ღვინის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში გაორმაგდა
რუმინეთი, საფრანგეთი , ლიტვა, ესტონეთი და მალტა – ევროკავშირის ის ქვეყნებია, სადაც იანვარში ექსპორტმა იმპორტს გადააჭარბა და დადებითმა სავაჭრო ბალანსმა 11,1 მილიონი დოლარი შეადგინა. ხუთ ქვეყანაში ექსპორტის საერთო მოცულობამ 36,7 მილიონი დოლარი, იმპორტმა კი 25,5 მილიონი დოლარი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ჩამოთვლილ ქვეყნებს შორის ძირითადი ექსპორტიორები (76%) რუმინეთი და საფრანგეთი არიან. პირველ ადგილზეა რუმინეთი. სადაც 14,7 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა. თუმცა, გასული წლის იანვრის მონაცემებს თითქმის ნახევარი მილიონი დოლარით ჩამორჩება. ძირითადი სასაქონლო პროდუქცია მადნებისა და სპილენძის კონცენტრატები და აზოტოვანი სასუქებია. ექსპორტის სასაქონლო ჯგუფი რუმინეთში შემდეგნაირად გამოიყურება;
მეორე ადგილზეა საფრანგეთი, სადაც 3 მილიონ დოლარს აღემატება დადებითი სავაჭრო ბალანსი. ექსპორტმა მიმდინარე წლის იანვარში 13 184 ათასი დოლარი შეადგინა, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 2 მილიონ დოლარამდე იყო. საფრანგეთში ექსპორტის ზრდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტმა განაპირობა.
ევროკავშირის 28 ქვეყნიდან იანვარში ექსპორტი არ განხორციელებულა 3 ქვეყანაში: პორტუგალია, ლუქსემბურგი და შვედეთი. წარმოდგენილი სამი ქვეყნიდან იმპორტიც მინიმალურია და საერთო ჯამში 2,4 მილიონი დოლარი შეადგინა.
ევროკავშირის ქვეყნებში 64 მილიონი დოლარის ექსპორტი 183 კომპანიამ განახორციელა. იანვარში ექსპორტი 21,4%–ით , ექსპორტიორ კომპანიათა რიცხვი კი 12%–ით გაიზარდა.
საქართველოს ეროვნული სტატისტიკის ოფიციალური მონაცემებით, 2018 წლის იანვარში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 211.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 6.6 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 64.2 მლნ. აშშ დოლარი იყო. ექსპორტი სასაქონლო ჯგუფების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:
გასული წლის იანვართან შედარებით, 19 ერთეულით 183–მდე გაიზარდა ევროკავშირში ექსპორტიორი კომპანიების რიცხვი. კომპანიათა პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:
-
"აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს "აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი"
-
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანია (საქართველო)
-
სს RMG Copper
-
"შპს Bolero & Company"
-
შპს ველეს თრეიდინგი
-
სს რუსთავის აზოტი
-
შპს ჯეორჯიან პროდაქტს
-
შპს "Caucasian Metals Terminal"
-
შპს იფო თაირი
-
შპს გლობალ ექსპორტი
2018 წლის იანვარში სულ 222,7 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა. აქედან 28,8%–ი ევროკავშირის ქვეყნები, 36% დსთ–ს, ხოლო დანარჩენ ქვეყნებში ექსპორტი კი 34,9% –ია.
ავტორი: მარი როჭიკაშვილი