ შემხვედროდა."
დღეისათვის საქართველოში აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ბაზარზე განთავსება სურსათის/ცხოველის საკვების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით რეგულირდება. ამ კოდექსის 49-ე მუხლის მიხედვით:
"აკრძალულია ისეთი პესტიციდის ან/და აგროქიმიკატის წარმოება, რეალიზაცია და გამოყენება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ არის რეგისტრირებული საქართველოში."
რეგისტრირებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ჩამონათვალი კი მოცემულია საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებების საფუძველზე: 1. "საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული აგროქიმიკატების სახელმწიფო კატალოგის დამტკიცების თაობაზე" 2. "საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდების სახელმწიფო კატალოგის დამტკიცების თაობაზე".
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმებით სანიტარულ და ფიტოსანიტარულ ზომებს[1] დაქვემდებარებული პროდუქციის წარმოება მხარეთა შორის შესაბამისობაში უნდა მოვიდეს. ასევე, ორივე მხარე ადამიანების, ცხოველების და მცენარეების ჯანმრთელობის დაცვის ვალდებულებას იღებს. შესაბამისად, ევროკავშირში რეგისტრირებული მცენარეთა დაცვის საშუალებები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში აღიარებულ საშუალებებს.
დღეს არსებულ გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდების სახელმწიფო კატალოგში გვხვდება ზოგი ისეთი მოქმედი ნივთიერება, რომელიც არ არის რეგისტრირებული ევროკავშირში. მაგალითად, პროპარგიტი, რომელიც გვხვდება სხვადასხვა სავაჭრო დასახელებით (გოლდმაიტი, ეფდალ პრომითე, ვალსარგიტი, პროპაფექტი და სხვა) აკრძალულია ევროკავშირში.[2]
სანიტარული და ფიტოსანიტარული ღონისძიებების დარეგულირების კუთხით საქართველომ კანონმდებლობის განახლების ვალდებულება 2014-2017 წლების სამოქმედო გეგმაში აღიარა. შესაბამისი ვალდებულება გაწერილია "საქართველოს სამოქმედო გეგმა ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) განხორციელებისათვის 2014-2017 წწ." დოკუმენტში. სამოქმედო გეგმის მიხედვით სურსათის/ცხოველისსაკვების, ვეტერინარიისადამცენარეთადაცვისკოდექსის განახლება (პროექტის მომზადება, განხილვა და მიღება) 2017 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. დასახელებული კოდექსი მცენარეთა მავნე ორგანიზმების კონტროლსა და მცენარეთა დაცვის საშუალებების ბაზარზე განთავსების საკითხებსაც ეხება.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმაEugeorgia.info-სთან საუბარში განაცხადა, რომ სურსათის/ცხოველის საკვების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის ევროკავშირის შესაბამის ანალოგთან მიახლოებული პროექტი უკვე შემუშავებულია და იგი განიხილება შემოდგომის მოწვევის პარლამენტში.
მეორეს მხრივ, აგრონომი გელა მაღალდაძე ხსნის რომ ბაზარზე არსებული პრეპარატების არასწორი გამოყენებაც შესაძლოა გახდეს მოსავლიანობის შემცირების მიზეზი. "ფერმერი უმეტეს შემთხვევაში ცდილობს პრეპარატები დაბალ ფასად შეიძინოს, შესაბამისად მან შეიძლება იყიდოს ფალსიფიცირებული საშუალება. ხოლო ქარის, წვიმისა, მაღალი ტემპერატურის მიმართ უფრო მდგრადი პრეპარატები შედარებით ძვირადღირებულია. ამას გარდა, საჭიროა პესტიციდების სწორი, მიზნობრივი გამოყენება - ნორმების და ლოდინის პერიოდის დაცვა. მაგალითად, ჩვენთან ბლის შესაწამლად გავრცელებულია ბი-58, რომლის ლოდინის პერიოდი 30 დღეა. თუ ფერმერი ბალს ამ საშუალებით სიმწიფის პერიოდში შეწამლავს, მაშინ ნაყოფში პესტიციდი დიდი რაოდენობით დარჩება. ხოლო თუ ერთი თვით ადრე გამოიყენებს, მაშინ ნივთიერება გამოვა პროდუქტიდან და იგი უვნებელი იქნება. ასევე, პრეპარატის გამოყენებისას ჰექტრული ნორმის დაცვა მნიშვნელოვანია, თუ გვინდა კონკურენცია გავუწიოთ იმპორტირებულ პროდუქტებს. ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში ქართული პროდუქტების კონკურენუნარიანობის ამაღლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება და ნელ-ნელა ქართველო გლეხი უნდა მიეჩვიოს სწორი პრაქტიკის გამოყენებას."
მცენარეთა დაცვა და ბაზარზე მაღალხარისხიანი საშუალებების განთავსება სოფლის მეურნეობის ჭრილში ფერმერების საქმიანობის ეფექტიანობის/მწარმოებლურობის და კონკურენტუნარიანობის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
[1]სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები მოიცავს:
- ზომები, რომლებიც ვრცელდება ძირითად ცოცხალ ცხოველთა კატეგორიაზე
- ზომები, რომლებიცვრცელდებაცხოველურპროდუქტებზე
- ზომები, რომლებიც ვრცელდება მცენარეს, მცენარეულიპროდუქტებსადასხვაობიექტებზე
- ზომები, რომლებიც ვრცელდება სურსათისა და ცხოველთა საკვების დანამატებზე.
[2] ევროკავშირში რეგისტრირებული პესტიციდებისა და სხვა საშალებების მონაცემთა ბაზა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე
ავტორი: მარიამ ლუკაშვილი