როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას? - მავნებლებთან ბრძოლის ევროპული მიდგომები
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლო სამუშაოებში ავიაცია ჩაერთო. ხელისუფლებამ გადაწყვეტილება ამის შესახებ ვითარების სირთულიდან გამომდინარე მიიღო. მავნებელმა ყველაზე მეტად ამ დროისთვის სამეგრელო დააზარალა, თუმცა ასევე გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებშიც – გურიაში, აჭარაში, ნაწილობრივ იმერეთსა და გალში.
„ფაროსანა ამ ეტაპზე გადმოსულია სიმინდის ნათესებში და აზიანებს სასოფლო–სამეურნეო კულტურებს, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, ამ პროცესში კი ვიყენებთ ყველა ტიპის ტექნიკას, რაც საქართველოში არსებობს, ასევე ავიაციაც ერთვება. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ყველგან მრავლადაა მავნებელი. ფაროსანა ზოგადად ტყეებში ბინადრობს, მის სამშობლოში – კორეაში ხის ფუღუროს მწერს უწოდებენ. სიმინდი რომ გახმება, შემდეგ იმ კულტურებზე გადაინაცვლებს, რომლებიც დამწიფებულ მდგომარეობაშია. ყველაზე რთული ვითარება სამეგრელოშია. ვფიქრობთ, რომ შემთხვევითი არ არის ეს, სავარაუდოდ აფხაზეთიდან გადმოვიდა მავნებელი“,– ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ლიპარტია.
აზიური ფაროსანა (Halyomorpha Halys) საქართველოში პირველად 2015 წელს დაფიქსირდა. მავნებელმა 2016 წელს თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია.ფაროსანა ასევე აზიანებს ხეხილოვან, კენკროვან და ბოსტნეულ კულტურებს, განსაკუთრებით ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას და მზესუმზირას. მავნებლის ძლიერი გავრცელების დროს მოსავლის დანაკარგებმა შესაძლოა, 70%-ს მიაღწიოს.
აზიური ფაროსანა გაზაფხულზე - აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისიდან მცენარეზე სახლდება და გვიან შემოდგომამდე რჩება. მავნებელი ფოთლის, ყლორტისა და ნაყოფის წვენით იკვებება. ფაროსანა ხორთუმის მეშვეობით ახალშემოსული თხილის ნაჭუჭს ხვრეტს, ათხელებს ნაყოფის შიგთავსს და კორპისებრ ლპობად ლაქებს წარმოქმნის. ფაროსანას მიერ დაზიანებული ხეხილის ნაყოფი დეფორმირდება, დაზიანების ადგილებში ვითარდება ყავისფერი ლაქები და ხილი საკვებად გამოუსადეგარი ხდება. ფაროსანა სიმინდზეტაროს რძისებრ სიმწიფეში შესვლის პერიოდში გადადის.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენელი ხობში ანგული მიქავა გვიყვება, რომ სამეგრელოში ვითარება რთულია, მავნებელმა ყველაზე მეტად ამ დროისთვის თხილის მოსავალი დააზიანა.
„საკმაოდ დიდი ზარალია, ძალიან იმოქმედა თხილზე. მეორადად შეწამვლა ვერ მოესწრო წვიმების გამო და ვითარება ამანაც გაართულა. სხვა მცენარეებზეც გავრცელდა ფაროსანა – ძირითადად მარცვლეულ კულტურებზე. ამ ეტაპზე არავინ იცის, ზუსტად რა ზარალი მივიღეთ. თხილის შემთხვევაში მოსავალი თუ უნდა მიგვეღო მაგალითად ერთი ტონა, მავნებელმა ამ რაოდენობის 25–30% დააზიანა“, –ამბობს მიქავა.
„სანამ მოსავალს არ ავიღებთ, ზარალს ვერ დავითვლით. მავნებელი აზიანებს 300–მდე სახეობის მცენარეს,სასოფლო–სამეურნეო კულტურებს, დეკორატიულ მცენარეებს, ბოსტნეულს, ბაღჩეულს და ასე შემდეგ“,– აცხადებს ლიპარტია.
მავნებელი გადასაზამთრებლად საცხოვრებელ სახლებში,ფარეხებში, ცხოველთა სადგომებში, ფარდულებში შედის. გამოზამთრების შემდეგ, აპრილის ბოლოს-მაისის დასაწყისში, აზიური ფაროსანა გამოდის, მცენარეებით კვებასა და კვერცხდებას იწყებს. აზიური ფაროსანა სულ 200-მდე კვერცხს დებს. 4-5 დღეში იჩეკებიან მოწითალო ნიმფები (მატლები), რომლებიც ფერს თანდათან იცვლიან და გადაიქცევიან ზრდასრულ მავნებლად - იმაგოებად; 50-55 დღეში აღწევენ ზრდასრულ ასაკს, რომლის ზომა 12-17 მმ-ია.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეკომენდაციით, აღმოჩენის შემთხვევაში ფაროსანას კვერცხდების კერები მექანიკურად უნდა განადგურდეს.ქიმიური პრეპარატების გამოყენებისას აუცილებლია წესებისა და ლოდინის პერიოდის მკაცრი დაცვა.მავნებლის წინააღმდეგ გამოიყენებასაქართველოში რეგისტრირებული სინთეზური პირეტროიდებისა და ნეონიკოტინოიდების ჯგუფის ინსექტიციდები. საერთაშორისო სამეცნიერო კვლევების მიხედვითა და ამერიკელი მეცნიერების გამოცდილებით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ყველაზე ეფექტიანია პირეტროიდული ჯგუფის ბიფენტრინის შემცველი პრეპარატები, რომელთაგანაც საქართველოს ბაზარზე ხელმისაწვდომია: ტალსტარი, ზონდერი, ინსეკარი და კურა-კურა. პრეპარატების ხარჯვის ნორმაა 0.6-1ლ/ ჰექტარზე.
სურსათის ეროვნულ საააგენტოში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია, ხეხილისა და თხილის ბაღებში ინტენსიური დაკვირვება მასპინძელ მცენარეებზე მაისიდან დაიწყოს:
- პირველი წამლობა ტარდება ნიმფების მასიური გამოჩეკვის შემდეგ, კოლხეთის დაბლობზე - ივნისის დასაწყისში, ხოლო მაღალი ზონის ადგილებში - შედარებით მოგვიანებით. ინსექტიციდების შესხურება ძირითადად ტარდება თხილნარებში, რადგან ამ პერიოდისათვის მავნებელი უპირატესად ამ კულტურაზეა დასახლებული. ამავე პერიოდში ტარდება შესხურება ნაყოფისმომცემ ხეხილოვან და ბოსტნეულ კულტურებზე
- მეორე წამლობა ზემოჩამოთვლილ კულტურებზე ტარდება ივნისის ბოლოს - ივლისის დასაწყისში
- მესამე წამლობა ტარდება თხილის მოსავლის აღების შემდეგ
- მეოთხე წამლობა ტარდება სიმინდისა და სხვა ნათესებში გავრცელებულ მავნებელზე ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში
- მეხუთე წამლობა ტარდება სიმინდის ნათესებში საჭიროების მიხედვით.
„ერთი ინდივიდის განადგურება ნიშნავს მომავალი სეზონისთვის 200-მდე ახალი მწერის მოსპობას, ამიტომ აუცილებელია მოსახლეობის ჩართვა, რომ მექანიკურად გაანადგურონ ეს მავნებელი.ფაროსანას ბუნებრივი მტერი არ ჰყავს, გამრავლების ძალიან სწრაფი უნარი ახასიათებს და დღეში დაახლოებით 70 კმ. შეუძლია, იფრინოს“, – ამბობს ლიპარტია.
როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას საცხოვრებელ სახლებსა და შენობებში?
ექსპერტების რეკომენდაციით, არსებობს მავნებელთან ბრძოლის მექანიკური მეთოდები, რომლებსაც მოსახლეობა აქტიურად იყენებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში. მზადდება მარტივი კონსტრუქციის მუყაოს ან სხვა მასალის თავშესაფარი, სადაც კვერცხის ჩასაწყობი მუყაოს ფირფიტები ან მსგავსი მასალა მჭიდროდ თავსდება. ამ თავშესაფრებს გამოსაზამთრებლად დაძრული ფაროსანების მოზიდვის მიზნით ათავსებენ სახლების მახლობლად, ამ გზით მავნებელს აგროვებენ და მექანიკურად ანადგურებენ. სახლებში შესულ ფაროსანასთან აუცილებელია მექანიკური ბრძოლა სხვადასხვა მეთოდით.მაგ: მტვერსასრუტით შეგროვება და განადგურება. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ასევე ეფექტიანად გამოიყენება ე.წ. „მოიზიდე და მოკალის“ მეთოდი. ინსექტიციდით გაჟღენთილი ბადე თავსდება ნაკვეთის პერიმეტრზე, სადაც მავნებლის მოზიდვის მიზნით მაგრდება 2-3 ერთეული ფერომონი. ბადესთან კონტაქტის შედეგად კი ფაროსანა კვდება.
როგორ რეგულირდება მცენარეთა დაცვა და პარაზიტებთან ბრძოლა ევროკავშირში?
მცენარეთა დაცვას გლობალური მნიშვნელობა აქვს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, გარემოს დაცვისა და სურსათის უვნებლობისთვის. სწორედ ამიტომ ევროპაში მავნებლების წინააღმდეგ საბრძოლველად მუდმივად ახალ მექანიზმებზე მუშაობენ. მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენცია (IPPC) მიზნად ისახავს, მავნებლების გაჩენისა და გავრცელების შეჩერებას, ასევე კონტროლისთვის შესაბამისი ზომების მიღებას.კონვენციის მთავარი ფუნქციაა, რისკების ანალიზი, ინფორმაციის გაზიარება და ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა. IPPC–ის მცენარეთა დაცვის კანონმდებლობის თანახმად, პარტნიორები ვალდებული არიან, შეიმუშაონ ინსტიტუციური გეგმა, რომელიც მცენარეთა ეფექტიანად დასაცავად არის საჭირო, თუმცა ამავდროულად დოკუმენტი ქვეყნებს ნებას რთავს, გააღრმავონ სავაჭრო ურთიერთობები და თანამშრომლობა. თავდაპირველად მცენარეთა დაცვა ევროკავშირში მხოლოდ თოთოეული ქვეყნის ეროვნული პასუხისმგებლობა იყო, თუმცა შემდეგ უკვე დირექტივა 77/93/EC და 2000/29/EC წევრ სახელმწიფოებს აძლევს შესაძლებლობას, იმპორტირებული მცენარეები ერთობლივი ძალებით აკონტროლონ და საჭიროების შემთხვევაში მისი შეტანაც აკრძალონ. ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის მარეგულირებელ ორგანოებს ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვთ. მაგალითად, შეუძლიათ მავნებლების იდენტიფიცირება დროულად, მათ წინააღმდეგ საბრძოლველად მეთოდების გაუმჯობესება და რისკების შეფასება. ევროპული აკადემიის მრჩეველმა საბჭომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის სხვადასხვა მავნებლის წინააღმდეგ საბრძოლველად რეკომენდაციებიც შეიმუშავა. დოკუმენტის თანახმად, პირველ რიგში აუციელებლია იმ გენების იდენტიფიცირება და ანალიზი, რომლებიც მარცვლეულ კულტურებსა და სხვა მცენარეებში მავნებლების, ბაქტერიების შეჩერებას უზრუნველყოფს. ასევე მნიშვნელოვანია ოპტიმალური თავდაცვის მექანიზმების შესწავლ, ბიოლოგიური კონტროლის სტრატეგიების განვითარება. ბაქტერიებისა და სხვა მავნებლების მონიტორინგი უნდა გაძლიერდეს, ეს ეხება როგორც იმპორტირებულ პროდუქციას, ასევე ადრეულ ეტაპზე ეფექტურ შეტყობინების სისტემებს.
ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველომ აიღო ვალდებულება, მცენარეთა დაცვის სფეროში არა ერთი ნორმატიული აქტი გადმოიტანოს საქართველოს კანონმდებლობაში, რომლებიც სხვადასხვა დაავადებისა და მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლას ეხება. როგორ ასრულებს ვალდებულებებს საქართველო? - Eugeorgia info სწორედ ამ თემებზე შემოგთავაზებთ სტატიების ციკლს.
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლო სამუშაოებში ავიაცია ჩაერთო. ხელისუფლებამგადაწყვეტილება ამის შესახებ ვითარების სირთულიდან გამომდინარე მიიღო. მავნებელმა ყველაზე მეტად ამ დროისთვის სამეგრელო დააზარალა, თუმცა ასევე გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებშიც – გურიაში, აჭარაში, ნაწილობრივ იმერეთსა და გალში.
„ფაროსანა ამ ეტაპზე გადმოსულია სიმინდის ნათესებში და აზიანებს სასოფლო–სამეურნეო კულტურებს, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, ამ პროცესში კი ვიყენებთ ყველა ტიპის ტექნიკას, რაც საქართველოში არსებობს, ასევე ავიაციაც ერთვება. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ყველგან მრავლადაა მავნებელი. ფაროსანა ზოგადად ტყეებში ბინადრობს, მის სამშობლოში – კორეაში ხის ფუღუროს მწერს უწოდებენ. სიმინდი რომ გახმება, შემდეგ იმ კულტურებზე გადაინაცვლებს, რომლებიც დამწიფებულ მდგომარეობაშია. ყველაზე რთული ვითარება სამეგრელოშია. ვფიქრობთ, რომ შემთხვევითი არ არის ეს, სავარაუდოდ აფხაზეთიდან გადმოვიდა მავნებელი“,– ამბობს სურსათისეროვნულისააგენტოსფიტოსანიტარიისდეპარტამენტისუფროსიზურაბლიპარტია.
აზიური ფაროსანა (Halyomorpha Halys) საქართველოში პირველად 2015 წელს დაფიქსირდა. მავნებელმა 2016 წელს თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია.ფაროსანა ასევე აზიანებს ხეხილოვან, კენკროვან და ბოსტნეულ კულტურებს, განსაკუთრებით ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას და მზესუმზირას. მავნებლის ძლიერი გავრცელების დროს მოსავლის დანაკარგებმა შესაძლოა, 70%-ს მიაღწიოს.
აზიური ფაროსანა გაზაფხულზე - აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისიდან მცენარეზე სახლდება და გვიან შემოდგომამდე რჩება. მავნებელი ფოთლის, ყლორტისა და ნაყოფის წვენით იკვებება. ფაროსანა ხორთუმის მეშვეობით ახალშემოსული თხილის ნაჭუჭს ხვრეტს, ათხელებს ნაყოფის შიგთავსს და კორპისებრ ლპობად ლაქებს წარმოქმნის. ფაროსანას მიერ დაზიანებული ხეხილის ნაყოფი დეფორმირდება, დაზიანების ადგილებში ვითარდება ყავისფერი ლაქები და ხილი საკვებად გამოუსადეგარი ხდება. ფაროსანა სიმინდზეტაროს რძისებრ სიმწიფეში შესვლის პერიოდში გადადის.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენელი ხობში ანგულიმიქავაგვიყვება, რომ სამეგრელოში ვითარება რთულია, მავნებელმა ყველაზე მეტად ამ დროისთვისთხილის მოსავალი დააზიანა.
„საკმაოდ დიდი ზარალია, ძალიან იმოქმედა თხილზე. მეორადად შეწამვლა ვერ მოესწრო წვიმების გამო და ვითარება ამანაც გაართულა. სხვა მცენარეებზეც გავრცელდა ფაროსანა – ძირითადად მარცვლეულ კულტურებზე. ამ ეტაპზე არავინ იცის, ზუსტად რა ზარალი მივიღეთ. თხილის შემთხვევაში მოსავალი თუ უნდა მიგვეღო მაგალითად ერთი ტონა, მავნებელმა ამ რაოდენობის 25–30% დააზიანა“, –ამბობს მიქავა.
„სანამ მოსავალს არ ავიღებთ, ზარალს ვერ დავითვლით. მავნებელი აზიანებს 300–მდე სახეობის მცენარეს,სასოფლო–სამეურნეო კულტურებს, დეკორატიულ მცენარეებს, ბოსტნეულს, ბაღჩეულს და ასე შემდეგ“,– აცხადებს ლიპარტია.
მავნებელი გადასაზამთრებლად საცხოვრებელ სახლებში,ფარეხებში, ცხოველთა სადგომებში, ფარდულებში შედის. გამოზამთრების შემდეგ, აპრილის ბოლოს-მაისის დასაწყისში, აზიური ფაროსანა გამოდის, მცენარეებით კვებასა და კვერცხდებას იწყებს. აზიური ფაროსანა სულ 200-მდე კვერცხს დებს. 4-5 დღეში იჩეკებიან მოწითალო ნიმფები (მატლები), რომლებიც ფერს თანდათან იცვლიან და გადაიქცევიან ზრდასრულ მავნებლად - იმაგოებად; 50-55 დღეში აღწევენ ზრდასრულ ასაკს, რომლის ზომა 12-17 მმ-ია.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეკომენდაციით, აღმოჩენის შემთხვევაში ფაროსანას კვერცხდების კერები მექანიკურად უნდა განადგურდეს.ქიმიური პრეპარატების გამოყენებისას აუცილებლია წესებისა და ლოდინის პერიოდის მკაცრი დაცვა.მავნებლის წინააღმდეგ გამოიყენებასაქართველოში რეგისტრირებული სინთეზური პირეტროიდებისა და ნეონიკოტინოიდების ჯგუფის ინსექტიციდები. საერთაშორისო სამეცნიერო კვლევების მიხედვითა და ამერიკელი მეცნიერების გამოცდილებით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ყველაზე ეფექტიანია პირეტროიდული ჯგუფის ბიფენტრინის შემცველი პრეპარატები, რომელთაგანაც საქართველოს ბაზარზე ხელმისაწვდომია: ტალსტარი, ზონდერი, ინსეკარი და კურა-კურა. პრეპარატების ხარჯვის ნორმაა 0.6-1ლ/ ჰექტარზე.
სურსათის ეროვნულ საააგენტოში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია, ხეხილისა და თხილის ბაღებში ინტენსიური დაკვირვება მასპინძელ მცენარეებზე მაისიდან დაიწყოს:
· პირველი წამლობა ტარდება ნიმფების მასიური გამოჩეკვის შემდეგ, კოლხეთის დაბლობზე - ივნისის დასაწყისში, ხოლო მაღალი ზონის ადგილებში - შედარებით მოგვიანებით. ინსექტიციდების შესხურება ძირითადად ტარდება თხილნარებში, რადგან ამ პერიოდისათვის მავნებელი უპირატესად ამ კულტურაზეა დასახლებული. ამავე პერიოდში ტარდება შესხურება ნაყოფისმომცემ ხეხილოვან და ბოსტნეულ კულტურებზე
· მეორე წამლობა ზემოჩამოთვლილ კულტურებზე ტარდება ივნისის ბოლოს - ივლისის დასაწყისში
· მესამე წამლობა ტარდება თხილის მოსავლის აღების შემდეგ
· მეოთხე წამლობა ტარდება სიმინდისა და სხვა ნათესებში გავრცელებულ მავნებელზე ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში
· მეხუთე წამლობა ტარდება სიმინდის ნათესებში საჭიროების მიხედვით.
„ერთიინდივიდისგანადგურებანიშნავსმომავალისეზონისთვის 200-მდეახალიმწერისმოსპობას, ამიტომაუცილებელიამოსახლეობისჩართვა, რომმექანიკურადგაანადგურონესმავნებელი.ფაროსანას ბუნებრივი მტერი არ ჰყავს, გამრავლების ძალიან სწრაფი უნარი ახასიათებს და დღეში დაახლოებით 70 კმ. შეუძლია, იფრინოს“, – ამბობს ლიპარტია.
როგორვებრძოლოთაზიურფაროსანასსაცხოვრებელსახლებსადაშენობებში?
ექსპერტების რეკომენდაციით, არსებობს მავნებელთან ბრძოლის მექანიკური მეთოდები, რომლებსაც მოსახლეობა აქტიურად იყენებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში.მზადდება მარტივი კონსტრუქციის მუყაოს ან სხვა მასალის თავშესაფარი, სადაც კვერცხის ჩასაწყობი მუყაოს ფირფიტები ან მსგავსი მასალა მჭიდროდ თავსდება. ამ თავშესაფრებს გამოსაზამთრებლად დაძრული ფაროსანების მოზიდვის მიზნით ათავსებენ სახლების მახლობლად, ამ გზით მავნებელს აგროვებენ და მექანიკურად ანადგურებენ. სახლებში შესულ ფაროსანასთან აუცილებელია მექანიკური ბრძოლა სხვადასხვა მეთოდით.მაგ: მტვერსასრუტით შეგროვება და განადგურება. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ასევე ეფექტიანად გამოიყენება ე.წ. „მოიზიდე და მოკალის“ მეთოდი. ინსექტიციდით გაჟღენთილი ბადე თავსდება ნაკვეთის პერიმეტრზე, სადაც მავნებლის მოზიდვის მიზნით მაგრდება 2-3 ერთეული ფერომონი. ბადესთან კონტაქტის შედეგად კი ფაროსანა კვდება.
როგორ რეგულირდება მცენარეთა დაცვა და პარაზიტებთან ბრძოლა ევროკავშირში?
მცენარეთა დაცვას გლობალური მნიშვნელობა აქვს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, გარემოს დაცვისა და სურსათის უვნებლობისთვის. სწორედ ამიტომ ევროპაში მავნებლების წინააღმდეგ საბრძოლველად მუდმივად ახალ მექანიზმებზე მუშაობენ. მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენცია (IPPC) მიზნად ისახავს, მავნებლების გაჩენისა და გავრცელების შეჩერებას, ასევე კონტროლისთვის შესაბამისი ზომების მიღებას.კონვენციის მთავარი ფუნქციაა, რისკების ანალიზი, ინფორმაციის გაზიარება და ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა. IPPC–ის მცენარეთა დაცვის კანონმდებლობის თანახმად, პარტნიორები ვალდებული არიან,შეიმუშაონ ინსტიტუციური გეგმა, რომელიც მცენარეთა ეფექტიანად დასაცავად არის საჭირო, თუმცა ამავდროულად დოკუმენტი ქვეყნებს ნებას რთავს გააღრმავონ სავაჭრო ურთიერთობები და თანამშრომლობა. თავდაპირველად მცენარეთა დაცვა ევროკავშირში მხოლოდ თოთოეული ქვეყნის ეროვნული პასუხისმგებლობა იყო, თუმცა შემდეგ უკვე დირექტივა 77/93/EC და 2000/29/EC წევრ სახელმწიფოებს აძლევს შესაძლებლობას, იმპორტირებული მცენარეები ერთობლივი ძალებით აკონტროლონ და საჭიროების შემთხვევაში მისი შეტანაც აკრძალონ.ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის მარეგულირებელ ორგანოებს ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვთ. მაგალითად, შეუძლიათ მავნებლების იდენტიფიცირება დროულად, მათ წინააღმდეგ საბრძოლველად მეთოდების გაუმჯობესება და რისკების შეფასება.ევროპული აკადემიის მრჩეველმა საბჭომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის სხვადასხვა მავნებლის წინააღმდეგ საბრძოლველად რეკომენდაციებიც შეიმუშავა. დოკუმენტის თანახმად, პირველ რიგში აუციელებლია იმ გენების იდენტიფიცირება და ანალიზი, რომლებიც მარცვლეულ კულტურებსა და სხვა მცენარეებში მავნებლების, ბაქტერიების შეჩერებას უზრუნველყოფს. ასევე მნიშვნელოვანია ოპტიმალური თავდაცვის მექანიზმების შესწავლა. ბიოლოგიური კონტროლის სტრატეგიების განვითარება. ბაქტერიებისა და სხვა მავნებლების მონიტორინგი უნდა გაძლიერდეს, ეს ეხება როგორც იმპორტირებულ პროდუქციას, ასევე ადრეულ ეტაპზე ეფექტურ შეტყობინების სისტემებს.
Eugeorgia info შემოგთავაზებთ სტატიების ციკლს, სადაც თითოეული აქტის საქართველოს კანონმდებლობაში გადმოტანის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციას მოგაწვდით.